ნინო დარბაისელი
ოჰ, მოცალეობა - - -
ოჰ, მოცალეობა ისეთი რამეა, წინ - ეს ფურცელია და სია ვრცელია, ერთ მწკრივში - ისინი, ვინც მომნატრებია, აქაც - გაყოფილი რამ სარეცელია; შემდეგ - ვინც წავიდა და აღარ დაბრუნდა, ან გაქრა, ან სიკვდილს ვინც მოუცელია.
ხანდახან, მოცლილი ძირამდე ჩავყვები, ქალურ იმედებს და ქალწულურ ნანატრებს, ყმაწვილურ ჟინებს და ჩანათქმებს ბავშვურებს, ზოგჯერ - სასიცოცხლოს, ზოგჯერ - თამაშურებს ჩამოვწერ... უიმე, რამდენი მქონია! წარსულის ხატებებს ფიქრი მიაშურებს.
სხვა - იყო სასჯელი, მე - განაჩენი ვარ, მაგრამ შეწყალებით გაბათილებული არგამოსაჩენი რა დასარჩენი ვარ? ვიხსენებ ოცნებებს, ვიხსენებ სურვილებს, ვგრძნობ, რარიგ შენი ვარ, არსად დაგრჩენივარ, მადლობა, უფალო, შენი ანაბარი, ასე კადნიერად შენთან მოუბარი, ჩემი ოცნებების მკაცრი არახდენით თურმე მერამდენედ, თურმე ეს რამდენჯერ გადაგირჩენივარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. პეგასი- ჩვენი პატარა, ტკბილი ნინიკო! როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა. იმედია, შინ ყველანი კარგად ხართ.
პეგასი- ჩვენი პატარა, ტკბილი ნინიკო! როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა. იმედია, შინ ყველანი კარგად ხართ.
14. 5 გამარჯობა,ნინო!როგორ ბრძანდებით. ნინო ქარცივაძე ვარ,ფაცია პაიჭაძის დისშვილიშვილი.წლებია არ შემოვსულვარ და გამეხარდა,რომ გნახეთ.წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ!ახლა მკითხველის ამპლუაში ვარ. 5 გამარჯობა,ნინო!როგორ ბრძანდებით. ნინო ქარცივაძე ვარ,ფაცია პაიჭაძის დისშვილიშვილი.წლებია არ შემოვსულვარ და გამეხარდა,რომ გნახეთ.წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ!ახლა მკითხველის ამპლუაში ვარ.
13. მადლობა ლელა , მზია. ფლორენცია.! ხანდახან რომ გამახსენდება, რეები მინატრია, გახსენებაც მზარავს, რომ შემსრულებოდა, რა საშინელება იქნებოდა. მჯერა, ღმერთმა უკეთესად იცის, როდის რა მოგვცეს. როდის რაში გამოგვატაროს. ეს იქით იყოს და მე ისეთი ბავშვი ვიყავი, (ანუ ყველასნირი), როცა უფროსები რამეს მიკრძალავდნენ და სადმე არ მიშვებდნენ, ექსკურსიაზე, კინოში, ვინმეს დაბადების დღეზე და ა.შ. ვეუბნებოდი, გამაგებინეთ, რატომ არ უნდა წავიდე, რატომ არ მიშვებთ-მეთქი ან სხვისთვის თუ შეიძლება, მე რატომ არა მაქვს უფლება, ხომ ხედავთ, ყველა მშობელი ნებას აძლევს თავის შვილს-მეთქი. და არც თუ იშვიათად, უპასუხიათ ,,არ გიშვებ და მორჩა!” ან “ყველა მშობელმა თავისი შვილის ამბავი თვითონ იცის”, ან რაიმე ასეთი. ასეა ღმერთის შემთხვევაშიც. მუდმივად არ გვაგებინებს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს , თითქოს გვპასუხობს, “მე ასე მინდა და იმიტომო”. ამ დროს ამ თითქოს ზედაპირულ, დაუნდობელ პასუხს მიღმა დიდი, ნამდვილი მიზეზი დევს, რომლის გასააზრებლადაც, შესაცნობადაც, ეტყობა, ჩვენ არა ვართ მზად და ეს მისი სასტიკი მშობლური კაპრიზი გვგონია. მადლობა ლელა , მზია. ფლორენცია.! ხანდახან რომ გამახსენდება, რეები მინატრია, გახსენებაც მზარავს, რომ შემსრულებოდა, რა საშინელება იქნებოდა. მჯერა, ღმერთმა უკეთესად იცის, როდის რა მოგვცეს. როდის რაში გამოგვატაროს. ეს იქით იყოს და მე ისეთი ბავშვი ვიყავი, (ანუ ყველასნირი), როცა უფროსები რამეს მიკრძალავდნენ და სადმე არ მიშვებდნენ, ექსკურსიაზე, კინოში, ვინმეს დაბადების დღეზე და ა.შ. ვეუბნებოდი, გამაგებინეთ, რატომ არ უნდა წავიდე, რატომ არ მიშვებთ-მეთქი ან სხვისთვის თუ შეიძლება, მე რატომ არა მაქვს უფლება, ხომ ხედავთ, ყველა მშობელი ნებას აძლევს თავის შვილს-მეთქი. და არც თუ იშვიათად, უპასუხიათ ,,არ გიშვებ და მორჩა!” ან “ყველა მშობელმა თავისი შვილის ამბავი თვითონ იცის”, ან რაიმე ასეთი. ასეა ღმერთის შემთხვევაშიც. მუდმივად არ გვაგებინებს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს , თითქოს გვპასუხობს, “მე ასე მინდა და იმიტომო”. ამ დროს ამ თითქოს ზედაპირულ, დაუნდობელ პასუხს მიღმა დიდი, ნამდვილი მიზეზი დევს, რომლის გასააზრებლადაც, შესაცნობადაც, ეტყობა, ჩვენ არა ვართ მზად და ეს მისი სასტიკი მშობლური კაპრიზი გვგონია.
12. ზოგჯერ ღმერთი იმითაც გვსჯის რომ ოცნებებს გვიხდენსო-ეს სიტყვები გამახსენა ამ ლექსმა 5 ზოგჯერ ღმერთი იმითაც გვსჯის რომ ოცნებებს გვიხდენსო-ეს სიტყვები გამახსენა ამ ლექსმა 5
11. ზოგჯერ ღმერთი იმითაც გვსჯის რომ ოცნებებს გვიხდენსო-ეს სიტყვები გამახსენა ამ ლექსმა 5 ზოგჯერ ღმერთი იმითაც გვსჯის რომ ოცნებებს გვიხდენსო-ეს სიტყვები გამახსენა ამ ლექსმა 5
10. ზოგჯერ ღმერთი იმითაც გვსჯის რომ ოცნებებს გვიხდენსო-ეს სიტყვები გამახსენა ამ ლექსმა 5 ზოგჯერ ღმერთი იმითაც გვსჯის რომ ოცნებებს გვიხდენსო-ეს სიტყვები გამახსენა ამ ლექსმა 5
9. ზოგჯერ ღმერთი იმითაც გვსჯის რომ ოცნებებს გვიხდენსო-ეს სიტყვები გამახსენა ამ ლექსმა 5 ზოგჯერ ღმერთი იმითაც გვსჯის რომ ოცნებებს გვიხდენსო-ეს სიტყვები გამახსენა ამ ლექსმა 5
8. ნინო, გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად, გესტუმრეთ და მოგიკითხეთ :)))
ნინო, გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად, გესტუმრეთ და მოგიკითხეთ :)))
7. ინდუიზმში განსაკუთრებულ წყალობად თვლიან, როცა ბავშვი დაობლდება და მხოლოდ ღმერთის ანაბარა დარჩება. პოზიტივის შესანარჩუნებლად რას არ მოვიგონებთ.
ინდუიზმში განსაკუთრებულ წყალობად თვლიან, როცა ბავშვი დაობლდება და მხოლოდ ღმერთის ანაბარა დარჩება. პოზიტივის შესანარჩუნებლად რას არ მოვიგონებთ.
6. მადლობა კეთილი სიტყვისთვის - ჯონათან, მისანო, მზია, მუხა ლელა! როგორ მინდა, მართლა ვიმსახურებდე. საკუთარი პოეტური მეხსიერებაც, ცხადია, რაღაცაში დამეხმარა, მაგრამ ეს ლექსი ექსპლიკაციაა სწავლებისა, რომლის თანახმადაც, როცა ღმერთი, მხურვალე ლოცვით მიუხედავად, არ გვისრულებს წრფელ და კეთილ სათხოვარს, ჩვენ კი ვერ ვხვდებით, რა შეგვეძლო და არ გავაკეთეთ მიზნის მისაღწევად. მას უკეთესი გეგმა აქვს ჩვენთვის, უბრალოდ, საჭიროა მოცდა. მადლობა კეთილი სიტყვისთვის - ჯონათან, მისანო, მზია, მუხა ლელა! როგორ მინდა, მართლა ვიმსახურებდე. საკუთარი პოეტური მეხსიერებაც, ცხადია, რაღაცაში დამეხმარა, მაგრამ ეს ლექსი ექსპლიკაციაა სწავლებისა, რომლის თანახმადაც, როცა ღმერთი, მხურვალე ლოცვით მიუხედავად, არ გვისრულებს წრფელ და კეთილ სათხოვარს, ჩვენ კი ვერ ვხვდებით, რა შეგვეძლო და არ გავაკეთეთ მიზნის მისაღწევად. მას უკეთესი გეგმა აქვს ჩვენთვის, უბრალოდ, საჭიროა მოცდა.
5. ნეტავი ყველას ეგრე ეთქმოდეს: არ აგიხდინათ რაზეც ოცნებობდით, მაგრამ მოგცათ უკეთესსი რამ. ყველა სიკეთე- თქვენ. ნეტავი ყველას ეგრე ეთქმოდეს: არ აგიხდინათ რაზეც ოცნებობდით, მაგრამ მოგცათ უკეთესსი რამ. ყველა სიკეთე- თქვენ.
4. ძალიან პირადული, სულიერი ლექსია. ძალიან პირადული, სულიერი ლექსია.
3. მართლა რამდენ რამეს აგვარიდა, გადაგვარჩინა. 5
მართლა რამდენ რამეს აგვარიდა, გადაგვარჩინა. 5
1. "ჩემი სათქმელი რა კარგად უთქვამსო"- ამას რომ გაფიქრებინებს, ის ტექსტია.
კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა :)
"ჩემი სათქმელი რა კარგად უთქვამსო"- ამას რომ გაფიქრებინებს, ის ტექსტია.
კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|