| ავტორი: რარარა ჟანრი: პროზა 9 მაისი, 2018 |
ჩვეულებრივი(ბანალური ისტორია) ამბავი . უნივერსიტეტთან მანქანის დასაყენებელი ცარიელი ადგილის დავინახე და სასწრაფოდ შევაყენე მანქანა. შეხვედრა ნახევარ საათში მქონდა და იქვე კაფეში შევედი. ხალხით სავსე კაფეში , მარტოდ მჯდომ გოგოსთან მივედი , არ მიყვარს , ვინმესთვის მყუდროების დარღვევა ,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა , ვთხოვე ნება მოეცა მის მაგიდასთან დავჯდარიყავი. „დაბრძანდითო“ მითხრა და მივხვდი მისთვის სულერთი არ იყო იყო ჩემი დაბრძანება. გაუხარდა ,ისეთი შეგღზნება დამრჩა ელოდებოდა ვინმეს , ვინც დაუჯდებოდა და გამოელაპარაკებოდა. უცხო ,უცნობი ადამიანი სჭირდებოდა , სახელისა და გვარის გარეშე , რომელსაც გულს გადაუშლიდა და რომელსაც შემდეგ დაივიწყებდა. დავეხმარები რატომაც არა , გავიფიქრე და გამიხარდა, რომ ასე ადვილად შემეძლო კარგის გაკეტება. ნახევარი საათი მაინც ვიხსედით. ის თავის ყავას , მე ჩემს ჩაის უხმოდ მივირთმევდით, ვერ გაბედა გამოლაპარაკება, მეც მომერიდა.. მერე წავიდა, წასვლისას გამიღიმა .კარგად ბრძანდებოდეთო . მას მერე იქნებ ერთი თვეც გავიდა და დღეს დაძინებისას გამახსენდა ის გოგო. ვინ იცის როგორ სჭირდებოდა იმ დღეს ვინმესთან საუბარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეტისმეტად ჩვეულებრივი :)
მეტისმეტად ჩვეულებრივი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|