 | ავტორი: შირო ჟანრი: პროზა 29 იანვარი, 2019 |
***
სარკესთან იჯდა მედეა, გრძელი თითებით ათამაშებდა ხის კოლოფს და მთვარის შუქი დასთამაშებდა სახეზე. ,,ნუთუ ასე დასრულდება ყველაფერი? ახლა მთავარია, გავხსნა. მართლა მარგალიტები იქნება შიგნით?... მერე ელიაზარი?" - მედეა! ხავერდოვანი, შემპარავი, თაფლივით ტკბილი ხმა მოესმა. აქეთ-იქით შეტრიალდა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მთელი სხეული დაეძაბა, სუნთქვაც კი შეიკრა, რომ ხმა კარგად გაეგონა. - მედეა, შემომხედე! საშინელმა ეჭვმა შეიპყრო, წინასწარ იცოდა ვინც დახვდებოდა და მაინც გახედა სარკეს. არც შემცდარა, ოქროსფერი თმები ლივლივებდნენ, იღიმებოდა სარკის ქალი. - არ მითხრა, რომ ვერ მიცანი. აკანკალებული ხელი ძლივს ასწია. ცივი სარკის ზედაპირს რომ შეეხო, ალივლივდა გამოსახულება, გადნა და ოთახში სარკის ქალი გადმოვიდა. ძალიან ჰგავდა მედეას, მხოლოდ თმები ჰქონდა მწიფე ხორბლისფერი. მწვანე თვალები ანათებდნენ ხშირი წამწამების ჩრდილიდან. - არ მელაპარაკები? - ამდენი ხნის შემდეგ... ახლა რატომ მოხვედი? - არ მოგენატრე? ბოლო ბოლო, მე გაგზარდე. მედეა კიდევ ერთხელ დაბრუნდა წარსულში. გონებაში ათასფრად ათამაშდნენ სურათები.
მგელმა მაღალ კლდეზე აიყვანა ჩვილი, ირგვლივ თოვლისა და ყინულის მეტი არაფერი ჩანდა. მხეცის ამონასუნთქი ლამის წამსვე იყინებოდა და ფიფქებად ცვიოდა, სიცივისგან ატირდა ბავშვი. კლდის ტახტზე იჯდა ოქროსფერთმიანი, შიშველი დალი. ორი მგელი გასწოლოდა ფეხებთან, მხოლოდ ამ ადგილას იყო სიმწვანე, ყვავილები ყვაოდნენ. ფრთხილად დადო მის ფეხებთან ნაჭრებში გამოხვეული მჩხავანა არსება. გაოგნებული უყურებდა დალი ბავშვს, რომელიც სიცივისგან თითქმის გალურჯებულიყო. ხელში აიყვანა, გულზე მიიკრა, დაარწია და აღიღინდა. ბავშვი დამშვიდდა, მუქი თვალები შეანათა ქალღმერთს და საკუთარი თითის წოვა დაიწყო.
ლურჯ პეპელას მისდევდა მედეა, ყვავილების კაბა ეცვა. მაგრად ჩაწნული თმები კეფაზე ჰქონდა დაგრაგნილი, იცინოდა და ხელებს იქნევდა. კლდის პირას მივიდა თამაშ-თამაშით, ისე გაერთო, დაბლა აღარ იყურებოდა. ის ის იყო, ფეხი უნდა დასცდენოდა, რომ დალის კივილმა კლდეები შეაზანზარა. ბავშვს მივარდა და ხელში აიტაცა. ატირდა პატარა, ცრემლებმა დაუსველა ლოყები. თითქოს ჰაერიდან გააჩინა, ალმასის კენჭები ჩაუყარა ქალღმერთმა ხელებში, ფერადმა ნაპერწკლებმა თვალი მოსჭრა ბავშვს და მხიარულად აჭყლოპინდა.
- რატომ ვერ გავაცოცხლებ? შვლის ნუკრთან ჩამუხლულიყო მედეა. ცრემლები უსველებდა მშვენიერ თვალებს. ჭრილობიდან ამოღებული ისარი ეჭირა ხელში, სისხლი წვეთავდა მიწაზე. - ყველაფერს თავისი ფასი აქვს, თუ მისი გაცოცხლება გინდა, შენი სიცოცხლე უნდა დათმო. ერთის სიცოცხლე - მეორის სანაცვლოდ. წარბებშეკრული დაჰყურებდა დალი პატარა გოგოს, რომელმაც პირველად იხილა სიკვდილი. შიში ჩაუდგა ირიბად აჭრილ თვალებში მედეას და ააცახცახა. - ანუ მე უნდა მოვკვდე? - კი, თან შენი ნებით, ყოყმანის გარეშე. ადექი, შვლის ნუკრის გამო ვერ მოკვდები. ადამიანები მას მაინც მოკლავდნენ ადრე თუ გვიან. - რატომ? - ყოველთვის კლავენ. განადგურების მეტი არაფერი იციან. იცოდე, მედეა, არც ერთ ადამიანს არ უნდა ენდო. მატყუარა და მოღალატეა კაცთა მოდგმა, ისე გაგწირავს, თვალს არ დაახამხამებს. მეც ასე დამემართა, მას შემდეგ დავიდე კლდეებში ბინა. მე შენ ბუნების საიდუმლოებები გაგიმხილე, ყველა ცოცხალის ენა გასწავლე. მალე უკვდავებასაც გაზიარებ, მანამდე გაუფრთხილდი შენს თავსაც და გულსაც. ცხოველების ნუ გეშინია, მათ მადლიერებაც იციან და ერთგულებაც, მხოლოდ ადამიანებს ერიდე, მათთვის მთელი სამყაროც არაა საკმარისი... მორჩილად უქნევდა თავს, ყველა დარიგებას ასრულებდა მანამ, სანამ ბოჩი გამოჩნდებოდა. ცეცხლს ჰყრიდა პირიდან დალი, მისი წივილი მთებს აზანზარებდა. - როგორ გაცვალე ჩვენი თავისუფლება ადამიანის სადგომზე, რა დაგრჩენია იქ. გულს გატკენენ, სულს დაგიმსხვრევენ და მე ვეღარ გიშველი, ნუ წახვალ, ჩემო გაზრდილო. დარჩი აქ, მთებში. ერთად გავიზიაროთ უსასრულობა... - მიყვარს...