როგორ დაკარგე შენი ძველი თეთრი პორტმანი? ახალს შეიძენ, ალბათ, შენს თავს ამას ჰპირდები, როცა გგონია დგახარ, მაგრამ მაინც ტორტმანებ, სხვები ამჩნევენ ამ შენს ტორტმანს და არ სჭირდებით.
ნეტავ ისინი აქ რომ იყვნენ, საით მიდიან. მადამ, ყველაფერს ნუ დაჰკარგავთ, ჭკუას მოუხმეთ, როგორც ამბობდნენ არაზანი დიდზე დიდია და შენი სიყრმის დავიწყების მოდის დრო უკვე.
როგორ გიყვარდა, ეგ პორტმანი, თეთრი ბზარებით, აქ რომ იყვნენ და რომ მიდიან, როგორ გიყვარდა, ასე მარტოსულს, უმეგობროდ, მოგესალმები, თუმც არ გეგონო ვინმე ბუდა, ანუ სიდჰარტა.
უბრალოდ ვიცი ბედისწერა როგორ გაწვალებს, ვიცი, შენს ირგვლივ ახლა შავი, მკვლელი ბინდია, ოღონდ არ გაჰყვე, მეგობარო, იმათ ნაკვალევს, აქ რომ იყვნენ და ახლა უკვე სადღაც მიდიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საინტერესო ავტორია. ხვალ კიდევ წაგიკითხავთ. 5 საინტერესო ავტორია. ხვალ კიდევ წაგიკითხავთ. 5
3. მადლობა, მეგობრებო. ნამდვილად ეგ არაზანია )) მადლობა, მეგობრებო. ნამდვილად ეგ არაზანია ))
2. მეც მომეწონა +5 ეს ის არაზანია ბევრს რო ალაზანი ჰგონია) მეც მომეწონა +5 ეს ის არაზანია ბევრს რო ალაზანი ჰგონია)
1. ძალიან მომეწონა და ვერ კი ავხსნი რატომ :)
ძალიან მომეწონა და ვერ კი ავხსნი რატომ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|