 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 14 იანვარი, 2019 |
წავასხი შენი თავლიდან წითელი ბედაურები. ნაკვალევს მოჰყევ თავიდან, სანამ გზა დაიბურება... ჩუმად აგყარე ფარ-ხმალი, დაგტოვე გულმკერდ შიშველი. მთვარეს გაგიტეხ სამხარზე, ღამეს შეგაბამ გიშერად. მივქრივარ ჭენებ-ჭენებით, ქარები ფაფარს მვარცხნიან. მარჯვნივ მზე მოდგა სერებზე, მთვარემ მიჩრდილა მარცხნიდან... წაგგვარე ლეგა ულაყიც, შენს თავს სიფიცხით მაგონებს. ახლა მიხვდები, თუ რად ღირს, ქალი ქარების გამგონე! ჩემმა თვალებმა გაგთვალეს, უჩემობა გჭირს ხნიანი... შენს ფიქრებს ჰკითხე სათავე, გულის ხმას შეეხმიანე! მომდიე, ჩემო მდევარო, წლებს გიყრი ფეტვის მარცვლებად. ან კი როგორღა გემალო, ტანზე სურვილი მაცვდება... წავასხი შენი თავლიდან, წითელი ბედაურები. დროს ჩვენი ძველი ვალი აქვს, გზას - ნაბრუნები ურმების...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მიყვარს თქვენი ლექსების კითხვა, განსაკუთრებით სატრფიალოების, მაგარია!
5 მიყვარს თქვენი ლექსების კითხვა, განსაკუთრებით სატრფიალოების, მაგარია!
5
4. მადლობა, ნაღდი პოეზიის გურმანებო, ჯონათან, ნეფერტარ და მეუდაბნოვე! :) <3 მადლობა, ნაღდი პოეზიის გურმანებო, ჯონათან, ნეფერტარ და მეუდაბნოვე! :) <3
2. მომდიე, ჩემო მდევარო, წლებს გიყრი ფეტვის მარცვლებად. ან კი როგორღა გემალო, ტანზე სურვილი მაცვდება...
+ + + 5. მომდიე, ჩემო მდევარო, წლებს გიყრი ფეტვის მარცვლებად. ან კი როგორღა გემალო, ტანზე სურვილი მაცვდება...
+ + + 5.
1. "ქალი ქარების გამგონე!'- ეს ხართ თქვენ :)
"ქალი ქარების გამგონე!`- ეს ხართ თქვენ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|