 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 ივლისი, 2019 |
წაიღე ჩემი სიყვარული, ჩამომხსენი, მომაშორე, ერთ დიდ სკივრში ჩატენე, კარგად შეკარი, ლურსმნებით დაჭედე, მძიმე ბოქლომი დაადე და მოისროლე ჩქარ მდინარეში, სწრაფ მდინარეში მოისროლე რომ ჩქარა ჩაიტანოს ზღვამდე და მერე ოკეანემდე, სადმე ათასობით მეტრის სიღრმეზე ჩაიტანოს წნევამ, ქვიშამ და ღორღმა უკაცრიელ ფსკერზე დაასაფლავოს, ვერც რომ ვერავინ იპოვნოს და არც მოიაფიქრდეს იქ ძებნა ვინმეს. მე კი გავაგრძელებ ცარიელი, სიარულს,ცხოვრებას, ძილს, გაღვიძებას... გულსაბნევად ლოდის ნაცვლად რამე მსუბუქ მედალიონს შევიბამ და ვითომც არაფერი. ვითომ ადრეც ასე მივლია, ვითომ დილაც მზიანი ყოფილიყო და ღამეც უსიზმრო. ვითომ გული მქონდეს ქვის ან სულაც ახალშობილის, წმინდა და საღი. წაიღე ჩემი სიყვარული, წაიღე, ჩამომხსენი, მომაშორე, გადაკრგე, ვითომ არც ყოფილა, არც გაჩენილა, არც მომკვდარა, არც წაგიღია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|