ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რჩეული
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2016


თუმცა ამაოა ირგვლივ ყველაფერი.

ვიცი ამაოა მაინც ყველაფერი,
თანაც  სინანული  ისევ აგვიანებს,
ცარიელი სახლი ცრემლით გაჟღენთილი,
მთელი  დედამიწა ირგვლივ ნაგვიანი,
რთულად ვეგუები უსამართლო ყოფას,
თუმცა არც დამცალდა რამე დამეტოვა,
ასე ცოდვილ  მიწას როდის მოვშორდები,
ამდენ ლოდინში ხომ ივლისმაც მოთოვა,
ვიცი ვერ გაიგებთ, ვბედავ - პირუტყვებო!
როგორ შეგიძლიათ ასე არსებობა?!
როგორ შეიბილწა ირვლივ ყველაფრი,
როგორ კაპიკები გახდა  თანაგრძნობა,
ვწუხვარ , მაპატიეთ ! იქნებ შენ გამიგო,
იქნებ სულ ერთს მაინც გული შესტკიოდეს,
მაგრამ არც ეს არის ახლა კატასტროფა,
ამდენ გულის ტკივილს ცაც კი არ ეყოფა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები