| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 21 მაისი, 2018 |
შუაღამეს გადაცილებული იყო. მაკრინეს არ ეძინა. ბევრ რამეზე ფიქრობდა, მაგრამ მეტად იმაზე ხვალ დილით გაიღვიძებდა თუ არა. როგორც წესი ასეთ ფიქრს ლოცვა აგრძელებდა და ეს იმის ნიშანი გახლდათ რომ მოხუცს მალევე ჩაეძინებოდა. ლოცვამდე ჯერ არ მისულიყო რომ ეზოდან რაღაც ხმა ჩაესმა. სმენად იქცა, შუაღამის სიჩუმე აღარ დარღვეულა. სადღაც შორიდან ძაღლების ყეფა მოისმოდა. ისევ მიაყურადა ღამეს და თუმცა არაფერი გაუგონია მაინც წამოიწყო დიალოგი. დიალოგი კი ნამდვილად მინისპექტაკლს წარმოადგენდა: მაკრინე ორ ხმაზე საუბრობდა - თავის ჩვეულ ხმაზე და უფრო ბოხზე, ისე რომ მამაკაცის ხმას დაემსგავსებინა. დიალოგი საკმაოდ ხმამაღალი იყო. - მაკრინე, გძინავს? - იწყებდა მაკრინე ბოხი ხმით. - არა, ჯერემ ვფღიზლობ! რაია? - რა მიკვირს, მაკრინე, იცი? - თუ არ მითხარი, არ მეცოდინება! - რაი, და, მაჭუნიასთან შეშა რომ მეიპარეს იმ ღამეს, რეიზა ვერიკაცმა ვერ გეიგონა ნეტა? - რეიზა და მაჭუნიე სახში არ ყოფილა! ქალმა და გოგუებმა კი გეიგონეს თურმე მარა შეშინებიათ კარში გამოსლა! - პასუხობდა მაკრინე მაკრინეს ამჯერად ჩვეული ხმით. - რამ შეაშინათ კი მარა? ჩეედვა იი პატრონა იმ თოფში, გამეეყო ფანჯრიდან და ესროლა ჰაერში! - შიში იმფერია, ზაურია, რომე ეტყობა თლათ დაავიწყა იი თოფი! - ჰო, მასე იქნებოდა თვარა ქი იზამდენ...ერთი აქანე შემევიდოდეს ვინმე და ქი ვიცი რასაც ვიზამ! - რას იზამ ესრი თუ? - ვესრი, აბა არ ვესრი?! - კაი ახლა, ზაური, არიკაცი არ შემუა ჩემსას! - ვიცი, მარა რომ შემევიდეს მეთქინ ასე ვიზამ! - ჰო, ახლა თუ შემუა კი უნდა ქნა მასთე! შენ იი მითხარი, რამდონ ხანს რჩები? - მაგდებ თუ? - როვა გეკადრება, რას ჩივი? იყაი რამდონ ხანსაც გინდა. - ჰო, და ამ ზამთარს ქე ვიქნები. - იყაი, იყაი...მოი ახლა იქნება დევიძინოთ... - თხოვნით მიმართა მაკრინემ მაკრინეს, ლოცვა წამოიწყო და მოხუცს მალევე ჩაეძინა... ასე იყო სულმუდამ, როდესაც მაკრინეს გარედან რაიმე ხმა შეაშინებდა, დიალოგს მართავდა ხან ბიძაშვილთან, ხან ქალაქიდან ჩამოსულ ნათესავთან, ხან კი ვინმე ღამისგასათევადდარჩენილ სტუმართან... მაკრინე ხომ ღრმადმოხუცი გახლდათ... კიდევ სრულიად მარტოდდარჩენილი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ალბათ, ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს: იყო მარტოხელა მოხუცი!... : / ალბათ, ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს: იყო მარტოხელა მოხუცი!... : /
12. მომეწონა, მთავარი სათქმელი ნათქვამია ჩემი აზრით :) მომეწონა, მთავარი სათქმელი ნათქვამია ჩემი აზრით :)
11. გურულია ვითამ? მთელი გურია რომ დეიარო მაკრინე და ზაურის მოსახელეს ვერ ოპოვი. მარინა და ზურია სავსეა გურიაში. მაკრინე და ზაური კახეთშია გავრცელებული. გურულია ვითამ? მთელი გურია რომ დეიარო მაკრინე და ზაურის მოსახელეს ვერ ოპოვი. მარინა და ზურია სავსეა გურიაში. მაკრინე და ზაური კახეთშია გავრცელებული.
10. ჩემი სეხნია მოხუცი... იმედი მაქვს, მის ბედს არ გავიზიარებ... ცალკე აღებული სიბერეც რთულია და მარტოობაც, რომ არაფერი ვთქვათ ორივეზე ერთად... ჩემი მაქსიმუმი არა, მაგრამ ქულებს მაინც გიწერ გურულების ხათრით გურული მაკრინე :) ჩემი სეხნია მოხუცი... იმედი მაქვს, მის ბედს არ გავიზიარებ... ცალკე აღებული სიბერეც რთულია და მარტოობაც, რომ არაფერი ვთქვათ ორივეზე ერთად... ჩემი მაქსიმუმი არა, მაგრამ ქულებს მაინც გიწერ გურულების ხათრით გურული მაკრინე :)
9. გადავიკითხე კიდევ წარმოვიდგინე კიდეც და უფრო მეტად შემეცოდა მაკრინე
:( გადავიკითხე კიდევ წარმოვიდგინე კიდეც და უფრო მეტად შემეცოდა მაკრინე
:(
8. რადიო-სპექტაკლივით იყო :)
რადიო-სპექტაკლივით იყო :)
7. წავიკითხე. ვერ ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა, თუმცა ავტორის ოსტატობა ჩანს
დავეთანხმები ავტორს, არანაირი ინტიმი არაა, ისიც ჩანს რომ ბიძაშვილიც მკვდარი ყავს და არა ცოცხალი, მასაც იმ ქვეყანაში "ესაუბრება"
ხმამაღლა საუბარი და თოფის ხსენება რატომ ჭირდებოდა ესეც გასაგებია, თორემ უბრალოდ ილოცებდა გულში და ისედაც დაიძინებდა.
ზოგადად კარგია, მაგრამ "ჟუბიე"-ს ავტორისგან მოლოდინი მეტია :) თქვენი ბრალია, არ უნდა გაგენებივრებინეთ "ჟუბიეთი" :)
4 ქულა მხოლოდ ისიც ხათრით ისე, კი შემეცოდა საბრალო მაკრინე :(
წავიკითხე. ვერ ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა, თუმცა ავტორის ოსტატობა ჩანს
დავეთანხმები ავტორს, არანაირი ინტიმი არაა, ისიც ჩანს რომ ბიძაშვილიც მკვდარი ყავს და არა ცოცხალი, მასაც იმ ქვეყანაში "ესაუბრება"
ხმამაღლა საუბარი და თოფის ხსენება რატომ ჭირდებოდა ესეც გასაგებია, თორემ უბრალოდ ილოცებდა გულში და ისედაც დაიძინებდა.
ზოგადად კარგია, მაგრამ "ჟუბიე"-ს ავტორისგან მოლოდინი მეტია :) თქვენი ბრალია, არ უნდა გაგენებივრებინეთ "ჟუბიეთი" :)
4 ქულა მხოლოდ ისიც ხათრით ისე, კი შემეცოდა საბრალო მაკრინე :(
6. ვერ დაგეთანხმებით ნათთია და რენუარ :) 1. სიტყვა- ინტიმური- აქ უადგილოდ მეჩვენება. 2. არსად არ ჩანს რომ მაკრინეს ქმარი ჰყავდა. 3. მაკრინე შიშის გამო აწყობს ამ მინისპექტაკლს და რაც ამ ჯერზე მოაფიქრდა ეგ იყო. 4. და მთავარი ვფიქრობ ეს მინიატურა არ არის ამდენი ყურადღების ღირსი. 5. და კიდევ დიდი მადლობა, რადგან გსურდათ რომ უკეთესი ყოფილიყო :) ვერ დაგეთანხმებით ნათთია და რენუარ :) 1. სიტყვა- ინტიმური- აქ უადგილოდ მეჩვენება. 2. არსად არ ჩანს რომ მაკრინეს ქმარი ჰყავდა. 3. მაკრინე შიშის გამო აწყობს ამ მინისპექტაკლს და რაც ამ ჯერზე მოაფიქრდა ეგ იყო. 4. და მთავარი ვფიქრობ ეს მინიატურა არ არის ამდენი ყურადღების ღირსი. 5. და კიდევ დიდი მადლობა, რადგან გსურდათ რომ უკეთესი ყოფილიყო :)
5. ბეთ, რენუარს მეც ვეთანხმები , იმდენად ინტიმურ-მეგობრული საუბარი ჰქონდათ, ბიძაშვილო მეხამუშა. ისე კი 5. ბეთ, რენუარს მეც ვეთანხმები , იმდენად ინტიმურ-მეგობრული საუბარი ჰქონდათ, ბიძაშვილო მეხამუშა. ისე კი 5.
4. ნამეტნავად ბევრს ხომ არ სთხოვ ამ მინიატურას, რენ? :) ნამეტნავად ბევრს ხომ არ სთხოვ ამ მინიატურას, რენ? :)
3. შტრიხს დაუმატებდა. აი, როცა გეშინია და ერთი ადამიანი გახსენდება ეგ სხვა რამეა და როცა გეშინია და ზოგადად ადამიანი გახსენდება ეს სხვაა. პირველი უფრო ინტიმურია და უფრო ნამდვილი. სულერთია ვინ მოვა და დამიცავს თუ ჩემი ქმარი მოვა და დამიცავს... თან ჩანს რომ ქმარი გარდაცვლილია და იქით სამყაროს ელაპარაკება. ბიძაშვილი და ნათესავი რეალური ცოცხალი ადამიანები არიან... ხვდები რას ვგულისხმობ? არის სხვაობა? შტრიხს დაუმატებდა. აი, როცა გეშინია და ერთი ადამიანი გახსენდება ეგ სხვა რამეა და როცა გეშინია და ზოგადად ადამიანი გახსენდება ეს სხვაა. პირველი უფრო ინტიმურია და უფრო ნამდვილი. სულერთია ვინ მოვა და დამიცავს თუ ჩემი ქმარი მოვა და დამიცავს... თან ჩანს რომ ქმარი გარდაცვლილია და იქით სამყაროს ელაპარაკება. ბიძაშვილი და ნათესავი რეალური ცოცხალი ადამიანები არიან... ხვდები რას ვგულისხმობ? არის სხვაობა?
2. რენუარ რას შეცვლიდა? მთავარი არ არის ნათქვამი? :)
რენუარ რას შეცვლიდა? მთავარი არ არის ნათქვამი? :)
1. ბეთ, ფილმი გამახსენდა, მოხუცებული მარგარეტ ტეტჩერი თავის გარდაცვლილ ქმარს რომ ელაპარაკება:(
ამ მინიატურაშიც მაკრინეს ქმარი ყოფილიყო მარტო...მე მერჩივნა. შეეშინდა და ქმარს გამოელაპარაკა... ხან ვის და ხან ვის არა. მე ეგრე მგონია. შენ უკეთ იცი, ბეთ:* ბეთ, ფილმი გამახსენდა, მოხუცებული მარგარეტ ტეტჩერი თავის გარდაცვლილ ქმარს რომ ელაპარაკება:(
ამ მინიატურაშიც მაკრინეს ქმარი ყოფილიყო მარტო...მე მერჩივნა. შეეშინდა და ქმარს გამოელაპარაკა... ხან ვის და ხან ვის არა. მე ეგრე მგონია. შენ უკეთ იცი, ბეთ:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|