| ავტორი: დარემო ჟანრი: პროზა 31 ივლისი, 2019 |
უსახელო პაპა
ერთხელ როდესაც მდინარესთან ვიყავი, მოხუცი დამადგა თავს. კახეთის მზე, ზაფხულის თაკარა სიცხეს აფენდა ალაზნის ველს და ყველა არსება, პირტყვი თუ პირუტყვი სიგრილისკენ მიისწრაფვოდა. პაპაჩემი სადღაც იყო ვენახში შესული, მითხრა მდინარესთან დამელოდეო. იმის მერე ალბათ ორი ათეული წელი გავიდა, მე ხომ სკოლამიისვლელი ბღარტი ვიყავი მაშინ.
მოხუცი მომესალმა და მეც როგორც ონავარი, ენაზე ტყავაცლილი ბავშვი მაშინვე ლაპარაკი გავუბი, შემდეგ წყალი შევთავაზე. ბოლოს ადგა და წავიდა, ორიოდე წუთში პაპაჩემი გამოვიდა და სახლში წავედით.
ეს ამბავი ასე მახსოვდა წლები, უმეტესად საერთოდ არ მახსოვდა. ვინ იცის რამდენი მოხუცი მინახავს, რომელიც მეორედ აღარ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში.
მაგრამ ორიოდე კვირის წინ მოხუცის აღწერაში ვვარჯიშობდი. მინდოდა რომ შემექმნა პერსონაჟი და ამეღწერა ხანდაზმული ადამიანი. მაშინვე ის პაპა გამახსენდა. რატომ მაინცდამაინც ის? მან მე ნემსიყლაპიის დაჭერა მასწავლა.
ახლა ვიხსენებ მას და თვალწინ მიდგას ათობით ათწლეული რომელიც მის სახეზე ჩანდა. დაკემსილი, ნაავდრალი ტანსაცმელი და ხმელხმელი ხელები. მას არც ძაღლი მოყვებოდა, არც ნახირი ყავდა, არც მანქანა და არც ,,ტრანგალეტკა\". ეს იყო მოხუცი კაცი, სადღაც შუა ვენახებში, მდინარის პირას რომელიც უფრო ნაკადული იყო ვიდრე მდინარე, რომელიც მოვიდა დატოვა კვალი და წავიდა.
არ ვიცი არის თუ არა ის ცოცხალი. ალბათ დროის ღარებმა მისი კანი ბოლომდე დაღარეს და სულამდე მიაღწიეს. არ ვიცი რა ერქვა, ჩემთვის ის მაინც პაპა იყო, რაც უნდა რქმეოდა ბოლოში პაპას დავურთავდი.
ის წავიდა და დაიკარგა, მაგრამ მე მახსოვს. იქნებ ოჯახიც ყავდა, მაგრამ სულერთია. მე მახსოვს, არ არის აუცილებელი რომ იყო ვიღაც საოცრება, შექმნა რაღაც არნახული იმისთვის რომ ადამიანმა დაგიმახსოვროს. არაფერი არ არის ამისთვის საჭირო, ვერავის ვერაფერს ვერ დააძალებ შენი სახელის ცოდნა არაფერია, მთავარი მასში ემოცია დატოვო. დადებითი ემოცია რომელიც წლები იტრიალებს და მეხსიერებაც როგორც ღრუბელი ისე შეიწოვს. მე შენ მახსოვხარ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მიუხედავად იმისა, რომ გაუმართავი ნაწერია, საკმაოდ დამაჯერებელი თხრობაა, შეძლო ავტორმა მკითხველისთვისაც გაეცნო უსახელო პაპა.
მიუხედავად იმისა, რომ გაუმართავი ნაწერია, საკმაოდ დამაჯერებელი თხრობაა, შეძლო ავტორმა მკითხველისთვისაც გაეცნო უსახელო პაპა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|