 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 8 მაისი, 2020 |
ტკბილი ცხოვრება
ხომ არის გაიღვიძებ და ხვდები, რაღაც უნდა შეცვალო, რომ ძველებურად ყოფნა აღარ შეიძლება, რომ ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, აუტანელზე უფრო მძიმეა, მოკლედ... ამ მცდელობათა ოთხმოცდაათი პროცენტი რა თქმა უნდა მარცხისთვის განწირულია და კაცობრიობის ათ პროცენტს უწევს დანარჩენი ოთხმოცდაათის საშინლად დამძიმებული სიმსუბუქე მხრებით ათრიოს.
გიორგი ის კაცი იყო, კომბალი არასდრის რომ გაეთალა, სამაგიეროდ ჭერში კომბლის მაგივრად, შესაცვლელ დღეთა ერთფეროვანი რიგი ჰქონდა შეწყობილი და იმ მგლის მოსვლას ელოდა სასოობით , ერთხელაც ისე რომ გააბრაზებდა , ამ ერთფეროვანი დღეებს ააწეწინებდა და დრომგლის მიერ გადაყლაპულებს ღერა-ღერა მუცლიდან ამოაყვანინებდა , გაბანიდა, დავარცხნიდა ,უსახურობიდან გამოარჩევინებდა და შაბათს შაბათს , კვირას კვირას, და ზოგადადაც კვირის ყოველ დღეს თავის სახელს დაარქმევდა , თორემ ახლა ყველა წლის , ყველა თვესა და კვირის დღეს ერთი დიდი შაბათი ერქვა...
მანამდე კი , იმ სანატრელი დღის მოსვლამდე, გიორგი იმ 90 %-ში შედიოდა ზემოთ რომ ვახსენე და ამ ამბავს შეგუებული თითქოს აღარც დარდებდო, მაგრამ..
გიორგი მე ვარ და თუ 2 საათამდე ბანკში მისვლას ვერ მოვასწრებ , ვადაგადაცილებულ დღეებს კიდევ ერთი დღე მიემატება, რისთვისაც კაცს შეიძლება ყურადღება არ მიექცია , თითოეული დღე დამატებით გადასახდელ თანხაში რომ არ იყოს ასახული. ამ ბანკს ეგეთი წესი აქვს 2 საათმდე დღევანდელი დღეა , ორის შემდეგ ხვალინდელი. სწორედ მაგიტომ და კიდევ იმიტომ რომ მანქანას ბანკის წინ დიიიიდი ალაბათობით ვერ გავაჩერებ, ვაჟაზე ვაჩერებ , ბანკი პავლოვზეა. გადმოვდივარ და ფეხით მივუყვები გზას პავლოვის ჩასახვევისკენ. საწინააღდეგო მიმართულებიდან, ჩემსკენ ორნი მოდიან, ერთი კამერით და ერთიც "ფორმულას" ლოგოიანი მიკროფონით ხელში. მაჩერებენ მიღიმიან და მეუბნებიან: შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ? კი ბატონო -- ვპასუხობ. მაგრამ მანამდე ერთ კითხვას მეც რომ დაგისვათ თუ ნებას დამრთავთ კიო რას ბრძანებთ შეგვეკითხეთო თქვენ ეხლა ხალხის აზრს იკვლევთ აქვე ვაჟაზე ? დიახ ზუსტად გამოიცანით , ნამდვილად ასეაო. კაი ჩემო ბატონო, ეგ მაინტერესებდა . ახლა შემეკითხეთ რაც გინდათ, საქართველოს გარდა , ცხოვრებას სად ისურვებდით? ანუ გულისხმობთ , პირველ რიგში საქართველოში მინდოდა ცხოვრება და ეხლა მეორე ქვეყანა უნდა დაგისახელოთ სადაც ვისურვებდი ცხოვრებას? -ვეუბნები მე. მთლად ეგრეც არააო და სხვანაირად შეგეკითხებით თქვენი ნება რომ იყოს სად ისურვებდით ცხოვრებას? ესპანეთში. რატომ?
დიდი რომ გავიზრდები ტორეადორი მინდა გამოვიდე ,ესპანეთში კიდევ, მგონია ეგ საქმე ყველაზე უკეთ იციან . გაეცინათ. კარგით კარგით გასაგებიაო. რა არი გასაგები?- რატომღაც უხეშად და გაბრაზებულმა ვუთხარი , ვატყობ შარზე ვარ, მაგრამ ის კარგი ბიჭი აღმოჩნდა, არ ამყვა. რა და ესპანეთსი რატომაც გინდათ ცხოვრება-- მითხრა მშვიდად და ღიმილით . სიმშვიდეს დიდი ძალა აქვს, გადამდები. მეც გამეცინა და ვუთხარი რომ ასე გულწრფელად არასდროს, არცერთი კითხვისთვის მიპასუხია და უკვე დიდი რომ ვარ , მაგას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს , რადგან როგორც დედაჩემისთვის დავრჩი მარადი ბავშვი, ისე ჩემი აუსრულებელი სურვილებისთვის ყოველთვის ბავშვი ვიქნები.
ეგ უკვე ფილოსოფიაო. დავეთანხმე. ხო და აწი თქვენ რუბრიკებს დაამატეთ ფილოსოფიური საუბრები აქვე ვაჟაზე----კარგიო დამპირდა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იმაზე ნაკლებ დროში მოხდა , ვიდრე მე ამის წერაზე მჭირდება, მაგრამ მაინც სჯობდა ავჩქრებულიყავი და დროულად შემეტანა ფული. ეგრეც ვქენი და ჯარიმიან დღეებს ერთი დღეც აღარ დავამატე. ეს ამბავი მოვითავე და გულდამშვიდებული, მაგრამ აწ უკვე უმიზნო, მანქანაში ჩავჯექი. ისეთივე უაზრო დღე იყო ,როგორც გუშინდელი , გუშინწინდელი. გამახსენდა დილით რაღაცეების შეცვლას რომ ვგეგმავდი. იმ ბევრი შესაცვლელიდან ერთი,-- მარშრუტი სამსახურამდე, მართლაც შევცვალე. კი , ბატონო შორი გზით ვიარე მაგრამ , სამაგიეროდ მშვიდობიანად და განსხვავებულით. დილიდან შესაცვლელებში სხვა ვერაფრით ვიყოჩაღე.
თვითონ ბევრს ვერაფერს ვცვლიდი, თავისით არაფერი იცვლვლებოდა. მიუხედავად თხოვნისა და მოწოდებებისა , მეტეორი არ და არ ეცემოდა . მაინცდამაინც დიდი არც იყო საჭირო, მცირე ზომის, სადმე ახლოში , ისე რომ არავინ დაეზიანებინა , მაგრამ სალაპარაკო რომ გამხდარიყო. სათქმელი მქონოდა იცი იმ დროს იქ ვიყავი და აი, მილიმეტრებში ჩამიქროლა , გესმის ცხელმა ჰაერმა ბეჭიც კი დამწვა , აქ ალბათ მოვიტყუებდი და ვიტყოდი რომ აგე იმ დამწვარის ადგილას არწივი გამოიხატა მეთქი და სადმე სალონში ოსტატურად ამომწვარ ტატუს ვაჩვენებდი.
მეტეორი, იმედი მქონდა, ცოტათი მაინც შეცვლიდა და საინტერესოს გახდიდა უსახურობას, სახელად ყოველღიურობა რომ ერქვა . მაგრამ ,მსგავს ფიქრებსაც გავურბივარ, რადგან ნატვრა ოცნებასავით ოხერია , გაიფიქრებ და ხელნაწერივით ვეღარც დაწვავ, ვერც გააქრობ . და გამოვა რომ შესაძლო მომავალი დააპროგრამე, რომელმაც შეიძლება მჟავე ტყმალივით შენს შვილიშვილს მოსჭრას კბილი. მობეზრებულზე და ცხელ გულზე ნატრული ყოველთვის სწორი და მართლა სანატრი არაა. შორიახლო ჩამოვარდნილ მეტეორს , ვგონებ ისევ უცხოპლანეტელთან მეოთხე რიგის კონტაქტი სჯობია, თუმცა ღმერთმა უწყის შეიძლება ეგეც შარი გამოდგეს. არა არ მივარგა სურვილები, ნატვრები . ამას რომ ვხვდები , ბუნებაში , ტყეში გაჭრა მინდება , წყლისპირას ჩამოჯდომა, ანაც წყლისპირს სიარული და ღმერთის მიერ ბოძებულ საჩუქარზე---სიცოცხლეზე, წესით ტკბილი და მშვენიერი რომ უნდა ყოფილიყო , თანაც ხალისიანი და რომ მოვახერხე უსახური და ამაო გავხადე, ფიქრი მინდება. მაგ დროს კარგად გრძნობ, რა სჭირდა ეკლეზიასტეს და ხვდები რომ მასთან ერთად ხელჩაკიდებული ,საუკუნეების წინანდელ, უცვლელ პრობლემების მოედანს, ურტყავ წრეებს.
ხოდა ლისს ავსულიყავი ისა სჯობდა ყველაფერს. წყალიც იყო , წყლისპირიც, სადაც ჩამოჯდომაც შეიძლებოდა და თუ სურვილი გექნებოდა ეკლეზიასტესთან, პრობლემების მოედანზე ხელიხელჩაკიდებული , ლისის ტბის გარშემო ბეტონიან ბილკზე სიარულისას ,ცხოვრების ამაობაზე საუბარსაც შეძლებდი. არც კუს ტბა იყო ურიგო, მაგრამ სახლთან სიახლოვის გამო, არჩევანი ლისს შეხვდა და არადანი კუს . სახლში შევიარე, გამოვიცვალე, სპორტულები ჩავივცვი და ლისის ტბაზე ავედი. თავში , რომ ვთქვი ზუსტად ეგეთი დღე მქონდა,რომ გაიღვიძებ და რომ გრძნობ... ლამის ყოველი დღე ეგეთი მაქვს კარგა ხანია, რაღაცის შეცვლას ვაპირებ, ვაპირებ მაგრამ როგორც ყოველთვის არაფერი გამომდის. ბილიკს შეყოლილი იმაზე ვფიქრობ(ეს გასახურებელი ფიქრია) რომ ნაბიჯიც გასაკიცხად დაბარებული ადამიანისა მაქვს , რაღაცნაირად გაუბედავად გავერიე წრის გარშემო სპორტული ნაბიჯებით მოსიარული ადამიანების რიგში. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ჩემს ამდენ წარუმატებელ ცდასაც, თქმა არ უნდა, ექნებოდა მიზეზი. ამ მიზეზის პოვნა იყო მთავარი. მიზეზის საპოვნად შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო, ახლო წარსულის დღეთა გადაქექვა, უცბადვე წარმოაჩენდა მიზეზს . ბევრჯერ მიგრძვნია, ანკესზე წამოგებულ თევზივით სხმარტალი რომ დაუწყია , დასაჭერად კუდშიაც წამივლია ხელი , მაგრამ ბოლოს მაინც გამსხლტომია. მიზეზს, თევზივით სისველე და სლიკინობა ახასიათებს და ხელიდანაც ადვილად სხლტება . წრის ნახევარი გავლილი მქონდა როცა ვიგრძენი საკუთარ თავთან სჯა-ბაასისას, ანალიზის ანკესზე წამოცმულ სატყუარას, თევზი-მიზეზი ეთამაშებოდა. ხან ერთ , ხან მეორე მხრიდან გაეთამაშებოდა , ეტყობოდა საქმესთან ერთად, გართობასაც აპირებდა, ასეთ დროს მთავარია, მეთევზეს ნერვებმა არ უმტყუნოს და ანკესი იმაზე ადრე არ მოიქნიოს ვიდრე საჭიროა. თევზი ოხერია , ცხელ ტაფას ვერ იტანს. გამოცდილი მეთევზე არა ვარ , მაგრამ ვიცი ამ დროს ,ნელა უნდა გააცურო ანკესი აქეთ-იქით . აჰყვე უნდა თამაშში და რომ იგრძნობ სატყუარას თამაშ-თამაშ გიჭამს, მაშინ უნდა აიქნიო და უცენ ამოკრა. აი, მანდ მიჭირდა .... განა ვერა? შემიძლია ,მაგრამ ვხვდები თევზის დაჭერისა მეშინია, ზუსტადაც ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანის უსუსური მცდელობები მარცხით მთავრდება. მიზეზი გველსაც ჰგავს ,თავისივე კუდი პირში რომ მოუგდია და თავი-ბოლო ვერ გაგირკვევია , ვერც თავში ავლებ ხელს და ვერც ბოლოში. ყველაფერი წრეზე მოძრაობს და ეტყობა მიზეზმაც გვლისგან ისწავლა ეს ხრიკი. ხო, ცოტა ძნელი და საფრთხილო იყო მივყოლოდი საკუთარ ფიქრთა მდინარებას, რადგან წეშმარიტება სადღაც ახლოს დაბოდიალობდა და სანადიროდ გასული ინდიელივით ფრთხილი იყო. მეორე წრეზე გადავწვიტე, ახლო წარსულიდან ცვლილებათა მორიგი "სამაგალითო" მცდელობა გამეხსენა, სადაც მძაფრად გამოჩნდებოდა წარუმატებლობის მიზეზთა მთელი დასი.
არცთუ შორეული წარსულიდან განსჯისათვის მოხმობილი მაგალითი მწარედ და ცუდად ჩამრჩა თავში , რამდენიმე დღიანი ომის დროს ვერ განხორცილებული სურვილი, წავსულიყავი ომში და რაღაც შემეცვალა ცხოვრებაში,გავმხდარიყავი ჯარისკაცი თუგინდ რიგითი მეფიქრა გენერლობაზე თუნდაც და როცა მიღებულ გადაწყვეტილებას ბანალური და გულისამრევი, სმის სურვილი აღუდგა წინ და კიდეცაც დამამარცხა. როგორ იყო ეგ ამბავი ? კიდევ ერთხელ გადავხედე მაშინდელ ამბებს , გადავხედე როგორც ამბავს ვიღაცისას , რომელიც არ მაღელვებს, უცხოა და შემიძლია ობიექტური ვიყო. ასე უფრო ადვილია შეფასებაც უფრო სრულყოფილი გამოდის. დიდი ხანია ცნობილია რომ სხვის ომში ბრძენად ყოფნა ბევრად იოლია , ვიდრე საკუთარში. ამიტომაც ჩემს ამბავსაც სხვისი თვალით შევხედე. ომი რომ დაიწყო , ომში წასვლას და მოხალისეთა რიგებსი ჩაწერას აპირებდა, მაგრამ პირველ დღეებში მიღწეულმა წარამტებამ აფიქრებინა რომ მის გარეშეც ადვილად გავიდოდნენ ფონს და მისი ასეთი საქციელი უბრალოდ მატრაკვეცობა და გამჟღავნებული ამპარტავნობა იქნებოდა. იმ დღეებსჰი უმეტესად ტელევიზორთან იჯდა და იგებდა ფრონტზე მიმდინარე ამბებს. და უცებ ბრახ და თურმე მტერი აქეთ გვიტევს, მოიწევს წინ და ჩვენი გაქრობა სწყურია. თქვენი ოხერი დედაც შეიგინა მთელი ხმით, მაგიდიდან ის არაყი აიღო დიდი ხანი განჯინაში უფუნქციოდ ( კედელზე დაკიდებულ თოფივით) რომ იდო, გუშინ რომ მაგიდაზე გადმოდო და მიუხედავად დიდი სურვილისა პირი არ დააკარა . პირდაპირ ბოთლიდან რამდენიმე ყლუპი მოსვა. გააჟრიალა, და სველი ძაღლივით შეაძაგძაგა. ტახტზე მიწვა. იწვა გიორგი , თვალებიდან ცრემლი სდიოდა საკუთარი და სახელმწიფოს უილაჯობით გამწარებულს. შემოვლენ ეს დედამოტყნულები, ნამდვილად შემოვლენ, არადა მტერი უმეტესად ასეტია და ესენი ხომ იყვნენ და იყვნენ. საოცარია იმ ცოტაოდენმა, ბოთლიდან მოსმულმა არაყმა მალევე შეათრო და ფიქრის საღერღელი აუშალა. კიდევ უნდა დაელია, აშკარად უკეთ ეფიქრობოდა არაყდალეულზე. ის ბოთლი არაყი და კიდევ ერთი მალევე დალია და წავიდა ... საქმე რომ სერიოზულად იყო მაგას კარგად ხვდებოდა და რომ ხვდებოდა მაგიტომაც არ იყო ფხიზელი. ესენი მართლა შემოვიდოდნენ. ქვეყანას მამა არ ყავდა , დედა საშოვარზე იყო გასული და ეტყობოდა კარგა ხანს არ დაბრუნდებოდა. არ არსებობდა საერთო სახელმწიფოებრივი , საბრძოლო თავდაცვითი სტრატეგია . გიორგი იძულებული გახდა თავის სტრატეგიაზე ეფიქრა , ახლა მოხალისეობის დრო აღარ იყო. ოჯახი დასასვენებლად ჰყავდა გაშვებული (ვინ იფიქრებდა ომი დაიწყებოდა) და იმედი ჰქონდა , მტერი თბილისს დაპყრობის შემდეგ, იმ პატარა ,მნიშვნელობითა და ზომით, სტრატეგიული პუნქტის დასაპყრობად არ მოცდებოდა, სადაც ოჯახი ჰყავდა გახიზნული .
მოგეხსენებათ თბილისი უპირველესი სტრატეგიული პუნქტია,მისი დათმობა და დროებითი უკანდახევა არ გამოდის, რადგან უკანდახევა ფაქტიურად მეზობელ სახელმწიფოსი შეჭრას ნიშნავს და რადგან არც მონღოლთაგან გამოქცეულ ჯალალედინებად ვვარგობდით, ორი ვარიანტი რჩებოდა,ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ან დანაბება. დანებებაზე გიორგი თანახმა არ იყო. სიზმარი გაახსენდა უწინდელი,გასული საუკუნის, გიორგი პატარა რომ იყო, იმდიდიხნისწინანდელი. მშვიდობიანი დრო რომ იყო და ვერადროს იფიქრებდა, ოდესმე ომი თუ იქნებოდა იმ დროინდელი.
იმ სიზმარში გიორგი თბილისში ტანკებით შემოჭრილ მტერს, დინამიტებით სავსე ხურჯინით (მერე სულ ფიქრობდა ხურჯინში დინამიტები სიზმრისთვისაც კი ზედმეტი იყო) მუხლოხოებში შეუვარდა და ტანკის ნამსხვრევებთან ერთად გაფანტა უკანასაკნელი დაულაგებელი ფიქრები. მისდა გასაკვირად ეს სიზმარი მეხსიერებაში დიდხანს ჩარჩა , მართალია სიზმრებისა არ სჯეროდა, მაგრამ ეს ისეთი გამორჩეულად უაზრო სიზმარი იყო , უმიზნოდ დასიზმრებული ვერ იქნებეოდა. ცოდო იყო, ტყუილად დასაზიმრებლად . დიდ ხანს იყო სიზმრის გავლენის ქვეშ, ხშირადაც ახსნდებოდა. მერე დრო გავიდა იმ სიზმარსაც და ბევრ სხვა რამესაც დავიწყების ნაცარი მიეყარა , მაგრამ ეგე , თურმე სიზმარი ამდენი ხანი ელოდა თავის რიგს რომ ასრულებულიყო. დრო დამდგარიყო.. ასაფეთქტებელ ნივთიერებებზე უნდა ეზრუნა, დინამიტებზე ,ხელყუმბარებზე. რომლებიც ასე უცებ ,ადვილად საშოვნი არ იყო. მოლოტოვის კოკტეილები დავამზადებ .გაეცინა, მტერს თავისავე იარაღით დაუხვდებოდა.
მაშინ იმ სიზმარში ტანკს პეკინზე შეუვარდა, ახლაც თუ ასე მოუწევდა სჯობდა კიდევაც მოლოტოვის კოკტეილით აეფეთქებინა ტანკი, ვიდრე უფრო ძლიერი საშუალებით, ზედმეტი ნგრევა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა რომ არ გამოეწვია. ტელევიზორის ყველა არხი დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებდა სადაც წამყვანი , არანორმალურად გულში ჩამწვდომი ხმით საქართველოს ძველ დიდებაზე, ქართველთა საბრძოლო ნიჭსა და მეომრულ სულზე ჰყვებოდა.
ცოტაოდენი არაყი კიდევ ჰქონდა დარჩენილი ბოთლში. ორ დღეში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ ბოთლით მოიყუდა და დალია, ტირილი რომ შეეკავებინა. ორ ყლუპად ეყო დარჩენილი არაყი. სახლში 300 ლარი ჰქონდა, ეს ნაბოზვრები შემოვლენ და მთელ სასმელს დალევენ, ამ მტერს სმა ძლიერ უყვარდა. ისიც კი გაიფიქრა გზადგზა არყიანი ყუთები რომ დავუდგატ ეგებ გაჩერდნენ არყის სმა დაიწყონ და მერე გამოთვრალებს კი მოვერევიტო. თუმცა სისულელ მოეჩვენა ეს აზრი , ორგანიზებულობა სჭირდებოდა მაგ საქმეს , ეგ კი ძლიერ გვაკლდა ქართველებს.
თუმცა აზრი რომ ქვეყანაში არსებულ სასმელის მარაგს , ბოლომდე გამოუცლიდნენ სრულ წეშმარიტებად მიიღო , წამოდგა უჯრიდან ფული აირო და მაღაზიაში გადავიდა . ამ ფულად შედარებით ძვირიანი არყები და ყველაზე იაფიანი თევზის კონსერვები და პური იყიდა. სახლსი გულდამსვიდებულად დაბრუნდა. აწი ნაღდათ იცოდა რომ დარჩენილი სიცოცხლე ეს არაყი ეყოფოდა , და თუ ყველას ვერ დალევდა აფეთქებამდე დაამსხვვდა და მტერს არ დაუტოვებდა დასალევად. კმაყოფილს ჩაეცინა დაგენძრათ ნაბოზვრებოო. აწი წამოწოლაც შეიძლებოდა და ლოდინი. დედააფეთქებულები კიდევ ისეთი ტემპით მოიწევდნენ, შეიძლება ამდენი სასმელი დასამსხვრევი გახდენოდა. დოკუმენტურ ფილმებს შორის შუალედში იყო პირდაპირი ჩართვები საომარი მოქმედების ზონებიდან. აჩვენებდნენ.როგორ გვბობავდნენ , ჩანდა ხალხი როგორ დასტიროდა ქუჩაში დაყრილ მიცვალებულებს. პანიკაში მოძრავი მანქნანები. წამოხტა და სამზარეულოსი ფანჯრები მუშტებით ჩაამსხვრია, გაცოფებული მაშინღა გამოერკვა , კედლები სისხლის წვეტებით რომ დაიფარა. ფუ შენი, ხელებიდან შუშის ნამსხვრევები ამოიღო. იმ მოტანილი არყიდან ერთი გახსნა, ხელებზე გადაივლო. მერე მაისურით გადაიხვია. კარგი იყო რომ სერიოზული ჭრილობა არცერთი არ ჩანდა. აი ტკივილით კი კარგა მაგრა ტკიოდა და ალბათ კიდევ უფრო ატკივდებოდა, ხოდა მაგიტომაც ადგა და სანამ ტკივილი შემოუტევდა ბოთლში ჩარჩენილი არაყი ბოლომდე გამოცალა , დამანჭულმა პურის ნატეხი მიაყოლა. კინარამ გული აერია ეტყობა ნაღვლის ბუშტი აპროტესტებდა. პირმოკუმულმა უკანა ჩაიბრუნა ტუჩებს მოწოლილი სითხე და ტახტისკენ ბარბაცით გასწია. დაგენძრათ , დაგენძრათ ძახილით მიწვა და ჩაძინებდა გაიფიქრა რომ ორ საათში გაეღვიძა, მტერი სწრაფად მოიწევდა და მომზადება უნდა დაეწყო. ორი საათის მაგივრად , ორ დღეში გაეღვიზა , შეიზლება ცოტ-ცოტა ხანი ეღვიძებოდა კიდევაც , მაგრამ ზუსტად არ ახსოვდა და ამიტომაც შეიზლება გვეფიქრა არც გაუღვიძია. მოკლედ აღმოჩნდა რომ სანამ უსიზმრო ძილით ეძინა , ომი დამტავრებულიყო. საშინელი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო მაშინ , ორი თვე იმ მომარაგებული არყით ებრძოდა ტრავმას, ვერც დაამარცხა და ნეიროპათიითაც დაიჯილდოვა თავი. კარგი მაგალითი იყო განსასჯელად, თუ დააკვირდებოდა და გვერდიდან შეხედავდი ამ სიტუაციას აშკარად იკვეთობოდა , უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გადაწყვეტილებების ასრულებისას. და ამის მიზეზი აშკარად შიში იყო , ყოველდრიურობის შეცვლის სიში, რადგან არ იცი რას მოგიტანს ცვლილებები. ადამიანების უმრავლესაობასავით მასაც ეგ პრობლემა ჰქონდა ,თან უნდოდა რომ შეეცვალა რაღაც და თან ამ ცვლილებებისა ეშინოდა, რადგან არ იცოდა რას მოუტანდა ეს გაურკვეველი მომავალი, ცვლილებების გარეშე ასე უშფოთველად და წყნარად მავალი. გარკვეულსა და ყველაფრის მცოდნეს შეეძლო ისევ ევლო, იმ ძველ გაკავალულ გზაზე, სადაც არასდროს არ დაუცდებოდა ფეხი , არც წაიქცეოდა , არც გაიქცეოდა და წყნარად დაელოდებოდა შემდეგი რეინკარნაციის ჟამს, იმის იმედად რომ ადამიანზე ნაკლებად არ მოვიდოდა. ვინმე ,კარგად გარკვეული ადამიანის ფსიქიკაში , იქნებ შემომდავებოდა კიდევაც , ეგ ყველაფერი მაგ კონკრეტული მაგალითიდან საერთოდაც არ ჩანსო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი რომ ასე იყო, რადგან ჩემი დასკვნა რეალურად მხოლოდ ამ მაგალითს არ ეფუძნებოდა და აშკარად ბევრი სხვა მაგალითითაც ნასაზრდოები იყო, ეს უბრალოდ ის ბოლო წვეთი გამოდგა , ჭურჭელი ბოლომდე რომ გადაავსო და გარეთ გარდმოდინდა( ვიცი გადმოდინდება კოკას უფრო მოუხდებოდა) ან თოვლის ის ფანტელი საზვავედ გამზადებულ თოვლი მასას რომ დაეცა და ზვავად აქცია , ან პეპლის ხაშურში, ფრთების დაქნევით გაჩენილ სიო, გურჯაანში ქარიშხალად რომ იქცა , კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია ჩემი არგუმენტების გასამყარებლად, მაგრამ იყოს ეს სამი , რადგან მგონია რომ ადამიანის ფსიქოლოგიაში გარკვეულ, იმ ჩემთან მოკამათეს ამ სამითაც მოვუკლავ დავის სურვილს.
კმაყოფილი ვიყავი ამ დღის , ლისის ტბაზე გასეირნების, რადგან ამასობაში ორ წრე ნახევარი გამივლია და კარგა ბლომად კალორიებიც დავწვი ცუდი დღეებისთვის გადადებულ ცხიმების მარაგიდან. მზე უფრო ხალისიანად ანათებდა , ან მე მეჩვენებოდა, ბევრი რამე მეჩვენება ამ ბოლო ხანს, მაგრამ ის ნამდვილად არა , რომ ცვლილებეის გასახორციელებლად მზად ვიყავი, ვიცოდი, საბოლოოდ ვიცოდი რაც მიშლიდა ხელს , და ისიც მახსოვდა რომ ეს ცოდნა ის იარაღი იყო ომში საბრძლოველად მიმავლს კიდევ ბევრჯერ რომ დამჭირდებოდა. ცხოვრება მშვენიერი და ტკბილი ჩანდა, ათასი ცვლილებებით სავსე , მთავარი იყო მე მდომოდა , გულით მდომოდა და მიმეღო ეს ცვლილებები. სადღაც შორს, მომავლის ეკრანზე ვხედავდი კაცს, გაზქურასთან მდგომი ნერწყვებს ყლაპავდა, ტაფაზე საკუთარ ცხიმში მწყერივით მსუქანი ღამურა იწვებოდა ... მოულოდნელი ცვლილებებით სავსე ცხოვრება იწყებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მომნატრებია შენების კითხვა, იუმორით და ღიმილით რომ უნდა გადამაყლაპო ტკივილი, სევდა და ,,ამ ყოფის აუტანელი სიმსუბუქის“ მწარე ფილისოფია ... ახლაც მასეა და იქნება მეც დავდო აქ რაიმე ახალი ანუ ბოლოდროინდელი ნაწერი...... მომნატრებია შენების კითხვა, იუმორით და ღიმილით რომ უნდა გადამაყლაპო ტკივილი, სევდა და ,,ამ ყოფის აუტანელი სიმსუბუქის“ მწარე ფილისოფია ... ახლაც მასეა და იქნება მეც დავდო აქ რაიმე ახალი ანუ ბოლოდროინდელი ნაწერი......
8. :) .. ყოფის აუტანელი სიმსუბუქე- მარადიული ტვირთი, ძალიან მომეწონა, როგორ მოხერხებულად მიგვითითე ჩვენს სისუსტეზე და თან გაგვაღიმე. ) :) .. ყოფის აუტანელი სიმსუბუქე- მარადიული ტვირთი, ძალიან მომეწონა, როგორ მოხერხებულად მიგვითითე ჩვენს სისუსტეზე და თან გაგვაღიმე. )
7. კი წავიკითხე, გამიხარდა, აუ, ჰარი მოსულა და კაი რამე ექნება მოტანილი თქო, დიდი მონდომებით ჩავიკითხე ბოლომდე, მარა, მომეწონა-თქო რომ გითხრა მოგატყუებ, არაფერიც არ მომეწონა, აი არაა პროზა , სხვა რამეზე ფიქრობდი და სხვა რამ დაგიწერია,, იგინე ახლა რამდენიც გინდა გითხარი მართალი, ომი რო იყო და რაც იყო მაი ყველამ იცის,, " ბაბუა ომში იყო და შვილიშვილი ომის ამბავს უყვებოდაო" ასეა ახლა აქანე საქმე. სულმოუთქმელად გელოდები, დაწერე კაი რამე, ჰარისებური, მიკვარხარ და ზალიან მომწონს შენი ნაწერები ჰარალეს ვფიცავარ თუ გატყუოდე.
კი წავიკითხე, გამიხარდა, აუ, ჰარი მოსულა და კაი რამე ექნება მოტანილი თქო, დიდი მონდომებით ჩავიკითხე ბოლომდე, მარა, მომეწონა-თქო რომ გითხრა მოგატყუებ, არაფერიც არ მომეწონა, აი არაა პროზა , სხვა რამეზე ფიქრობდი და სხვა რამ დაგიწერია,, იგინე ახლა რამდენიც გინდა გითხარი მართალი, ომი რო იყო და რაც იყო მაი ყველამ იცის,, " ბაბუა ომში იყო და შვილიშვილი ომის ამბავს უყვებოდაო" ასეა ახლა აქანე საქმე. სულმოუთქმელად გელოდები, დაწერე კაი რამე, ჰარისებური, მიკვარხარ და ზალიან მომწონს შენი ნაწერები ჰარალეს ვფიცავარ თუ გატყუოდე.
6. მოვედი, წავიკითხე, ვისიამოვნე, ცვლილებებთან შეჭიდება-შეუჭიდებლობის ყველა ანალიზს არგუმენტირებულად დავეთანხმე, გუნებაში "ჩემნაირო"-თქო გავიფიქრე და "მოულოდნელობებით სავსე ცხოვრებას" მოთმინების აბჯარასხმული რომელიღაც პავაროტში დავხვდი...
მოვედი, წავიკითხე, ვისიამოვნე, ცვლილებებთან შეჭიდება-შეუჭიდებლობის ყველა ანალიზს არგუმენტირებულად დავეთანხმე, გუნებაში "ჩემნაირო"-თქო გავიფიქრე და "მოულოდნელობებით სავსე ცხოვრებას" მოთმინების აბჯარასხმული რომელიღაც პავაროტში დავხვდი...
5. ეს განთავსებისთანავე წავიკითხე და მერე გამომრჩა რომ კომენტარი გამეკეთებინა
აშკარად იხვეწება ეს კაცი მართლ კი არადა უბრალოდ სწორ წერაში :)) თავიდან რომ დავიწყე კითხვა, ვიფიქრე სხვისი დაწერილია ეს უეჭველი მეთქი განსაკუთრებით “დრომგლის“ რომ ეწერა უშეცდომოდ :)
მაგრამ შემდეგ თითქოს “აღარც დარდებდო“ ამოვიკითხე და დავმშვიდდი ნაღდია ჰარირამაა თქო
მაგრამ აშკარად უვლია გამართული თუ სუფთა წერის გაკვეთილებზე
უფრო მეტს ალბათ ჰარალე გვეტყოდა ამ ამბავზე, მაგრამ რაღაც არ ჩანს :))
მოთხრობაზე რა უნდა ვთქვა? 5 დავწერე ჰარირამასეული მსუბუქი და ლაღი იუმორი
გემრიელად წამეკითხა ეს “ფილოსოფიური“ ნააზრევი ძველი დრო გამახსენა
ასე, რა მოდი ხოლმე მოგვიტანე ნობათი და გაგვახარე :)
ეს განთავსებისთანავე წავიკითხე და მერე გამომრჩა რომ კომენტარი გამეკეთებინა
აშკარად იხვეწება ეს კაცი მართლ კი არადა უბრალოდ სწორ წერაში :)) თავიდან რომ დავიწყე კითხვა, ვიფიქრე სხვისი დაწერილია ეს უეჭველი მეთქი განსაკუთრებით “დრომგლის“ რომ ეწერა უშეცდომოდ :)
მაგრამ შემდეგ თითქოს “აღარც დარდებდო“ ამოვიკითხე და დავმშვიდდი ნაღდია ჰარირამაა თქო
მაგრამ აშკარად უვლია გამართული თუ სუფთა წერის გაკვეთილებზე
უფრო მეტს ალბათ ჰარალე გვეტყოდა ამ ამბავზე, მაგრამ რაღაც არ ჩანს :))
მოთხრობაზე რა უნდა ვთქვა? 5 დავწერე ჰარირამასეული მსუბუქი და ლაღი იუმორი
გემრიელად წამეკითხა ეს “ფილოსოფიური“ ნააზრევი ძველი დრო გამახსენა
ასე, რა მოდი ხოლმე მოგვიტანე ნობათი და გაგვახარე :)
4. თავისებურია, იუმორიც გასდევს მთელ ტექსტს :)))
თავისებურია, იუმორიც გასდევს მთელ ტექსტს :)))
2. მომეწონა კარგია+5 მომეწონა კარგია+5
1. ღამურას ეფექტი :)
როგორი ფსიქოლოგიური წიაღსვლებია , თქვენ ყოფილხართ ფსიქოლოგ-ფილოსოფოსი .
ძველი, კეთილი დრო გამახსენდა - თქვენ რომ მსოფლიოს ყველა ანბანს იყენებდით წერისას :)
ღამურას ეფექტი :)
როგორი ფსიქოლოგიური წიაღსვლებია , თქვენ ყოფილხართ ფსიქოლოგ-ფილოსოფოსი .
ძველი, კეთილი დრო გამახსენდა - თქვენ რომ მსოფლიოს ყველა ანბანს იყენებდით წერისას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|