ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: საბავშვო
16 სექტემბერი, 2018


ტასოს დარიგება

ბაღში უნდა წავიყვანო
იცით, მალე ჩემი ძმა.
ჰო და ვიწყებთ მომზადებას
ორივენი დღეიდან.
საყიდლებზე წაგვიყვანეს
დედიკომ და მამიკომ,
ახალ ჩანთას ხელს არ ვუშვებ,
შიგნით რას არ ჩავიწყობ.
ძმას ვამშვიდებ:
_ ალექსანდრე,
არ იტირო გაფიცებ.
უკვე დიდი ბიჭი ხარ და
გთხოვ , გაჩუმდი მაშინვე.
შენ ხომ გიყვარს ბრინჯის ფაფა,
კატლეტი და ღვეზელი,
ბაღის გუფთას შეედრება
სხვა წვნიანი ვერცერთი.
სათამაშო ათასგვარი,
ჩვენი ტოლი ბავშვები...
ვერც გავიგებთ ისე გავა
დრო კი იქ, თამაშებით.
მერე მოვა მამიკუნა,
ან დედიკო, რა ვიცი...
და წამოვალთ ყველა ერთად
სახლისაკენ  ხალისით.
       
           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები