ნინო დარბაისელი
თეთრი კვადრატი - - - საყვარელთა და უყვარელთ შორის როგორი აღარ გამოერევა!
ასეთიც მყავდა: რაღაც წამოსცდა ერთხელ ისეთი, რომ სამუდამოდ თეთრი კვადრატი შემომატოვა. რა კვადრატი?! კოსტიუმ-ჰალსტუხში გამოწყობილი კაცი ღიმილით, ხელში ვარდით რომ გიახლოვდება, რაღაც ხმაურზე ზურგისაკენ შეტრიალდება და ტანსაცმელი თურმე, წელქვემოთ, კვადრატულად ამოჭრილი რომ ჰქონია, მაგრამ არ იცის!
ჰო, სწორედ ისე, როგორც შავ-თეთრ კომედიაში, ფორტეპიანო უხმო ფილმს რომ რიტმს ააყოლებს და უეცრად მუსიკა რომ შეყოვნდება დანარცხებამდე... (როცა ყველაფერს, გადატანილს ასე, გარედან და ზემოდან დააცქერდები, ტრაგედიაც - კომედიაა)
რაც მოვასწარი, - ( სიმწრით? სიცილით? სიმწრის სიცილით?) სწრაფად ტუჩები კბილებშუა მოვიქციე, მოვტრიალდი და თავდაღმართში გამოვიქეცი.
გამოდევნება - მისი წესი არ იყო, დაბრუნება - ჩემი.
ესეც არ იყოს, გამოსაქცევად რაც დაღმართია, დასაბრუნებლად - აღმართი ხდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. საინტერესო ამბავია.) იცით რას გამოვყოფდი თქვენს ნაწერებში?! ვკითხულობ, ვკითხულობ მივყვები ტაეპებს, სტროფებს და თითქოს არ ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ თავს არ ვანებებ, რადგან ვიცი იქ ისეთი რაღაც შემხვდება, რაღაც მაგნიტის მსგავსი, რომელიც ყველა დეტალს წამოკრეფს, მიიკრავს და ნიშნისმოგებით შემომხედავს) აქ, რომელიც არის ეს მაგნიტი, დაიწერა უკვე<3 საინტერესო ამბავია.) იცით რას გამოვყოფდი თქვენს ნაწერებში?! ვკითხულობ, ვკითხულობ მივყვები ტაეპებს, სტროფებს და თითქოს არ ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ თავს არ ვანებებ, რადგან ვიცი იქ ისეთი რაღაც შემხვდება, რაღაც მაგნიტის მსგავსი, რომელიც ყველა დეტალს წამოკრეფს, მიიკრავს და ნიშნისმოგებით შემომხედავს) აქ, რომელიც არის ეს მაგნიტი, დაიწერა უკვე<3
9. "გამოდევნება - მისი წესი არ იყო, დაბრუნება - ჩემი.
ესეც არ იყოს, გამოსაქცევად რაც დაღმართია, დასაბრუნებლად - აღმართი ხდება."---ესეც, კმარა. "გამოდევნება - მისი წესი არ იყო, დაბრუნება - ჩემი.
ესეც არ იყოს, გამოსაქცევად რაც დაღმართია, დასაბრუნებლად - აღმართი ხდება."---ესეც, კმარა.
8. მადლობა, ჩემო კარგებო! ვერ წარმოიდგინეთ, როგორ მახარებს თქვენი ყოველი გამოჩენა.
ეს ლექსი ფეისბუქზე მედო და იქნებ დაგაინტერესოს იქაურმა დიალოგმა. სხვათა შორის, ამ ათიოდე წლის წინ საქართველოს რადიოს გადაცემაც ჰქონდა ,, ერთი ლექსის ისტორია. (მიმიღია მასში მონაწილეობა). ერთ - ერთი პირველი ლექსს გამოეხმაურა პოეტი ბათუ დანელია, რომელსაც, მჯერა, ქართველი პოეზიის მოყვარულთა წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. გამოეხმაურა შემდეგ დიალოგში კობა ჭუმბურიძე - სრულიად უნიკალური პიროვნება: მთარგმნელი, პოეტი, მოღვაწე ... აქ შევჩერდები, თორემ მისი ღირსებების ჩამოთვლა გამიტაცებს და სათქმელს ამაცდენს. დიალოგში მონაწილეობსა ჩვენი ეკა კვიციანიც.. რომ არ გადაგღალოთ, ტექსტი შევკვეცე და იმედი მაქვს, მაპატიებს. დანარჩენი - როგორც ტექსტია
ბათუ დანელია:
ძალიან განხვავებული ლექსი, ძალიან განსხვავებულ ამბავზე... კი, გამოუჩნდებათ ასეთი კვადრატები, ეკა, მაგრამ არა უმეტესად...
ნინო დარბაისელი: Batu Danelia ბათუ , ამ ლექსს ასეთი , პატარა ვირტუალური ისტორია აქვს. მანქანით მგზავრობისას საერთო კედელზე ვნახე, შუბითიძე ლიცი -მ გუშინწინ სტატუსი დადო ერთ ფეისბუქურ ამბავზე. ,, ფრენდებს რაღაც გაუგებრობა რომ მოუვათ, ერთმანეთს დაბლოკავენ, ანუ ვეღარ ხედავენ და თავის კედელზე გულს იოხებენ ყოფილ მეგობარზე ლაპარაკით, არსებობს ერთი კასტა ფეისბუქელებისა, რომელიც ,, ყველას მეგობარია”, ორივესთან პარალელურად შედის და ერთმანეთის კილვა-ლანძღვაში ეთანხმება. კომენტარში ვუწერდი, რომ ასეთი ადამიანები კოსტიუმში გამოწყობილ იმ კაცს გვანან ძველი კომედიებიდან, რომ შეტრიალდება და შარვალი ტაკოს ადგილზე გამოჭრილი ჰქონია... შენ ყველაზე უკეთ გაიგებ, რომ დაპოსტვამდე დავხედე ნაწერს და ჰმ, აქ რაღაც სალექსო მარცვალია-მეთქი, გავიფიქრე. კომენტარი ავაკოპირე და სტატუსის ფანჯარაში დავიწყე წერა ... ,, ბალვანკა” გავაკეთე და სადღაც გავჩერდით საჭმელად. ჩემი უყურადღებობის გამო, იმის ნაცვლად, რომ ტექსტი შემენახა, საჯაროდ დამიდია. დაბრუნებულმა ვნახე, ამასობაში მეგობრებს ლაიქებიც დაუტოვებით . კობა ჭუმბურიძე - მ კი , რომლის აზრსაც უზარმაზარ ყურადღებას ვაქცევ, გაოცების სმაილი დატოვა... ოი, დასცხა ნინოს! რაღა დროს სიზარმაცე იყო! მოვიკალი თავი და რამდენადაც შემეძლო, ლექსს დავამსგავსე. ნეტა შემოიხედოს!
კობა ჭუმბურიძე:
კი, დავტოვე და საერთოდ ვაღიარებ, რომა როცა ემოცია მომასკდება ხოლმე, და ეს შენი ლექსის კითხვისას წარა-მარა მემართება, ჩვეულებრივი გული და აღმართული ცერა თითი ვერ იტევს ამ ჩემს ემოციას თითქოს. ჰოდა მეც უფრო მძაფრს ვირჩევ ხოლმე. ერთხელ აქაურ მეგობარს ეწყინა - რატომ დამცინიო, ამ დროს ჰა-ჰა სმაილი დავდე, რითაც ჩემი ჭკუით მძაფრი აღტაცება გამოვხატე. ასე იყო ახლაც, გაოცების სმაილი როა, კი ვიცი, მაგრამ აი, რაიმე მოულოდნელი რომ დაგეტაკება (და ეს შენ გეხერხება) და თბილისურად რო იტყვი - ვახ შენი, რა მაგარია - აი ეგ ემოცია ჩავდე იმ გაოცების სმაილში. მგონი ქართველები ვერა ვმყოფინობთ აქაურ სმაილებს და უნდა ვიზრუნოთ გამდიდრებაზე ;) ის შენი ბალვანკაც მაგარი ლექსი იყო უკვე და ამ ფინალმა ხო საერთოდ დახატა. მადლობა, ჩემო კარგებო! ვერ წარმოიდგინეთ, როგორ მახარებს თქვენი ყოველი გამოჩენა.
ეს ლექსი ფეისბუქზე მედო და იქნებ დაგაინტერესოს იქაურმა დიალოგმა. სხვათა შორის, ამ ათიოდე წლის წინ საქართველოს რადიოს გადაცემაც ჰქონდა ,, ერთი ლექსის ისტორია. (მიმიღია მასში მონაწილეობა). ერთ - ერთი პირველი ლექსს გამოეხმაურა პოეტი ბათუ დანელია, რომელსაც, მჯერა, ქართველი პოეზიის მოყვარულთა წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. გამოეხმაურა შემდეგ დიალოგში კობა ჭუმბურიძე - სრულიად უნიკალური პიროვნება: მთარგმნელი, პოეტი, მოღვაწე ... აქ შევჩერდები, თორემ მისი ღირსებების ჩამოთვლა გამიტაცებს და სათქმელს ამაცდენს. დიალოგში მონაწილეობსა ჩვენი ეკა კვიციანიც.. რომ არ გადაგღალოთ, ტექსტი შევკვეცე და იმედი მაქვს, მაპატიებს. დანარჩენი - როგორც ტექსტია
ბათუ დანელია:
ძალიან განხვავებული ლექსი, ძალიან განსხვავებულ ამბავზე... კი, გამოუჩნდებათ ასეთი კვადრატები, ეკა, მაგრამ არა უმეტესად...
ნინო დარბაისელი: Batu Danelia ბათუ , ამ ლექსს ასეთი , პატარა ვირტუალური ისტორია აქვს. მანქანით მგზავრობისას საერთო კედელზე ვნახე, შუბითიძე ლიცი -მ გუშინწინ სტატუსი დადო ერთ ფეისბუქურ ამბავზე. ,, ფრენდებს რაღაც გაუგებრობა რომ მოუვათ, ერთმანეთს დაბლოკავენ, ანუ ვეღარ ხედავენ და თავის კედელზე გულს იოხებენ ყოფილ მეგობარზე ლაპარაკით, არსებობს ერთი კასტა ფეისბუქელებისა, რომელიც ,, ყველას მეგობარია”, ორივესთან პარალელურად შედის და ერთმანეთის კილვა-ლანძღვაში ეთანხმება. კომენტარში ვუწერდი, რომ ასეთი ადამიანები კოსტიუმში გამოწყობილ იმ კაცს გვანან ძველი კომედიებიდან, რომ შეტრიალდება და შარვალი ტაკოს ადგილზე გამოჭრილი ჰქონია... შენ ყველაზე უკეთ გაიგებ, რომ დაპოსტვამდე დავხედე ნაწერს და ჰმ, აქ რაღაც სალექსო მარცვალია-მეთქი, გავიფიქრე. კომენტარი ავაკოპირე და სტატუსის ფანჯარაში დავიწყე წერა ... ,, ბალვანკა” გავაკეთე და სადღაც გავჩერდით საჭმელად. ჩემი უყურადღებობის გამო, იმის ნაცვლად, რომ ტექსტი შემენახა, საჯაროდ დამიდია. დაბრუნებულმა ვნახე, ამასობაში მეგობრებს ლაიქებიც დაუტოვებით . კობა ჭუმბურიძე - მ კი , რომლის აზრსაც უზარმაზარ ყურადღებას ვაქცევ, გაოცების სმაილი დატოვა... ოი, დასცხა ნინოს! რაღა დროს სიზარმაცე იყო! მოვიკალი თავი და რამდენადაც შემეძლო, ლექსს დავამსგავსე. ნეტა შემოიხედოს!
კობა ჭუმბურიძე:
კი, დავტოვე და საერთოდ ვაღიარებ, რომა როცა ემოცია მომასკდება ხოლმე, და ეს შენი ლექსის კითხვისას წარა-მარა მემართება, ჩვეულებრივი გული და აღმართული ცერა თითი ვერ იტევს ამ ჩემს ემოციას თითქოს. ჰოდა მეც უფრო მძაფრს ვირჩევ ხოლმე. ერთხელ აქაურ მეგობარს ეწყინა - რატომ დამცინიო, ამ დროს ჰა-ჰა სმაილი დავდე, რითაც ჩემი ჭკუით მძაფრი აღტაცება გამოვხატე. ასე იყო ახლაც, გაოცების სმაილი როა, კი ვიცი, მაგრამ აი, რაიმე მოულოდნელი რომ დაგეტაკება (და ეს შენ გეხერხება) და თბილისურად რო იტყვი - ვახ შენი, რა მაგარია - აი ეგ ემოცია ჩავდე იმ გაოცების სმაილში. მგონი ქართველები ვერა ვმყოფინობთ აქაურ სმაილებს და უნდა ვიზრუნოთ გამდიდრებაზე ;) ის შენი ბალვანკაც მაგარი ლექსი იყო უკვე და ამ ფინალმა ხო საერთოდ დახატა.
6. არ დამვიწყებია. :) 5 ქულა. ______ ______ _____
ამ პოზიტივზე ვტოვებ აქაურობას და ავახვიე ლარები ორი კვირით. დუმილის ზონაში გავდივარ.
არ დამვიწყებია. :) 5 ქულა. ______ ______ _____
ამ პოზიტივზე ვტოვებ აქაურობას და ავახვიე ლარები ორი კვირით. დუმილის ზონაში გავდივარ.
5. ესეც არ იყოს, გამოსაქცევად რაც დაღმართია, დასაბრუნებლად - აღმართი ხდება.
100%-იანია ქალბატონო ნინო
კარგი ლექსია 5 ქულიან მონიშვნიანი
ესეც არ იყოს, გამოსაქცევად რაც დაღმართია, დასაბრუნებლად - აღმართი ხდება.
100%-იანია ქალბატონო ნინო
კარგი ლექსია 5 ქულიან მონიშვნიანი
4. მშვენიერია. ძალიან მართალი და ჭკვიანი ნათქვამი. აინტერესოდ. მშვენიერია. ძალიან მართალი და ჭკვიანი ნათქვამი. აინტერესოდ.
3. გამოდევნება - მისი წესი არ იყო, დაბრუნება - ჩემი.
ძალიან, ძალიანი მომეწონა!
გამოდევნება - მისი წესი არ იყო, დაბრუნება - ჩემი.
ძალიან, ძალიანი მომეწონა!
2. ფინალი კარგია, უბრალოდ, ლამაზად ნათქვამი. ფინალი კარგია, უბრალოდ, ლამაზად ნათქვამი.
1. ფინალი კარგია, უბრალოდ, ლამაზად ნათქვამი. ფინალი კარგია, უბრალოდ, ლამაზად ნათქვამი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|