 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 ივლისი, 2019 |
ვინმეს ჩემგან რამე წყენა თუ ახსოვს, თუნდაც პატარა წყენა, ვთხოვ მომიტევოს. მე პირადად ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს ორი რამის გარდა: ღალატის და დედის გინების გარდა.
ღალატია ჩემგან წასვლა, ჩაშვება და ასე შემდეგ. ადამიანს, რომელსაც ვენდობი, ჩემს დარდებს ვუზიარებ, საიდუმლოს ვანდობ, არ უნდა ჩამიშვას, არ უნდა გამთქვას, გულში უნდა შეინახოს ყველაფერი, სამარეში უნდა ჩაიტანოს. მე პირადად ასეთი ვარ, ადამიანი თუ მენდობა, თავის განცდებს მიზიარებს, საიდუმლოს მანდობს, მე იმას იმედებს არ გავუცრუებ, ყოველ შემთხვევაში არ ჩავუშვებ. მოკლედ ჩამშვებები და ენატანია ხალხი შორს ჩემგან.
ღალატის და დედის გინების გარდა ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს.
დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.
ხშირად ჩაეხუტეთ დედებს
ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.
დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.
დღეს ხშირად გვესმის დედის გინება, რაც ძალიან სამწუხაროა, გინებაზე უარესი არაფერია, დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა. პოეტი ნოდარ ჯალაღონია თავის ლექსში ,,შეგინებული დედები“ ამბობს:
,,დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ? დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“
,,კაცი რომ საკუთარ დედაზე შეიგინება, ის ერთი ჩასუნთქვის ღირსიც არ არის!“ - თქვა თავის დროზე ნოდარ დუმბაძემ.
თვალები სულის სარკეა, რომელშიც ყველაფერი სჩანს: სევდაც, სიხარულიც, პატიოსნებაც, სიყალბეც.
დედაჩემს ყველაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა, ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში: სევდაც და სიხარულიც, ტკივილიც და ბედნიერებაც. ჩვენ ხშირად ერთმანეთს თვალებით ველაპარაკებოდით.
ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.
დაბოლოს:
აღსარება
ვერ ავისრულე გულის წადილი და ვერ შევმატე მისხალს - მისხალი, სახსოვრად დამრჩა დედის მანდილი, ღმერთთან წავიდა სწორედ ის ქალი, -
მე რომ ვუყვარდი ალალად, წრფელად, არც გაუვლია ღალატი გულში, არ არსებობდა ჩვენ შორის წყენა, გაზაფხულზე კი ჰყვაოდა ნუში.
თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას, ნელ - ნელა ვხდები გულჩათხრობილი, რა ვქნა, უფალმა ასე ინება, ვარ ამ სევდიან ამბის მთხრობელი.
ჯანდაბას ჩემი წადილი გულის, მე ამ სამყაროს ჯერ კიდევ ვხედავ... და ცოცხლობს ჩემში ის სიყვარული, რომ მიწილადა მშობელმა დედამ.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ოთარ, ძალიან მაგარი კაცი ხარ ოთარ, ძალიან მაგარი კაცი ხარ
3. ერთხელ, ერთმა ადამიანმა ასეთი შეკითხვა დამისვა: ,,თეატრი უფრო გიყვარს თუ პოეზია?“ (13 წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ მსახიობი ვიყავი). ორივე ძალიან მიყვარს: თეატრიც და პოეზიაც, მაგრამ უპირატესობას მაინც თეატრს ვანიჭებ. სცენაზე დგომა, ცოცხლად თამაში და მაყურებლების ცოცხალი შეფასება მაინც სულ სხვაა!
რაც შეეხება პოეზიას, პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია. რომ არა ლადოს პოეზია, ალბათ არ გავაფრენდი, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა! :) :) :)
სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.
ლადო ასათიანის „სალაღობო“ ყოველდღე უნდა იკითხო ქართველმა ადამიანმა, რომ უფრო მეტად შეიგრძნო ქართველობა, ქართველობის სიამაყე! ეს მხოლოდ ლექსი არ არის, სიმღერაცაა, რომელსაც ყოველდღე უნდა უსმინო, თუ გინდა, რომ არასოდეს დაკარგო რწმენა! ასეთ ლექსებს გენიოსები წერენ, სხვა რომ არაფერი დაეწერა, ჯერ მარტო „სალაღობოთი“ დარჩებოდა ქართულ პოეზიაში!
ლადოს „სალაღობო“ თამამად შეგვიძლია დავაყენოთ აკაკის „განთიადის“, ტატოს „მერანის“, გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ გვერდით!
ლადო ასათიანის შემდეგ, ჩემთვის განსაკუთრებული პოეტი მორის ფოცხიშვილია (რუსთაველზე, გურამიშვილზე, ბარათაშვილზე, ვაჟა-ფშაველაზე, ტერენტი გრანელსა და გალაკტიონზე აღარაფერს ვამბობ, ისინი სულ სხვა ფენომენები იყვნენ, სულ სხვა განზომილებაში არიან)!
მორის ფოცხიშვილის პოეზია მადლიანი პოეზიაა, ტკბილ მალამოდ ედება გულს. როცა მორისის ლექსებს ვკითხულობ, ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძნელია უცრემლოდ წაკითხვა. სევდა, სიხარული, დაცემა და ამაღლება... ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი მის შემოქმედებაში.
პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდა, ქართული ესტრადისთვის ყველაზე დიდი სამსახური სწორედ მორის ფოცხიშვილს აქვს გაწეული.
მორისის ლექსებს დღესაც მთელი გულით მღერიან, როგორც ძველი თაობის, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი სიმღერა, რომელსაც ორერას აწ უკვე გარდაცვლილი წევრი-ზურაბ იაშვილი ასრულებდა.
მორისის ლექსზე შექმნილმა ამ სიმღერამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს გიტარაზე ავაწყვე. აი ეს ლექსიც:
„კიდევ ვიყიდი ლურჯთვალა იებს და ფეხით ჩავალ მცხეთას და ოკამს, - შენი მაღალი გრიგალი ვძლიე, შენმა პატარა შრიალმა მომკლა.
მე მხოლოდ შენი სიმღერა მესმის, მე მხოლოდ შენი ჩურჩულის მჯერა, - გამიხმეს უკვე გამხმარი ფესვი, ჩამიქრეს უკვე ჩამქრალი კერა...
შენ თუ არ გნახე და სულის სარჩოდ თუ არ დაგიგო ბალახად სული, - მე მხოლოდ შენი წყურვილი მაღრჩობს, მე მხოლოდ შენთვის მიკვდება გული“.
https://www.youtube.com/watch?v=XwPWVPG-U3U
მორის ფოცხიშვილი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, 1980-იანი წლების ბოლოს. სწორედ მის ლექსზე შექმნა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.
ოთარ რურუა
..............................................................................
ტკივილი
,,გული მტკივა!“ - რომ სთქვა ცივად, ცოტა უხერხულია, - გული ახლა ყველას ტკივა, ყველას, ვისაც გული აქვს.
ჩუ! ხომ ხედავ, ვრცელ ქვეყანას უფრო დიდი წყლული აქვს, - გულიც უფრო სტკივა, მაგრამ ხმას არ იღებს სრულიად.
ჩიტი გალიაში რჩება, თუმც ღია აქვს გალია, - რა თქმა უნდა, ყველა კვდება, ყველა, ვინც ცოცხალია.
ყველა მიდის, როგორც ხედავთ, რადგან ყველას გული აქვს, - ალბათ დიდხანს აქ დარჩენა ცოტა უხერხულია.
მორის ფოცხიშვილი
....................................................................................................
ეჰ, ბატონო მორის... ადრე თუ გვიან ყველანი უფალთან მივდივართ, მაგრამ ახალგაზრდების სიკვდილი უსამართლობაა. არა, სიკვდილი არა... გარდაცვალება. კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.
შენც ნაადრევად წაგიყვანა უფალმა თავისთან კარგო პოეტო, 63 წლის იყავი. 63 წელი არ არის ბევრი. 1980 - იანი წლების ბოლოს ეროვნულ - განმანთავისუფლებელ მოძრაობაში იყავი ჩართული. ამის დადასტურებაა შენივე ლექსი „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვენი და რომელზეც კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა უკვდავი სიმღერა დაწერა.
მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ, ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილება მოხდა. შემდეგ იყო სახელმწიფო გადატრიალება, სამხედრო კრიმინალური გადატრიალება (პუტჩი), შემდეგ ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო ომი“, შემდეგ აფხაზეთის ომი. ამ ყველაფერს შენმა გულმა ვეღარ გაუძლო და 63 წლის ასაკში შეწყვიტა ფეთქვა 1993 წელს.
დაბოლოს, შენზე დაწერილი ლექსით მინდა დავასრულო:
დაგესესხები...
„ცოცხალ დედინაცვალს მკვდარი დედაჩემი მირჩევნია“.
მორის ფოცხიშვილი
დაგესესხები კარგო პოეტო, მიჭირს... აღარ მყავს დედა-მშობელი, თუმც მისი შვილი დღემდე ვპოეტობ, მზეც აღარ მათბობს მანათობელი.
დედინაცვალი (დაგესესხები) მართლაც ვერ მივა დედასთან ახლოს, ვიდრე ვამაყობ შენი ლექსებით, ჩემი გამზრდელიც ამ გულში სახლობს.
ოთარ რურუა
..........................................................................................................................................................
,,ოთარ, შენი ლექსები დედისადმი აბსოლუტურად ცალკეა, სადღაც მაღლობზე, თითქოს დაცული წყალდიდობისა და მერეხისაგან... სულ განცალკევებით დგას ამ სივრცეში“.
ლელა მეტონიძე
.........................................................................................................................
დედაჩემის სიცოცხლეში (1958-2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები. ასეა სამწუხაროდ, როდესაც მშობელი გვერდით გყავს, ცოცხალია, ვერ ვაფასებთ, მხოლოდ მისი გარდაცვალების მერე ვხვდებით მის ფასს, მის საჭიროებას. ქართველები ხომ გარდაცვალების მერე ვაფასებთ საყვარელ ადამიანებს?!
არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია. დედაზე დაწერილი ლექსებიდან გოდერძი ჩოხელის ეს ლექსი მიყვარს განსაკუთრებით:
,,დედი, რაღაც არ მასვენებს, ალბათ ღმერთის წამ-წერა, დედი, როგორ შემოგკადრო, შენზე ლექსის დაწერა?! დედი, დიდმა ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ, დედი, ალბათ ამიტომაც, შენთან ყოფნა დამწერა. დედი, როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად, დედი, ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა,
უკვდავება რომ დაიწყოს, ღმერთს მოსურდეს აღწერა, არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ, ღმერთს დავტოვებ ნაწყენად. ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს, მაგრამ ერთის არ მჯერა: სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა“.
დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.
ხშირად ჩაეხუტეთ დედებს
ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.
დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.
დღეს ხშირად გვესმის დედის გინება, რაც ძალიან სამწუხაროა, გინებაზე უარესი არაფერია, დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა. პოეტი ნოდარ ჯალაღონია თავის ლექსში ,,შეგინებული დედები“ ამბობს:
,,დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ? დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“
,,კაცი რომ საკუთარ დედაზე შეიგინება, ის ერთი ჩასუნთქვის ღირსიც არ არის!“ - თქვა თავის დროზე ნოდარ დუმბაძემ.
თვალები სულის სარკეა, რომელშიც ყველაფერი სჩანს: სევდაც, სიხარულიც, პატიოსნებაც, სიყალბეც.
დედაჩემს ყველაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა, ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში: სევდაც და სიხარულიც, ტკივილიც და ბედნიერებაც. ჩვენ ხშირად ერთმანეთს თვალებით ველაპარაკებოდით.
ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო ჩემი ეს ვრცელი სტატუსი:
აღსარება
ვერ ავისრულე გულის წადილი და ვერ შევმატე მისხალს - მისხალი, სახსოვრად დამრჩა დედის მანდილი, ღმერთთან წავიდა სწორედ ის ქალი, -
მე რომ ვუყვარდი ალალად, წრფელად, არც გაუვლია ღალატი გულში, არ არსებობდა ჩვენ შორის წყენა, გაზაფხულზე კი ჰყვაოდა ნუში.
თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას, ნელ - ნელა ვხდები გულჩათხრობილი, რა ვქნა, უფალმა ასე ინება, ვარ ამ სევდიან ამბის მთხრობელი.
ჯანდაბას ჩემი წადილი გულის, მე ამ სამყაროს ჯერ კიდევ ვხედავ... და ცოცხლობს ჩემში ის სიყვარული, რომ მიწილადა მშობელმა დედამ.
ოთარ რურუა
........................................................................................................................................
1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.
თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“
ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.
ისევ ავბღავლდი ხარივით, მტკივა ქართული იარა, არ დააყაროთ მარილი, შველა მსურს, სხვა რამ კი არა.
რამე ისეთი მიმღერეთ გულზედ მომხვდეს და წამლეკოს, მახსოვს დედაც კი სტიროდა, როცა ვმღეროდი „შავლეგოს“.
ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მერაბისა და ზვიადის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“ მეც დღემდე ვაგრძელებ ქრისტესმიერ ძმათა გზით სიარულს.
ზვიადი და მერაბი
„ერთადერთი სამშობლო დღესაც ერთადერთია!“
მორის ფოცხიშვილი
ზვიადი და მერაბი, მერაბი და ზვიადი, პირნათელი წავიდა ღმერთთან ორი დიადი.
რა არ ნახეს ამქვეყნად, რა არ გამოიარეს, ერთად საქართველოსთვის ბეწვის ხიდზეც იარეს.
ჩვენც - მიმდევართ მათი გზის გვსურს ამ ერის დიდება, ჩვენც მათსავით განვიცდით, თავგანწირვა გვინდება.
ვწერთ და ვეტრფით მათსავით საქართველოს ერთიანს! „ერთადერთი სამშობლო დღესაც ერთადერთია!“
ოთარ რურუა
...............................................................................................................................
არის თემა, რომელსაც არ უნდა შეეხო უარყოფითი კუთხით, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე წმინდაა. აი, სწორედ ასეთი თემაა 9 აპრილის თემა!
ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ასეთი რამ განაცხადა: ,,1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მისული მშვიდობიანი მოქალაქეები რუს ჯარისკაცებს ნიჩბებით არ მოუკლავთ“. თურმე თამრიკო ჭოველიძე, ნათია ბაშალეიშვილი და ეკა ბეჟანიშვილი ნიჩბების დარტყმით არ დაღუპულან. უნამუსობასაც აქვს საზღვარი! იური მეჩითოვი ისტორიის გადაწერას ცდილობს, მაგრამ ისტორიას ვერავინ გადაწერს! მთელმა მსოფლიომ იცის რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ, რომ 9 აპრილს ნიჩბების დარტყმითაც დაიღუპნენ ქართველები - თავისუფლებისთვის მებრძოლი მამულიშვილები და მომწამვლელი გაზითაც.
ვიდრე არ მოხდება ლუსტრაციის კანონის მიღება, ვიდრე არ გამოვლინდებიან სამშობლოს მოღალატეები და ერთგულები, ვიდრე საქართველო ქართველთმოძულეებისგან არ განიწმინდება, მშვიდი, ნორმალური ცხოვრება არ გვეღირსება. მეჩითოვი და მეჩითოვისნაირები ყოველთვის „გამოირჩეოდნენ“ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, მოღალატე სერგო ორჯონიკიძის სულიერი შვილები არიან.
2010 წლის გაზაფხულზე - 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წლის შემდეგ, გადავწყვიტე მეც დამეწერა ლექსი ამ თემაზე, მოკლე ან გრძელი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მხოლოდ ერთი სტროფი მომაფიქრდა, ეს ერთი სტროფი პირველად დედაჩემს წავაკითხე (ჩემი ლექსების პირველი შემფასებელი დედაჩემი იყო), რომ წაიკითხა, ასე მითხრა: ,,აღარ გააგრძელო, ამ ერთი სტროფით უკვე ყველაფერი თქვიო“. შემდეგ ეს ლექსი ერთ-ერთ ლიტერატურულ საიტზე გამოვაქვეყნე და ოთხმოცდაათამდე კომენტარი დააგროვა. აი ეს სტროფიც:
9 აპრილის გახსენება
... და გაისმოდა მუსიკა ქარში, ყველა ტაძარში სანთლები ენთო. ვაი, რაღა ვთქვა... ოთხმოცდაცხრაში ჩვენ გაზაფხული მოგვიკლეს ღმერთო.
ოთარ რურუა
...........................................................................................................................
ვაჟა, თეიმურაზი, ლელა, მე და გოჩა ხარანაული
რაც დრო გადის, ვაჟას კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე აქამდე ვაფასებდი. გარდა პოეზიისა და პროზისა, ვაჟას ფილოსოფიური ნარკვევებიც აქვს, რაც უფრო მეტად ამაღლებს ჩემს თვალში, როგორც რიგითი მკითხველის.
ვაჟა-ფშაველაზე დიდი მოაზროვნე პოეტი არ დაბადებულა და არც დაიბადება!
2011 წლის ზამთრის ცივ და სუსხიან დღეს მივუყვებოდი ჩარგალში ვაჟა-ფშაველას ნაკვალევს ჩემს დეიდაშვილ თეიმურაზ ბერიძესთან ერთად და თან ვაჟას სიტყვებს ვიმეორებდი გულში:
„ნეტავ თუ დაგვიფასდება ქართველთა შვილებს ამაგი?!“
დაგვიფასდება, აუცილებლად დაგვიფასდება! სხვანაირად არც შეიძლება, ჩვენ ხომ რაზიკაშვილების მშობელი ერი ვართ!
ჩემი დეიდაშვილი - თეიმურაზ ბერიძე ვაჟა-ფშაველას (ლუკა რაზიკაშვილის) ჯიშ- ჯილაგიანი ქართველია, განსაკუთრებულად უყვარს ვაჟას შემოქმედება, აქვს შესანიშნავი კალიგრაფია. სკოლაში სწავლის პერიოდში კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა.
მე და ჩემს მოყვასს-ლელა მეტონიძეს ისე გვიყვარს ვაჟას შემოქმედება, დაუსრულებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ციტატები ბუნების მგოსნის შემოქმედებიდან! ლელა ვაჟას სულის თანაზიარია. ჩემი ეს ლექსი სწორედ ამის დადასტურებაა:
ლელა
მოგნატრებია ვაჟას ჩარგალი თვით ვაჟას ლელას კარგო სეხნიავ, მერე რაა, რომ არა ვარ ქალი, მეც არაერთხელ დამიკვეხნია
შენი სახელით... ჩარგლის ბუნებით, უფლის წყალობით ფშავიც ჩვენია, გვაქვს თვით მთასავით სუფთა გულები და საამაყოდ ვაჟას გენია.
ლელა მეტონიძე ძალიან კარგი ადამიანია, გულმხურვალე მამულიშვილი. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ლელა ძალიან კარგი გვარის წარმომადგენელია, თუნდაც ნატო მეტონიძე რად ღირს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანი და მომღერალია. მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან განსაკუთრებით ,,მზე შინა და მზე გარეთა“ (იგივე ,,სამაია“) მიყვარს.
ლელა მეტონიძე ვაჟა-ფშაველას ჯიშ-ჯილაგიანი, მანდილის მატარებელი მანდილოსანია, ვაჟას შემოქმედებით სუნთქავს, ვაჟას შემოქმედებით სულდგმულობს.
ლელა აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს თავისუფლებისთვის გამართულ აქციებში. ლელა მეტონიძე 9 აპრილის თაობის წარმომადგენელია.
რაც შეეხება გოჩა ხარანაულს, გოჩა ხარანაული ვაჟა-ფშაველას ჯიშ - ჯილაგიანი პოეტია, მისი პოეზია ეროვნული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი!
ჩემი ეს სამსტროფიანი ლექსი სწორედ ამის დადასტურებაა:
პოეტო...
გოჩა ხარანაულს
მოგესალმები პოეტო, მეც ერთი იმათთაგანი - ვინც იცის შენი ფასი და შენივე ლექსის საგანი.
ვაჟა-ფშაველას ჯიშის ხარ, არწივის შთამომავალი, რწმენის და კაცურკაცობის, სიკეთის გზებით მავალი.
ლექსწერას არც მე ვთაკილობ - ნონეშვილივით ალალი, ისე მაოცებს მთის კილო, როგორც ლამაზის დალალი.
დავუბრუნდეთ ისევ ვაჟას... ვაჟა-ფშაველა სულ სხვა განზომილებაა, სხვა ფენომენია! მის ნაწარმოებებს ლოცვასავით ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ, რომ უფრო მეტად შევიგრძნოთ სიღრმე და სიდიადე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, სიტყვის ძალას! ვაჟა ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა სიმართლეს, როცა მამათა და შვილთა ბრძოლა მიდიოდა! მიკვირს წიგნებში როგორ ეტევა ლუკა რაზიკაშვილის გენია!
ისევ მივყვები ვაჟას ნაკვალევს
ისევ მივყვები ვაჟას ნაკვალევს, ჩემშიც ცოცხლობენ გმირები მისი, ვიდრე ლექსებს ვწერ ჩამქრალ ვარსკვლავზე - მიყვარს ჩარგალი, როგორც თბილისი.
ისევ მივყვები ვაჟას ნაკვალევს, შორს არწივების ვხედავ საბუდარს, კვლავ იზრდებიან ფშავის არაგვზე ლელა, აღაზა, ზეზვა, ალუდა.
გულში ჩაესმით ხმები ჩანჩქერთა, ვით სიმღერები გარიჟრაჟული, რაზიკაშვილის ჯიშ - ჯილაგიანთ მსურს დავულოცო მთების ნაჟური.
ოთარ რურუა
.......................................................................................... მთაში გატარებული ერთი დღე
2011 წლის 25 იანვარი, ავტოსადგური ოკრიბა... მე და ჩემი უფროს – უმცროსი მეგობარი ლიტერატორები ფშავში წასასვლელად ვემზადებით, ჩარგალში უნდა ავიდეთ მიხა ხელაშვილის საფლავზე, რადგან 25 იანვარი მიხას დაბადების და გარდაცვალების დღეა.
ჩვენს ექსკურსიას მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი) ხელმძღვანელობდა, თბილისიდან დილით ადრე გავედით დაქირავებული მარშუტკით, გზადაგზა ფშაურ არაყს – ჟიპიტაურს მივირთმევდით და თან ისტორიებს ვყვებოდით მიხა ხელაშვილზე, განსაკუთრებით ილტოსპირელი და ირაკლი ყალიჩავა აქტიურობდნენ.
ჩარგალში ჩასვლამდე გზადაგზა ვისვენებდით, წყაროს წყალს ვსვამდით, სურათებს ვიღებდით. ჩვენს მოგზაურობას ფოტოაპარატით სამი ადამიანი: ია მშვიდობაძე, ნუნუ ქათამაძე და თეა თაბაგარი იღებდა.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ვაჟას ჩარგალში ჩავედით, იქ დაგვხვდნენ ხელოვნებათმცოდნე გოგი დოლიძე, დები ნაყეურები და რა თქმა უნდა ადგილობრივებიც. ფშავლები პურ – მარილით გაგვიმასპინძლდნენ, დავაგემოვნეთ ფშაური ხინკალი, შევსვით ჟიპიტაური. მიხას საფლავზე ასულებმა ყველამ ჩვენ ჩვენი ლექსი წავიკითხეთ ხელაშვილზე, მისი შესანდობარიც დავლიეთ, ყველამ შევაქეთ ქაქუცას თანამებრძოლი, რომელიც ასევე უბადლო პოეტი გახლდათ, „ლექსო ამოგთქომ ოხერო“ მიხა ხელაშვილის დაწერილია.
ადგილობრივებმა ვაჟა–ფშაველას სახლ – მუზეუმშიც შეგვახედეს გარედან, გაღებული ფანჯრების მეშვეობით, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც დიდი პოეტის დროს იყო. ამის შემდეგ წავიდა მთის მოტივზე დაწერილი სიმღერები, დებმა ნაყეურებმა მეც ამიყოლიეს სიმღერებში.
ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა მგზავრებიც, რომლებიც ჩარგალში ჩასვლამდე ვნახეთ, ისინი ცალკე მარშუტკით მგზავრობდნენ, ჩარგალში და მანამდეც გზაში ფოტოაპარატით ნინო ჭინჭარაული გვიღებდა, ასევე ძალიან კარგი ადამიანი და ლიტერატორი.
დადგა ჩარგლიდან წამოსვლის დროც, ისევე როგორც დასაწყისში, მგზავრობის დასასრულის დროსაც ვჩერდებოდით გზადაგზა, ერთ ადგილას სუფთა ჰაერზე მგზავრებმა უკვე ცალკე სუფრა გავშალეთ და ამ სუფრაზე თენგიზ არჩვაძის სადღეგრძელოც შევსვით.
ამის შემდეგ უკვე მაღაროსკარში შევჩერდით ცოტახნით, ერთმა ასაკოვანმა მამაკაცმა შეგვიპატიჟა თავის სამყოფელში და დიდებული სუფრაც გაგვიშალა, ისმოდა სადღეგრძელოები ლექსებითურთ, მიხა ხელაშვილის, ლადო ასათიანის და სხვა პოეტების ლექსები, ბუნებაში მწვადიც შევწვით.
ამ ყველაფრის შემდეგ თბილისში ჩამოვედით, ეს ჩვენი მოგზაურობა მეორე დღეს ლექსად აღვწერე:
ექსკურსია ფშავში
აქედან-ვაჟას ჩარგლამდე გზებია ძნელად სავალი. დაიწყო... კვლავაც გრძელდება ჩვენი თავგადასავალი.
მთის მოტივებზე მღერიან, თვით დები ნაყეურები. ლექს-სიმღერებით აავსეს მიხაის ნაფეხურები.
მიხას საფლავზეც ავედით, შესანდობარიც შევსვითა. და მოიგონა ვაჟკაცი ყველამ თავ-თავის ლექსითა.
საგზლად სიყვარულ წავიღეთ, გათანგულებმა მზეწვითა. საზღვარ არ ჰქონდა სიხარულს, ცეცხლზე მწვადებიც შევწვითა.
წყაროსთან მგზავრი შეჩერდა, შესვა... დალია პეშვითა. ამაყი არი ქართველი, ძლიერი არი ფესვითა.
ასეთი იყო ჩვენი ერთდღიანი მოგზაურობა. :) :) :)
ოთარ რურუა
.........................................................................................
ფშაურ მოტივზე
„აღარც ხინკალი ჭიხვინებს, არც ხინკალივით შაირი. მთაო, ერთხელაც აკურთხე კაი ყმა ვაჟასნაირი“.
შოთა ნიშნიანიძე
ვარ თვით კაი ყმის ქვეყნიდან, მიყვარს ფშაური ხინკალი. შაირი ვუთხარ ჩარგლის მთებს, სურვილი მით მავიკალი.
ისე მიყვარან კოლხიდელს ვაჟასნაირი ფშავლები, რომ მათთან ჟიპიტაურსაც სიტყვის უთქმელად დავლევდი.
იმათ შემყურეს მსურს ვჭექო სიმღერა გარიჟრაჟული, ჯიხვის რქით დამილოცნია ვაჟაის მთების ნაჟური.
ოთარ რურუა
............................................................................
ფშავ-ხევსურულ მოტივზე
ქალმა მიმღერა ლამაზმა, წყალიც მასმია ხელსურით, მერე რაა, რომ არა ვარ ფშაველი ანდა ხევსური.
მაოცებს ვაჟას გენია, სევდა მაწვალებს ჩოხელის, რაც ქართულია-ჩვენია, გულიც ამაყობს ოხერი.
ქალავ!-კოლხიდელს მაჩნიხარ, შენთვის ანთია ცისკარი, მითხარ: ,,ქალი ხარ, ალი ხარ“, თუ სიყვარულის სიზმარი?
ვარ შენი მთების მეხოტბე, მთებსაც აქვთ ძალა ზევსური, ჯიხვის რქით დამილოცნია მე ყველა ფშაველ-ხევსური.
ოთარ რურუა
................................................................................................................................................................
ხევსურული ბალადა
ხევსურის გოგო ვიხილე შვლის ნუკრისთვალებიანი, არც ის მაკლებდა ღიმილებს, არც მე მიქნია ზიანი.
იმასთან ცეკვა მეწადა, ვაკეთე კიდეც ჩაკვრები, იმის მარჯვენის ჭირიმე, ვინც დაგვირწია აკვნები.
პირველ შეხვედრისთანავე გულს გამიჩინა იარა, სულმოუთქმელად დავცალე თეთრ ღვინით სავსე ფიალა.
თუმც სევდით სავსე ვაჟი ვარ, - მაცხოვრებელი ბარადა, ტკბილ მოგონებად დამრჩება ეგ ხევსურული ბალადა.
ოთარ რურუა
..........................................................................................................................
გაბრიელ ჯაბუშანურისადმი
არხოტის მთებზე ღრუბლები ნელ-ნელა მიირწევიან, ქორ-შევარდენთა გუნდები სულ ცისკენ მიიწევიან.
შებინდებისას ნისლები შლილ ფერდობებზე წვებიან, პოეტის ლექსთა მარულა ხევსურეთს მონატრებია.
სადა ხარ, ჯაბუშანურო, არხოტი გელის შენია, ვაჟასთან ერთად შენცა ხარ მთის პოეზიის გენია.
ოთარ რურუა
მუსიკა - ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძის, ფანდურზე უკრავს გიორგი ჯმუხაძე.
https://www.facebook.com/otar.rurua/posts/1582125695185959?pnref=story
ცნობისათვის: გაგიკვირდებათ და უმეტესობამ ჩვენგან (ჩემგან და ფანდურასგან) გაიგო გაბრიელ ჯაბუშანურის სახელი და გვარი. ალბათ იმიტომ, რომ გაბრიელის შემოქმედება უფრო ჩრდილშია, სხვა პოეტებისგან განსხვავებით.
კონსტანტინე გამსახურდია როგორც კაცს და როგორც პოეტს - გაბრიელ ჯაბუშანურს სცემდა პატივს, ხოლო გალაკტიონ ტაბიძე გაბრიელს თავის ღირსეულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა პოეზიაში ტერენტი გრანელთან ერთად!
ერთხელ, ერთმა ადამიანმა ასეთი შეკითხვა დამისვა: ,,თეატრი უფრო გიყვარს თუ პოეზია?“ (13 წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ მსახიობი ვიყავი). ორივე ძალიან მიყვარს: თეატრიც და პოეზიაც, მაგრამ უპირატესობას მაინც თეატრს ვანიჭებ. სცენაზე დგომა, ცოცხლად თამაში და მაყურებლების ცოცხალი შეფასება მაინც სულ სხვაა!

2. ,,ოთარ, შენი ლექსები დედისადმი აბსოლუტურად ცალკეა, სადღაც მაღლობზე, თითქოს დაცული წყალდიდობისა და მერეხისაგან... სულ განცალკევებით დგას ამ სივრცეში“.
ლელა მეტონიძე
.........................................................................................................................
დედაჩემის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები. ასეა სამწუხაროდ, როდესაც მშობელი გვერდით გყავს, ცოცხალია, ვერ ვაფასებთ, მხოლოდ მისი გარდაცვალების მერე ვხვდებით მის ფასს, მის საჭიროებას. ქართველები ხომ გარდაცვალების მერე ვაფასებთ საყვარელ ადამიანებს?!

1. არ მიყვარს ბილწსიტყვაობა, სამწუხაროდ ქალებმაც აუბეს მხარი. მშვენიერი ლექსია არ მიყვარს ბილწსიტყვაობა, სამწუხაროდ ქალებმაც აუბეს მხარი. მშვენიერი ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|