უნდა წავიდე. ცრემლმა იწვიმა დალის თვალებიდან, მაგრამ მაინც თავისი ხელით ჩააცვა უნაზესი, ვერცხლისფერი კაბა. საპატარძლოდ გამოაწყო და წასვლამდე საკუთარი ოქროს თმის სამი ღერი მისცა. - თუ დაგჭირდები, თუ დაბრუნება მოგინდება, ეს თმები გამონასკვე... იმ ღამეს, როცა მედეამ ყველაფერი დაკარგა, თავის მოკვლა უნდოდა, მაგრამ ყველაფერი გადაწონა შურისძიებამ. გაყინულ წყალში უბიდან ამოიღო დალის თმები და გადანასკვა. იმწამსვე ვიღაცის ხელები მისწვდა, ამოათრია და ცივმა ჰაერმა ჩასწვა ყელი. - ხომ გაფრთხილებდი. ნაღვლიანად უყურებდა ღმერთქალი. - შურისძიება...გემუდარები... - საფასური მძიმე იქნება. - არ დავეძებ, მზად ვარ. - წყევლა მაინც მოგწვდება. მე ვერ შევცვლი ვერაფერს. - გააკეთე, რაც საჭიროა. დალიმ საკუთარი თმები მოახვია, სიმღერა დაიწყო. სიცივე ჯერ ხელის თითებს შეეპარა, მერე ზემოთ ამოცოცდა. ასე ეგონა მთლად ყინულად იქცეოდა, დაიმსხვრეოდა და როცა ყინულმა გულამდე მიაღწია, ირგვლივ ყველაფერს ბინდი გადაეფარა. გამოღვიძებულმა საშინელი ძალა იგრძნო ხელებში, დალი ნაღვლიანად უყურებდა. - ახლა სამუდამოდ მოგიწევს მზესთან და სითბოსთან დამშვიდობება, სანამ ვინმე არ შეგიყვარდება. ვეღარც მე გნახავ... - მე აღარასოდეს შემიყვარდება. - როცა გულს ერთხელ გახსნი, კარი სამუდამოდ ღია დაგრჩება... ვერ შეაკავებ. ან გაგანადგურებს, ან გადაგარჩენს. - არა. მე უკეთ ვიცი, ბოჩი ერთადერთი იყო. - მაშინ მშვიდობით. და აი ახლა, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. - დიდი დრო გავიდა, მედეა.
***
შეღამდა, მთვრალი ხალხი სუფრიდან ნელ-ნელა იშლებოდა. ორღობეებში კარგა ხანს ისმოდა ღრიანცელი. - ელიაზარ... შეკრთა, პაწია ხელი იგრძნო მხარზე. აუტანლად მძიმე მოეჩვენა ეს ხელი. - ელიაზარ, შემომხედე. ცრემლებით ჰქონდა გოგოს თვალები სავსე, ტუჩები უკანკალებდა. - რა გჭირს, გამაგებინე, რატომ გამირბიხარ. ან... ის ქალი ვინ იყო,? ჟრჟოლამ აიტანა, კანი აეხორკლა. - მე საიდან უნდა ვიცოდე? - აბა რატომ გიყურებდა ასე? - არ ვიცი. მეც შენსავით პირველად ვნახე. - რატომ გამირბიხარ? მოხდა რამე? - არაფერი. - ნისას მიულოცე? იმდენი ხალხი იყო, ვერც გნახეს. წამოდი, ერთად მივულოცოთ. მედეას დიადემა ლიცლიცებდა, ათასფერ ნაპერწკალს ისროდა. ნისა და თამთიკე ისე ჰგავდნენ ერთმანეთს. ერთი წუთით მოეჩვენა კიდეც, რომ თამთიკე უცინოდა. თითქოს ვიღაცის ხელი ჩაუძვრა მკერდში და გული მოუჭყლიტა, აუტანლად აეწვა. - გილოცავთ, ბედნიერად შეაბერდით ერთმანეთს. - მადლობა, ელიაზარ, საჩუქრისთვისაც დიდი მადლობა. - მოგეწონა? - ულამაზესია. ჯერ ხომ არ მიდიხარ? ადრეა. - დედა მყავს მისახედი, ვერ იყო კარგად. იცრუა, ისეთი დამძიმებული ჰქონდა მხრები, თითქოს ლოდები აჰკიდა ვიღაცამ. ეზოდან რომ გადიოდა, ზურგით იგრძნო თამთიკეს სველი თვალები და ფეხს აუჩქარა. სახლისკენ დაადგა ბილიკს და როცა დარწმუნდა, რომ აღარავინ უთვალთვალებდა, შროშანებიანი მდელოსკენ გადაუხვია. - მედეა! ყრუ ექო გახმიანდა ხეებში. იცდიდა, სანამ ფოთლებს შელეწილი, ათასად დამტვრეული ხმა არ მინავლდა, კიდევ დაიყვირა, კიდევ... პასუხი არ ისმოდა. მუხლებზე დაემხო, ალმასის ბეჭედი ამოიღო და დააშტერდა. ,,როდიდან გავხდი მატყუარა? საით წავიდე. სახლში თამთიკე მელოდება, სუსტი, ნაზი ყვავილი. უჩემოდ დაიღუპება, მხოლოდ ჩემი იმედი აქვს. მაგრამ ვერ ვუძლებ მასთან ყოფნას, თავს ვაჯერებ, რომ არ მინდა, მაგრამ ყოველ წუთს, ყოველ წამს მედეა მახსენდება. ხმას ვერ ვიღებ, მის წინ ვმუნჯდები. სულში მიყურებს თვალებით, ჩემს გულს ხედავს... ორად გავიხლიჩე და ორივე ნაწილი თავისკენ მექაჩება." სველ ბალახზე წამოწვა, ესიამოვნა სიგრილე. თვალები დახუჭა. უცებ რაღაც ფაფუკის შეხება იგრძნო. შავი კატა გაეგლისა ხელებზე, მწვანე თვალები შეანათა. - შენ აქ საიდან მოხვედი? დაიკარგე? ცხოველმა დაიკნავლა, მკერდზე ააცოცდა, დამრგვალდა და აკრუტუნდა. ისე მოკალათდა, ელიაზარმა ვერ გაბედა მისი გაგდება. მზე რომ ამოვიდა, მაშინღა გაეღვიძა. კატა აღარსად იყო. სახლისკენ გაეშურა, მაისა ჭიშკართან შემოეგება, არეული სახე ჰქონდა, ჩაშავებული უპეები. ეტყობოდა, რომ მთელი ღამე არ ეძინა. - სად იყავი, შვილო?! - მდინარის პირას, ჩამეძინა. - შენ მაინც ნუ მიდიხარ იმ ოხერ წყალთან, ელიაზარ... შენ მაინც ნუ... - ნუ გეშინია. - დემნაც წყალმა წამართვა, წყალს მოერიდე, შვილო... ღმერთო, ეს მაინც შემარჩინე. - დაწყნარდი, დედა, აქ ვარ. არსად არ მივდივარ. კიდევ დიდხანს უთრთოდა მაისას მხრები. ძლივს დაამშვიდა და ისევ მარტო დარჩა საკუთარ თავთან. გარეთ გამოვიდა და ხის დიდი ნაჭრის ჩორკნა დაიწყო უმიზნოდ, უაზროდ. ალმასა მიუწვა ფეხებში, ხელი გადაუსვა თავზე ბომბორა ნაგაზს და ცაში აიხედა. ,,საკუთარ სხეულში ვეღარ ვეტევი. სიმშვიდე მინდა..."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. რა ქნას ამ პატარა გოგომ? განა რამდენი უნდა მოასწროს? ყოჩაღი კია, მაგრამ საქმეც რომ ბევრი აქვს :)
მე შენსკენა ვარ შირო, ნუ იჩქარებ, დაალაგე კარგად და დასვენებულზე განათავსე ხომ იცი, ფინალი უნდა იყოს იმ მორევზე ძლიერი, სულ რომ წაიღოს და წალეკოს ყველა და ყველაფერი
ნუ, თუ მე ვერ მომერია, ჰარირამა მაინც :)
რა ქნას ამ პატარა გოგომ? განა რამდენი უნდა მოასწროს? ყოჩაღი კია, მაგრამ საქმეც რომ ბევრი აქვს :)
მე შენსკენა ვარ შირო, ნუ იჩქარებ, დაალაგე კარგად და დასვენებულზე განათავსე ხომ იცი, ფინალი უნდა იყოს იმ მორევზე ძლიერი, სულ რომ წაიღოს და წალეკოს ყველა და ყველაფერი
ნუ, თუ მე ვერ მომერია, ჰარირამა მაინც :)
41. ძალიან დიდი ბოდიში გაქრობისათვის :(
სამწუხაროდ, ამ დღეებში ვერ შემოვდიოდი. გპირდებით, რომ როგორც კი ჩემი საქმეების მორევს დავაღწევ თავს, ფინალსაც ავტვირთავ. მაქსიმუმ, ამ კვირის ბოლომდე მჭირდება.
მადლობა, რომ გახსოვართ ♥
ძალიან დიდი ბოდიში გაქრობისათვის :(
სამწუხაროდ, ამ დღეებში ვერ შემოვდიოდი. გპირდებით, რომ როგორც კი ჩემი საქმეების მორევს დავაღწევ თავს, ფინალსაც ავტვირთავ. მაქსიმუმ, ამ კვირის ბოლომდე მჭირდება.
მადლობა, რომ გახსოვართ ♥
40. შირო, სად გაქრი შენცა და შენი მეათეც?! :(:(:(:( შირო, სად გაქრი შენცა და შენი მეათეც?! :(:(:(:(
39. ეს მომენტი გამახსენდა კითხვისას.. რაც ილუსტრაციაში დავდე. ხშირად ჩავდივარ ხოლმე მზისცასვლისას რომ ხორბლის ყანებს გავხედო, მართლაც ხორბლის ოქროა ხოლმე. ალბათ თქვენც გინახავთ და ამიტომ გაქვთ გაიგივებული.. წარმატება. ეს მომენტი გამახსენდა კითხვისას.. რაც ილუსტრაციაში დავდე. ხშირად ჩავდივარ ხოლმე მზისცასვლისას რომ ხორბლის ყანებს გავხედო, მართლაც ხორბლის ოქროა ხოლმე. ალბათ თქვენც გინახავთ და ამიტომ გაქვთ გაიგივებული.. წარმატება.
38. ეს მომენტი გამახსენდა კითხვისას.. რაც ილუსტრაციაში დავდე. ხშირად ჩავდივარ ხოლმე მზისცასვლისას რომ ხორბლის ყანებს გავხედო, მართლაც ხორბლის ოქროა ხოლმე. ალბათ თქვენც გინახავთ და ამიტომ გაქვთ გაიგივებული.. წარმატება. ეს მომენტი გამახსენდა კითხვისას.. რაც ილუსტრაციაში დავდე. ხშირად ჩავდივარ ხოლმე მზისცასვლისას რომ ხორბლის ყანებს გავხედო, მართლაც ხორბლის ოქროა ხოლმე. ალბათ თქვენც გინახავთ და ამიტომ გაქვთ გაიგივებული.. წარმატება.
37. საინტერესოა, ვინ იყვნენ მედეას მშობლები. რატომ აღმოჩნდა ჩვილი მარტო, თუ მშობლებს გასტაცა მგელმა? უკვე ამბის დასასრული მოახლოვდა და ამაზე თხრობა, ალბათ, აღარ იქნება. მხოლოდ მოქმედ გმირებს დაატყდებათ ცოდვების რკალის მოსალოდნელი გარღვევა. საინტერესოა, ვინ იყვნენ მედეას მშობლები. რატომ აღმოჩნდა ჩვილი მარტო, თუ მშობლებს გასტაცა მგელმა? უკვე ამბის დასასრული მოახლოვდა და ამაზე თხრობა, ალბათ, აღარ იქნება. მხოლოდ მოქმედ გმირებს დაატყდებათ ცოდვების რკალის მოსალოდნელი გარღვევა.
36. თავებს რომ გადავხედე, მეცოტავა. დამარჩენი აღარ ვიცი, ჯერ. თავებს რომ გადავხედე, მეცოტავა. დამარჩენი აღარ ვიცი, ჯერ.
35. შირო, როგორც უკანაკნელმა ცხრაწლედმა აჩვენა ამ საიტზე, ვისაც ულაპარაკოდ დაეჯერება, ეს არის ,,მუხა,,. მისი კომენტარები ანგარიშგასაწევია და ტენდიმაც სწორი რეკომენდაციები ჩამოგიწერა. ვფიქრობ, მორევი ნამდვილად ღირს იმად, კარგი რედაქტორის ხელში მოხვდეს. 5 ქულა. შირო, როგორც უკანაკნელმა ცხრაწლედმა აჩვენა ამ საიტზე, ვისაც ულაპარაკოდ დაეჯერება, ეს არის ,,მუხა,,. მისი კომენტარები ანგარიშგასაწევია და ტენდიმაც სწორი რეკომენდაციები ჩამოგიწერა. ვფიქრობ, მორევი ნამდვილად ღირს იმად, კარგი რედაქტორის ხელში მოხვდეს. 5 ქულა.
34. “ყველა” რომ წაიკითხავს, ბოლოს დავიწყებ მე. “ყველა” რომ წაიკითხავს, ბოლოს დავიწყებ მე.
33. მზია 7, როცა არ იცი რა არის რედაქტირება, ლიტ. გვერდიც ცარიელი გაქვს და მეორადი ნიკით ,,მოძრაობ,, და თანაც ნაკოწიწარი ლიტერატურა გგონია, სიცილის მეტი მართლაც არაფერი დაგრჩენია ლიტ.საიტზე... :) მზია 7, როცა არ იცი რა არის რედაქტირება, ლიტ. გვერდიც ცარიელი გაქვს და მეორადი ნიკით ,,მოძრაობ,, და თანაც ნაკოწიწარი ლიტერატურა გგონია, სიცილის მეტი მართლაც არაფერი დაგრჩენია ლიტ.საიტზე... :)
32. როცა გულს ერთხელ გახსნი, კარი სამუდამოდ ღია დაგრჩება... ვერ შეაკავებ. ან გაგანადგურებს, ან გადაგარჩენს.
ჰო :/ როცა გულს ერთხელ გახსნი, კარი სამუდამოდ ღია დაგრჩება... ვერ შეაკავებ. ან გაგანადგურებს, ან გადაგარჩენს.
ჰო :/
31. ძალიან მაინტერესებს ფინალი. მინდა, ძლიერი იყოს. წარმატებებს გისურვებთ, შირო! ძალიან მაინტერესებს ფინალი. მინდა, ძლიერი იყოს. წარმატებებს გისურვებთ, შირო!
30. ყველა თავი წავიკითხე, მაგრამ ცალკე კომენტარების დაწერაზე სურვილი არ მქონია, არის ფრაზები, გარკვეული პასაჟები ჩართული საკმარისად აზრიანი და საჭირბოროტო, მაგრამ იმდენი ამბავია მოთხრობილი, იმდენი სახელებია, რომ თავგზა ამებნა , ეს მისტიურობაც მომწონს მაგრამ ჩემთვის დამღლელია, ცოტა დახვესწას, გადაკითხვას სხვათა თვალით გადავლებას მოითხოვცს და მიზანს მიაღწევ. ტენდის რჩევა გასათვალისწინებელია თუ მწერლობას აპირებთ, თორემ წიგნის გამოშვება არ არის დღესდღეისობით რთული. გისურვებ წარმატებებს. ყველა თავი წავიკითხე, მაგრამ ცალკე კომენტარების დაწერაზე სურვილი არ მქონია, არის ფრაზები, გარკვეული პასაჟები ჩართული საკმარისად აზრიანი და საჭირბოროტო, მაგრამ იმდენი ამბავია მოთხრობილი, იმდენი სახელებია, რომ თავგზა ამებნა , ეს მისტიურობაც მომწონს მაგრამ ჩემთვის დამღლელია, ცოტა დახვესწას, გადაკითხვას სხვათა თვალით გადავლებას მოითხოვცს და მიზანს მიაღწევ. ტენდის რჩევა გასათვალისწინებელია თუ მწერლობას აპირებთ, თორემ წიგნის გამოშვება არ არის დღესდღეისობით რთული. გისურვებ წარმატებებს.
29. უი მოთხრობაზე არაფერი მითქვამს
კარგია ცხადია მაგრამ მერე მთლიანობაში მინდა წავიკითხო ძალიან პატარა თავებია და ბევრი პერსონაჟია
5 დავწერე ( თავის დროზე ) ცხადია კარგად წერ შირო, მაგრამ ასაკი ეტყობა ხოლმე ალაგ-ალაგ კარგი პოტენციალი გაქვს და იმედია წერას არ მიატოვებ უი მოთხრობაზე არაფერი მითქვამს
კარგია ცხადია მაგრამ მერე მთლიანობაში მინდა წავიკითხო ძალიან პატარა თავებია და ბევრი პერსონაჟია
5 დავწერე ( თავის დროზე ) ცხადია კარგად წერ შირო, მაგრამ ასაკი ეტყობა ხოლმე ალაგ-ალაგ კარგი პოტენციალი გაქვს და იმედია წერას არ მიატოვებ
27. რა გაყვირებს შირო? გაიგო ნინიამ, ყრუ კი არაა :))) რა გაყვირებს შირო? გაიგო ნინიამ, ყრუ კი არაა :)))
26. ნინია ყოჩიშვილი
არა, ბოლოს ხვალ დავდებ, ნინია ♥ ნინია ყოჩიშვილი
არა, ბოლოს ხვალ დავდებ, ნინია ♥
25. ნინია ყოჩიშვილი
არა, ბოლოს ხვალ დავდებ, ნინია ♥ ნინია ყოჩიშვილი
არა, ბოლოს ხვალ დავდებ, ნინია ♥
24. ნინია ყოჩიშვილი
არა, ბოლოს ხვალ დავდებ, ნინია ♥ ნინია ყოჩიშვილი
არა, ბოლოს ხვალ დავდებ, ნინია ♥
23. ნინია ყოჩიშვილი
არა, ბოლოს ხვალ დავდებ, ნინია ♥ ნინია ყოჩიშვილი
არა, ბოლოს ხვალ დავდებ, ნინია ♥
22. შირო, ბოლო თავია? შირო, ბოლო თავია?
21. მზია 7
სწორად მიხვდით ♥ ბექას შტოში მამაკაცების ხაზი იგულისხმება, რომელიც ორბელის ვაჩესთან ერთად დასრულდა. წყევლა ისეთი რამეა, აუცილებლად უბრუნდება მაწყევარს. როცა ამდენი ცოდვა ტრიალებს, რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ გაწყდეს მოჯადოებული წრე :)
თამუნა გელიტაშვილი
იმედი მაქვს, დანარჩენი ნაწილებიც ასევე დაგაინტერესებთ ♥ მზია 7
სწორად მიხვდით ♥ ბექას შტოში მამაკაცების ხაზი იგულისხმება, რომელიც ორბელის ვაჩესთან ერთად დასრულდა. წყევლა ისეთი რამეა, აუცილებლად უბრუნდება მაწყევარს. როცა ამდენი ცოდვა ტრიალებს, რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ გაწყდეს მოჯადოებული წრე :)
თამუნა გელიტაშვილი
იმედი მაქვს, დანარჩენი ნაწილებიც ასევე დაგაინტერესებთ ♥
20. ეს ნაწილი პირველად წავიკითხე. სამწუხაროდ, წინა ნაწილები არ წამიკითხავს, მაგრამ უდავოდ, მრავალშრიანი, ქვეტექსტებითა და სიმბოლებით დატვირტული ნაწარმოები ჩანს. საინტერესოა. აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე. ეს ნაწილი პირველად წავიკითხე. სამწუხაროდ, წინა ნაწილები არ წამიკითხავს, მაგრამ უდავოდ, მრავალშრიანი, ქვეტექსტებითა და სიმბოლებით დატვირტული ნაწარმოები ჩანს. საინტერესოა. აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე.
19. განათებაა: მზის, მთვარის, ცეცხლის და ა შ. მაგალითად, თაფლისფერი თვალები მზეზე, ზოგჯერ, ოქროსფრად ბრწყინავენ. თვალის ფერს სამოსის ფერიც ცვლის. მე სხვა რამ მინდა დავწერო: ესე იგი საუკუნის წინ მედეა ბექას ცოლმა დასწყევლა, მაგრამ გამოდის, რომ ეს წყევლა, ბუმერანგივით, ბექას შთამომავლებსაც მიუვიდათ. თქვენ წერთ, ორბელი ბექას შტოს ბოლო შთამომავალიაო. ალბათ, მამაკაც შთამომავალს გულისხმობთ, გვარის გამგრძელებელს, თორემ თამთიკეც და ნისაც ხომ ამ შტოს წარმომადგენლები არიან? მე არ ვიცი, რა ბედი ელით მათ, მაგრამ თუ შვილები ეყოლებათ, ისინიც ბექას შთამომავლები იქნებიან, ოღონდ ქალების მხრიდან. განათებაა: მზის, მთვარის, ცეცხლის და ა შ. მაგალითად, თაფლისფერი თვალები მზეზე, ზოგჯერ, ოქროსფრად ბრწყინავენ. თვალის ფერს სამოსის ფერიც ცვლის. მე სხვა რამ მინდა დავწერო: ესე იგი საუკუნის წინ მედეა ბექას ცოლმა დასწყევლა, მაგრამ გამოდის, რომ ეს წყევლა, ბუმერანგივით, ბექას შთამომავლებსაც მიუვიდათ. თქვენ წერთ, ორბელი ბექას შტოს ბოლო შთამომავალიაო. ალბათ, მამაკაც შთამომავალს გულისხმობთ, გვარის გამგრძელებელს, თორემ თამთიკეც და ნისაც ხომ ამ შტოს წარმომადგენლები არიან? მე არ ვიცი, რა ბედი ელით მათ, მაგრამ თუ შვილები ეყოლებათ, ისინიც ბექას შთამომავლები იქნებიან, ოღონდ ქალების მხრიდან.
18. 625 წინა კომენტარში 3125 ქულა ამ ბოლო კომენტარში ახლა თუ დადებ დაგჭირდება 15625 ქულა მიდი აბა მიპასუხე ტენდი თუ მაგარი ხარ :))) ეგრე მოგიხდება ჯონიკაზე რეები თქვა
აი შირო რა კარგი გოგოა რა კარგად თქვა, ძაღლის ფორმა აცვიაო
ხო, შირო, ასეა, ძაღლის ფორმა აცვია, თორემ ადამიანია ფაქტიურად.
625 წინა კომენტარში 3125 ქულა ამ ბოლო კომენტარში ახლა თუ დადებ დაგჭირდება 15625 ქულა მიდი აბა მიპასუხე ტენდი თუ მაგარი ხარ :))) ეგრე მოგიხდება ჯონიკაზე რეები თქვა
აი შირო რა კარგი გოგოა რა კარგად თქვა, ძაღლის ფორმა აცვიაო
ხო, შირო, ასეა, ძაღლის ფორმა აცვია, თორემ ადამიანია ფაქტიურად.
17. ტენდი
მე რომ ახალი ვარ ურაკზე, ჭურში ვზივარ :( ბოლოდან ავუყევი ნაწარმოებებს და მაგის ბრალია. ეშმაკმა და ანგელოზმა დამატყვევა :) როგორც მივხვდი, ძაღლის ფორმა აქვს ჯონიკას, ხოდა დაუსწრებლად მიყვარს, გადაეცი ^-^ ტენდი
მე რომ ახალი ვარ ურაკზე, ჭურში ვზივარ :( ბოლოდან ავუყევი ნაწარმოებებს და მაგის ბრალია. ეშმაკმა და ანგელოზმა დამატყვევა :) როგორც მივხვდი, ძაღლის ფორმა აქვს ჯონიკას, ხოდა დაუსწრებლად მიყვარს, გადაეცი ^-^
16. P.S. ჯონიკა ვინ არის? :დ შირო. 2019-01-30 11:59:35
არ იცნობ? :))
ჩემტან პირველი წერილი დევს, რის წაკითხვასაც გირჩევთ და დანარჩენი წერილები (ნიკის მისამართით) ჯონიკას გვერდზეა. თან ლიტერატორია. სულ თავფურცელზეა :) ოჯახის წევრია ჩემი. ზაან მაგარი ტიპია, ურაკი იცნობს. :) :))) P.S. ჯონიკა ვინ არის? :დ შირო. 2019-01-30 11:59:35
არ იცნობ? :))
ჩემტან პირველი წერილი დევს, რის წაკითხვასაც გირჩევთ და დანარჩენი წერილები (ნიკის მისამართით) ჯონიკას გვერდზეა. თან ლიტერატორია. სულ თავფურცელზეა :) ოჯახის წევრია ჩემი. ზაან მაგარი ტიპია, ურაკი იცნობს. :) :)))
15. ნიკ, к чёрту 625 ქულა! :))
12. ვინ გაიყვანე სასეირნოდ ტენდი? ძაღლი? ვაი სირცხვილო სადა გყავს შენ ძაღლი ახლა არ მითხრა ჯონიკა ძაღლიაო კიდევ კარგი არ იცის კითხვა და შენ უკითხავ ხოლმე ეს შენი კომენტარი არ წაუკითხო და გული არ მოუკლა იცოდე
:) ნ-ი-კ-ი. 2019-01-30 11:55:25
ნიიკ, კითხვაც იცის და წერაც. არ გეწსწავლება შენ ეგ. :))
კაი, ბატონო და ბოდიშს მოვუხდიი. :) მარა, ნაწყენია შენზე. წერილი მივწერე და პასუხი არ მაღირსაო. :)))) ვოტ! :)
ნიკ, к чёрту 625 ქულა! :))

14. P.S. ჯონიკა ვინ არის? :დ P.S. ჯონიკა ვინ არის? :დ
13.
მზია 7.
ალბათ, დერაქტირებაძე წარმოდგენა გაქვთ. ჩემი შენიშვნები რედაქტირებაა და არც შენიშვნები, არც კრიტიკა.
ძალიან კარგი ავტორებიც კი (აქ, ურაკზე) საჭიროებენ რედაქტირებას. შეგიძლიათ ჰკითხოთ ეს ნეფერტარს.
ასევე, მეც, ასაკით ჩემზე გაცილებით უმცროსი ავტორებისთვის მითხოვია წაკითხვა და შენიშვნები. მაგ. არმენ არუთინოვისთვის, ბექა ახალაიასთვის, ლექსო დორეულისთვის..და ასე შემდეგ. არც შეურაცყოფად არ მიმიღია შენიშვნა (შეგიძლიათ ნახოთ კომენტარები ჩემს მოთხრობებზე).
ჩემო კარგო, ბავშვი რომ ქალღმერთის ყოფილიყო, ან "კაცღმერთის" , რასაკვირველია, შეიძლება დალაპარაკებოდა კიდეც დალის და ემღერა. :) მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანის შვილი და ამიტომ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი ბავშვი, სხვანაირად დალი ვერ გადააქცევდა ყინულის დედოფლად, ისედაც იქნებოდა, დალის გარეშე.
იგივე მიზეზით არ ეცოდინებოდა ჩვეულებრივი მოკვდავის შვილს ნაადირობა.
როგორც გინდა ირეალური დავარქვათ, მძიმე კაბა მსუბუქი ვერ გახდებოდა. :) მაშინ ჯადოსნური ძაფებით უნდა ამოექარგა და ძაფებს შეეცვალათ ქსოვილის მასალა, ეს არ გამიკვირდებოდა.
"თვალების ფერიც შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს სხვადასხვა განათებაში" - რომელ განათებაზე წერთ ვერ მივხვდი, სად არის მანდ განათება?! :)
"რაც შეეხება ურაკპარაკელების შენიშვნებს. " - რაც შეეხება ურაკპარაკელების შენიშვნებს, არავის მიუცია შენიშვნა, ჩემს გარდა და მე სწორე შენიშვნები მივეცი. ნუ გამოიდებთ თავს რეალურისა და ირეალურის ცოდნით. ძალიან კარგად ვერკვევი (თქვენდა გასაოცრად) რეალურსა და ირეალურს შორის რა განსხვავებაა. :)
აქ ვითვალისწინებთ ერთიმეორის შენიშვნებს და ასე ვხდებით უფრო უკეთესები, ვიდრე ვართ. :)
არც მე ვამბობ საწყენად. :)

:) ვინ გაიყვანე სასეირნოდ ტენდი? ძაღლი? ვაი სირცხვილო სადა გყავს შენ ძაღლი ახლა არ მითხრა ჯონიკა ძაღლიაო კიდევ კარგი არ იცის კითხვა და შენ უკითხავ ხოლმე ეს შენი კომენტარი არ წაუკითხო და გული არ მოუკლა იცოდე
:)
11. მზია7
დიდი მადლობა შეფასებისათვის ♥ მიხარია, რომ მოგეწონათ.
ტენდი
ჩემი დამოკიდებულება ხომ იცი ♥ შენი შენიშვნები შესაძლებლობაა, რომ უკეთესი გავხდე. წუხელ დავიწყე შენი ნაწერების კითხვა და კუთხეში დადგომა მომინდა ჩემი მორევიანად, ისე მომეწონა. სასიამოვნოდ აღვფრთოვანდი ♥
ნიკი
გეთანხმები ყველაფერში :დ მზია7
დიდი მადლობა შეფასებისათვის ♥ მიხარია, რომ მოგეწონათ.
ტენდი
ჩემი დამოკიდებულება ხომ იცი ♥ შენი შენიშვნები შესაძლებლობაა, რომ უკეთესი გავხდე. წუხელ დავიწყე შენი ნაწერების კითხვა და კუთხეში დადგომა მომინდა ჩემი მორევიანად, ისე მომეწონა. სასიამოვნოდ აღვფრთოვანდი ♥
ნიკი
გეთანხმები ყველაფერში :დ
10. კარგი ავტორი არა ის კიდევ რა კარგი ავტორი შიროა? აგვიანებს ახალი თავების დადებას და ანერვიულებს აქ მკითხველებს :)
აგერ ფლორენციას სიცხეც კი მისცა ამ ნერვიულობის გამო
:)
კარგი ავტორი არა ის კიდევ რა კარგი ავტორი შიროა? აგვიანებს ახალი თავების დადებას და ანერვიულებს აქ მკითხველებს :)
აგერ ფლორენციას სიცხეც კი მისცა ამ ნერვიულობის გამო
:)
9. შირო, ძალიან კარგი ავტორი რომ არ იყო, არც შენიშვნებს მოგცემდი და არც წასაკითხად დავკარგავდი დროს. არ ვიცი, როგორი ავტორი ვარ, მაგრამ ძალიან კარგი მკითხველივ ვარ და შესანიშნავი ავტორი ხარ შენ. :) შირო, ძალიან კარგი ავტორი რომ არ იყო, არც შენიშვნებს მოგცემდი და არც წასაკითხად დავკარგავდი დროს. არ ვიცი, როგორი ავტორი ვარ, მაგრამ ძალიან კარგი მკითხველივ ვარ და შესანიშნავი ავტორი ხარ შენ. :)
8. წავიკითხე ყველა ფრაგმენტი და ძალიან მომეწონა. ეს ბოლო ნაწილი, თითქოს, ყველაზე მარტივად მეჩვენა, მაგრამ მედეას აღზრდა–გაზრდის საკითხი გაირკვა და საინტერესო იყო. რაც შეეხება ურაკპარაკელების შენიშვნებს. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამ ნაწარმოების ყველა პერსონაჟი რეალურსა და ირეალურს შორისაა, თან ეს მისტიური გარემო, რომელშიც ისინი მოქმედებენ, ამიტომ ისეთი შენიშვნები, რომ კაბა ჯერ მძიმეა და მერე მსუბუქი, ან მამას სანადიროდ ვერ გაჰყვებოდა, ან ჩვილი თვალს ვერ გაუსწორებდა და ა შ. სრულიად უადგილოა. ეს ორგანულადაა ამ ნაწარმოებში. თვალების ფერიც შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს სხვადასხვა განათებაში და ა შ. თუ ასეთ შენიშვნებს მივყვებით, მაშინ მორევი ხომ ვერ ილაპარაკებს? აბსურდამდე მივალთ. არავის საწყენად არ ვამბობ, უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი. წავიკითხე ყველა ფრაგმენტი და ძალიან მომეწონა. ეს ბოლო ნაწილი, თითქოს, ყველაზე მარტივად მეჩვენა, მაგრამ მედეას აღზრდა–გაზრდის საკითხი გაირკვა და საინტერესო იყო. რაც შეეხება ურაკპარაკელების შენიშვნებს. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამ ნაწარმოების ყველა პერსონაჟი რეალურსა და ირეალურს შორისაა, თან ეს მისტიური გარემო, რომელშიც ისინი მოქმედებენ, ამიტომ ისეთი შენიშვნები, რომ კაბა ჯერ მძიმეა და მერე მსუბუქი, ან მამას სანადიროდ ვერ გაჰყვებოდა, ან ჩვილი თვალს ვერ გაუსწორებდა და ა შ. სრულიად უადგილოა. ეს ორგანულადაა ამ ნაწარმოებში. თვალების ფერიც შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს სხვადასხვა განათებაში და ა შ. თუ ასეთ შენიშვნებს მივყვებით, მაშინ მორევი ხომ ვერ ილაპარაკებს? აბსურდამდე მივალთ. არავის საწყენად არ ვამბობ, უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი.
7. ტენდი
მივხვდი ♥ მედეა შავთვალა გვყავს :დ გენდობი მაშინ. ახლა ძალიან ეძინება შიროს და ხვალ გასწორებული დაგხვდება ♥ ღამე მშვიდობისა. ტენდი
მივხვდი ♥ მედეა შავთვალა გვყავს :დ გენდობი მაშინ. ახლა ძალიან ეძინება შიროს და ხვალ გასწორებული დაგხვდება ♥ ღამე მშვიდობისა.
6. თან, შენ ჩემი გასაკრიტიკებელი არაფერი გაქვს, უბრალოდ, შენიშვნებია. თან, შენ ჩემი გასაკრიტიკებელი არაფერი გაქვს, უბრალოდ, შენიშვნებია.
5. აჰ, მე დალი და მედეა ავურიე ერთიმეორეში. :) კტხვისას ხან ზაღლი გავიყვანე სასეირნოდ, ხან შვილს ვწერდი და ავურიე. რატომ დამამახსოვრდა მედეა ლურჯი თაველბით, არ ვიცი. :)
ბავშვის თავლებთან და შემონათებასთან დაკავშირებით კი შეგიძლია მენდო 40 დღემდე მხედველობა გაურკვეველია. აჰ, მე დალი და მედეა ავურიე ერთიმეორეში. :) კტხვისას ხან ზაღლი გავიყვანე სასეირნოდ, ხან შვილს ვწერდი და ავურიე. რატომ დამამახსოვრდა მედეა ლურჯი თაველბით, არ ვიცი. :)
ბავშვის თავლებთან და შემონათებასთან დაკავშირებით კი შეგიძლია მენდო 40 დღემდე მხედველობა გაურკვეველია.
4. ჯონათან, ფლორენცია უღრმესი მადლობა ♥
ტენდი როგორც უკვე ვთქვი, კრიტიკა არანაირად არ მწყინს. უმეტესობაში გეთანხმები და დიდი მადლობა, რომ გამოსწორების საშუალებას მაძლევ ♥ მხოლოდ ზოგიერთში შემოგედავები.
დალი წინა თავებიდან ვერ დაგახსოვრდებოდა, ფიზიკურად არ ყოფილა არსად. თანაც, მას მწვანე თვალები აქვს. მედეას კი შავი თვალები აქვს, ასე რომ, არც ჩვილობაში იქნებოდა მისი მუქი თვალები გასაკვირი. უაზროდ მიმოტარებას რაც შეეხება, რავიცი, აბა :) ზოგიერთთან მქონია შეხება და მათ შემოხედვას შემონათებად უფრო აღვიქვამ.
♥ კიდევ ერთხელ მადლობა ინტერესისთვის.
ჯონათან, ფლორენცია უღრმესი მადლობა ♥

3. შირო, ესეც წავიკითხე და ძააალიან მომეწონა ესეც. უკვე გასაგებია, როგორ გაიზარდა მედეა. შესანიშნავად წერ, შესანიშნავი ავტორი ხარ. მაინტერესებს როგორ დამტავრდება. :) 5
მაგრამ შენიშვნებიც მაქვს (რაკიღა არ გწყინს) :) აი, შირო, გიწერია - "არც შემცდარა, ოქროსფერი თმები ლივლივებდნენ, იღიმებოდა სარკის ქალი. " მერე გიწერია - "ძალიან ჰგავდა მედეას, მხოლოდ თმები ჰქონდა მწიფე ხორბლისფერი" -მწიფე ხორბლისფერი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ოქროსფერი. ეს შესასწორებელია. მწიფე ხორბალი ღია ყავისფერია.
სიცივისგან ატირდა ბავშვი. - ტიროდა ბავშვი, სჯობს, მე მგონი. იქ ისეთი ყინულები გაქვს აღწერილი, ბავშვი მერე კი არ ატირდებოდა, თავიდანვე იტირებდა.
ფერადმა ნაპერწკლებმა თვალი მოსჭრა ბავშვს და მხიარულად აჭყლოპინდა. - ჭყლოპინი მარტო ჩვილ ბავშვს შეუძლია. მოსიატულე ტიკტიკებს, ან ტიტინებს.
ბავშვი დამშვიდდა, მუქი თვალები შეანათა ქალღმერთს - ბავშვს წლამდე რამდენჯერმე ეცვლება თვალების ფერი და ახალდაბადებულს არც ერთ შემთხვევაში არ ექნება მუქი თვალები. როგორც წინა თავებიდან მახსოვს, დალს ლურჯი თვალები აქვს. ამ შემთვევაში ახალდაბადებულს ნაცრისფერი თვალები ექნებოდა და ახალდაბადებულს გაურკვეველი მზერა აქვს, ამიტომ ვერც შეანათებდა. უფრო უაზროდ მიმოატარებდა მზერას.
გაოგნებული უყურებდა დალი ბავშვს, რომელიც სიცივისგან თითქმის გალურჯებულიყო - თითქმის არა, ძალიან გალურჯებული იქნებოდა სიცივისგან.
სპეციალურად კი არ ვაკვირდები ნაწერს, უნებურად მამახსოვრდება. :) წერ, ოქროსფერთმიანი და თვალწინ ოქროსფერთმიანი ქალი მიდგას. მერე უკვე ხორბლისბფერთმიანი წინა სურათს "ანგრევს" :) და ასევე, დანარჩენი შენიშვნების "მიზეზებიც" ეგ არის. :) :***
შირო, ესეც წავიკითხე და ძააალიან მომეწონა ესეც. უკვე გასაგებია, როგორ გაიზარდა მედეა. შესანიშნავად წერ, შესანიშნავი ავტორი ხარ. მაინტერესებს როგორ დამტავრდება. :) 5
მაგრამ შენიშვნებიც მაქვს (რაკიღა არ გწყინს) :) აი, შირო, გიწერია - "არც შემცდარა, ოქროსფერი თმები ლივლივებდნენ, იღიმებოდა სარკის ქალი. " მერე გიწერია - "ძალიან ჰგავდა მედეას, მხოლოდ თმები ჰქონდა მწიფე ხორბლისფერი" -მწიფე ხორბლისფერი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ოქროსფერი. ეს შესასწორებელია. მწიფე ხორბალი ღია ყავისფერია.
სიცივისგან ატირდა ბავშვი. - ტიროდა ბავშვი, სჯობს, მე მგონი. იქ ისეთი ყინულები გაქვს აღწერილი, ბავშვი მერე კი არ ატირდებოდა, თავიდანვე იტირებდა.
ფერადმა ნაპერწკლებმა თვალი მოსჭრა ბავშვს და მხიარულად აჭყლოპინდა. - ჭყლოპინი მარტო ჩვილ ბავშვს შეუძლია. მოსიატულე ტიკტიკებს, ან ტიტინებს.
ბავშვი დამშვიდდა, მუქი თვალები შეანათა ქალღმერთს - ბავშვს წლამდე რამდენჯერმე ეცვლება თვალების ფერი და ახალდაბადებულს არც ერთ შემთხვევაში არ ექნება მუქი თვალები. როგორც წინა თავებიდან მახსოვს, დალს ლურჯი თვალები აქვს. ამ შემთვევაში ახალდაბადებულს ნაცრისფერი თვალები ექნებოდა და ახალდაბადებულს გაურკვეველი მზერა აქვს, ამიტომ ვერც შეანათებდა. უფრო უაზროდ მიმოატარებდა მზერას.
გაოგნებული უყურებდა დალი ბავშვს, რომელიც სიცივისგან თითქმის გალურჯებულიყო - თითქმის არა, ძალიან გალურჯებული იქნებოდა სიცივისგან.
სპეციალურად კი არ ვაკვირდები ნაწერს, უნებურად მამახსოვრდება. :) წერ, ოქროსფერთმიანი და თვალწინ ოქროსფერთმიანი ქალი მიდგას. მერე უკვე ხორბლისბფერთმიანი წინა სურათს "ანგრევს" :) და ასევე, დანარჩენი შენიშვნების "მიზეზებიც" ეგ არის. :) :***
2. სულ ამის გამო სემოვდიოდი , ხოდა დღეს, სიცხიანს ძალიან კარგი სიურპრიზი დამახვედრე, რითვისაც დიდი მადლობა! სულ ამის გამო სემოვდიოდი , ხოდა დღეს, სიცხიანს ძალიან კარგი სიურპრიზი დამახვედრე, რითვისაც დიდი მადლობა!
1. " როცა გულს ერთხელ გახსნი, კარი სამუდამოდ ღია დაგრჩება..."
რამდენამბიანი ნაწარმოებია და ყველა ერთმანეთზე კარგია.
" როცა გულს ერთხელ გახსნი, კარი სამუდამოდ ღია დაგრჩება..."
რამდენამბიანი ნაწარმოებია და ყველა ერთმანეთზე კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|