ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ლორთქიფანიძე
ჟანრი: პროზა
17 დეკემბერი, 2019


რატომ მეშინია ფრენის



- რატომ მიყურებთ ასე?  ზედმეტად სლავური აქცენტით მომმართა... არადა საერთოდ არ გავდა სლავს, შავგრემანი იყო. მუქი მწვანე თვალებით და მოკლე თმებით. სუსტი გამოყვანილი ფეხებითა და დიდი თეძოებით.  დიდი ფართო შუბლით და ოდნავ კეხისებრი უფრო ალბათ ბავშვობაში გატეხილი ცხვირით. ისეთი თავდაჯერებული ჩანდა და როგორც ძველ წიგნებში იტყოდნენ - კეკლუცა. საერთოდ არ ველოდი თუ გამომელაპარაკებოდა და მითუმეტეს მე არაფრის თქმას არ ვაპირებდი.
- ერთ ჩემს ნაცნობს ჰგავხართ ძალიან!
- ძალიან?
- ხო ძალიან ...

დიქტორის წვრილი და მონოტონური ხმა გაისმა - ცხადდება ჩასხდომა რეისზე 912 M12 კიევი - თბილისი, მგზავრები გთხოვ გამოცხადდით მიმღებთან.
ისიც თითქოს ჩვეულებრივად დაიძრა მიმღებისკენ. ისე არხევდა დუნდულებს ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. 1 კვირა გავატარე კიევში და ისევ ქართველისკენ რატომ გამირბის თვალი?! თან როცა ქალს უკანალზე ვუყურებ, ყოველთვის მგონია, რომ ყველა მხედავს... გულის სიღრმეში ველოდი ისევ დიქტორის ხმას - მოქალაქე ლორთქიფანიძე, შეწყვიტეთ ახალგაზრდა გოგოს უკანალზე ყურება! მკერდიც კარგი აქვს :)  მერე ნელ-ნელა ხალხში ავირიეთ და დამეკარგა.

ძლივს მივათრევ ზურგჩანთას... ხელში ბილეთი მაქვს და ყოველწამს ვუყურებ ნომერს -22. ცოტა მაინც გამმართლებოდა და N21 ადგილი ამომსვლოდა, ჩემი იღბლიანი რიცხვი. თუმცა უნდა ვაღიარო - იღბლიანი არაფერი მაკავშირებს გარდა იმისა, რომ 21-ში დავიბადე. როგორც სტალინი და სააკაშვილი) 20-ში ჰიტლერი, 22-ში ლენინი და 21-ში მე.

როგორც იქნა მივედი და ... ჩემი ადგილიდან მუქი მწვანე თვალები მიყურებს... მთელი სახე უღიმის. აშკარად გაუხარდა როცა მიხვდა, რომ სადაც ზის - ჩემი ადგილია - N22
-ფანჯარასთან დამსვამ?
- რა თქმა უნდა არა! ძალიან სერიოზულად ვუპასუხე, ზურგჩანთა მაღლა შემოვდე და მშვიდად დავჯექი N21-ზე.  მართლა რა მაგრად გავს - გამკრა უცებ. განსხვავება მხოლოდ აქცენტშია და ეს ცოტა უფრო გაბედული ჩანს.

- იცი ძალიან ძალიან ძალიან მეშინია ფრენის
- არაუშავს, რო რამე ჩემს პარაშუტს დაგითმობ
გაეცინა და ჯიბიდან რაღაც აბები ამოიღო
-ძალიან მაინტერესებს ვის ვგავარ ასე ძაან, მაგრამ ახლა ამას დავლევ და ზუსტად 10 წუთში გავითიშები... თბილისსში გნახავ კარგი?
ცოტა დავიბენი... გავუღიმე და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
ცოტა არა, მაგრად დავიბენი... რა ჯანდაბაა მართლა რა მაგრად გავს. ისიც ვიფიქრე იქნებ ის არი და დამცინის მეთქი. მერე წარმოვიდგინე ქუჩაში, რომ მხვდება და მე მის ორეულთან ერთად ვარ რა რეაქცია ექნება?!  ესიამოვნება თუ პირიქით... მალევე დავასკვენი ალბათ სულერთი იქნება მეთქი და ვცადე სავარძელში კომფორტულად მოვკალათებულიყავი.

5 წუთში გაითიშა. ისე ავფრინდით არც გაუგია... თავი ჩემ მხარეს "გადმოეგდო" და ძალიან ხმამაღლა სუნთქავდა (ან მე მესმოდა კარგად). მომინდა ჩუმად ამესუნთქა და მისი სურნელი გამეგო, იქნებ ასე მაინც მივმხდარიყავი ის იყო თუ არა. ამდენი ხანი ტყუილად ხომ არ ვიმახსოვრე... ტყუილად ხომ არ დავაჯერე თავი, რომ მის სურნელს მილიონ ქალშიც ვიპოვიდი. ვზივარ, ჩემს გვერდით მის ორეულს ძინავს, თავი ლამის ჩემს ხმარზე უდევს... თბილისსში სავარაუდოდ ჩემს გაცნობას აპირებს და არცთუ ურიგოდ მიყურებდა აქამდეც, მაგრამ მე რატომღაც მარტო სხვაზე ვფიქრობ. უკვე რამდენი ხანია შევწყვიტე ეს პროცესი და თითქოს მიმავიწყდა რა შეგრძნებაა მისი გახსენება. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო?! როცა უკვე ფაქტობრივად 0-მდე დადის ინტერესი და გონებაც თითქოს სადღაც ყველაზე ღრმა კუნჭულში მიმალავს ყველა მოგონებას, მაშინ ჩნდება არსაიდან ... მაშინ აგირევს ყველაფერს და დაგაწყებინებს ენის ბორძიკს.

ფრენისას ცხოვრებაში პირველად რაიმე ალკოჰოლური ვთხოვე სტიუარდესას... უფრო გავთბი, უფრო ღრმად წავედი ფიქრებში. მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს თავში და ჯიუტად არსად აპირებს წასვლას. არადა იგივე აზრს სრული წარმოსახვით გვერდზე ძინავს... ძინავს ძალიან ღრმად, არც ისე მშვიდად და ისეთი ლამაზია) ვერცკი ვხვდები რომელი უფრო ... რომელი უფრო ლამაზია.  სტიუარტესა!! - დაასკვნა სადღაც მიძინებულმა იუმორმა ჩემში, ეს! ამოილუღლუღა მიძინებულმა რეალიზმმა და მძინარე გოგონაზე მანიშნა თითით... მერე შორს შორს საკუთარ წარმოსახვაში ისევ საკუთარმა თავმა ჩამიარა და ირონიულად ჩამესმა ყურში - კაი რა...
----
ძალიან შემაჯანჯღარა ვიღაცამ...
- გაიღვიძე!! გაიღვიძე!!!
ძლივს გავახილე თვალი... ისეთი შეშინებული მიყურებდა წამიერად მეც შემეშინდა.
- რა ხდება?!
- თვითმფრინავს რაღაც მოუვიდა!! ...  თვალები აუცრემლიანდა
სტიუარდესამ ჩამირბინა გვერდზე
- რაღაც საშინელი ხმა ქონდა წეღან გამაღვიძა -...  და ხელი მაგრად ჩამჭიდა
- არა არაფერია, ალბათ ტურბულენტურ ზონ...
უცებ თვითმფრინავმა ძალიან უხეში მოძრაობა გააკეთა,  ძალიან სწრაფად მაღლა აიწია და შემდეგ ქვევით დაეშვა!  სტიუარდესა მთელი ძალით აეხეთქა ჭერს და მერე უკან დავარდა. ჭერზე სისხლის საკმაოდ დიდი ლაქა დარჩა!  წამიერად ვერ გავიაზრე რა მოხდა... ნანახმა შემძრა! შემძრა ჩემმა ურეაქციობომაც... როგორც წესი ჩემი ემოციურობით ღრიალი უნდა მომერთო და პანიკაში ჩავვარდნილიყავი, მაგრამ საკმაოდ მშვიდად ვუყურე ამ ყველაფერს და  მთელი ძალით მივაწექი საზურგეს. მთელი თვითმფრინავი პანიკამ მოიცვა და საშინელი კივილი ატყდა. რამდენიმე წამი კიოდა ისიც... ხელს ძალიან მაგრად მიჭერდა და ბოლო ხმაზე კიოდა.
მინდოდა დამემშვიდებინა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, უბრალოდ გავშეშდი და თითქოს მინდოდა სავარძელი გამეტეხა მთელი ძალით ვაწვებოდი საზურგეს...
-ვვარდებით? ვვარდებიიით?? მიპასუხეეეე .. ვვარდებით??
- მგონი ხო .. ძლივს ამოვილუღლუღე...

თითქოს დამშვიდდაო და ისიც საზურგეს მიაწვა... ვსხედვართ ასე უხმოდ. თვითმფრინავი უაზრო მოძრაობებს აკეთებს, ხან ქვევით დაეშვება ხან ზევით .. ხან ოდნავ გადახრილი მივფრინავთ, ხან გავსწორდებით. მთელი კაბინა პანიკაშია, ზოგი  ლოცულობდა ხმამაღლა.. ზოგი ყვიროდა ბოლო ხმაზე!
ნელ-ნელა შევეგუე აზრს, რომ ეს ჩემი ბოლო წამებია და მორჩა.. სულ მალე მორჩა... წამიერად გამიარა ყველაფერმა და მაგრად მოვეშვი. მთელს ცხოვრებას თვალწინ არ ჩაუვლია, მხოლოდ რამდენიმე კადრი დამიდგა თვალწინ და გამუდმებით მიტრიალებდა... დავმშვიდდი... ხელზე ტკივილი ვიგრძენი, ის ისევ მთელი ძალით მიჭერდა... გავიხედე მისკენ და იმანაც გამომხედა... მიყურებს ამ დიდი მუქი მწვანე თვალებით და ღვარად სდის ცრემლები. ადამიანის სახე დაკარგული აქვს.
- დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება! რაღაც იდიოტურად და შაბლონურად ვუთხარი.
- რაიმე ყველაზე კარგზე იფიქრე და გაგივლის, ასე ხშირად ხდება... თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია
- ნუ ტირი გთხოვ.. არ ჩამოვვარდებით

ჩემკენ გადმოიწია, ორივე ხელი სახეზე მომკიდა და ტუჩებში მაკოცა.
მე-7 კლასსში ერთი ჩემი მეგობარი მიყვებოდა როგორ აკოცა თურქმა გოგომ ავტობუსსში, როგორც მიედნო და მიეწეპა ტუჩები და იგრძნო როგორ "აძვრა". არასდროს განმეცადა ეს შეგრძნება აქამდე და ზუსტად ეგ გამახსენდა იმ მომენტში. 

კოცნიდან ზუსტად 3 წამში თვითმფრინავი გასწორდა და მშვიდად გააგრძელა ფრენა. მე ისევ მივეყრდენი საზურგეს, ოდნავ გაღიმებული... ისეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ) თვითმფრინავში ოვაციები ატყდა! რამდენიმე სტიუარდესას მივარდა და დახმარებას ცდილობდნენ... ზოგი პილოტს ლოცავდა ზოგი ღმერთს მადლობას უხდიდა და ა.შ. პილოტიც ჩაგვერთო მიკროფონით და ყველაფერი კარგადააო გვითხრა! მთელი ავიაკომპანიის სახელით ბოდიში მოგვიხადა და დაგვპირდა, რომ მშვიდად ჩავფრინდებოდით თბილისსში, რომ საშინელ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით, რაც არ იყო და ვერც იქნებოდა გათვალისწინებული რაღაც მიზეზების გამო და ა.შ. ... ა.შ.  ხელის ტკივილმაც გამიარა, გამიშვა და სახეზე ცრემლებს იწმენდდა ძალიან ძალიან შეშინებული...

მეკიდე ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვიგრძენი როგორ ამიტანა შიშმა...
როგორ მეშინია დღეიდან ფრენის!
სანამ ის არ მაკოცებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები