ნინო დარბაისელი
შეცდომათათვის - - - - -
ეჰ, შეცდომასაც რომ უმანკო სჭირდება თურმე! - გულუბრყვილო, მიმნდობელი, არასმნახველი... აბა, ეს რაღა ცხოვრებაა, თუკი ისე დაჭკვიანდი, სათოფეზედაც არ გეკარება. ცხოვრებისგან კი, რაც შეგრჩენია, სულ შეცდომის ხემ არ დაისხა? შეცდომის ჩიტმა გადაგიფრინა და საგარეო ტანისამოსზე გადმოგასკინტლა; ბედნიერებაც შეცდომის ორმოს არ ეფინა ქორფა ნათიბად? - შიგ არეული ზმანებების: ჯერაც ცოცხალი დედოფალი ანას მაქმანის, მისი ნაქმრევი მეფის ფიალის, შორს მოწკრიალე იისფერი ზანზალაკების და დილ-გრილოში მოქანავე წითელფოჩების სუნს არ აფრქვევდა? ახლა მათლაფა როგორი იყო, შეცდომით სავსე? - გალიცლიცებულს ზედაპირზე ოქროს ღალა რომ შემოსდგომოდა, ანდა შეცდომის ქვეშაგები? ზედ იატაკზე გადმოყრილი, ზედ დასაცემი! ეჰ, შეცდომასაც რომ უმანკო სჭირდება, თურმე, და უარესიც, სულ უმანკოთა შორის უმანკოს ეშურება დასაბამიდან.
იგივე ამბავს სხვა თუ ჩაიდენს, ანდა სხვას თუ დაემართება, შეცდომა - არა, ეს იქნება დანაშაული - შეცდომის გერი, თან მოყოლილი, უკანონო, კანონგარეშე, უგვრგვინო სიყვარულის შემოუსვლელი, მწკლარტე ნაყოფი, ნაუცბათევი, მაგრამ მერე, ნაგვიანევ სადარდელში გამოშუშული, ვერც რომ იშორებ, ვერც გეჩემება. შეცდომა კი თვითონ გიჩემებს, თუ უმანკოდ მოეჩვენები!
მაინც რა არის, ყველა შეცდომა რომ შენს ტანზეა გამოჭრილი, ზედ გაკვდება და სხვას არ ერგება? სადაც სწორეზე გაგივლია, დაიტკეპნება ათიათასი ნაბიჯით და მტვერიც დაფარავს, მერე ბალახიც გადაუვლის, დაშვებული და ჩადენილი შეცდომები კი, გზა კი არა და საგზალია, უნდა ზიდო და სიკვდილამდე მშიერ-მწყურვალზე გამოიზოგო. თორემ ახალს, აბა, შენთან რაღა ხელი აქვს? - რასაც ცხოვრება შემოგთავაზებს, სვლას არ დააცლი, ენდშპილამდე ცივად გამოთვლი და თუ რაიმე სარიკოა, დროს და რესურსებს დაზოგავ და ყაიმს სთავაზობ, ხელჩამორთმევით შეუთანხმდები... ვინ მოგაშავებს ახალ, ცინცხალ, ცოცხალ შეცდომას, რომ ენდორპინი სახეს ცეცხლად ისევ მოედოს, ხმა ჩაგეყლაპოს, გული ფეხებში ჩაგივარდეს... სხვა რა იფიქრო, ძველ სიყვარულს რომ გადაეყრები? რა სიყვარული! - ფეხი ერთად რომ ვერ დაისველეთ, მხოლოდ ხანდახან ერთმანეთს შორით გადასცქეროდით ნიადაგ თქვენ-თქვენ მდინარეში ჩალუმპულები...
ეჰ, შეცდომასაც რომ უმანკო სჭირდება თურმე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ჩემი აღქმით შეცდომებზეა ლექსში აქცენტი და და არა დანაშაულზე. დიახ- ავტორი ზუსტად წერს რომ შეცდომას უმანკო სჭირდებაო. შეცდომა და დანაშაული სხვადასხვა ცნებაა.
ჩემი აღქმით შეცდომებზეა ლექსში აქცენტი და და არა დანაშაულზე. დიახ- ავტორი ზუსტად წერს რომ შეცდომას უმანკო სჭირდებაო. შეცდომა და დანაშაული სხვადასხვა ცნებაა.
12. გასაგებია, თქვენს აზრს კრიტიკას სიამოვნებით მოვისმენ ასევე. მადლობა!! გასაგებია, თქვენს აზრს კრიტიკას სიამოვნებით მოვისმენ ასევე. მადლობა!!
11. ვანანო, გთხოვთ, არასოდეს მოგერიდოთ ან ღიად ან პირადად, რამე მკითხოთ ან აზრი გამოთქვათ ჩემთან, ნაკლებ სარწმუნოდაც რომ მოგეჩვენოთ. ეს მე ძალიან მეხმარება ვანანო, გთხოვთ, არასოდეს მოგერიდოთ ან ღიად ან პირადად, რამე მკითხოთ ან აზრი გამოთქვათ ჩემთან, ნაკლებ სარწმუნოდაც რომ მოგეჩვენოთ. ეს მე ძალიან მეხმარება
10. კრიტიკას ვერ ვიტან კი არა და, ბედნიერებით ნამდვილად მეცხრე ცაზე ვარ, ვინმე თუ კრიტიკულ აზრს შემომაწევს. ახლაც და სხვაგანაც , თქვენც და სხვებსაც მუდამ ვთხოვ, ნუ დაიზარებენ. როცა ასეთი აზრი არ ჩანს და უამისოდაც, მე თვითონ ვწერ საკუთარი ლექსების კრიტიკულ ანალიზს. უამრავი დევს ჩემს გვერდზე, როცა მოიცალოთ, იქნებ გაფაათვალიეროთ! კრიტიკას ვერ ვიტან კი არა და, ბედნიერებით ნამდვილად მეცხრე ცაზე ვარ, ვინმე თუ კრიტიკულ აზრს შემომაწევს. ახლაც და სხვაგანაც , თქვენც და სხვებსაც მუდამ ვთხოვ, ნუ დაიზარებენ. როცა ასეთი აზრი არ ჩანს და უამისოდაც, მე თვითონ ვწერ საკუთარი ლექსების კრიტიკულ ანალიზს. უამრავი დევს ჩემს გვერდზე, როცა მოიცალოთ, იქნებ გაფაათვალიეროთ!
9. დიახ, შეკითხვა თუ გაჩნდა ე.ი. კარგია, მითუმეტეს ასეთ თემებზე. თქვენ უდროსმა თაობამ უნდა აგვიხსნას რაც არ გვესმის, საწყენი რაყომ უნდა იყოს. დიახ, შეკითხვა თუ გაჩნდა ე.ი. კარგია, მითუმეტეს ასეთ თემებზე. თქვენ უდროსმა თაობამ უნდა აგვიხსნას რაც არ გვესმის, საწყენი რაყომ უნდა იყოს.
8. ვანანო ძვირფასო,პირიქით, ძალიან მომწონს თქვენთან საუბარი, ძალიან გთხოვთ, განვაგრძოთ,, იქნებ სხვებიც შემოგვემატონ. მერწმუნეთ, ლიტერატურული განათლების სიმცირე ახალგაზრდა ასაკში - ნაკლი სულაც არაა. არავინ იბადება უკვე განათლებული, კითხვას კი ყველაფერთანერთად, დრო სჭირდება. მთავარია სურვილი. აგერ, მოვხუცდი და მეც კი მწარედ განვიცდი განათლების დეფიციტს. გული მისკდება, რომ დავფიქრდები,რამდენი რამ მრჩება წაუკითხავი. ვანანო ძვირფასო,პირიქით, ძალიან მომწონს თქვენთან საუბარი, ძალიან გთხოვთ, განვაგრძოთ,, იქნებ სხვებიც შემოგვემატონ. მერწმუნეთ, ლიტერატურული განათლების სიმცირე ახალგაზრდა ასაკში - ნაკლი სულაც არაა. არავინ იბადება უკვე განათლებული, კითხვას კი ყველაფერთანერთად, დრო სჭირდება. მთავარია სურვილი. აგერ, მოვხუცდი და მეც კი მწარედ განვიცდი განათლების დეფიციტს. გული მისკდება, რომ დავფიქრდები,რამდენი რამ მრჩება წაუკითხავი.
7. აღარ მოგწონთ, კრიტიკას ვერ იტანთ, ეგ თქვენი პრობლემაა. უკვე მეორედ ახსენეთ ჩემი ცოდნა განათლება და შეურაწყოფა მომაყენეთ, ისე რომ არც კი მიცნობთ. აღარ მოგწონთ, კრიტიკას ვერ იტანთ, ეგ თქვენი პრობლემაა. უკვე მეორედ ახსენეთ ჩემი ცოდნა განათლება და შეურაწყოფა მომაყენეთ, ისე რომ არც კი მიცნობთ.
6. ეჰ, ვანანო, მე მიყვარს საკუთარ ლექსთან დატოვებული კომენტარის ავტორთან საუბარი... მაგრამ ეს კი უკვე აღარ მომწონს! სხვაგან - ინტუიცია შეგიქეთ და მომეჩვენა, ლიტერატურული განათლება აკლია, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანია, დღეს არა აქვს? თუ მოიწადინებს, დაჯდება, წაიკითხავს და ხვალ და ზეგ ქნება- მეთქი. . .. ახლა კი დავფიქრდი... ტექსტისადმი, როგორც მკითხველს, მით უმეტეს, თუ კრიტიკული აზრის გამოთქმას აპირებთ, დიდი ყურადღება გმართებთ, თქვენ კი ტექსტი აქ, წინ გიდევთ და რაღაც, ოციოდე სტრიქონის დაბლა ვერ ჩამოიტანეთ უშეცდომოდ. ისეთ რამეს მაბრალებთ, როგორც ავტორს, რაც გონებაში არც გამივლია და ლექსის მთელს კონცეპტუალურ ღერძს ანგრევს. თქვენ წერთ: ,, თქვენ თვითონ საუბრობთ დანაშაულზე, საგზალია და უნდა გამოიზოგო. ასეთი მსჯავრით მხოლოდ ცოდვა გვსჯის და არა შეცდომა"
ხოლო მე ლექსში გარკვევით ვამბობ:
დ ა შ ვ ე ბ უ ლ ი შე ც დ ო მ ე ბ ი გზა კი არა და საგზალია, უნდა ზიდო და მიერ- მწყურვალზე გამოიზოგო" შეცდომა-მეთქი და არა - დანაშაული!
კონკრეტულ, ძალიან ტრივილურ მაგალითი წარმოვიდგინოთ! დავუშვათ, როცა ახალგაზრდა ხართ და ბინის მიღების შესაძლებლობა გეძლევათ ორი ვარიანტია: ახალი ბინა დიდ დიღომში და ძველი - საბურთალოს ცენტრში. რაკი ყველა დიდ დიღომს აქებდა, არაჩვეულებრივი რაიონი შენდება და დიდი პერსპექტივა აქვსო, შეცდომა დაუშვით და ეს უკანასკნელი ირჩიეთ . მუშაობით კი ქალაქის ცენტრში მუაობთ. ძნელ, უტრანსპორტო წლებში, სამსახურში მისასვლელად ყოველდღე, ფეხით, თერთმეტი კილომეტრის გავლა გიწევთ. საბურთალო - კილომეტრაჟით იქნებ იგივეა ცენტრიდან, მაგრამ მეტრო ახლოა, ოთხმოდცაათიანები კი , წლების მანძილზე ეს ერთადერთი ტრანსპორტი იყო. მეორე ვარიანტი: დავუშვათ, გაქვთ სიმღერის ნიჭი, მაგრამ კონსერვატორიის ნაცვლად აბარებთ უნივერსიტეტში, ეკონომიურზე, რადგან არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობთ, რომ როგორც ეკონომისტს მთელი ცხოვრება რეგულარული ხელფასი მაინც გექნებათ, ნიჭისგან კი დამუშავების შემდგომ ხმა დადგება თუ არა, ეს არავინ იცის, როცა აბიტურიენტი ვოკალუზე ირიცხება, როგორ " გაიხსნება" და რას მიაღწევს, ლა სკალაში წავა თუ მესამე კურსიდან გათხოვდება და სასიმღერო ხმის დამუშავებაზე სულაც ხელს აიღებს... ან შეყვარებულს გაჰყევი, იფიქრე, ცხოვრებაში მთავარი სიყვარულიაო და უარი თქვი ოჯახის შექმნის იმ შესაძლებლობაზე, რომელიც საშუალებას მოგცემდა, პიროვნულად და სოციალურად მეტად განვითარებულიყავი, მეტი წარმატებისთვის მიგეღწია კარიერასა თუ საზოგადოებრივ სარბიელზე, რაც მთავარია, ჯანმრთელი შვილები გაგეჩინა და მათი გაზრდა- აღზრდისთვის მშვიდი ოჯახური გარემო შეგექმნა... შენი რჩეული კო პოეტი იყო, თავიდან სხვებივით უბრალოდ, ალკოჰოლს ეტანებოდა, ბოლოს მოუმატა , ქრონიკულ ალკოჰოლიზმში გადაეზარდა და ორი შვილით, პრაქტიკულად ქუჩაში აღმოჩნდი, ალიმენტის გადახდის საშუალებაც კი არა აქვს შენს ქმარყოფილს, არადა, როცა არ სვამს, კარგი ადამიანია და არც ცუდი პოეტი... დანაშაულია? - არა, ეს შეცდომაა, რომელიც მთელი ცხოვრება მშიერ- მწყურვალზე უნდა გამოიზოგო. და ასე შემდეგ.
ეჰ, ვანანო, მე მიყვარს საკუთარ ლექსთან დატოვებული კომენტარის ავტორთან საუბარი... მაგრამ ეს კი უკვე აღარ მომწონს! სხვაგან - ინტუიცია შეგიქეთ და მომეჩვენა, ლიტერატურული განათლება აკლია, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანია, დღეს არა აქვს? თუ მოიწადინებს, დაჯდება, წაიკითხავს და ხვალ და ზეგ ქნება- მეთქი. . .. ახლა კი დავფიქრდი... ტექსტისადმი, როგორც მკითხველს, მით უმეტეს, თუ კრიტიკული აზრის გამოთქმას აპირებთ, დიდი ყურადღება გმართებთ, თქვენ კი ტექსტი აქ, წინ გიდევთ და რაღაც, ოციოდე სტრიქონის დაბლა ვერ ჩამოიტანეთ უშეცდომოდ. ისეთ რამეს მაბრალებთ, როგორც ავტორს, რაც გონებაში არც გამივლია და ლექსის მთელს კონცეპტუალურ ღერძს ანგრევს. თქვენ წერთ: ,, თქვენ თვითონ საუბრობთ დანაშაულზე, საგზალია და უნდა გამოიზოგო. ასეთი მსჯავრით მხოლოდ ცოდვა გვსჯის და არა შეცდომა"
ხოლო მე ლექსში გარკვევით ვამბობ:
დ ა შ ვ ე ბ უ ლ ი შე ც დ ო მ ე ბ ი გზა კი არა და საგზალია, უნდა ზიდო და მიერ- მწყურვალზე გამოიზოგო" შეცდომა-მეთქი და არა - დანაშაული!
კონკრეტულ, ძალიან ტრივილურ მაგალითი წარმოვიდგინოთ! დავუშვათ, როცა ახალგაზრდა ხართ და ბინის მიღების შესაძლებლობა გეძლევათ ორი ვარიანტია: ახალი ბინა დიდ დიღომში და ძველი - საბურთალოს ცენტრში. რაკი ყველა დიდ დიღომს აქებდა, არაჩვეულებრივი რაიონი შენდება და დიდი პერსპექტივა აქვსო, შეცდომა დაუშვით და ეს უკანასკნელი ირჩიეთ . მუშაობით კი ქალაქის ცენტრში მუაობთ. ძნელ, უტრანსპორტო წლებში, სამსახურში მისასვლელად ყოველდღე, ფეხით, თერთმეტი კილომეტრის გავლა გიწევთ. საბურთალო - კილომეტრაჟით იქნებ იგივეა ცენტრიდან, მაგრამ მეტრო ახლოა, ოთხმოდცაათიანები კი , წლების მანძილზე ეს ერთადერთი ტრანსპორტი იყო. მეორე ვარიანტი: დავუშვათ, გაქვთ სიმღერის ნიჭი, მაგრამ კონსერვატორიის ნაცვლად აბარებთ უნივერსიტეტში, ეკონომიურზე, რადგან არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობთ, რომ როგორც ეკონომისტს მთელი ცხოვრება რეგულარული ხელფასი მაინც გექნებათ, ნიჭისგან კი დამუშავების შემდგომ ხმა დადგება თუ არა, ეს არავინ იცის, როცა აბიტურიენტი ვოკალუზე ირიცხება, როგორ " გაიხსნება" და რას მიაღწევს, ლა სკალაში წავა თუ მესამე კურსიდან გათხოვდება და სასიმღერო ხმის დამუშავებაზე სულაც ხელს აიღებს... ან შეყვარებულს გაჰყევი, იფიქრე, ცხოვრებაში მთავარი სიყვარულიაო და უარი თქვი ოჯახის შექმნის იმ შესაძლებლობაზე, რომელიც საშუალებას მოგცემდა, პიროვნულად და სოციალურად მეტად განვითარებულიყავი, მეტი წარმატებისთვის მიგეღწია კარიერასა თუ საზოგადოებრივ სარბიელზე, რაც მთავარია, ჯანმრთელი შვილები გაგეჩინა და მათი გაზრდა- აღზრდისთვის მშვიდი ოჯახური გარემო შეგექმნა... შენი რჩეული კო პოეტი იყო, თავიდან სხვებივით უბრალოდ, ალკოჰოლს ეტანებოდა, ბოლოს მოუმატა , ქრონიკულ ალკოჰოლიზმში გადაეზარდა და ორი შვილით, პრაქტიკულად ქუჩაში აღმოჩნდი, ალიმენტის გადახდის საშუალებაც კი არა აქვს შენს ქმარყოფილს, არადა, როცა არ სვამს, კარგი ადამიანია და არც ცუდი პოეტი... დანაშაულია? - არა, ეს შეცდომაა, რომელიც მთელი ცხოვრება მშიერ- მწყურვალზე უნდა გამოიზოგო. და ასე შემდეგ.
5. თქვენ თვითონ საუბრობთ დანაშაულზე, საგზალია და უნდა გამოიზოგო. ასეთი მსჯავრით მხოლოდ ცოდვა გვსჯის და არა უბრალოდ შეცდომა. თქვენ თვითონ საუბრობთ დანაშაულზე, საგზალია და უნდა გამოიზოგო. ასეთი მსჯავრით მხოლოდ ცოდვა გვსჯის და არა უბრალოდ შეცდომა.
4. ზოგადად შეცდომებზეა საუბარი. ცოდვა - მაინც ერთი, რელიგიური პრიზმიდან დანახული გამოდის. შეცდომა და დანაშაული კი არის დაპირისპირებული. რა საინტერსო საკითხმა გამიელვა ახლა: ნეტა თუ შიძლება ლექსში შეიქმნას სიტუაცია, როცა მაგალითად, დანაშაულის არჩადენაა შეცდომა? ცხოვრებაში ასეთების მოძიება მრავლად შეიძლება. მაგალითად, ვიცით, რომ ადამიანის მოკვლა - დანაშაულია. მოხდა ისე, რომ ბოროტმოქმედი კლავს უმწეო მსხვერპლს. შენ - შეგიძლია, ესროლო მას და უმწეო მსხვერპლი გადაარჩინო, მაგრამ მკვლელი რომ გამოდიხარ? ეს ხომ დანაშაულია . არ დაეხმარო და მიატოვო. - ესეც ხომ დანაშაულია? როგორ უნდა მოიქცე? გოეთეს აქვს ნათქვამი. ასეთი რამ: გამოუვალი სიტუაციები ქმნიან დიდ ლიტერატურასო ზოგადად შეცდომებზეა საუბარი. ცოდვა - მაინც ერთი, რელიგიური პრიზმიდან დანახული გამოდის. შეცდომა და დანაშაული კი არის დაპირისპირებული. რა საინტერსო საკითხმა გამიელვა ახლა: ნეტა თუ შიძლება ლექსში შეიქმნას სიტუაცია, როცა მაგალითად, დანაშაულის არჩადენაა შეცდომა? ცხოვრებაში ასეთების მოძიება მრავლად შეიძლება. მაგალითად, ვიცით, რომ ადამიანის მოკვლა - დანაშაულია. მოხდა ისე, რომ ბოროტმოქმედი კლავს უმწეო მსხვერპლს. შენ - შეგიძლია, ესროლო მას და უმწეო მსხვერპლი გადაარჩინო, მაგრამ მკვლელი რომ გამოდიხარ? ეს ხომ დანაშაულია . არ დაეხმარო და მიატოვო. - ესეც ხომ დანაშაულია? როგორ უნდა მოიქცე? გოეთეს აქვს ნათქვამი. ასეთი რამ: გამოუვალი სიტუაციები ქმნიან დიდ ლიტერატურასო
3. უშეცდომო არავინაა, მაგრამ შეცდომასაც გააჩნია. აქ უფრო ცოდვებზეა საუბარი როგორც მუვხვდი.არჩევანი დიდია. უშეცდომო არავინაა, მაგრამ შეცდომასაც გააჩნია. აქ უფრო ცოდვებზეა საუბარი როგორც მუვხვდი.არჩევანი დიდია.
2. "იგივე ამბავს სხვა თუ ჩაიდენს, ანდა სხვას თუ დაემართება, შეცდომა - არა, ეს იქნება დანაშაული - შეცდომის გერი, თან მოყოლილი, უკანონო, კანონგარეშე, უგვრგვინო სიყვარულის შემოუსვლელი, მწკლარტე ნაყოფი,..." რა კარგადაა ნათქვამი ჰო,შეცდომას უმანკო სჭირდება,სხვა შემთხვევაში არის დანაშაული 5 "იგივე ამბავს სხვა თუ ჩაიდენს, ანდა სხვას თუ დაემართება, შეცდომა - არა, ეს იქნება დანაშაული - შეცდომის გერი, თან მოყოლილი, უკანონო, კანონგარეშე, უგვრგვინო სიყვარულის შემოუსვლელი, მწკლარტე ნაყოფი,..." რა კარგადაა ნათქვამი ჰო,შეცდომას უმანკო სჭირდება,სხვა შემთხვევაში არის დანაშაული 5
1. ჩვენს ტანზე გამოჭრილი შეცდომები, შეცდომის ჩიტი, შეცდომის ხე, შეცდომის ქვეშაგები, შეცდომის ორმო, შეცდომის გერი...
შეცდომების რეცეპტებია, ძალიან გონივრული, როგორც ყოველთვის.
ჩვენს ტანზე გამოჭრილი შეცდომები, შეცდომის ჩიტი, შეცდომის ხე, შეცდომის ქვეშაგები, შეცდომის ორმო, შეცდომის გერი...
შეცდომების რეცეპტებია, ძალიან გონივრული, როგორც ყოველთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|