ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
8 თებერვალი, 2020


დოლი ზოპარკში

როგორც იქნა დღეს ვირმა,
გააჩინა ჩოჩორი,
დღენაკლული ყოფილა,
ატყდა ერთი ჩოჩქილი.
უკვე ვეფხვსაც ეყოლა,
თვალხატულა ბოკვერი,
ექვსი ტყუპის დედა ვარ,
იკვეხნება ბოცვერი.
ლომმა დაიღრიალა,
ცას ახადა ჭერია,
,,უფლისწული გაჩნდაო,,
დავლურს უვლის მელია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები