ახლა, როდესაც შენით ვარ სავსე შენ მიდიხარ და მიტოვებ სივრცეს, რომელსაც ჩემი წუხილით ვავსებ და მერე ფიქრებს დინებებს მივცემ. ვწუხვარ და ღამის გავცქერი ქალაქს, გიხსენებ, ვნატრობ, დაბრუნდე ისე, როგორსაც გიცნობ. მიყვარს და ვმალავ შენი ალერსით დაკაწრულ კისერს. ვერ დაიბრუნებ, ვინც დაგთმო ოდეს, იწყება წვიმა, შენს თმებზე ხშირი. განმარტოების შანსი რომ მქონდეს, რომ ვჯდებოდე და ვიწყებდე ტირილს, დაგირუნებდი ფერშეცვლილს, ახალს მაგრამ ჩემს მკერდზე ჩამოყრილ ნაღმებს, ანუ შენს სიტყვებს ვერ წავშლი, რადგან სისულელეა შეცდომებს აჰყვე. და ახლა, როცა მიტოვებ სივრცეს, რომელსაც ჩემი წუხილით ვავსებ, მოვა დრო, და თავს დინებას მივცემ, მაგრამ დღეს არა - შენით ვარ სავსე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია, მძაფრი, კაცური შესრულება. კარგია, მძაფრი, კაცური შესრულება.
2. მადლობა ლაშა მადლობა ლაშა
1. კარგად შესრულებულია +++ კარგად შესრულებულია +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|