| ავტორი: ლელუჩი ჟანრი: პოეზია 17 ოქტომბერი, 2019 |
ვიძინებ გვიან, უფრო სწორად, ადრე ვიძინებ, ათას რაღაცას ვფიქრობ, ვხარშავ, ვწყვეტ და განვიცდი. აღარც ის მახსოვს ბოლოს გულით როდის ვიცინე, როდის ვიცინებ, სამწუხაროდ, ესეც არ ვიცი.
და ტკივილები - ჩამომსხდარი მხარზე მტრედები, არ აპირებენ თბილ ქვეყნებში წასვლას, გაფრენას. მეტასტაზივით მოგონებებს ვხრავ და ვედები, ვერც ვერაფერი ვერ მიბრუნებს იმედს და რწმენას.
ჭრელი სეზონის შუა რიცხვებს მახსენებს ქარი, ვიძინებ ადრე, ან პირიქით, ვიძინებ გვიან. ყველა იმ რიცხვს, დღეს, თვეებს, წუთებს, წამებს გავკარი, სადაც წარსული, დასასრული, წერტილი გქვია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მეც გავკარი და 5 ქულა შენ მეც გავკარი და 5 ქულა შენ
4. პირველი ორი სტროფი კარგად დაიწყო და მესამეს ბოლოს სრული ფიასკოა :)
“მტრედები, არ აპირებენ თბილ ქვეყნებში წასვლას, გაფრენას.“
ეგ მტრედების საქმე არაა :)
4 ქულა პირველი ორი სტროფი კარგად დაიწყო და მესამეს ბოლოს სრული ფიასკოა :)
“მტრედები, არ აპირებენ თბილ ქვეყნებში წასვლას, გაფრენას.“
ეგ მტრედების საქმე არაა :)
4 ქულა
3. ლელუჩისებური ლექსია. ლელუჩისებური ლექსია.
2. "გავკარი"ს ვეთანხმები. ალაგ-ალაგ იყო სუსტი რითმები. სხვა მხრივ კარგი ლექსია! ++++ "გავკარი"ს ვეთანხმები. ალაგ-ალაგ იყო სუსტი რითმები. სხვა მხრივ კარგი ლექსია! ++++
1. ეს "გავკარი" მოუხდა ახლა ვითომ აქ ? :)
ლექსი მომეწონა :) ეს "გავკარი" მოუხდა ახლა ვითომ აქ ? :)
ლექსი მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|