მე შენ მიყვარდი, გიყურებდი ვიწრო ბილიკზე, გამოდიოდი როცა ბოლო გაკვეთილიდან და ლიანდაგზე მიდიოდი, მე კი რკინიგზელ, მორცხვი ბიჭივით ვიხრებოდი, თასმას ვიკრავდი, რომ შენი მზერა არ მენახა, შენი ზღაპრული, ცეცხლის თვალები, მატყვევებდი,როგორც ჰარპია. მერე გველივით მოდიოდა ცხელი ზაფხული... და ახლა გული შენი ხსოვნის სარკოფაგია. ჰორიზონტს მიღმა დაიკარგე,თუმცა კაცი ხომ სულ მოგონებით იკვებება,როგორც მზის სხივით; და ახლა გრძნობა,შეუმჩნევლად,თითქოს არც იყო, არის რიყეზე დარჩენილი თევზის სისხლივით .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ძალიან კარგია :) 3 ძალიან კარგია :) 3
10. დიდი ხანია ფბ ზე არ შევსულვარ,კარგია აქაც რომდსდე ლექსი, თან კარგი ლექსი დიდი ხანია ფბ ზე არ შევსულვარ,კარგია აქაც რომდსდე ლექსი, თან კარგი ლექსი
9. ქ- ნი მზიას აზრს ვეთანხმები. ქ- ნი მზიას აზრს ვეთანხმები.
8. რაც კარგია, კარგია) +5 რაც კარგია, კარგია) +5
7. " თითქოს არც იყო..."- როგორი ჩუმი სევდაა.
" თითქოს არც იყო..."- როგორი ჩუმი სევდაა.
6. ოდესმე, შეიძლება, კიდეც განვიხილოთ. ოღონდ მე ლიმონიან ან შინდის მურაბიან ჩაის დავლევ :))) თუმცა თქვენი „ხმელა“ პასუხიც მომეწონა.
ოდესმე, შეიძლება, კიდეც განვიხილოთ. ოღონდ მე ლიმონიან ან შინდის მურაბიან ჩაის დავლევ :))) თუმცა თქვენი „ხმელა“ პასუხიც მომეწონა.
5. "თითქოს არც იყო" კი არა,- ეს ყოფილა , რაც ყოფილა. თევზი მონადირებული სიყვარულია თევზის სისხლი კი წარუშლელი ლაქა ამ გრძნობისა. ასეა? "თითქოს არც იყო" კი არა,- ეს ყოფილა , რაც ყოფილა. თევზი მონადირებული სიყვარულია თევზის სისხლი კი წარუშლელი ლაქა ამ გრძნობისა. ასეა?
4. #2 ვერ ავხსნი ქალბატონო მზია, ასე ,,ხმელა,, ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ყავის თანხლებით განვიხილოთ რას ნიშნავს თევზის სისხლი :) როგორ არსებობს და უმნიშვნელოა და ამ სისხლის გამო ადამიანებს გული არ უჩუყდებათ და ვერც ამჩნევენ :)
#2 ვერ ავხსნი ქალბატონო მზია, ასე ,,ხმელა,, ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ყავის თანხლებით განვიხილოთ რას ნიშნავს თევზის სისხლი :) როგორ არსებობს და უმნიშვნელოა და ამ სისხლის გამო ადამიანებს გული არ უჩუყდებათ და ვერც ამჩნევენ :)
3. # 1 არაუშავს , მე ვახტანგ ჯავახაძე ,მურმან ლებანიძე და მუხრან მაჭაცარიანი არ მომწონს
# 1 არაუშავს , მე ვახტანგ ჯავახაძე ,მურმან ლებანიძე და მუხრან მაჭაცარიანი არ მომწონს
2. მომეწონა, მაგრამ რატომ თევზის სისხლი? მხოლოდ რითმისთვის? ალბათ არა, თორემ სათაურში არ იქნებოდა.
მომეწონა, მაგრამ რატომ თევზის სისხლი? მხოლოდ რითმისთვის? ალბათ არა, თორემ სათაურში არ იქნებოდა.
1. +5 სიმართლე გითხრა რაც წამიკთხავს შენი ლექსები არ მომწონდა ეს მომეწონა. +5 სიმართლე გითხრა რაც წამიკთხავს შენი ლექსები არ მომწონდა ეს მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|