ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2019


ინსომნიური ღამე

შუაღამისას მე დავინახე
შენი სახლიდან ამომავალი
ფოიერვერკი,
შამპანურივით ხმაურიანი
და ვეფხვისდარად ფერადოვანი,
თითქოს თვალები დალტონიკივით
ამოშავთეთრდა და უპეები
იქცნენ უფირო კინოკამერად.
შენ უჩემობით ილხენდი მაშინ,
მახსოვს მიწოდე მე მეგობარი
და შენს პერანგზე მოხნულ ყანებში
მე დამინახავს ქურდბაცაცები.
იმ ღამით ვთხოვე შეპურდრულ მთვარეს,
ჩაკონებოდა ღრუბლების მკლავებს,
რომ ალანძული ფოიერვერკი
არ მოხვედროდა მილულულ სახეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები