 | ავტორი: გილო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 9 მაისი, 2018 |
თუ სიტყვების საშუალებით, გაუგებარი შეგრძნებების დატუსაღება მიუღებელ არგუმენტად მიიჩნევა, მაშ მოლოდინებს შორის ერთი შემთხვევითი შედეგი მაინც, დამახსოვრებულ სიზმარს მსმენელისთვის - საზარელ თავსატეხად აქცევს.როდესაც საგნები პიროვნების გარეშე მოცემულობად აღიქმება, რა უნდა გახდეს ამგვარი მიდგომის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანის საფუძველი?... ღირებულებითი მზადყოფნა, ხასიათი, მოუმზადებელი განწყობა თუ ჩასაფრება? ლიტერატურული ხილვადობა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ტექსტი მხოლოდ ერთ უტყუარ შედეგს უნდა იძლეოდეს ემოციათა თაიგულის სახით აღქმელში, არ აღიარებს. სიუჟეტური მიმართულებით ავტორი საკუთარი ხედვიდან გამომდინარე ქმნის ბორცვებს, ზედაპირზე გარკვეული ესკიზების ამოწევით, რაც შესაძლებელია სრულიადაც არ იყოს ლოგიკური კავშირით მიერთებული მომდევნო დეტალებთან. თვალშისაცემი ვერასოდეს გახდება შეფასების მეთოდისთვის საკმარისი და ვარგისი - მასალა. ეპიზოდები შესაძლებელია ურთიერთკომფლიქტურიც იყოს. თუმცა უმთავრესი მიმართულებისთვის აუცილებელი კონტურების ერთობლიობა, სრულიად საკმარისია.მთავარია არ აარიდოს თავი მკითხველმა ,,სახიფათო’’ გზას მოტივირებული შიშისა თუ ემოციონალური მოუმზადებლობის საფუძელზე. ეს ერთგვარად საჭირო კარნახია საძებნისა თუ ამოსაცნობისაკენ სვლაში. ბორცვები კი იმ მინიშნებებს წარმოადგენენ, რომლის ძირებშიც არის განთავსევბული, ერთი შეხედვით არარსებულ ან ყრუ კატაკომბებში მოსახვედრად აუცილებელი ერთადერთი ჩასაძრომი.ნაკლებად მკვეთრი შტრიხები კი სიღრმეში ჩაშვებულ თოკებსაც შეგვიძლია შევადაროთ.იქ რომ მოხვდე, უნდა ჩაცოცდე.გაუჩინარებული შეგრძნებების კორიანტელი არც სახეში შემოგაყრით მძვინვარებას და არც სხეულს გაგითოშავთ. სხეულგამძვრალი უნდა აღმოჩნდეთ პირისპირ შიშველი შეგრძნებების ვაკუუმში იმ გაუცხოებასთან,რომლისაგანც გამოცარიელებული მიგაჩნდათ საკუთარი თავი.რას გვიპირებს ავტორი, არასოდეს არის გასაგები.არასოდეს ღეჭავს სიტყვებს, წინადადებებსა თუ აბზაცებს გულწრფელობისთვის იმ იმედით, რომ მკითხველი გაითანაბროს ან პირიქით, ბუნდოვანების გამორკვევის მოლოდინში.საკუთარ თავთან გაუმხელელ წინააღმდეგობას ავტორი სწორედ ამ გზით აღწევს თავს. თუმცა ეს მკითხველის გამეტებას არ უნდა ნიშნავდეს. მთელი სიმძაფრე დანიშნულების ადგილას აღმოჩენის შემთხვევაში, ნათელს ფენს უნებლიე თანხვედრით გამოწვეულ სიმშვიდეს.რაღაც აორთქლებისაგნ შემსუბუქების შეგრძნების მსგავსს.რა შეედრება მოულოდნელი ამოქროლების განგაშს, საკუთარ შფოთიან ბუნებას როდესაც შეესევა ამოუცნობი სამყაროს, საკუთარი სამყაროს წამიერად გამაცოცხლებელი ზემი. ყველა დარღვეული ზღუდე ხილულსა და უხილავს შორის, არსებულსა და წარმოდგენილს შორის, ნათქვამსა და უთქმელს შორის, განცდილსა და განუცდელს შორის - შემაძრწუნებელი სიმძიმის შეგრძნებას კარგავს. როდესაც არსებობის უარყოფაზე წარმოდგენების ცვლილებას საფუძვლად ედება - გაზიარების მომენტი. გაუგონარი სიმშვიდე ისადგურებს და გიწევს ამოძვრე უკან გამოქვაბულებიდან. დაუბრუნდე უსწორმასწორო ზედაპირს. შეწყვიტო ძიება და დაგეუფლოს ზიზღი იმის რომ ამ საოცარი ვარდნის ხალისი იშვიათად განმეორებადია. როდესაც მკითხველის პოზიცია შეჯერებულია ერთადერთ მოთხოვნაზე, ავტორისაგან მოისმინოს დაზუსტება ნებისმიერი შტრიხის, თვალთმაქცობის, შეგნებული ორჭოფობისა თუ სხვა გაუბედაობის შესახებ, ეს დაუნდობლობაა. წარმოუდგენელია საით მიემართებიან ადამიანები ყოველდღიური მოძრაობისას. აქ იმდენად უინტერესოა კონკრეტული შეჩერების წერტილები, რამდენადაც კაცობრიობის მოძრაობის უწყვეტ ციკლზე სრული სურათის ცოდნაზე უარის თქმა. სადღაც შუალედში აღმოჩენილი არსებები ამაზე მსჯელობის უნარში შეზღუდულები არ არიან, რადგან ფიქრობენ და აქედან გამომდინარე პასუხგაუცემელ წინაღობებზე მიდგომის სხვაგვარი ფორმებით უნდა მოხდეს პოზიციების გამყარება. ლიტერატურული საკვები სამომხმარებლო მოთხოვნილებების საწყისს, ირაციონალური ბუნებით თავისთავად ახასიათებს. ლიტერატურული შიმშილის დაკმაყოფილება ნებისმიერი საკვებით წარმოუდგენელია.ზოგადად მაძღრობისთვის კი საკვების სახეობების შერჩევა გამოუვალი მდგომარეობის დროს - შეუძლებელი. ამიტომ მიდგომები აშკარად განსხვავდება. ისევე როგორც თითოეული ადამიანი ერთმანეთისგან ან საერთოდაც შინაგანი სამყარო გარეგანისგან.პირობითია ფორმულები, განსაზღვრებები, უტოლობები და ასე შემდეგ, იმ აბსოლუტური ყოვლისმომცველობისაგან განსხვავებით, რომელში მოთავსებასაც ვცდილობთ ფაქტიური სიცარიელის. უგნურ თავგასულობადაც შეიძლება ჩაითვალოს უპირატესობის განცდა მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნისას, თუ განცალკევებით აღმოჩნდება ფიქრის დაუშრეტელი სათავე, სახტად დარჩენილი გაუსაძლისობისაგან.თავისუფლება მხცოვანივით არის, რომელსაც იტანენ. მიტოვებამდე ბევრს ფიქრობენ, რაღაცის გამო ინარჩუნებენ, ხშირ შემთხვევაში შეელევიან. აზროვნებას ყველაზე მალე ბეზრდება ეს მხცვოვანი,რადგან მოსავლელი და დამოკიდებულია ნებაზე. მათ შორის ადვილად მოსაგერიებელიც. ამიტომ ყოველთვის ხდება მასზე გამარჯვება. გვერდის ავლა ამოუცნობ, უსახელო, უცნობ შეგრძნებებთან, შემაწუხებელ აუტანლობას წარმოშობს.შიშის ცხოველისთვის საკმაოდ კალორიული საკვებია. ისიც იზრდება, მძვინვარდება,ბუნაგს იფართოებს და გვდარაჯობს დაუძლურებამდე. ამის შემდეგ ნებისმიერ წამოყენებულ პირობას ვასრულებთ და ვიკარგებით.
28 აპრილი 2018 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. რთულად წამეკითხა. გამიჭირდა - ეს ჩემი ბრალია, ზედმეტად ფილოსოფიურადაა დაწერილი. არ ვიცი ბოლომდე ჩავწვდი თუ არა, მაგრამ ერთში ვეთანხმები რომ ყველაფერში ცაკირკიტება შეიძლება არასწორი იყოს. ერთია რომ ნამდვილი ხელოვნება ყველაში სათავისოს უნდა აპოვნინებდეს მნახველს, მკითხველს თუ მსმენელს.
რთულად წამეკითხა. გამიჭირდა - ეს ჩემი ბრალია, ზედმეტად ფილოსოფიურადაა დაწერილი. არ ვიცი ბოლომდე ჩავწვდი თუ არა, მაგრამ ერთში ვეთანხმები რომ ყველაფერში ცაკირკიტება შეიძლება არასწორი იყოს. ერთია რომ ნამდვილი ხელოვნება ყველაში სათავისოს უნდა აპოვნინებდეს მნახველს, მკითხველს თუ მსმენელს.
5. ამის თქმა სხვაგვარადაც შეიძლებოდა გეთანხმებით,თუმცა ალბათ წავივარჯიშე ასე მგონია. ამის თქმა სხვაგვარადაც შეიძლებოდა გეთანხმებით,თუმცა ალბათ წავივარჯიშე ასე მგონია.
4. მეტისმეტად სისტემური ენაა გამოყენებული, მომავლის ანდროიდები ისაუბრებენ ალბათ ასე, ჩვენთვის კი გასაგებია, მაგრამ მეეჭვება გასაგები იყოს სხვებისთვისაც. რამდენიმე, ან ერთი უცხო ენის ცოდნაა საჭირო რომ სიტყვების ამგვარ მანიპულაციას დაეწიო აზრობრივად. (ან თუმდაც ქართული გრამატიკის ძალიან კარგი ცოდნა)
მეტისმეტად სისტემური ენაა გამოყენებული, მომავლის ანდროიდები ისაუბრებენ ალბათ ასე, ჩვენთვის კი გასაგებია, მაგრამ მეეჭვება გასაგები იყოს სხვებისთვისაც. რამდენიმე, ან ერთი უცხო ენის ცოდნაა საჭირო რომ სიტყვების ამგვარ მანიპულაციას დაეწიო აზრობრივად. (ან თუმდაც ქართული გრამატიკის ძალიან კარგი ცოდნა)
3. "როდესაც მკითხველის პოზიცია შეჯერებულია ერთადერთ მოთხოვნაზე, ავტორისაგან მოისმინოს დაზუსტება ნებისმიერი შტრიხის, თვალთმაქცობის, შეგნებული ორჭოფობისა თუ სხვა გაუბედაობის შესახებ, ეს დაუნდობლობაა."- ამ ნაწილით ამოვხსენი(მგონი), რომ ავტორი წუხს, მისი აზროვნების სიღრმეებს რომ ვერ მისდევს მკითხველი. ძალიან რთული და ჩახლართული ენითაა ნაწერი, მაგრამ ხვდები, რომ საინტერესო თემაზე წერს ავტორი და იძულებულს გხდის უკირკიტო. "როდესაც არსებობის უარყოფაზე წარმოდგენების ცვლილებას საფუძვლად ედება გაზიარების მომენტი. "- ეს ადგილი ვერ გავიგე, რამდენჯერმე წაკითხვის მიუხედავად "როდესაც მკითხველის პოზიცია შეჯერებულია ერთადერთ მოთხოვნაზე, ავტორისაგან მოისმინოს დაზუსტება ნებისმიერი შტრიხის, თვალთმაქცობის, შეგნებული ორჭოფობისა თუ სხვა გაუბედაობის შესახებ, ეს დაუნდობლობაა."- ამ ნაწილით ამოვხსენი(მგონი), რომ ავტორი წუხს, მისი აზროვნების სიღრმეებს რომ ვერ მისდევს მკითხველი. ძალიან რთული და ჩახლართული ენითაა ნაწერი, მაგრამ ხვდები, რომ საინტერესო თემაზე წერს ავტორი და იძულებულს გხდის უკირკიტო. "როდესაც არსებობის უარყოფაზე წარმოდგენების ცვლილებას საფუძვლად ედება გაზიარების მომენტი. "- ეს ადგილი ვერ გავიგე, რამდენჯერმე წაკითხვის მიუხედავად
2. რისი დაწერაც შესაძლებელია,იმის წაკითხვა შეუძლებელი ვერ იქნება,თუნდაც - თითქმის. რატომ დავწერე? ტექსტში დევს ამის პასუხი :-) როგორ დავწერე - არ ვიცი. რისი დაწერაც შესაძლებელია,იმის წაკითხვა შეუძლებელი ვერ იქნება,თუნდაც - თითქმის. რატომ დავწერე? ტექსტში დევს ამის პასუხი :-) როგორ დავწერე - არ ვიცი.
1. ამის ამ ფორმით წაკითხვა თითქმის შეუძლებელია :)
არადა, ძალიან საინტერესოდაა ჩამოყალიბებული ავტორის მოსაზრება.
ერთმა დეტალმაც გამაოცა- არცერთი უცხო სიტყვა, თუნდაც ლიტერატურული ტერმინი არა აქვს გამოყენებული, მაგრამ ისეთი ტექსტია, გეგონება, რომ სავსეა ამ ტერმინებით :)
რატომ დაწერეთ ეს ? :)
ამის ამ ფორმით წაკითხვა თითქმის შეუძლებელია :)
არადა, ძალიან საინტერესოდაა ჩამოყალიბებული ავტორის მოსაზრება.
ერთმა დეტალმაც გამაოცა- არცერთი უცხო სიტყვა, თუნდაც ლიტერატურული ტერმინი არა აქვს გამოყენებული, მაგრამ ისეთი ტექსტია, გეგონება, რომ სავსეა ამ ტერმინებით :)
რატომ დაწერეთ ეს ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|