 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 7 ივნისი, 2020 |
ქვე მიწაში ქვეშევრდომი ვიწყებ ტრიალს თავის, კუდის, თვალის, ფეხის, ქრონომეტრი ისმენს წიკწიკს ღამის, ზეყანაში ვეღარ დავბრუნდები. მაქვს ქვეყანა აღარავისთანა, ტრანსმასტურბაციულ სიზმრით ვტკბები, გაფილტრული არყით ვეღარ ვთვრები, ამერიოს გული ტვინისთანა, ტვინი გულისთანა, სულისთანა, სულთა თანა ტკივილების ფონზე, აღარ მექანება ტანი, ტანი ხმელი, ტონი - უფრო მოკლე. უხმო ძილი, უშნო ხალხის ფერი, ფრიალებს და ბზრიალებს და ხურს, საქანელა დევის რქებზე ებმის, დევს მუცელზე ფეხის ფრჩხილით ყურს ვუჩიჩქნი და ვუწრიპინებ - დაწექ, დაიჩოქე, დამანახე თხემი, ფრთხება ისე ეჭმუხნება შუბლი, თითქოს ძოვენ მის მუცელში თხები. ვის აქვს ყანა ჩემისთანა ქვე, ვის საფლავს აქვს ჩემისთანა ქვა, ვინც აქამდე თარაზულად ვაქე, მან შვეულად ჩამომძახა - ყვაააა. ქშშშა, ქშშშშშ......
12 მაისი 2020 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნეტავ სიტყვების მნიშვნელობაში გაერკვეთ და ჩუკენობის ობიექტს რამენაირად შევარჩევ. უზადო გემოვნება მაქვს :)) ნეტავ სიტყვების მნიშვნელობაში გაერკვეთ და ჩუკენობის ობიექტს რამენაირად შევარჩევ. უზადო გემოვნება მაქვს :))
6. ),,მაქვს ქვეყანა აღარავისთანა, ტრანსმასტურბაციულ სიზმრით ვტკბები"
ჩუკენობდე და ისიც ტრანსზე? საოცარია... აფერუმ თქვენს გემოვნებას
),,მაქვს ქვეყანა აღარავისთანა, ტრანსმასტურბაციულ სიზმრით ვტკბები"
ჩუკენობდე და ისიც ტრანსზე? საოცარია... აფერუმ თქვენს გემოვნებას
5. ეს არის მისტიკური ლექსი - სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან დაგხვდება ;)
ეს არის მისტიკური ლექსი - სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან დაგხვდება ;)
4. ვერ მივხვდ :( ვერ მივხვდ :(
3. მე მომეწონა+5 აბა ვინ მიხვდება შოთა ნიშნიანიძე რატო გამახსენდა:)) მე მომეწონა+5 აბა ვინ მიხვდება შოთა ნიშნიანიძე რატო გამახსენდა:))
2. შევასწორებ პატივცემულო, მადლობა. შევასწორებ პატივცემულო, მადლობა.
1. დავრუნდები - კორექტურა
ვინც აქამდე თარაზულად ვაქე, მან შვეულად ჩამომძახა - ყვაააა.
ეს კარგი იყო :) დავრუნდები - კორექტურა
ვინც აქამდე თარაზულად ვაქე, მან შვეულად ჩამომძახა - ყვაააა.
ეს კარგი იყო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|