 | ავტორი: შირო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 მაისი, 2019 |
ნანა, შვილო, ნანა, დაიძინე მშვიდად, დიდი ცხენი მოვა, რომელიც წყალს არ სვამს. წყალი - შავი კუპრივით, შიგნით სჩრია ტოტები, სადაც კი ხიდს იპოვნის მირაკრაკებს სიმღერით... დიდი ცხენი ტირის, ფეხები უტკენია, ფაფარი გაჰყინვია, თვალში - ვერცხლის ხანჯლები. მდინარისკენ წავიდა, მისი სისხლი ადუღდა, წყალზე მეტად აჩქეფდა. სველ ნაპირზე არ მიდის, ფეხით ქვებს არ ეხება, ლაშები კი ეწვის, ვერცხლის ბუზით ევსება, მხოლოდ ოთხით მიჰქრის მაღლა, მაღლა მთებისკენ. მხოლოდ მკვდარი მდინარე შემოსწვდება ყელამდე. ვაი, დიდი ცხენი, რომელიც წყალს არ სვამს, ვაი, თოვლის გლოვა, განთიადის ცხენი. არ მოხვიდე! მოიცა, გადაკეტე ფანჯარა სიზმარეთის ტოტებით და ტოტების სიზმრებით... სძინავს ჩემს შვილს, სძინავს. ჩუმად არის ჩვილი... ცხენო, მხოლოდ ჩემს შვილს აქვს ასე რბილი ბალიში... რკინისაა აკვანი, აბრეშუმის - მაქმანი... ვაი, ამაყ ბედაურს, დარჩა დაურწყულები... არ მოხვიდე! შესდექი! წადი მაღლა მთაში. მრუმე ხეთა ჯარში გელოდება ფაშატი. სძინავს ჩემს შვილს, სძინავს... ჩემი ბავშვი ისვენებს... დაიძინე, ყვავილო, ცხენი წყალს არ დაგილევს... ნანა, შვილო, ნანა, დიდი ცხენი ტირის...
P.S. ლექსი წარმოადგენს თავისუფალ თარგმანს ფედერიკო გარსია ლორკას პიესიდან ,,Bodas de sangre". პიესაში გაფანტულია ნაწყვეტებად, ამიტომ შევაერთე :) წესით, საინტერესო გამოვიდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. უღრმესი მადლობა <3 უღრმესი მადლობა <3
8. რა მაგარია
შელოცვასავით
რა მაგარია
შელოცვასავით
7. რა კარგი ყოფილა.<3 პ.ს - მდე, ვიფიქრე ვახ რა მაგარი დაუწერიათქო, ჩემი "სარდაფის ცოლების" შელოცვებს დახატავდათქო:) ამ ბოლო დროს, რაც აქ წავიკითხე, ამაზე მეტი აღტაცება არ მქონია, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის<3 დაველოდები, მთლიან თარგმანსაც. რა კარგი ყოფილა.<3 პ.ს - მდე, ვიფიქრე ვახ რა მაგარი დაუწერიათქო, ჩემი "სარდაფის ცოლების" შელოცვებს დახატავდათქო:) ამ ბოლო დროს, რაც აქ წავიკითხე, ამაზე მეტი აღტაცება არ მქონია, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის<3 დაველოდები, მთლიან თარგმანსაც.
5. საინტერესოა :) საინტერესოა :)
4. სანამ მინაწერს წავიკითხავდი, მანამდეც გავიფიქრე- თარგმანი ხომ არაა-თქო. თან, თითქოს ხალხური მოტივებიც იყო, ძილისპირულის.
სანამ მინაწერს წავიკითხავდი, მანამდეც გავიფიქრე- თარგმანი ხომ არაა-თქო. თან, თითქოს ხალხური მოტივებიც იყო, ძილისპირულის.
3. მე ნაკლებად ვიცნობ ლორკას შემოქმედებას, ამიტომ ჩემთვის ორმაგად საინტერესო იქნება თქვენი თარგმანი. წარმატებები!
მე ნაკლებად ვიცნობ ლორკას შემოქმედებას, ამიტომ ჩემთვის ორმაგად საინტერესო იქნება თქვენი თარგმანი. წარმატებები!
2. ლორკას მაგ პიესას დიდი ხანია, რაც თვალი დავადგი ♥ ცოტა ხანში თავად პიესის თარგმანსაც შემოგთავაზებთ. უღრმესი მადლობა, მზია ♥ ლორკას მაგ პიესას დიდი ხანია, რაც თვალი დავადგი ♥ ცოტა ხანში თავად პიესის თარგმანსაც შემოგთავაზებთ. უღრმესი მადლობა, მზია ♥
1. რაღაცნაირად უნივერსალური გამოვიდა. ფედერიკო გარსია ლორკას პიესიდან, თან ქართული თარგმანი და მე კი, რატომღაც, სკანდინავიურ ბალადებს მაგონებს. დადებით კონტექსტში ვწერ ამას.
რაღაცნაირად უნივერსალური გამოვიდა. ფედერიკო გარსია ლორკას პიესიდან, თან ქართული თარგმანი და მე კი, რატომღაც, სკანდინავიურ ბალადებს მაგონებს. დადებით კონტექსტში ვწერ ამას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|