| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 14 აგვისტო, 2020 |
Come Vorrei (როგორც მსურს...) -------------------------------------- "მალენას"-სულ სხვა "ბელუჩის"...ჩემს ცხოვრებიდან!) ------------------------------------------------------------------------- ცხადში ნანახი სიზმრები მჩემობს, უძილო ღამის მომსჯელო-ჩემო! რაც გადის დრო და ამ ხილვით ვტკბები, ერთადერთობას შენსასაც...ვხვდები!... come vorrei! -გეტყვი,- "მალენას", თავისუფალი გელის არენა! რომ შენც გოგმანით,როგორც ბელუჩი, ჩამომივლიდე...ამ დროს მე,ურჩი ჟინით და ლტოლვით გსდევდე ველოთი... ძეგლებს გიდგამდე სადღეგრძელოთი!... "როგორც მსურს",ისე ვუმზერ ხვალინდელს, და "გუშინდელი" თუ ვერ დავინდე... თუ ვერ დავმდაბლდი...დავხარე თავი, მიტომ,რომ ჩემში,ხარობ და ყვავი! ხშირად კი,როგორც მდიდარს ღარიბი, მალულად გიმზერ,როგორც ყარიბი... და "განგებისგან" ბევრს არ მოველი... ალბათ,ამიტომ,-Come Vorrei...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მშვენიერი ლექსია, განწყობიანი, ფილმიან-სიმღერიანად :)
მშვენიერი ლექსია, განწყობიანი, ფილმიან-სიმღერიანად :)
1. ყველას გვყავდა ალბათ ბავშვობაში ჩვენ-ჩვენი მალენა! "ხშირად კი,როგორც მდიდარს ღარიბი, მალულად გიმზერ,როგორც ყარიბი..." ყველას გვყავდა ალბათ ბავშვობაში ჩვენ-ჩვენი მალენა! "ხშირად კი,როგორც მდიდარს ღარიბი, მალულად გიმზერ,როგორც ყარიბი..."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|