 | ავტორი: ადამიანის სხეული ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 ოქტომბერი, 2018 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დამენძრა. შემოქმედებითი კრიზისი აქვს ადამიანის სხეულს. სულ მთლად დავსუსტდი. აღარც მეოხუნჯება, აღარც მეღლიცინება, აღარც ბილწ და გულისამრევ ფანტაზიებზე წერისა თუ ლექსვის პროცესი მეჩვენება გართობად. რაღაც აბსურდული ლირიკის წერა საერთოდ აღარ გამომდის, შთაგონებისგან დაცლილი ვარ.
საკუთარ თავზე ნერვები მეშლება. გართობის უნარი მაქვს დაკარგული და ჩემი უბადრუკი არსებობის ყოველი ასპექტის საშინელი დრამატიზირებით ვარ დაკავებული. მერე ამის გამო უფრო ვუჯავრდები საკუთარ თავს, რადგან ჩემში ნიჰილისტი იღვიძებს, რომელიც დრამების ავტორ მეს საშინლად ტუქსავს... ნიჰილისტი მე და დრამების მკერავი მე ერთად ვერ ძოვენ. ეს ყოველივე, ერთმანეთში აზელილი: აბსურდულობის განცდა, მრისხანება, მოსვენებას მიკარგავს, არსებობას მაზიზღებს.
წეღან ნიფხავ-პერანგის ამარა ვიდექი სამზარეულოში და მჟავე პომიდორს ვღეჭავდი, აუჩქარებლად, იძულებით.. სვანური მარილით. მშიოდა და რა მექნა. არ მხიბლავდა ეს პროცესი. განა პამიდორი ძალიან უგემური იყო. არა, არა უშავდა.
ინსტინქტები ერთადერთია, რაც მაცოცხლებს. სიკვდილის ბუნებრივი შიში, შიმშილი, წყურვილი, კომფორტის ძიება, რომ თუნდაც ფიზიკურად შევძლო მოდუნება. შინაგანი, ემოციური მოდუნების ილუზიაც კი სასაცილოდ მეჩვენება.
როგორ ცოცხლობს მილიარდობით ადამიანი. რა აძლევთ ძალას იყვნენ ცოცხლები, მოძრავები, მეოცნებენი, შემოქმედნი, მაძიებელნი.
იმ ფაქტის გააზრება, რომ ეს ჩემი ზემოთაღწერილი განწყობა, უბრალოდ, ჩემს სხეულში დოპამინებისა და სეროტონინის ნაკლებობითაა გამოწვეული, კიდევ უფრო ფუჭს, უაზროსა და სასაცილოს ხდის მთელს ამ დღიურს, და ის ასეთიც არის. ერთი ჩვეულებრივი, რიგითი დაყლეებულის დეპრესიული ბოდვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. როგორ მესმის შენი , ხანდახან , პერიოდულად მაქვს მსგავსი წამოვლები , იოლად ვიღლები , ძალა აღარ მაქვს , საკუთარ თავსაც კი ვერ ვუყურებ სარკეში და ბომჟივით დავდივარ . სხვის ხუმრობებზეც კი ვეღარ ვიცინი , იმიტომ კიარა რომ არ მეცინება , სასაცილოა , უბრალოდ გაცინება მეზარება :D :D ასე რომ , მარტო არ ხარ , ეცადე თავი ხელში აიყვანო და გჯეროდეს რომ ესეც გაივლის <3 ვინმესთან საუბარი თუ დაგჭირდება , აქ ვარ <3 როგორ მესმის შენი , ხანდახან , პერიოდულად მაქვს მსგავსი წამოვლები , იოლად ვიღლები , ძალა აღარ მაქვს , საკუთარ თავსაც კი ვერ ვუყურებ სარკეში და ბომჟივით დავდივარ . სხვის ხუმრობებზეც კი ვეღარ ვიცინი , იმიტომ კიარა რომ არ მეცინება , სასაცილოა , უბრალოდ გაცინება მეზარება :D :D ასე რომ , მარტო არ ხარ , ეცადე თავი ხელში აიყვანო და გჯეროდეს რომ ესეც გაივლის <3 ვინმესთან საუბარი თუ დაგჭირდება , აქ ვარ <3
1. ამბობენ, შოკოლადი შველისო :)
ამბობენ, შოკოლადი შველისო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|