ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2020


სტატუეტი

რომ ვერ გაცინებ, ეს ერთია და სატკივარი,
რომ ვერც გატირებ, ეს საერთოდ არ ყოფნას ნიშნავს.
და დარჩენილი სიყვარულის ერთი მტკაველი,
მე მაცოცხლებს და შენ ალბათ გტანჯავს ან გიცავს.

ჩემგან გიცავს თუ დაბრუნების ფიქრისგან გიცავს,
არ ვიცი, მაგრამ ეს ორივე თანაბარია.
ზოგი ღმერთს ფიცავს, (ეს არ მომწონს) ან დედას ფიცავს,
მე კი სიცოცხლეც საფიცარად არ მაბარია.

დრო გადის! (ასე ბანალურად ვერავინ დაწერს)
მაგრამ ამ დროში ამ დღეების დაკარგვა დამცლის
და სულ არ მინდა რომ ოდესმე გავცდე ამ კარცერს,
მაგრამ სასჯელის მოხდასაც კი არავინ გაცლის.

ვერ გაგაცინებ ეს ერთია და სატკივარი,
რომ გაგაცინო, იქვე დარდი შეჭამს იმ სიცილს.
ხოდა მიმიღე, ახლა როგორც მხოლოდ სტუმარი,
მერე ან დავრჩე, ან დამტოვო, ან ღმერთმა იცის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები