ნინო დარბაისელი
პარაბოლა - - -
-მომწყინდა უკვე გვერდში კომბალი, მგელი, მგლისფერი ძაღლი. ამდევნებიხარ შენ გულმომბალი, აღარ მასვენებ დაღლილს. მე - კოჭლი ცხვარი ფარას ჩამოვრჩი, სად მაყვლის ბუჩქი ენთო, ჩემზე რას დარდობ, უმწეოაო, უფაროდ მოიწყენსო, ოთხმოცდაცხრამეტ იმ ცხვარს მიხედე, მე რას დამეძებ, მწყემსო! - შენ, კოჭლო ცხვარო, ძეძვნარს გაბმულო, ღამემ რომ შეგიფარა, ბღავი და ვითომ მწყემსს ემალები, მართალს არ ამბობ, არა! როდი დააგდო მთლად უანაბროდ მთელი თავისი ფარა, მოწაფეები იხმო ერთგული, ჯაფაში ჩააბა, რა, ცხვრებიც, ძაღლებიც, იალაღებიც მოციქულთ ჩააბარა. ფხიზლობენ მედგრად, არ გამორჩებათ მავნე თუ მიეპარა. ეს პარაბოლაც გაუგებარი თავადვე დაიბარა. მწყემსმა კეთილმა იცის, რა უჯობს, ცხვარი თუ მთელი ფარა!
რად მეეჩვენება ზოგჯერ ამბავი ბოლომდე შეუკრავი. ვერ გამიგია, შენ მაცხოვარო, მწყემსი იყავ თუ კრავი! რად მეზიდება და მელანდება შენი სახება მქრქალი, ან შენ ბღავილით რად გეძებ, მწყემსო, ერთი გონმოკლე ქალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. იცოცხლეთ! პკ პკ იცოცხლეთ! პკ პკ
8. თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა თქვენ ყოფილხართ ვინც ყოფილხართ ნამდვილი პოეტი და დიდი გალაკტიონოლოგი ვინ იფიქრებდა თუ ამოდენა სიღრმეები გექნებოდათ გადამალული იქნებოდა ამ ერთი შეხედვით მარტივ და ბანალურ ტექსტში.... თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა თქვენ ყოფილხართ ვინც ყოფილხართ ნამდვილი პოეტი და დიდი გალაკტიონოლოგი ვინ იფიქრებდა თუ ამოდენა სიღრმეები გექნებოდათ გადამალული იქნებოდა ამ ერთი შეხედვით მარტივ და ბანალურ ტექსტში....
7. მიხარია, რომ რაღაც პროგრესს მივაღწიეთ. ყველა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში სწვდება ამა თუ იმ თეორიულ საკითხს. კონკრეტულად ის ლექსი კი, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩანაფიქრით, კათარსისის გზით უნდა მოქმედებდეს რეციპიენტზე. გამომივიდა თუ არა, ამის გაგებას მხოლოდ ჩვენ ორის ინსტანცია ვერ ჰყოფნის. გამიხარდება, თუ მეტად დაინტერესდებით და ამ სფეროში ცოდნის საზღვრებს გაიფართოებთ.. საწყენად ნუ მიიღებთ, შესაძლოა მე თქვენს სფეროში, ძალიანაც რომ მოვინდომო, საერთოდ ვერ გავერკვე. ვინ იცის, სულაც კვანტური ფიზიკის სპეციალისტი ხართ, მე კი ათასამდე ანგარიში ძლივს ვიცი. ვერც გეოგრაფიაში ვბრწყინავ და ვერც ბევრ სხვა რამეში ვკაშკაშებ. როცა დღევანდელივით, დრო და მოცალეობა გვექნება, განვაგრძოთ ჩვენი საუბარი, ოღონდ ერთი პირობით: მე ძველი პედაგოგი ვარ და არ მიყვარს, ფამილიარობა, ურთიერთობის ეთიკის დარღვევა, კონკრეტულად, - უცნობს, მით უმეტეს, ასაკოვან ქალს შენობით რომ მიმართავენ. შეიძლება თქვენს წრეში ეს მისაღებია, მაგრამ ჩემთან ურთიერთობისას იქნებ ცოტა გაიჭირვოთ ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს ყველა კეთილ საქმეში. მიხარია, რომ რაღაც პროგრესს მივაღწიეთ. ყველა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში სწვდება ამა თუ იმ თეორიულ საკითხს. კონკრეტულად ის ლექსი კი, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩანაფიქრით, კათარსისის გზით უნდა მოქმედებდეს რეციპიენტზე. გამომივიდა თუ არა, ამის გაგებას მხოლოდ ჩვენ ორის ინსტანცია ვერ ჰყოფნის. გამიხარდება, თუ მეტად დაინტერესდებით და ამ სფეროში ცოდნის საზღვრებს გაიფართოებთ.. საწყენად ნუ მიიღებთ, შესაძლოა მე თქვენს სფეროში, ძალიანაც რომ მოვინდომო, საერთოდ ვერ გავერკვე. ვინ იცის, სულაც კვანტური ფიზიკის სპეციალისტი ხართ, მე კი ათასამდე ანგარიში ძლივს ვიცი. ვერც გეოგრაფიაში ვბრწყინავ და ვერც ბევრ სხვა რამეში ვკაშკაშებ. როცა დღევანდელივით, დრო და მოცალეობა გვექნება, განვაგრძოთ ჩვენი საუბარი, ოღონდ ერთი პირობით: მე ძველი პედაგოგი ვარ და არ მიყვარს, ფამილიარობა, ურთიერთობის ეთიკის დარღვევა, კონკრეტულად, - უცნობს, მით უმეტეს, ასაკოვან ქალს შენობით რომ მიმართავენ. შეიძლება თქვენს წრეში ეს მისაღებია, მაგრამ ჩემთან ურთიერთობისას იქნებ ცოტა გაიჭირვოთ ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს ყველა კეთილ საქმეში.
6. ჰო კარგი დავგუგლე და ვნახე მაგრამ მაინც ვერ გავარკვიე კონკრეტულად მაგ ტექსტთან ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს? ანუ გინდა თქვა რომ გამოფენილ გენიტალიებზე რომ საუბრობ მაგ დროს უნდა დაიძაბოს მკითველი და მერე მოდუნდეს და სიამოვნება მიიღოს?)) ჰო კარგი დავგუგლე და ვნახე მაგრამ მაინც ვერ გავარკვიე კონკრეტულად მაგ ტექსტთან ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს? ანუ გინდა თქვა რომ გამოფენილ გენიტალიებზე რომ საუბრობ მაგ დროს უნდა დაიძაბოს მკითველი და მერე მოდუნდეს და სიამოვნება მიიღოს?))
5. ეგ არ უნდა გესწავლებოდეთ ამხელა გალაკტიონოლოგი ქალბატონი ბრძანებულხართ ეგ არ უნდა გესწავლებოდეთ ამხელა გალაკტიონოლოგი ქალბატონი ბრძანებულხართ
4. ლექსი შეიძლება ყველაფერზე დაწეროს ადამიანმა მაგრამ ყველაფერი პოეზია ვერ იქნება ლექსი სხვაა პოეზია სხვა არ შეიძლება ამ ორი ცნების ერთმანეთთან გაიგივება ლექსი შეიძლება ყველაფერზე დაწეროს ადამიანმა მაგრამ ყველაფერი პოეზია ვერ იქნება ლექსი სხვაა პოეზია სხვა არ შეიძლება ამ ორი ცნების ერთმანეთთან გაიგივება
3. იგავი ძე შეცდომილზე - პარაბოლის კლასიკური მაგალითი და ეს ლექსი ამ იგავის ძალიან ძლიერი , ორიგინალური და საინტერესო ვარიაცია.
იგავი ძე შეცდომილზე - პარაბოლის კლასიკური მაგალითი და ეს ლექსი ამ იგავის ძალიან ძლიერი , ორიგინალური და საინტერესო ვარიაცია.
2. მიხარია ამ გცერდზე შემოსვლა, ყოველთვის არის რახაც ახალი, საინტერესო და მართალი. მიხარია ამ გცერდზე შემოსვლა, ყოველთვის არის რახაც ახალი, საინტერესო და მართალი.
1. რა კარგია! 5
რა კარგია! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|