ვნახე განშორების ბევრი ჩახუტება შვილთან, მეუღლესთან, ბედთან, სამშობლოსთან, სული ცრემლიანი მზერით ჩაიხუთა, ნერწყვი სიმშრალისგან ყელში გადაგორდა.
რარიგ მძიმე არი, ვიცი, დამიჯერე, სადღაც სხვის მიწებზე წლობით ხეტიალი, გზებზე აღმართული ასი ბარიერი, გულში იმედი და ლოცვა ცრემლიანი.
დიახ, ლოცულობ და ნანატრ დედის ღიმილს ღამით სიზმრებში თუ წამით გამოძერწავ, წლები დაწყევლილი სანამ გადაივლის გული განშორების შიშმა ამორეცხა.
სული იქვე რჩება, მაგრამ ეგ სხეული ისევ, სხვა მიწაზე, დარდმა გადაჭამა, ასე ერთიანად, თანაც დამსხვრეული რჩები შენს ოთახში, როგორც ჰოლოგრამა.
ურჩი დრო და გზები ვეღარ მოიხელთე, თავზე უცხო ქვეყნის ზეცა განათებს და შვიდად გაყოფილი ერთი კონტინენტი აი სულ ესაა შენი განმარტება.
წასვლა რთული იყო, მაგრამ შეძელი და უფრო რთული დარჩა უკან დაბრუნება, ვინ თქვა შორეული უცხო ქვეყნებიდან ვითომ სიყვარული მართლა ნადგურდება?
თუმცა ფიქრობენ, რომ წვეთიც აღარ რჩება აღარც სამშობლოსი, აღარც სიყვარულის, მჯერა შენს ძარღვებში მაინც გადარჩება, ის რაც ქართულია ყველგან იქართულებს.
ჭირსაც წაუღია სხვისი მთა და მდელო, სხვისი მიწა-წყალი, რადგან დაბრუნებულს, მჯერა მალე ვნახავ მე ჩემს საქართველოს ყველა ემიგრანტთან გულში ჩახუტებულს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. თემა კარგია, შესრულება ძალინ სუსტი. თემა კარგია, შესრულება ძალინ სუსტი.
8. ნექტარო მაგაზე მეც ვფიქრობდი მაგრამ რატომღაც მაინც დავტოვე. გეთანხმებით და ჩავანაცვლებ. გმადლობთ. :) ნექტარო მაგაზე მეც ვფიქრობდი მაგრამ რატომღაც მაინც დავტოვე. გეთანხმებით და ჩავანაცვლებ. გმადლობთ. :)
7. ნექტარო მაგაზე მეც ვფიქრობდი მაგრამ რატომღაც მაინც დავტოვე. გეთანხმებით და ჩავანაცვლებ. გმადლობთ. :) ნექტარო მაგაზე მეც ვფიქრობდი მაგრამ რატომღაც მაინც დავტოვე. გეთანხმებით და ჩავანაცვლებ. გმადლობთ. :)
6. ნექტარო მაგაზე მეც ვფიქრობდი მაგრამ რატომღაც მაინც დავტოვე. გეთანხმებით და ჩავანაცვლებ. გმადლობთ. :) ნექტარო მაგაზე მეც ვფიქრობდი მაგრამ რატომღაც მაინც დავტოვე. გეთანხმებით და ჩავანაცვლებ. გმადლობთ. :)
5. გაიხარეთ... <3 გაიხარეთ... <3
4. კაქტუსი ვერ გადაგორდება, ეკლები ეჭიდება ყველაფერს, არ უშვებს. ისე კარგია. კაქტუსი ვერ გადაგორდება, ეკლები ეჭიდება ყველაფერს, არ უშვებს. ისე კარგია.
3. 3+ ემიგრანტების ხათრით 3+ ემიგრანტების ხათრით
2. გაიხარეთ მარია... <3 გაიხარეთ მარია... <3
1. Sevdiani, lamazi da yvelas tkivili. + 2. Metis sashualeba ar maqvs :)))) Sevdiani, lamazi da yvelas tkivili. + 2. Metis sashualeba ar maqvs :))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|