ვენების ცივსისხლიანობას ვატან ზამთარს, აღზარდონ მოტივით სითბოს მოძულვის... ოთხი ბერი,მოხუცი ოთხი სიმშვიდეს მარგლავს და არიციან ერთმანეთის თეთრი ცოდვები...
ბარების ხედებს სასმლით ხელში ქუჩის ლოთი ცრემლებით ლოცავს, ქუჩის კიდეზე არტის კუთხეში, ბათქაში ტანგოს ეცეკვება სუროებს მცოცავს...
დრო კი არ მიდის,უკუღმა ბრუნავს მოდელის ყელი ორღობეს მოჰგავს, სადაც გვირილა მედგრად უტევს ტალახებსა და შიგადაშიგ ამოსულ ხვიარის მოდგმას...
მზემ მთვარე შობა საღამოს რვაზე, ფუტკრები ამ დროს თრიაქობდნენ თაფლის არაყით, წლეულს მოისხავს ფორთოხალი ბევრ წვეულებას, სიცივე ხარობს ბროწეულის კვირტის ავადით...
ფოსტალიონმა დაიგვიანა, ქარი იქნება მოსალოდნელი ღია მინდორზე, სიცოცხლეს ირემი მოუკლავს ველად, დაიპატიჟა სიკვდილი! ნადიმი ორზე...
ბოლოს ნოტებით ორფეოსმა მიაძინა ავი ცერბერი, შემოდგომამაც ამოახველა ბოლო ფოთოლი, მე კვლავ ვსაუბრობ გაუგებრად ანდაც უაზროდ, აზრს კი არ ვაძლევ საბაბს გახდეს ობოლი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა ელადა ))) მადლობა ელადა )))
1. ოთხი ბერი,მოხუცი ოთხი სიმშვიდეს მარგლავსდა არ იციან ერთმანეთის თეთრი ცოდვები.. ეს ამოვარჩიე,კარგია ოთხი ბერი,მოხუცი ოთხი სიმშვიდეს მარგლავსდა არ იციან ერთმანეთის თეთრი ცოდვები.. ეს ამოვარჩიე,კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|