ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2018


პირადი ლექსი

სიჩუმე ჩემი ტაძარია ფრთხილად შემოდი,
აქ მონაზვნები არ არიან, აღარც ბერები.
მხოლოდ ეს ერთი, მოკვეთილი მღვდელი დასახლდა
და უშედეგოდ წირავს და წირავს.

სიჩმუმე ჩემი ტაძარია, შემოუარე.
ჩვენ შვიდჯერ ვიცით სანამ შევალთ.
აქ თუ ვილოცებთ, ერთმანეთის თვალებს ვემთხვევით,
ესეა წესი.
ლოცვის ბოლოს კი, სახეს ვუწვავთ ცივი თითებით, ასევე შვიდგზის.

ნუ ელოდები ღმერთების პასუხს, ნუღარც დაძახილს,
სიჩუმე ჩემი ტაძარია მხოლოდ და მხოლოდ.
თუ კი განგკვეთეს საიდანმე შენ აქ ილოცე.
მე ვეღარ განგკვეთ, ვერც ჩაგკეტავ,
და თუკი წასვლა მოგინდება მიდი და წადი,
ოღონდ წასვლისას შემოუარე ჩემს ტაძარს შვიდგზის.

სიჩუმე ჩემი ტაძარია, ამიტომ ვდუმვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები