არაფერი გამოგივა ჩემო თავო მეთქი, კიდევ ერთხელ შევახსენე და თავდაღმართზე სირბილით დავეშვი. ეს ქვები ნეტა როდის მოიტანეს აქ, ასე ღრმად რომ ჩაფლულა უკვე ამ გზაზე. ისეა შეზრდილი ქვა და მიწა ერთმანეთს, როგორც ძვალი და რბილი. ამ მხარეში ადამიანის თვალი ყველაფერს დანატრულია. ეს ხეობის ყველაზე ბოლო სოფელია, რამდენიმე კომლი ცხოვრობს სულ. ნაწილმა მძიმე ზამთარს ვერ მოუგო ბრძოლაში და დანებებულმა გუდანაბადი აიყარა და მარტო ზაფხულში თუ ჩამოვა. ჯერ აღმართს აივლი, მერე დაივაკებს და ხეხილის ბაღში შემოხვალ, მერე თავქვე უნდა დაეშვა და აქ მოხვდები. მომხვდურს ნანახი გაგაოცებს, მწვანეშია ეს პატარა ადგილი ჩაფლული, გარშემო მთები და მაღალ-მაღალი ხეები იცავენ. დანატრულია ხეც და კაციც სულიერის მოსვლას. ამიტომ არ გაგიკვირდეს, როცა აქეთ მოხვდები, მზერამ კეფა აგიწითლოს. გამარჯობა არ დაინანო. ომახიანად შეძახე. ხემაც გაიგოს, კაცმაც.
მე კი მახსოვს, რომ ბოლოს აქეთ წლებია აღარ მოგიხედია და ისეთი პირი უჩანს, არც მომავალში უნდა გელოდოს ვინმე. მაინც გწერ წერილს, იქნებ მისამართზე ვერ მოვიდეს. იქნებ გზაში დაიკარგოს. შენსავით. შენც ხომ სადღად გადაიკარგე, შენი აღარაფერი მახსოვს და თან ვერაფერს ვივიწყებ. ვერ გამიგია, რა ამბავია ჩემს თავს.
ზამთარში ორი მკვდარი გავიტანეთ. ვიტირეთ. ვსვით. ვჭამეთ.
ყოველდღე მგონია, არაფერი გამომივა. ეს აზრი გონებაში გამომეკემსა და ვერ ვიშორებ. ნეტა შენი სახე დამანახა ახლა. გამახსენა რანაირად იცინი.
ეს მერამდენე წერილია, არ მახსოვს. არაფერს აღარ ვითვლი. არც თარიღებს, არც წერილებს. საერთოდ არაფერს. ისიც აღარ მახსოვს რამდენი წლისა ვარ. ყველაფერმა ასეთმა აღნიშვნამ და ციფრებმა გამომფიტა. გამომცალა.
გწერ ადრიან დილას. მზე მაღალ-მაღალ, აყვავებულ ხის ტოტებიდან მოჩანს. დროა წავიდე. მალე ნახირს ჩამოატარებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგია. ცოტა მეტსაც სიამოვნებით წავიკითხავდი, კარგად მეტსაც კარგია. ცოტა მეტსაც სიამოვნებით წავიკითხავდი, კარგად მეტსაც
3. "დანატრულია ხეც და კაციც სულიერის მოსვლას. ამიტომ არ გაგიკვირდეს, როცა აქეთ მოხვდები, მზერამ კეფა აგიწითლოს. გამარჯობა არ დაინანო. ომახიანად შეძახე. ხემაც გაიგოს, კაცმაც."
5 "დანატრულია ხეც და კაციც სულიერის მოსვლას. ამიტომ არ გაგიკვირდეს, როცა აქეთ მოხვდები, მზერამ კეფა აგიწითლოს. გამარჯობა არ დაინანო. ომახიანად შეძახე. ხემაც გაიგოს, კაცმაც."
5
2. მიყვარს წერილების კითხვა, მითუმეტეს ხეობის ბოლო სოფლებიდან გამოგზავნილის.
მიყვარს წერილების კითხვა, მითუმეტეს ხეობის ბოლო სოფლებიდან გამოგზავნილის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|