არიან ქალები, რომლებიც ცხოვრობენ ჩალურში, ცხოვრობენ ხელმოკლედ და აღარ ანცობენ, ვარდისფერ ფიქრებს და ოცნებებს ტოვებენ წარსულში, და მერე ყოველი ძილის წინ ნანობენ...
არიან ქალები, რომლებიც მხრებით და მკლავებით, ზიდავენ ნაწვიმარ, ნათოვარ გუდურას, ჰყვებიან იმაზე, როგორ და რა ტანჯვა-წამებით, გასცილდნენ თბილ წლებს და შეებნენ ცივ ურვას...
არიან ქალები, რომლებიც არ წერენ დღიურებს, ჩანთაში არ უდევთ ბრჭყვიალა მძივები, წუხან და ფიქრობენ, იმაზე, ყოფას რა ამძიმებს, რა ძალამ გააქრო იმედის სხივები...
არიან ქალები, რომლებიც დგებიან იმისთვის, ალაგონ მარტოდენ კერა და ფიქრები, იღიმონ, იცინონ, იდარონ, ილხინონ სხვებისთვის, ფერადად ასახონ შავ-თეთრი სიზმრები...
არიან ქალები, რომლებიც ცისხელა დარდიდან, არიან ათასი სიკეთის მომგონი, არიან ქალები, რომლებსაც ქმრები ჰყავთ გვერდით და, და მაინც, და მაინც არიან მარტონი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ანა, საყვარლო, მადლობა. "კეთილი მოჩვენება" ნამდვილად! იმედა, მიხარია და მადლობა. ანა, საყვარლო, მადლობა. "კეთილი მოჩვენება" ნამდვილად! იმედა, მიხარია და მადლობა.
9. ანა, საყვარლო, მადლობა. "კეთილი მოჩვენება" ნამდვილად! იმედა, მიხარია და მადლობა. ანა, საყვარლო, მადლობა. "კეთილი მოჩვენება" ნამდვილად! იმედა, მიხარია და მადლობა.
7. მარადიული თემა ;) მარადიული თემა ;)
6. თბილი და მზრუნველი გადმოცემა გაქვთ) კარგი ანნა ხართ<3 თბილი და მზრუნველი გადმოცემა გაქვთ) კარგი ანნა ხართ<3
5. გმადლობთ ელადა <3 გმადლობთ ელადა <3
4. კარგად ასახეთ ქალთა კატეგორიები.
კარგად ასახეთ ქალთა კატეგორიები.
2. ეს "იქაც" წავიკითხე :))) და როგორ არ მინდა მარტონი იყვნენ . ეს "იქაც" წავიკითხე :))) და როგორ არ მინდა მარტონი იყვნენ .
1. სამწუხაროდ არიან კი. სამწუხაროდ არიან კი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|