ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 მაისი, 2020


დასასრული




მზე არ ამოდის, არც კაცი ჩანს, აღარც გზებია
არც ღრუბლებია _ აღელვებულ ზღვათა საბანი, 
და ძილისპირზე სიზმრები რომ დაიზრდებიან
ცაზე ვარსკლათა აბლაბუდებს ქარნი  აბამენ. 

და ეს ლოდებიც დამსხვრეული მთათა ძვლებია 
თავშესაფარი დეფისების,  წლების, თვეების, 
სადაც ჯერ კიდევ უკვდავებას გეფიცებიან
მეორედ მოსვლის გულუბრყვილო მედროშეები. 

და  როცა სძინავთ მშვიდი ძილით არარაობებს
და  როცა წერენ რაობაზე მეოცნებენი, 
-სასაცილოა არაფერზე რადგან ჯავრობენ
და უტრიალებთ გადარჩენის თავში  რეფრენი. 

და არაფერი არ იქნება,  როცა წლებია
გტოვებენ, ტოვებ , ყველაფერი რჩება უცვლელი, 
და იმ კვირტს გავხარ ლურჯ ყინვაში ძლივს რომ ძლებდი ან-
და დანებდი და უბრალოდ ვერ გაუძელი. 

მზე არ ამოდის,  და ღამესაც დიდი ხიბლი აქვს
ყურს უგდებ ქარებს _ ღამეების აშარ ორატორს, 
მე აქ ვმთავრდები, თქვენ კი თავში ქვებიც გიხლიათ
წუმპეებიდან მოთრეულნო არისტოკრატნო.

2015.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები