ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2017


სიგიჟის ჰორიზონტს

ახლა ისე შორია პირველიდან ბოლომდე,
ნოტებს შორის ცარიელ უშენობას ვიშუშებ,
ურცხვად გაშიშვლებულან ქუჩები და ბილიკებს
რაღა დამრჩა ამ გრძნობას ჯანდაბამდეც მივუშვებ.

ბოლო ნაფაზ სიგარეტს გულიანად მოვახრჩობ,
თვალებს დღესაც ბინძური ნიკოტინით მოვწამლავ,
ტილოდ გაგაცოცხლებდი მე რომ ვიყო ბოკაჩო,
მაგრამ ყელში ფერადი სტრიქონები მომაწვა.

მოგიხელთებ მარტო და ამ არეულ სონეტებს
წაგიკითხავ ბოლოჯერ თუ ეპოქა დამაცდის,
ასე გვიყვარს ბათუმში, გადარეულ პოეტებს,
მე კი ალბათ სიგიჟის ჰორიზონტსაც გადავცდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები