ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2019


შეკვეთილი სიყვარული (მინიატურა)

მიყვარდა? მიყვარდა რომელია, ვგიჟდებოდი.ხან ვგიჟდებოდი და ხან ვაფრენდი.ხან კიდე ორივე და აგრე ავუყვებ-ჩამოვუყვებოდი ქუჩებს.პირველად მაგას დავუწერე ლექსი, რაღაც ურითმო.მომეწონაო - მითხრა. შეიძლება არ უნდოდა მწყენოდა და მაგიტო, მარა მითხრა და ჰა.შემოდგომა იყო როგორც ყოველთვის. თუმცა ეს ხო იცი, ხო მოგიყევი.მემგონი ვიღაც ზის ზემოთ და უკვეთავს ჩემთვის სიყვარულს შემოდგომის მიწურულს.სულ ასე ხდება.გადამეყრება ვიღაც შემოდგომაზე და დავფრინავ მერე.მიწაზე დაშვება აღარ მინდა.

ერთხელ ნოემბრის მიწურულს ძალიან ციოდა თბილისში.მე კიდე მაგის სახლთან ვიდექი აბუზული და ველოდებოდი.კაი ხანს არ ჩანდა.რამდენიმე საათი ველოდე. პირიდან ორთქლის გამოშვებით ვირთობდი თავს.მერე უცბათ დავლანდე ქუჩის ბოლოდან როგორ მოუყვებოდა ქვაფენილს.განა მარტო, ვიღაცასთან ერთად.ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და მოდიოდა.მოდიოდა ნელი, დინჯი ნაბიჯით და იცინოდა.ხმამაღლა, ბედნიერად.აბა მე რა უნდა მექნა, ავდექი და წამოვედი.შენთანაც ვერ ამოვედი, აბა რანაირად.

ეგრეა რა, უეჭველი ვიღაც ზის და უკვეთავს.იცი ის როგორ იცინოდა?! მეც ვარ რა, აბა შენ რა იცი. აი რო მომენატრება ხოლმე ესე ვიწყებ ლაპარაკს- გიჟივით. შენც გამოგიჭირე და გასმენინებ.აბა რო არ ვილაპარაკო ხანდახან მოვკვდები.ლექსებს კიდე ვწერ.მაგას რაღა გადამაჩვევს.ხანდახან კი ვიტყვი ხოლმე, მოგცლია თქო რა, მარა მერე მაინც ვწერ.ხო იცი რაღაცას რო შეეჩვევი ძნელია მერე.

შეიძლება იმასაც შევეჩვიე.ან რა აზრი აქვს რა ვქენი.ეეეე, მეყო. შენც დაგღალე.ბიჭო, ნეტა ახლა წინ მეჯდე და მისმენდე ჰა?! არა, კი მისმენ, იქიდან, საიდანღაც მარა მაინც.აქ რო იყავი მაშინაც ასე მჭირდა, თორე შენ დაგაბრალებდი, ეს უკვეთავს- თქო. ეეე, რანაირია ეს ცხოვრება ჰა?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები