ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 დეკემბერი, 2019


შვილმკვდართა


ფუტკრებით აივსო ჩემი სახლი
და თვალებიდან ყვავილებს ვიცლი..
მხრებზე ღრუბლებიც შემოვისვი
მზეებსაც ვმალავ..
მუცლით მომყავდა შენთან შვილი-
სიზმრის გუდებით
შენ ყველაფერი წყალს გაატანე.

და მუცელშივე გამიწყალდა საბრალო ბავშვი..
შენ მიმტკიცებ რომ არ უნდა გლოვა,
რახან ხელები ვერ მოიზარდა,
რახან მუხლები ვერ დავუკოცნე
განა არ მიყვარს?!
მისი ხმაც ვიცი,
ხმა რომელიც ვერ ამოიღო,
ვერც ძილისპირულს ვუმღერებ და
ღმერთმა დაწყევლოს ეს აკვანი,
ქარის საძილედ რომ მივაგდე აივნის ბოლოს..

ღმერთი მეგონე
ლოცვებსაც გწერდი
და მომიბრუნდა მკრეხელობა
ასგზის წისქვილის თავზე ტრიალად..
ღმერთმა შეუნდოს სუყველა დედას,
მაგრამ დედები თუ პატიობენ
ღმერთებს მკვლელობებს
ეგ აღარ ვიცი..

მე ახლა შენზე რა უნდა ვწერო
ყველაფერი გავაკეთე-
თუ რამ შევძელი.
კარიც გაგიღე,
ზურგის ქარსაც ზურგით ვხვდებოდი
და დამსხვრეული ფანჯრის მინებს
თითებით ვჭამდი.

არც მიძებნიხარ-
სიზმრების გარდა,
რადგან სიზმრები თავის თავს ჰქმნიან
და მე არავინ მეკითხება
რას ვისურვებდი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები