ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2018


ნუ ატირდები

ნუ ატირდები, შენც ხომ იცი, ღმერთია მოწმე
საუკუნე და უფრო მეტიც ეტევა წამში.
მე, როგორც გული, ისე მინდა სული რომ მოგცე,
ღმერთისნაირი შემოხედვა გაჩუქო ქარში.
თუ გინდა სიკვდილს გადაურჩე - გასწავლი პროცესს,
თუ გინდა ვეღარ გადაურჩე სიცოცხლეს ... მოდი.
ვეღარ დაგიწერ ისეთ ლექსებს, შენ რომ არ გჯობდეს,
ვერ გაგაკვირვებ დაღამების, ვეღარც ერთ დროთი.
ახლა აკლია, დეკემბერი, მაისის წვიმას
ვეღარ იღვიძებს თავის დროზე, ვერც ერთი ჩიტი.
ანუ ძვირფასო, გაგიჟება ეკუთვნის იმას,
ვინც, სუიციდის მცდდლობაზე იტკინა თითი.
სულის შემძვრელი სიყვარულით, რწმენით და ... ღმერთო !
ვწერ, ისე როგორც ისტორიას შემოვრჩი უკვე,
რომ სიმარტოვე, ოდნავადაც ვეღარ შემეხო,
და ორაზროვან ფიქრებისგან, ვერ გავილომპე.
და რა ხანია, არ ვკითხულობ, ძილის წინ ლოცვებს,
და რა ხანია, ვერ მხედავენ, მთვრალს და გალეშილს,
ნუ ატირდები, შენც ხომ იცი, ღნერთია მოწმე,
მთელი სამყარო დამეტევა, მწვანე თვალებში !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები