 | ავტორი: ინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 სექტემბერი, 2018 |
მითხარი, როგორ უნდა გვიყვარდნენ, ვინც საკუთარი ნატანჯი თავები ვერ შეიყვარეს, ვინც საკუთარი ჭრილობები ძაღლივით გალოკა და როგორც კი ეყო ძალა- ფეხზე დგომისთვის, ისევ იმ პატრონს გაეკიდა, ვინც მიატოვა..
მე ახლა ბევრად უფრო მეტი ვარ, ვიდრე საკუთარი დაღლილი თავი.. მე ახლა შენი დაღლაც ვარ და შენი ნერვებიც.. ვლოცულობ ორჯერ შვიდგზის ანუ თოთხმეტჯერ და ასაკითაც იმდენის ვარ რამდენიც ერთად.. ანუ ბალზაკის ასაკსაც გავცდი და ჭაღარებიც დროულია, აღარ ვიდარდო..
ვერ გეყვარები, სანამ შენს წინ ასეთი ვდგავარ. სანამ ჩემი მხოლოდ ის მაქვს, როგორც მიყვარხარ..
თავს დავაჯერებ, შემიძლია, რომ როცა წახვალ მე ვიდგე კართან– გაგაცილო ღიმილით და გულიც არ დამწყდეს..
ვერ გეყვარები, სანამ ასე, მართლა მიყვარხარ.. არ მოსცილდება ჩემს სახეს მისი ლანდი, ვინც მიგატოვა და ერთ დღესაც, როცა გაგიშვებ, და წლების მერე, როცა შევხვდებით, იქნებ ვერც მიცნო..
შენ ხომ არასდროს დაგინახავს ჩემი ნამდვილი– ძაღლური სახე, როცა საკუთარ ჭრილობებს ვილოკავდი, რომ არ გენახა რა საცოდავია ადამიანი, როცა წასვლაც არ შეუძლია და დასარჩენად ადგილიც არ აქვს..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. "ჩემი ნამდვილი ძაღლური სახე"-ისეთი ადამიანურია :) ძაღლურ ყოფასაც გადაუსწრო დღეს :) "ჩემი ნამდვილი ძაღლური სახე"-ისეთი ადამიანურია :) ძაღლურ ყოფასაც გადაუსწრო დღეს :)
15. “ასეთების” ნახვა ყოველ დღე შეიძლება, ყველგან, მებისმიერ დროს. ადამიანი საშინელო სანახავი არ არის ამ დროს, ეს არც ცუდია, არც კარგია, უბრალოდ ცხოვრებაა. “ასეთების” ნახვა ყოველ დღე შეიძლება, ყველგან, მებისმიერ დროს. ადამიანი საშინელო სანახავი არ არის ამ დროს, ეს არც ცუდია, არც კარგია, უბრალოდ ცხოვრებაა.
14. საცოდავი, უბედური და საშინელი სანახავია ადამიანი, რომელსაც არსად არ აქვს წასასლელი დ არც დასარჩენი ადგილი. ასეთი ვნახე გუშინ და გული დამეწვა. ძალიან კარგი ნაწერია. ბექა ახალაიას მთლიანად ვეთანხმები.
საცოდავი, უბედური და საშინელი სანახავია ადამიანი, რომელსაც არსად არ აქვს წასასლელი დ არც დასარჩენი ადგილი. ასეთი ვნახე გუშინ და გული დამეწვა. ძალიან კარგი ნაწერია. ბექა ახალაიას მთლიანად ვეთანხმები.
13. ჟანრს რომ ხეირი მოჰქონდეს.. ჰომ მოგიყევით და მომისმინეთ. სულ ესაა : ))
ელის.. : ) ჟანრს რომ ხეირი მოჰქონდეს.. ჰომ მოგიყევით და მომისმინეთ. სულ ესაა : ))
ელის.. : )
12. რანაირი გოგო ხარ
რანაირი გოგო ხარ
11. რატომ გაიმეტეთ ,, სხვის.. თვის? რატომ გაიმეტეთ ,, სხვის.. თვის?
10. ძალიან მძაფრი აღქმაა გადმოცემული შინაგანი სულიერი მდგომარეობისა. წარმოვიდგინე ავტორის პიწმინდა განწყობისეული შეუქცევადობა და უნარები. ძლიერი სუბიექტივიზმი .
ნ ე ქ ტ ა რ ი. ძალიან მძაფრი აღქმაა გადმოცემული შინაგანი სულიერი მდგომარეობისა. წარმოვიდგინე ავტორის პიწმინდა განწყობისეული შეუქცევადობა და უნარები. ძლიერი სუბიექტივიზმი .
ნ ე ქ ტ ა რ ი.
9. ენ,კეთილი იყოს თქვენი კომენტარი : )
მამა ახალაია :*
და მადლობა თქვენ.. ენ,კეთილი იყოს თქვენი კომენტარი : )
მამა ახალაია :*
და მადლობა თქვენ..
8. ძალიან კარგია <3 ძალიან კარგია <3
7. ეს რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ ამ საიტის ცხოვრებას.
დასკვნა ასეთია: იმ ტექსტების სრულ უმეტესობას, რომლებიც აქ "პოეზიის" ჟანრში იდება (კონვენციურიც და ვერლიბრიც), რბილად რომ ვთქვათ, არაფერი აქვთ საერთო ელემენტარულად წელგამართულ პოეზიასთან (პროზა არ წამიკითხავს ობიექტური მიზეზების გამო). პრინციპში ეს სულ ასე იყო და სულ ასე იქნება ასეთი დემოკრატიული საიტის პირობებში, უბრალოდ ადრე უფრო მეტი კარგი ავტორი იყო და ნაკლებად ჩანდა ბალასტი.
ხოდა, იმის თქმა მინდა, რომ საცოდაობაა ეს არაჩვეულებრივი ნაწერი "სხვაში" იდოს.
ეს რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ ამ საიტის ცხოვრებას.
დასკვნა ასეთია: იმ ტექსტების სრულ უმეტესობას, რომლებიც აქ "პოეზიის" ჟანრში იდება (კონვენციურიც და ვერლიბრიც), რბილად რომ ვთქვათ, არაფერი აქვთ საერთო ელემენტარულად წელგამართულ პოეზიასთან (პროზა არ წამიკითხავს ობიექტური მიზეზების გამო). პრინციპში ეს სულ ასე იყო და სულ ასე იქნება ასეთი დემოკრატიული საიტის პირობებში, უბრალოდ ადრე უფრო მეტი კარგი ავტორი იყო და ნაკლებად ჩანდა ბალასტი.
ხოდა, იმის თქმა მინდა, რომ საცოდაობაა ეს არაჩვეულებრივი ნაწერი "სხვაში" იდოს.
6. ინი, კარგია, განსაკუთრებით დასაწყისი<3
წარმატებები! ინი, კარგია, განსაკუთრებით დასაწყისი<3
წარმატებები!
5. ძაღლური "იძულებითი სახეა" ვფიქრობ,
"რომ არ გენახა რა საცოდავია ადამიანი, როცა წასვლაც არ შეუძლია და დასარჩენად ადგილიც არ აქვს.."
ამან თქვა ყველაფერი თითქოს...ძირითადი იდეაც ეს არის ალბათ,ყველანაირი არარსებული "ჰუმანურის" გარეშე.
ძაღლური "იძულებითი სახეა" ვფიქრობ,
"რომ არ გენახა რა საცოდავია ადამიანი, როცა წასვლაც არ შეუძლია და დასარჩენად ადგილიც არ აქვს.."
ამან თქვა ყველაფერი თითქოს...ძირითადი იდეაც ეს არის ალბათ,ყველანაირი არარსებული "ჰუმანურის" გარეშე.
3. ჩვენში,ადამიანებში ყოფილა საქმე აბა,რაღა გამოგვასწორებს... :) ჩვენში,ადამიანებში ყოფილა საქმე აბა,რაღა გამოგვასწორებს... :)
2. მამაჩემი მასწავლიდა ადრე, ძალიან ადრე ) თუ ადამიანს ხელს მხოლოდ იმიტომ გაარტყამ, რომ მან დაგარტყა პირველიო, დამნაშავე შენ ხარო. მაგრამ თუ ხელს იმიტომ დაარტყამ, რომ მან დაგარტყა, შენ მიზეზი ჰკითხე და ის მართალი არ აღმოჩნდა, მაშინ დამნაშავე ის არისო : )
ძილინებისა ურაკპარაკო მამაჩემი მასწავლიდა ადრე, ძალიან ადრე ) თუ ადამიანს ხელს მხოლოდ იმიტომ გაარტყამ, რომ მან დაგარტყა პირველიო, დამნაშავე შენ ხარო. მაგრამ თუ ხელს იმიტომ დაარტყამ, რომ მან დაგარტყა, შენ მიზეზი ჰკითხე და ის მართალი არ აღმოჩნდა, მაშინ დამნაშავე ის არისო : )
ძილინებისა ურაკპარაკო
1. დაიწერა(?) ))) დაიწერა(?) )))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|