ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლავა
ჟანრი: პროზა
5 იანვარი, 2019


შეცდომა

ყოველ საღამოს სამსახურიდან გამოსულები ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს ჭავჭავაძის გამზირზე. სურსათით დატვირთული, ცხოვრებისაგან დაღლილი სახით, ძალიან გამხდარი, დაძარღვული თეა და მე.....თავადაც არანორმალურად დაღლილი, ოღონდ ოპტიმიზმს ამოფარებული. თეას გამჭოლი მზერა აქვს, თითქოს იცის ვინც ხარ.... ისე გისწორებს თვალს გვერდზე ჩავლისას, რომ ცდილობს შენს სულში შეაღწიოს. რაღაც ცხოველური აქვს ამ ქალს, სამყაროსგან თავდაცვაა ალბათ, ან გენეტიკური მახასიათებელი. მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მეცოდება და ამით ვაქარწყლებ მასში - ცხოველს.  თეა, ჩემი ქმრის პირველი ცოლია...შეცდომა, როგორც მას თავად ჩემი ქმარი უწოდებს. თუმცა წლების შემდეგ მივხვდი, რომ შეცდომა არც ერთი ჩვენს ხოვრებაში თუნდაც წამით გაელვებული ადამიანი არ არის, რაღაც მისიით გადავეკვეთებით ხოლმე ერთმანეთს. ბედისწერისაც მჯერა. სხვაგვარად არააქვს ახსნა კაცობრიობის დინამიკას, ბევრჯერ ვცადე მემართა საკუთარი იღბალი, მაგრამ მაინც სვაგვარად ხდება-ხოლმე. ბანალურ მაგალითს მოვყვები: ჩამოვწერ ჩვეულებისამებრ თვის გეგმებს, ზოგჯერ რამოდენიმე თვისას ერთად, ზოგჯერ წლისას და რაღაც ისეთი ხდება, რომ ყირაზე აყირავებს ჩემ გეგმებს და მერე ისევ ყველაფერს თავიდან ვიწყებ და ასე დაუსრულებლად.....ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია სხვისი ჭკუის სწავლების მოყვარული ადამიანების ფორმულაა...სხვა თუ არაფერი.
- ღმერთმა ნათელში ამყოფოს ნათია - პირჯვარს იწერს თენგიზი და ღვინოს ბოლომდე ცლის, სულის ცხონების გარანტირებული ელექსირი, თუ უბრალოდ მოვალეობის მოხდა, თავიდან მეგონა ძალიან განიცდიდა, არ ვიცი იქნებ განიცდის კიდევაც, მაგრამ ერთხელ არ მინახავს მის საფლავზე გასული, უფრო მეტიც არც იცის სად არის, სადღაც ვაკის სასაფლაოზე დაასაფლავეს, რას მახსოვს, 18 წელი გავიდა მას შემდეგო იტყვის ხოლმე.
ეს აბმავი 90 -ნ წლებში მოხდა.....წვეულებამ მეგობრების წრეში ხმაურიანად ჩაიარა, შნაპსი, ელ&ემი-ს ბურუსი, მცირედი „ზაკუსკა“ და ბევრი სიყვარული ან სიყვარულის ილუზია, როგორც ხდება ხოლმე, არაფერი განსაკუთრებული. მერე თენგიზმა გაიგო, რომ თეა მისგან ბავშვს ელოდებოდა და „ვაჟკაცურად“ მოიქცა - იქორწინა თეაზე. უყვარდა? არა, რას ამბობ არც კი ახსოვს რა მოხდა იმ ღამით, უბრალოდ გოგოს მარტო ხომ არ მიაგდებდა ბავშვთან ერთად და 19 წლის ასაკში „უღელში“ გაყო თავი...ამას ისეთი ხმით ამბობს ხოლმე, რომ აშკარად „მსხვერპლად“ მიიჩნევს თავს....მერე, მერე ყველაფერი ბანალურ ფილმს დაემსგავსა, კვირაობით გადაკარგვა, სახლში გვიან ღამით დაბრუნება და საწყალი თეასთვის ყოველ ჯერზე იმის შეხსენება, რომ ეს „შეცდომა“ არ უნდა მომხდარიყო. ერთ დღესაც ყველაფერი დასრულდა: ე.წ. ნავთის „კერასინკას“ წელიწადნახევრის ნათია დაეჯახა, წყალი გადმოესხა და დაიღუპა.
- იცი რომელი კადრები არ ამომდის მეხსიერებიდან? ოთახში რომ შევედი, ჟურნალის მაგიდაზე ესვენა, უცოდველი და უდროდ სიცოცხლე - შეწყვეტილი. შეაცდომა არ იყო მისი მოვლენა ამ ქვეყნად?.....იტყვის ხოლმე ზოგჯერ თენგიზი, მერე დიდხანს დუმს და ამოიოხრეს ხოლმე- არა, შეცდომა იყო, დიდი შეცდომა, ეჰ......ან რატომ უნდა გაჩენილიყო, ან თუ გაჩნდა, რატომ უნდა წაეყვანა უფალს ასე უდროოდ.......
თეა....თეას ყოველ საღამოს ვხვდები ჭავჭავაძის გამზირზე, ზუსტად ვიცი რომ არ იცის ვინ ვარ, მას მერე 18 წელი გავიდა რაც თენგიზს დაშორდა, ნათია იყო მათი დამაკავშირებელი ერთადერთი ძაფი.........არამგონია თნგიზის ცხოვრებით ინტერესდებოდეს და მის გვერდს სტუმრობდეს სოციალურ ქსელში. ზოგჯერ მეფიქრება რომ ალბათ ისიც ბედისწერაა, რომ ერთ სივრცეში ვეკვეთებით ერთმანეთს საღამოობით ორივე ცხოვრებისაგან დაღლილები.....თენგიზისთვის მეც ხომ......... „შეცდომა“ ვარ..........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები