ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მშრალი ხიდი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2020


ჩვენი ერთად ყოფნა

ჩვენი ერთად ყოფნა გახუნებულ ფოტოებზე,
ჩვენი ერთად ყოფნა არყოფნაში,
ჩვენი ერთად ყოფნა წარსულში,
ჩვენი ერთად ყოფნა - რაღაც, რასაც ვეღარასოდეს მოვიხელთებ.
შენი ჩემთან ყოფნა დაცლილ ქალაქში,
შენი ჩემთან ყოფნა, როცა შიშველი წევხარდა დილის მზე სხეულზე დაგთამაშებს,
ჩემი შენთან ყოფნა ყველა წარმოდგენილ წამს,
ჩემი შენთან ყოფნა ყოფნის სისავსით,
ჩვენი ერთად ყოფნა, ჩემო ძვირფასო,
სადღაც შორეულ, მიუწვდომელ საგანთა შორის.

აქ ის აღმოჩნდა როდის?
ნუთუ როცა ჩემი შენთან ყოფნა იძირებოდა შენი თმების სურნელში,
ნუთუ მაშინ, როდესაც ჩემი შენთან ყოფნა, დარწმუნებული ბედნიერებაში, უდარდელად დასეირნობდა მდელოზე.


ის აქ აღმოჩნდა როდის?
ჩემო ძვირფასო.
ჩვენი ერთად ყოფნა.
მაპოვნინე. მაპოვნინე. ჭია-ჭია მაია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები