 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 1 ოქტომბერი, 2019 |
აქ, არასოდეს უთოვია ასე სევდისფრად, ჩემი ხის სახლი იყო უფრო მყუდრო და მარტო, მერე აალდა შიგნით ცეცხლი, როგორც სადაფი და შენი თმები, სხივის ფერი, ფერი ამარტის, მოედო კედლებს, ცივ იატაკს, ბილიკებს,ზამთარს, სანამ ცეკვავდა მთვარე ჭაში როგორც გეიშა, უთოვლო დღეებს აედევნა თანდათან დაღლა, ჩამოდგა მარტი, გადაწყვიტე, უნდა გამეშვი... აქ, არასოდეს უთოვია ასე მარტივად, აქ, ამ ბაღებში, თებერვალი მზემ რომ დასერა, თხელი კიმონო ფიფქებივით შლიდა ნაკვალევს და ბამბუკის ტყეს მიტოვებდა გზის ასარევად...
ბჟუტავდა ბაღში მარტოდმარტო ძველი ფარანი, უშენობას მიასმაგებდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. უძლიერესი რითმებია, განწყობა _მძაფრი. ჩემგან უმაღლესი შეფასება... უძლიერესი რითმებია, განწყობა _მძაფრი. ჩემგან უმაღლესი შეფასება...
10. არის საშუალება! :) არის საშუალება! :)
8. მარტივი არაა. შეიძლება ერთი იეროგლიფია:) მარტივი არაა. შეიძლება ერთი იეროგლიფია:)
7. რარიგ დაამშვენეთ ორივემ ,იქ, მიდამო. რარიგ დაამშვენეთ ორივემ ,იქ, მიდამო.
6. კი არის იაპონურ გრავიურასავით - სადა და ნატიფი .
კი არის იაპონურ გრავიურასავით - სადა და ნატიფი .
5. ქალებსაც ძალიან კარგი ლექსების წერა შეუძლიათ! შენ პროზასთან ერთად, პოეზიაც ძალიან კარგად გამოგდის ❤️❤️ ქალებსაც ძალიან კარგი ლექსების წერა შეუძლიათ! შენ პროზასთან ერთად, პოეზიაც ძალიან კარგად გამოგდის ❤️❤️
4. ქალებსაც ძალიან კარგი ლექსების წერა შეუძლიათ! შენ პროზასთან ერთად, პოეზიაც ძალიან კარგად გამოგდის ❤️❤️ ქალებსაც ძალიან კარგი ლექსების წერა შეუძლიათ! შენ პროზასთან ერთად, პოეზიაც ძალიან კარგად გამოგდის ❤️❤️
3. ძალიან მომეწონა, ჩემგანაც 5
ბოლოში „და“ კავშირი მოვისაკლისე – „და უშენობას მიასმაგებდა“.
ძალიან მომეწონა, ჩემგანაც 5
ბოლოში „და“ კავშირი მოვისაკლისე – „და უშენობას მიასმაგებდა“.
1. მთვარე როგორც გეიშა :) +5 თავისთავად, და იქმნას ნათელი მეგობარო :) მთვარე როგორც გეიშა :) +5 თავისთავად, და იქმნას ნათელი მეგობარო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|