თხოვნა ციყვუნია, ჩამო ხიდან, გამომართვი თხილი, აი, ვაშლიც მოგიტანე, გაისველე პირი. მზესუმზირასაც მოგართმევ, თუგინდ მთელი ყუთით, ოღონდ ხანდახან მათხოვე, პარაშუტად კუდი.
ოხერი ფისო ფისუნია, ფისო სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო. ფისოს კიბე რაღად უნდა? შენ არ იცი ცისო? სადაც უნდა იქ აძვრება ეგ ოხერი ფისო.