ნინო დარბაისელი
მაისური - - - -
იქნებ იმიტომ, რომ ჩემოდანში არ გეტეოდა, ჩალაგებულზე მოკლემკლავება, პირისფერი მაისური დაკეცილებს გამოაცალე და მითხარი: ,ეს - შენი იყოს”.
და ჩემი იყო ის მაისური, როცა სარეცხი ფხვნილის სუნს იქით, სადღაც, მეათე ფაზის ზემოთ შენს სუნს ამხელდა, მონატრებულზე ღამისპერანგად რომ ჩავიცვამდი და მუხლისთავებს მიფარავდა.
და ჩემი იყო ის მაისური, მაშინაც, როცა პიჟამოიანს ბალიშქვეშ, ხელის შეყოფაზე შეგულებული სიზმრებს პირისფრად მიფერადებდა.
და ჩემი იყო ის მაისური, როცა შენ ჩემი აღარ იყავი, ან უფრო ზუსტად აღარ ვიყავით ერთმანეთისა, თუ სიყვარულში რამე სიზუსტე დასაშვებია.
მერე, როგორც ასეთ დროს ხდება, რაც გვაერთებდა, მიყოლებით ყველაფერი ჩამოვიშორე, ის კი უბრალოდ, მიიკარგა, დაიკარგა, გაქრა, გაფრინდა. ალბათ ღამის ქარმა წაიღო ან არ წაიღო, პირისფერი - იმ უადგილო სიზმრებში ჩამრჩა, სადაც მოდიხარ და მეუბნები:
- იცი, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ რა გვექნა, არც სიყვარულის ენა ვიცოდით, ერთმანეთამდე ანბანიც კი არ გვისწავლია და ვწვალობდით ცალ-ცალკე და ერთმანეთიც გავაწვალეთ გამწარებამდე. ის, რაც ვიცოდით და ვიყენებდით, სხვა ენა იყო და სიძულვილით სიყვარული გამოგვდიოდა. ან ახლა, როცა სიყვარულის ენა ვისწავლეთ, რა გვაქვს სათქმელი?
გპასუხობ ისე, თითქოს რა თქვი, არც გამიგია: (რაც განუწყვეტლივ გაცოფებდა):
“- მიმოიხედე! პირისფერია ჩვენი ფონი - სასაფლაოზე ჩუმად მოწყვეტილ მაისის ვარდში ზვინისფერი რომ გაურიო, ოღონდ ცრემლით არ გააწყალო ...”
და ამ დროს დილა - პირგასამტეხლო ზურგიდან მხვდება, თვალს არ გავახელ, იქნებ სიზმარი ჩავიტრიალო და შენს პირისფერ ფონს დავეწიო.
ან რაღად მინდა! უენობა სჯობს, თუ ენა იცი, სათქმელი კი არაფერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. შთამბეჭდავია! შთამბეჭდავია!
4. მადლობა ჯონათან, მუხა, ნიკი! ნიკი, მადლობა, რომ აღმადგენინეთ თავდაპირველი ვერსია. ჩემი ჩანაფიქრით, ეს იყო სიტყვების/ ომონიმების თამაშზე აგებული სახე ფინალში (პირი და ენა) ჯერ ფეისბუქზე დავდე ეს ლექსი და ერთმა მეგობარმა ფილოლოგმა პირადში მომწერა, კარგი ლექსია, მაგრამ ,,პირგასამტეხლო" არაა სწორი ფორმა, ,,საპირგასამტეხლო' უნდა იყოსო. აქ ლექსიკონებში შემოწმების საშუალება არა მაქვს, გუგლს უცებ ჩავხედე და არეულობა დამხვდა. ბევრი აღარ მირკვევია, კი დამენანა ჩანაფიქრი, მაგრამ მაინც ჩავასწორე. ახლა გავარკვიე, რომ ორივე ტერმინი არსებულა, სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონია. მე რაც ვიგულისხმე, ის აზრობრივად ,,პირგასამტეხლოა' კიდევ ერთხელ ჩემი მადლობა და სიყვარული თქვენ! მადლობა ჯონათან, მუხა, ნიკი! ნიკი, მადლობა, რომ აღმადგენინეთ თავდაპირველი ვერსია. ჩემი ჩანაფიქრით, ეს იყო სიტყვების/ ომონიმების თამაშზე აგებული სახე ფინალში (პირი და ენა) ჯერ ფეისბუქზე დავდე ეს ლექსი და ერთმა მეგობარმა ფილოლოგმა პირადში მომწერა, კარგი ლექსია, მაგრამ ,,პირგასამტეხლო" არაა სწორი ფორმა, ,,საპირგასამტეხლო` უნდა იყოსო. აქ ლექსიკონებში შემოწმების საშუალება არა მაქვს, გუგლს უცებ ჩავხედე და არეულობა დამხვდა. ბევრი აღარ მირკვევია, კი დამენანა ჩანაფიქრი, მაგრამ მაინც ჩავასწორე. ახლა გავარკვიე, რომ ორივე ტერმინი არსებულა, სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონია. მე რაც ვიგულისხმე, ის აზრობრივად ,,პირგასამტეხლოა` კიდევ ერთხელ ჩემი მადლობა და სიყვარული თქვენ!
3. ძალიან კარგია ქალბატონო ნინო ძალიან
5 ქულა
ერთი ეს ვერ გავიგე და იქნებ გამარკვიოთ საპირგასამტეხლო თუ პირგასამტეხლო?
მე ხშირად ამ მეორე ფორმით მხვდება ხოლმე ( ხელშეკრულებებში ძირითადად )
ძალიან კარგია ქალბატონო ნინო ძალიან
5 ქულა
ერთი ეს ვერ გავიგე და იქნებ გამარკვიოთ საპირგასამტეხლო თუ პირგასამტეხლო?
მე ხშირად ამ მეორე ფორმით მხვდება ხოლმე ( ხელშეკრულებებში ძირითადად )
2. ეს მთელი ცხოვრების ისტორიაა, ძალიანი მომეწონა. ეს მთელი ცხოვრების ისტორიაა, ძალიანი მომეწონა.
1. უჰ, რა კარგი იყო- შინაარსიც, ფორმაც, სახეებიც...
და სიბრძნეებიც :)
უჰ, რა კარგი იყო- შინაარსიც, ფორმაც, სახეებიც...
და სიბრძნეებიც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|