ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა ბიბიჩაძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2019


პაპუნიას ლოცვა






  -ი
    -ი
        -ი
          -ე
              -ე
                -სო...

  -ი
    -ი
        -ი
          -ე
              -ე
                -სო...

  -ი
    -ი
        -ი
          -ე
              -ე
                -სო...
დღეს კვირა დღეა,
დამთავრდა ლოცვა,
მე როგორც სხვა დროს-
შენი სახლიდან ფეხაკრეფით გამოვიპარე,
ბოლო ხურდები შევამატე შესაწირ ქისას,
თამბაქოს ფულით  ჩემსიმაღლე სანთელი დავწვი.
შენ იცი აწი...
შენ იცი აწი...
შენ იცი აწი იესო!!!
მე არც ვიპარავ,
არცა კაცს ვკლავ,
და არცა ვმრუშობ,
ორი თვეა მკლავს პანკრიასი
და მიშველეთქო ჩაგძახი  ყურში.



  -ი
    -ი
        -ი
          -ე
              -ე
                -სო...
ნაყოფიც დავრგე. რამდენიმე ბუჩქი თუ კურკა,
(ჩვენს ნიადაგზე კარგად ხარობს შავი მოცხარი),
თეთრო მოძღვარო,
შემოიწყე ხელები უკან
და გამიძეხი სადაც ხსნაა,
თუ ხარ მოძღვარი...

მაგ ჭრილობიდან ოცხანურის სიმთვრალე წვეთავს,
დგას პილატე და ბედნიერად იხდენს ოცნებებს,
-ფასი დაგიგდო ჯვრის ტარებამ,
სხეულის ცვეთამ.
ოცდაათ ვერცხლად თევზის  კონსერვს აღარ მოგვცემენ,
დანარჩენზე რომ არაფერი არ ვთქვათ უფროსო,
(მძიმე მარხვაში არც პოკერის თამაში მიმდის,
მხოლოდ დენვერის იმედი მაქვს, კუში აქვს დიდი.
კარტიც ზედიზედ მეთორმეტედ დავყარე. Fold-ი.
ჩემს მევალეებს ვერ გააწსრებს უსაინ ბოლტი.
თორმეტი fიშკა მოციქულებს უდევთ სუფრაზე.

  -ი
      -ი
          -ი
            -ე
                -ე
                  -სო...
თუ მოძღვარი ხარ
გამიძეხი წყალზე, ბალახზე,
მე შეგაყვარებ უოლტ უიტმენს,
ბლუზს
და ავტოსტოპს,
რომ მერე სელფიც გადაიღოთ შენ და ალაჰმა,
და facebook ის გვერდზე დაპოსტო.

  -ი
    -ი
        -ი
          -ე
              -ე
                სო...
-თუ ჩემი ძმა ხარ, გამეგზავნე ჭაჭის არაყზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები