ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2018


- ცისიას მთა -

    იმ წელს ორმოცდამეხუთე წელი გახდა რაც ცისია  მაღალი  მთებითგარშემორტყმულ პატარა
სოფელში ჩამოვიდა.  ჩამოვიდა და მასწავლელობას შეუდგა მაშინ ჯერ კიდევ
ოცდაორი წლის  ცისკრისმსგავსი ცისია.  ჩამოსვლისთანავე  ერთი პატარა
მიტოვებული  სახლი  გამოუყვეს, აუცილებელი ავეჯითა და ჭურჭლით
მოამარეგეს, ზამთრისთვის შეშა დაუჩეხეს და მეორე დღეს  სოფლის სკოლაში
ელოდებოდნენ.  სკოლას დირექტორი არ ჰყავდა.  არც სხვა პედაგოგი.  ცისიას
ჩამოსვლამდე  იქაური ბავშვები  ასე რვა  კილომეტრს გადიოდნენ  მეზობელი  სოფლის
სკოლისკენ,  სათანადოდ ამდენსავე  ისევ  სახლისკენ. ზამთრობით
დიდთოვლობის გამო ვერსადაც  ვერ  მიდიოდნენ.  ისხდნენ თავიანთ სახლებში და
გადიოდა ბავშვებისთვის ბავშვობა და დიდებისთვის ცხოვრება.

                          ცისიას პირველი ღამე  იმ სოფელში.

  ბარგი არც ამოულაგებია,  ფანჯარასთან  მივიდა, გამოაღო და მზერა ხუთი
ხუთიათასიანიდან ყველაზე მაღალსა და  თვალწარმტაცს მიაპყრო.
-        აი,  ჩამოვედი... სიტყვა შევასრულე... აწი აქედან აღარ...
უშენოდ ვერ  გამიჭირდა... შენთან ვიქნები.... სანამ  ვიქნები...

მერე ბარგი ამოალაგა, მილაგდა- მოწესრიგდა. თერმოსიდან ყავა დაისხა,
მაგიდას მიუჯდა ისე რომ ფანჯარიდან ის მთა, წეღან რომ ესაუბრა, კარგად
დაენახა და აუჩქარებლად  შეუდგა მისთვის ერთადერთ სასიამოვნო პროცესს.
ყავას  პატარპატარა  ყლუპებით  სვამდა და ყველაზე მაღალ მყინვარს  თვალს არ
აშორებდა.  დიდხანს  გაგრძელდა ასე  -  მანამ მყინვარი სავსე მთვარემ არ
აალიცლიცა, მანამ მყინვარის ზედ წვერზე ჩრდილოეთის ვარსკვლავი არ
აკიაფდა.  ღიმილით უცქერდა ამ სანახაობას. მერე თვალები აუწყლიანდა,
ფანჯარასთან  მივიდა და მთას გაუღიმა.
-          ჩამოვედი...

იმ ღამით ვერ დაიძინა.  დილით საწოლიდან ადრიანად  ადგა,  ისევ
ყავა და ერთი ნაჭერი  გუშინ რომ ყველი მიართვეს ის ჩამოიჭრა,  ისევ
ფანჯარასთან დადგა და ისე მიირთვა საუზმე.

      სკოლა მიტოვებულ სახლში იყო განთავსებული. შორიდან დაინახა რომ
ეზოში  ასე  ოცდახუთამდე  ადამიანი  შეკრებილიყო, აქედან  სხვადასხვა
ასაკის ბავშვი  მოხლოდ თორმეტი თუ იქნებოდა.  ეზოში რომ  ფეხი  შედგა  ყველა
ერთხმად მიესალმა.  ცისიამ ღიმილით უპასუხა და ხელით მიანიშნა
შენობაში შევიდეთო.


-        მე ცისია მქვია - ღიმილით თქვა

-        გაგვახარ, ცისია, ღმერთმა შენაც ისევ  გაგახაროს!

თქვა მათ შორის ერთადერთმა მოხუცმა მამაკაცმა.

-          ძალიან გაგვახარ,  ცისია!  - თქვეს ქალებმა.

-        ბალღებ გვეცოდებ, დიდ გზაი ჰქონდათ გასავლელ

-        ახლა რაღაი უჭირთ ან მათ ან ჩვენ! აღარ ვიდარდებით!

-        ასე არის და მადლობაი შენ, ცისია!

-        აი ჩვენი სოფლის ბალღებ ესენ არს... დაგვეცალ  სოფელი, მაგრამ
ესენ  ამბობენ არსაიდ წავალთო,  აქ დავრჩებითო...ვნახოით.

-        ჩაიბარ და ასწავლ,  ცისია. იქნებაი და ისწავლონ , ჩვენაი
წავალთ.  კარგებ  არიან,  არაი გაგაბრაზონ.

იმ დღიდან შეუდგა ცისია არა მხოლოდ მასწავლებლობას, პედაგოგობასაც. ბევრი
თაობა აღზარდა. ბევრმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. მრავალი მათგანი
სოფელში აღარ დაბრუნებულა.  ზოგი კარგი პოეტი დადგა,ზოგი მშვენივრად
წერდა, ერთი ცნობილი ექიმი, ერთი ადვოკატი და ერთი პოლიტიკოსი. ხშირად
ვერ, მაგრამ როდესაც სოფლად  ჩამოდიოდნენ  დიდ დროს ატარებდნენ ცისია
მასწთან. დიდხანს  ესაუბრებოდნენ, ბევრ რამეს ისხენებდნენ, ქალაქის
ამბებს უყვებოდნენ... მერე ცოლებთან და ქმრებთან ერთად... მერე
ბავშვებთან...დრო ხომ იცით?

                                ცისიას სხვა დღეები .

უნდა აღინიშნოს რომ ცისიასთვის ყველა დღე ერთი მეორის მზგავსი იყო. ერთი
იყო  - ზაფხულს  მოუთმენლად ელოდა. არა, გრძელი ზამთარი, სიცივე და
დიდთოვლობა არ ადარდებდა.  ის იყო რომ  ზამთრობით ,,ცისიას მთას,,
ღრუბლები ჰფარავდა, ეს კი ცისიას მეტად აღელვებდა, რადგან მიუხედავად
მთისმოკლეზაფხულისა მაინც ასწრებდა ხშირიდანხავითმიჩვევას.  თუმცა ეს
ცისიას ხელს როდი უშლიდა რომ თავის  მთასთან  ჩვეულ ესაუბრა,  გამოლაპარეკებოდა
სულმუდამ  თბილად და დიდის პატივისცემით. უყვარდა ცისიას ეს
მთა.  ისე მალულად უყვარდა, რომ ეს არავინ იცოდა და ცისიას  სცოცხლეში
ვერც  ვერავინ გაიგებს... გადიოდა თუ არა ცისიასთვის დრო
ზოზინით,  ძნელი სათქმელია, მაგრამ  ერთხელ  ფანჯარასთანმდგომმა ეს
წაიჩურჩულა: - დავიღალე...ძალიან...

მას შემდეგ დიდი ხანი არ გასულა როდესაც თითქმის დაცარიელებულ სოფელში ახლა
მხოლოდ სამი ადამიანი ღა დარჩა. ერთი ცისია გახლდათ.  მიუხედავად იმისა,
რომ აგერ უკვე მესამე წელი იყო რაც სოფელს ბავშვის ხმა აღარ გაუგონია
ცისიამ სოფელი არ დატოვა. ახლა უფრო მეტი დრო ჰქონდა თავის მთასთან
საუბროდ, ახლა ხმამაღლაც შეეძლო ეთქვა სათქმელი, რადგან დამნახავ-გამგონი
აღარავინ იყო.

იმ ღამეს სიზმარი ნახა:

ჩვეულებრივ  ფანჯარასთან იდგა და მთას გაჰყურებდა. მთას თეთრი ღრუბელი
საბურველივით შემოჰხვეოდა. ქარი სუსტი იყო, მაგრამ ის თეთრი ღრუბელი
მაინც გაფანტა, გაფანტა და გამოჩნდა თვალწარმტაცი! ამაყად იდგა.
ყველაფერი ისე იყო, როგორც  ცხადში:  -  რაც ჩამოვედი  პირველად
დამესიზმრა -  გაიფიქრა ცისიამ სიზმარში.  ეს კი გაიფიქრა და მთის წვერი
უჩვეულოდ კაშკაშა სავსე მთვარემ  ააელვარა. ამ ნათებაში მკაფიოდ დაინახა
რომ  მთის წვერიდან თმახუჭუჭა ჭაბუკი ჩამოდიოდა. ფართომხრებიანს და
ახოვანს კულულებს ქარი უთამაშებდა. ჭაბუკი ცისიას უღიმოდა და აშკარად
მისკენ, ცისიასკენ მოემართებოდა. ცისიას გააჟრჟოლა სწორედ ისე, როგორც
პირველად    წელზე რომ  ხელი  მოჰხვიეს  და თვალები დაუკოცნეს. იცნო ცისიამ!
იცნო და როგორც იქნა ბედნიერი შეეგება პირველს და უკანასკნელ  სიყვარულს.
ეგებებოდა და გზად თმებს ისწორებდა. ეგებებოდა და მთელი სხეული უთრთოდა.
ეგებებოდა და ნათდებოდა ცისი... ზუსტად იმ მთის ძირში ისევ მოჰხვია წელზე ხელი
ჭაბუკმა  და თვალები დაუკოცნა ( სხვა
გასახსნებელი ცისიას არაფერი ჰქონდა).  მერე მთისკენ წაიყვანა  ზევით,
უფრო ზევით... სულ ზევით... პირველად უცქერდნენ  ,,ცისიას მთას,,
ზემოდან ერთად ცისია და მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული,
ახალგაზრდა ალპინისტი...ორმოცდახუთი წლის წინათ რომ ამ მთიდან არ
დაბრუნებულა.

დიდი პატივით დაკრძალეს ცისია.  საფლავთან ყველა მოსწავლე იდგა,
ყველა, ერთის გარდა. ის ერთი იქ დახვდა ცისია მასწს. სწორედ  ის ერთი
დასიზმრებია  თავისი  ოჯახის ერთერთ წევრს  და ცისიას  ამბავი დაწვრილებით
უამბნია (ხომ იცით, იქ დაფარული არაფერი არ არს) სწორედ ამის შემდეგ ამ მთისთვის
,,ცისიას მთა,, დაურქმევიათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები