მეშახტეების ცოლებო, გოგოები, ქალებო, აი, აქ ვარ ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით. ჩემი კაციც წავიდა იმ დილით და აღარ დაბრუნდა. წაიღო ერთი ქილა ლობიო თავისთვის და ძმაკაცებისთვის, ერთი პური და მეოთხედი წველა ყველი. ჩაალაგა ტყუილი ადიდასის გაქექილ ზურგჩანთაში და წავიდა. დატოვა მაღაზიის ვალი და ბიჭისთვის მიცემული პირობა, რომ დაბადების დღეზე ლეკვს აჩუქებდა. გოგოსთვის წართმეული სიგარეტი მოსაწევად არ წაიღო, გადაყარა და თქვა, დღეიდან ამ სახლში აღარავინ აღარ მოწევსო. ვიჩხუბეთ იმ დღეს, იცოდი შენ, რომ ჩვენი გოგო ეწეოდა და არ მითხარიო. არ ვიცოდი-მეთქი, ვერ დავაჯერე და გავებუტე. მბრძანებელი ხარ-მეთქი ამ ოჯახში, ორი კაპიკი შემოგაქვს და თავი მეფე გგონია, მე კი შენი მონა-მეთქი. ეს ვუთხარი ბოლოს. გავაგრძელე ლობიოს შეკაზმვა და ბიჭის პირით შევუთვალე, დიდო მეფეო, ხვალ შეგიძლია ლობიო წაიღო-მეთქი საგზლად. აღარაფერი უთქვამს, ეწყინა ლამაზად, როგორც იცოდა ხოლმე, თვალის კუთხეებთან შავი ნაოჭები უფრო ჩაუმუქდა, ნიკაპი აუკანკალდა, კედლისკენ მიიხედა და არ ვიცი რა იფიქრა. ადგა დილით ხმაურით, უნდოდა გამღვიძებოდა და გამოვლაპარაკებოდი. მე კი, მეორე მხარეს გადატრიალებულს, თვალები მაგრად დამეხუჭა და არ ვაპირებდი შერიგებას მის დაბრუნებამდე. ვიცოდი, დაბრუნებულზე მომიტანდა შოკოლადს ან ლამაზ წინდებს და მე ვეტყოდი, შეგირიგდი, ბიჭო, აბა რა ვქენი, ხო იცი, არ მაქვს შენს იქით გზა. გაეღიმებოდა მასაც და თმას ამირევდა დაღლილი ხელებით. ასეთი მქონდა მე გეგმა და დუმილით გავაცილე ქმარი. წავიდა უთქმელი, საბანი შემისწორა და წავიდა. დამიტოვა სახლი, დამიტოვა შვილები და იფრინა 400 მეტრი. არ შევურიგდი ჩემს ქმარს, ბნელ გვირაბებში ისე გავუშვი. არ შევურიგდი ჩემს კაცს, არ გავუნელე კაცური დარდი, არ გავაყოლე ჩვეული კოცნა. მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე. და ჩვენში ხომ ქელეხებიც სულ ლობიოთი იციან... დავუწყობ ახლა სუფრაზე ცხელ კოცნებს, რაც აქამდე მიკოცნია და რაც აწი უნდა მეკოცნა. ლობიოს ვერ გავაკეთებ, ქალებო, ლობიოს როგორ შევხედო დღეის მერე, გოგოებო... მე რა ვქნა, ქალებო, რომელი ლეკვი ვუყიდო ჩვენს ბიჭს, ორ კვირაში რომ ხუთის ხდება, რა ვასწავლო ჩემს თოთხმეტი წლის გოგოს, როგორ დავუშალო მოწევა, დარდის ჩაკვლა ობოლ გოგოს... რა კუბოში ჩავაწვინო ჩემი დაბეგვილი კაცი, რომ შვილებმა ვერ დაინახონ... თქვენ ხომ შერიგებული გაუშვით თქვენი ნატანჯი კაცები, თქვენი მეფე კაცები, გოგოებო? ხომ გაატანეთ ფრთებად თქვენი კოცნები, ხომ გაატანეთ ბალიშებად თქვენი თმების სიმსუბუქე, თქვენი მკერდის სირბილე?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. რა კარგია. ნიკის ვერ დავეთანხმები იმაში რომ "400 მეტრი იფრინა" ამვარდნილია. სრულიად პირიქით, მგონი ეგ ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა. რა კარგია. ნიკის ვერ დავეთანხმები იმაში რომ "400 მეტრი იფრინა" ამვარდნილია. სრულიად პირიქით, მგონი ეგ ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა.
26. კარგად წერ, ძალიან+5 კარგად წერ, ძალიან+5
25. სხვათაშორის მეც მინდოდა ეს აზრი გამომეხატა რაც პატივცემულმა თამარ ბუკიამ დაწერა, ვეთანხმები მის აზრს არანაირი მგზავსება არ არის, მეც გადავავლე თვალი ნიაკოს არგუმენტებს და ის ნაწარმოები უფრო ადრე აქვს გამოქვეყნებული იმ ავტორს ეკასა სხვა მიზნით, ხოლო თალიას ნაწარმოები ზუსტად იმ მოკლე დროში იდო სხვა საიტზე, როცა ეს უბედურება მოხდა, მეც სხვა საიტზე წავიკითხე სანამ აქ ურაკზე დადებდა, ასე რომ ნამფვილად არ არის დაკოპირებული.
არ მიყვარს სხვის კომენტარის პასუხის გაცემა, მაგრამ აქ ვერ მოვითმინე , უბრალოდ მე ნაწარმოები დავიცავი, თორემ არავის დაცვა არ მიფიქრია, სხვათაშორის მეც მინდოდა ეს აზრი გამომეხატა რაც პატივცემულმა თამარ ბუკიამ დაწერა, ვეთანხმები მის აზრს არანაირი მგზავსება არ არის, მეც გადავავლე თვალი ნიაკოს არგუმენტებს და ის ნაწარმოები უფრო ადრე აქვს გამოქვეყნებული იმ ავტორს ეკასა სხვა მიზნით, ხოლო თალიას ნაწარმოები ზუსტად იმ მოკლე დროში იდო სხვა საიტზე, როცა ეს უბედურება მოხდა, მეც სხვა საიტზე წავიკითხე სანამ აქ ურაკზე დადებდა, ასე რომ ნამფვილად არ არის დაკოპირებული.
არ მიყვარს სხვის კომენტარის პასუხის გაცემა, მაგრამ აქ ვერ მოვითმინე , უბრალოდ მე ნაწარმოები დავიცავი, თორემ არავის დაცვა არ მიფიქრია,
24. ამ ორ ნაწერს საერთო მხოლოდ სათაურში მოყვანილი "მეშახტე" აქვს. დანარჩენით ოდნავადაც კი არ უახლოვდება ერთმანეთს, ისევე როგორც ტყიბულისა და ტყვარჩელის საბადოთა შახტები... თუმცა, ორივე "ტყ"-ზე იწყება.
ჩემი ნაწარმოებები, ავტორის მითითების გარეშე, სულ სხვა საიტზე აღმოვაჩინე, სადაც შექებას მათი განმთავსებელი იფერებდა. აი, ეს არის გადაწერა "ერთი ერთში"... ნიაკო, შენ როგორ შეგეშალა ეს? მიკვირს.
ამ ორ ნაწერს საერთო მხოლოდ სათაურში მოყვანილი "მეშახტე" აქვს. დანარჩენით ოდნავადაც კი არ უახლოვდება ერთმანეთს, ისევე როგორც ტყიბულისა და ტყვარჩელის საბადოთა შახტები... თუმცა, ორივე "ტყ"-ზე იწყება.
ჩემი ნაწარმოებები, ავტორის მითითების გარეშე, სულ სხვა საიტზე აღმოვაჩინე, სადაც შექებას მათი განმთავსებელი იფერებდა. აი, ეს არის გადაწერა "ერთი ერთში"... ნიაკო, შენ როგორ შეგეშალა ეს? მიკვირს.
23. ჩემს აზრს გეტყვი ნიაკო ეკა ქევანიშვილის ლექსი არის “მეშახტის ცოლის სიმღერა“ - ლექსი მეშახტის ყოველდღიურობაზე და როგორც მეშახტის, ასევე მისი ცოლის და ოჯახის არც თუ ადვილ ხვედრზე.
რაც შეეხება ამ ავტორის ამ დატირებას ( დიახ ეს არის დატირება ) ეს არის კონკრეტულ ამბავზე დაწერილი რომელიც 2017 წლის მაისში მომხდარ ამბავზეა, როცა ტყიბულის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ლიფტის გამო თუ არ ვცდები ეს არის არა ყოფაზე ( თუმცა ყოფის ელემენტებიცაა ) არამედ კონკრეტულ დღეზე დატირება, როცა ამ ტრაგედიის წინა საღამოს ნაკამათების გამო ცოლი წუხს და დაიტირებს თავის ქმარსაც და დანარცენ 3-საც აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა და რაკი მეშახტის ცოლია სათაურში ამის გამო დააბრალო რომ დაკოპირებულია, უბრალოდ არასწორია
ეკას ლექსი არ დაწერილა 2017 წლის მაისის ტრაგედიაზე ის ბევრად ადრე განათავსა ეკამ თავის ფეისბუკ გვერდზე და მეშახტეების მძიმე ხვედრს ეძღვნება
კიდევ ერთხელ გადახედე ორივეს და მიხვდები რომ ასეა
სულ სხვადასხვა რამეა მერწმუნე
პატივისცემით ნიკი
ჩემს აზრს გეტყვი ნიაკო ეკა ქევანიშვილის ლექსი არის “მეშახტის ცოლის სიმღერა“ - ლექსი მეშახტის ყოველდღიურობაზე და როგორც მეშახტის, ასევე მისი ცოლის და ოჯახის არც თუ ადვილ ხვედრზე.
რაც შეეხება ამ ავტორის ამ დატირებას ( დიახ ეს არის დატირება ) ეს არის კონკრეტულ ამბავზე დაწერილი რომელიც 2017 წლის მაისში მომხდარ ამბავზეა, როცა ტყიბულის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ლიფტის გამო თუ არ ვცდები ეს არის არა ყოფაზე ( თუმცა ყოფის ელემენტებიცაა ) არამედ კონკრეტულ დღეზე დატირება, როცა ამ ტრაგედიის წინა საღამოს ნაკამათების გამო ცოლი წუხს და დაიტირებს თავის ქმარსაც და დანარცენ 3-საც აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა და რაკი მეშახტის ცოლია სათაურში ამის გამო დააბრალო რომ დაკოპირებულია, უბრალოდ არასწორია
ეკას ლექსი არ დაწერილა 2017 წლის მაისის ტრაგედიაზე ის ბევრად ადრე განათავსა ეკამ თავის ფეისბუკ გვერდზე და მეშახტეების მძიმე ხვედრს ეძღვნება
კიდევ ერთხელ გადახედე ორივეს და მიხვდები რომ ასეა
სულ სხვადასხვა რამეა მერწმუნე
პატივისცემით ნიკი
22. თუ დაუკვირდები, ძვირფასო ჰარირამა, ბევრ საერთოს აღმოაჩენ, თანაც ეკას ლექსი კაი ხნის დაწერილია და რაც დაწერილია, თან ასე მაგრად დაწერილი, იმაზე კიდევ წერა... ნუ, ჩემთვის არაფრის მომცემია, მეტი კი არაფერი :) არც მე ვპოლემიკობ, ჰარირამა :) და ჩემი პატივისცემა შენ <3 თუ დაუკვირდები, ძვირფასო ჰარირამა, ბევრ საერთოს აღმოაჩენ, თანაც ეკას ლექსი კაი ხნის დაწერილია და რაც დაწერილია, თან ასე მაგრად დაწერილი, იმაზე კიდევ წერა... ნუ, ჩემთვის არაფრის მომცემია, მეტი კი არაფერი :) არც მე ვპოლემიკობ, ჰარირამა :) და ჩემი პატივისცემა შენ <3
21. ლ.ლორია, დიდი მადლობა <3 ნია-კო, დიახ, გადაწერა მეხერხება, ჩემი სტილია :) ჰარირამა, მიყვარხარ, მეტი რა გითხრა <3 ლ.ლორია, დიდი მადლობა <3 ნია-კო, დიახ, გადაწერა მეხერხება, ჩემი სტილია :) ჰარირამა, მიყვარხარ, მეტი რა გითხრა <3
20. მართალი გითხრათ სატაურის გარდა ვერაფერი მივამსგავსე, არანაირად ერთი ეღტში და გადაწერილი კიდევ მე მგონი ძალიან არაქორექტულია. ჩემი აზრია ეს და საპოლემიკოდ არ ვამბობ მართალი გითხრათ სატაურის გარდა ვერაფერი მივამსგავსე, არანაირად ერთი ეღტში და გადაწერილი კიდევ მე მგონი ძალიან არაქორექტულია. ჩემი აზრია ეს და საპოლემიკოდ არ ვამბობ
19. კი, მძაფრია და ემოიცურიც, მაგრამ ერთი ერთში ეკა ქევანიშვილის "მეშახტის ცოლის სიმღერაა" გადაწერილი. იხილეთ აქ: http://georgianpress.ge/com/news/view/18826?lang=1 კი, მძაფრია და ემოიცურიც, მაგრამ ერთი ერთში ეკა ქევანიშვილის "მეშახტის ცოლის სიმღერაა" გადაწერილი. იხილეთ აქ: http://georgianpress.ge/com/news/view/18826?lang=1
18. ადრეც მაქვს წაკითხული, მაშინაც ასე დამბურძგლა... ... აი, მუხას კომენტარში ვნახე, მართლა მეშახტის ცოლის დაწერილი მეგონაო... ზუსტად ასე ვიფიქრე მეც, ძალიან შემეცოდა, ცოლი შემეცოდა უფრო, ვიდრე მეშახტე, იმას რა უჭირს, საგზლად რამხელა სიყვარული წაიღო-მეთქი მაშინ ვიფიქრე... ეს არის ხელოვნება... გმადლობთ 5555 ადრეც მაქვს წაკითხული, მაშინაც ასე დამბურძგლა... ... აი, მუხას კომენტარში ვნახე, მართლა მეშახტის ცოლის დაწერილი მეგონაო... ზუსტად ასე ვიფიქრე მეც, ძალიან შემეცოდა, ცოლი შემეცოდა უფრო, ვიდრე მეშახტე, იმას რა უჭირს, საგზლად რამხელა სიყვარული წაიღო-მეთქი მაშინ ვიფიქრე... ეს არის ხელოვნება... გმადლობთ 5555
17. ამ ქსელზეცო და იმ ქსელზეცო და...
"ის ქსელი" რომელია? :)
ამ ქსელზეცო და იმ ქსელზეცო და...
"ის ქსელი" რომელია? :)
16. ეს წაკითხული მქონდა<3 ეს წაკითხული მქონდა<3
15. ნიკ, შევცვალე. უბრალოდ "მეშახტეების ცოლებო" მგონი უკეთესია.
ხალხებო, მიყვარხართ მე თქვენ ყველა. ამ ქსელზეც და იმ ქსელზეც. ეს იყო პირველი არარეალური რამ, რაც დავწერე. (მანამდე ჩვეულებრივ ჩანახატებს ვწერდი ჩემს ცხოვრებაზე ან რაიმე დღესასწაულებზე). თანაც მეშინოდა, ამას რომ ვწერდი, ტყუილს ვწერ-მეთქი, ვფიქრობდი. მერე დავწერე "დათვებზე" და მივხვდი, რომ ეს ტყუილი კი არა, სულ სხვა რამე იყო. მიყვარხართ და მადლობელი ვარ. ნიკ, შევცვალე. უბრალოდ "მეშახტეების ცოლებო" მგონი უკეთესია.
ხალხებო, მიყვარხართ მე თქვენ ყველა. ამ ქსელზეც და იმ ქსელზეც. ეს იყო პირველი არარეალური რამ, რაც დავწერე. (მანამდე ჩვეულებრივ ჩანახატებს ვწერდი ჩემს ცხოვრებაზე ან რაიმე დღესასწაულებზე). თანაც მეშინოდა, ამას რომ ვწერდი, ტყუილს ვწერ-მეთქი, ვფიქრობდი. მერე დავწერე "დათვებზე" და მივხვდი, რომ ეს ტყუილი კი არა, სულ სხვა რამე იყო. მიყვარხართ და მადლობელი ვარ.
14. ოჰ თალიავ, რად მაჭამე სიმწრის ლობიო მესახტის ცოლტან ერტად? რა დაგისავე რა ? სხვისი სხვამ მოგკითხოს მე ჩემსას მოგკიტხავ:), რომ მოგვდგები და სამ Dღეში ერხელ მოხვალ ტავზარს დაგვცემ, წახვალ ჩვენ კიდევ მაზოხსისტებად რომ ვიქეციტ და ველოდებიტ სამი დრე გავიდეს და იევ მოხვიდე გაგვსოლტო და წახვიდე , კარგია ეგა?:) ოჰ თალიავ, რად მაჭამე სიმწრის ლობიო მესახტის ცოლტან ერტად? რა დაგისავე რა ? სხვისი სხვამ მოგკითხოს მე ჩემსას მოგკიტხავ:), რომ მოგვდგები და სამ Dღეში ერხელ მოხვალ ტავზარს დაგვცემ, წახვალ ჩვენ კიდევ მაზოხსისტებად რომ ვიქეციტ და ველოდებიტ სამი დრე გავიდეს და იევ მოხვიდე გაგვსოლტო და წახვიდე , კარგია ეგა?:)
13. მეშახტეები ყოველთვის განსაკუთრებით მეცოდებოდნენ,ამ პატარა ტექსტში,კარგად გამოჩნდა თუ რატომ მეცოდებიან ასე ძალიან ისინი. უდიდესი ტკივილია, ყველაფერია ამ ტექსტში! დიდი მადლობა ამისთვის 5. მეშახტეები ყოველთვის განსაკუთრებით მეცოდებოდნენ,ამ პატარა ტექსტში,კარგად გამოჩნდა თუ რატომ მეცოდებიან ასე ძალიან ისინი. უდიდესი ტკივილია, ყველაფერია ამ ტექსტში! დიდი მადლობა ამისთვის 5.
12. ნეფერტარ, თქვენ არ მიგულისხმიხართ და არც ამ საიტზე გაკეთებული კომენტარები მიგულისხმია სხვაგან იყო ეს ამბავი, რაც ვახსენე.
ხო, მართალია მგონი ნეფერტარი თალია ალბათ მკვდარ მეშახტეთა ცოლებო იქნებოდა სწორი
ისე ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი იმ აგრესიის მიზეზსაც და სადღაც შეიძლება იქითაცაა სიმართლე არადა ეს ნაწერი უდიდესი სითბოსი და ტკივილის გამომხატველია უბრალოდ სხვანაირი გაგება უნდა
წარმატებები თ. თალია :)
ნეფერტარ, თქვენ არ მიგულისხმიხართ და არც ამ საიტზე გაკეთებული კომენტარები მიგულისხმია სხვაგან იყო ეს ამბავი, რაც ვახსენე.
ხო, მართალია მგონი ნეფერტარი თალია ალბათ მკვდარ მეშახტეთა ცოლებო იქნებოდა სწორი
ისე ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი იმ აგრესიის მიზეზსაც და სადღაც შეიძლება იქითაცაა სიმართლე არადა ეს ნაწერი უდიდესი სითბოსი და ტკივილის გამომხატველია უბრალოდ სხვანაირი გაგება უნდა
წარმატებები თ. თალია :)
11. მკვდარ მეშახტეთა ცოლებო " >> ასე ხომ არ უნდა იყოს სათაური? >> თორემ გამოდის თითქოს ერთ მკვდარ მეშახტეს ჰყავს ბევრი ცოლი.
ჩემი მოკრძალებული აზრია, შეგიძლიათ არც გაითვალისწინოთ.
მკვდარ მეშახტეთა ცოლებო " >> ასე ხომ არ უნდა იყოს სათაური? >> თორემ გამოდის თითქოს ერთ მკვდარ მეშახტეს ჰყავს ბევრი ცოლი.
ჩემი მოკრძალებული აზრია, შეგიძლიათ არც გაითვალისწინოთ.
10. ნ-ი-კ-ი.
რაც გაგიკვირდა გავიგე, მაგრამ ის სხვა იუზერი იყო, ნიკ-ნეიმით მიაგავს ამას. ... უარყოფითი ემოცია ზამთრის თალიას ნაწერებზე ან კომენტარებზე არასდროს მქონია, შეგიძლია შეამოწმო ჩემი ყველა კომენტარი ამ ავტორთან.
ნ-ი-კ-ი.
რაც გაგიკვირდა გავიგე, მაგრამ ის სხვა იუზერი იყო, ნიკ-ნეიმით მიაგავს ამას. ... უარყოფითი ემოცია ზამთრის თალიას ნაწერებზე ან კომენტარებზე არასდროს მქონია, შეგიძლია შეამოწმო ჩემი ყველა კომენტარი ამ ავტორთან.
9. ცუკერა უმძრახადაა ჩემთან ზღვისპირელო :) მადლობა მოლოცვაზე და მეც გილოცავ(თ) ცუკერა უმძრახადაა ჩემთან ზღვისპირელო :) მადლობა მოლოცვაზე და მეც გილოცავ(თ)
8. ნიკიი ურაკის გარდა სხვა სოც-ქსელებშიც უნდა იყო )))) გეცოდინებოდა ეს გოგო შენც))) <3 ბარბარობას გილოცავთ ყველას!!!! ნიკიი ურაკის გარდა სხვა სოც-ქსელებშიც უნდა იყო )))) გეცოდინებოდა ეს გოგო შენც))) <3 ბარბარობას გილოცავთ ყველას!!!!
7. ცოტა ეს იფრინა 400 მეტრია რაღაცნაირად ამოვარდნილივით ტექსტიდან ჩემი მოკლე ჭკუით ცოტა ეს იფრინა 400 მეტრია რაღაცნაირად ამოვარდნილივით ტექსტიდან ჩემი მოკლე ჭკუით
6. რავა ყველა იცნობთ ამ გოგოს? საიდან, როგორ?
ძალიან კარგი დატირება-მოთხრობაა ეს და ძალიან მიკვირს თავის დროზე ამხელა უარყოფითი ემოცია რატომ მოუტანა ვიღაცეებს :(
კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდაო
ყოჩაღ თალიავ ( გინდა ზამთრის და გინდა შემოდგომისა )
5 ქულა და მეორე მონიშვნა
ძალიან კარგია, ძალიან
რავა ყველა იცნობთ ამ გოგოს? საიდან, როგორ?
ძალიან კარგი დატირება-მოთხრობაა ეს და ძალიან მიკვირს თავის დროზე ამხელა უარყოფითი ემოცია რატომ მოუტანა ვიღაცეებს :(
კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდაო
ყოჩაღ თალიავ ( გინდა ზამთრის და გინდა შემოდგომისა )
5 ქულა და მეორე მონიშვნა
ძალიან კარგია, ძალიან
5. ჰეჰ,ვიცანი ეს გოგო) ახლა აღარ მიკვირს ეს ნაწერები)))... <3 ჰეჰ,ვიცანი ეს გოგო) ახლა აღარ მიკვირს ეს ნაწერები)))... <3
4. მეშახტის ცოლის დატირება იმდენად ემოციურია, აღარ გინდა რამე სხვა წაიკითხო. შესანიშნავია.
მეშახტის ცოლის დატირება იმდენად ემოციურია, აღარ გინდა რამე სხვა წაიკითხო. შესანიშნავია.
3. ძალიან მომეწონა, უემოციოდ საერთოდ ვერც წაიკითხავ, იმდენად დიდი ტრაგედია იყო მეშახტეების დაღუპვა,
პირველად როდესაც სხვა პორტალზე წავიკითხე, გულწრფელად ვამბობ, მეგონა მართლა მეშახტის ცოლის დაწერილი იყო, იმდენად იმოქმედა, ახლა კიდევ უფრო მეტად იმოქმედა. შექების ღირსი ხარ რომ ასე გაითავისე ტკივილი და ის ემოციები რაც ყველამ ერთად განვიცადეთ .
ძალიან მომეწონა, უემოციოდ საერთოდ ვერც წაიკითხავ, იმდენად დიდი ტრაგედია იყო მეშახტეების დაღუპვა,
პირველად როდესაც სხვა პორტალზე წავიკითხე, გულწრფელად ვამბობ, მეგონა მართლა მეშახტის ცოლის დაწერილი იყო, იმდენად იმოქმედა, ახლა კიდევ უფრო მეტად იმოქმედა. შექების ღირსი ხარ რომ ასე გაითავისე ტკივილი და ის ემოციები რაც ყველამ ერთად განვიცადეთ .
1. აი, თურმე ვინ ყოფილხარ, ზამთრის თალიევ <3
ვიტირე ამაზე, ადრე...
ახლაც.
აი, თურმე ვინ ყოფილხარ, ზამთრის თალიევ <3
ვიტირე ამაზე, ადრე...
ახლაც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|