ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2020


ავარია



მანქანა ვარ.
სისწრაფეს მიმატებენ. წვიმს.
გზას ინათებს მძღოლი.
ასეთ ამინდში თანაც საღამოს
მოულოდნელი არაფერია.
სწრაფი მუხრუჭი, შეჯახების ხმა.
კაცი ეცემა.
ალბათ ასეთი მკვდარიც ფიქრობს ადამიანი
- ასფალტს რომ თავის შერბილება მოესწრო,
საჭის სწორად დამორჩილებაზე
აღარავინ ისაუბრებდა.
მე გზის ნაპირას გადამაყენეს.
შეჭეჭყილ კაპოტს - დამნაშავის დაღრეჯილ სახეს,
გაუბედავად ასდის ორთქლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები