 | ავტორი: ჰოლმვუდი ჟანრი: პროზა 17 აგვისტო, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
აქამდე არავის ენახა ბრუნკლინის ხიდი ასეთი ჩუმი და ბნელი. აქ მუდამ შუქფარ ანთილი მანქანები და ყვითელი ტაქსები ბღუილით მიდი-მოდიოდნენ მანჰეტენსა და ბრუკლინს შორის. ახლა კი რეკონსტრუქცია მიდიოდა და ღამით შავი ფერი ედებოდა ხიდზე გამავალი გზას. კიდევ უფრო ბნელი იყო ფიქრები იმ ადამიანისა, რომელიც ახლა ბრუკლინის ხიდის ტროტუარზე იდგა და ჰუდსონის მდინარეს გასცქეროდა, სისხლძარღვებით დაბზარული მისი მზერა დამსხვრეული სარკესავით მოლიცლიცე წყალს შეყინვოდა. ასეთ ბნელ ღამეს ხიდზე გამვლელი არავინ იყო. რომ ყოფილიყო იფიქრებდა ალბათ ასდოლარიანი კუპიურებით გაფუებული საფულე ან საკრედიტო ბარათი ჩაუვარდა მდინარის ფსკერზეო. სიღრმეში კი არაფერი იყო, თუ არ ჩავთვლით ეფემერულ სულიერ შვებას. თუ აქამდე მოაჯირს ეყრდნობოდა, ახლა ორივე ფეხით მასზე იდგა და ელოდა თუ როდის გადაადგამდა ნაბიჯს სიცარიელისკენ. ღამის ცაზე ალაგ-ალაგ მიმოფანტლიყო ღრუბელი, ბნელოდა, მაგრამ ცათამბრჯენების შუქი ცარიელი წიგნის ფურცლებივით უთქმელ სახეზე დასთამაშებდა, ქარი სტაციონალური ტელეფონის კაბელებივით დახვეულ კულულებს ურწევდა, თრთოდა და ეს უთავბოლო ცახცახი ტანზე უჩინარ ტარაკნებს იზიდავდა, წვეტიანი საცეცებით, რომ დაუდიოდნენ ნეკნებზე. მას ამ უხილავი მწერების სიარულიც თავის მეუღლეს, ევანორას ახსენებდა. ცოლი ხშირად მიეპარებოდა ხოლმე ნახევრად მძინარე ქმარს, წაწვეტილ ფრჩხილებს ზურგზე შეახებდა და ნაზად დაუვლიდა მთელ ტანზე. არა და არ შეეძლო მისი დავიწყება, ეცადა, ძალიან ეცადა, მაგრამ ყოველი მცდელობა დანაშაულის გრძნობას უღვრიდა. ჯერ კიდევ გონების ყოველ კუთხეში ედგა ევანორა თავისი სათუთი თმით, რომელიც სუმბულების კონას მიუგავდა. როგორ მძიმდება ხანდახან ფიქრი, რომ დანახულს ფერადი ფარდასავით ჩამოეფარება ხოლმე. მდინარე ჩხრიალებდა და ვიღაც აბაკუნებდა ფეხებს, თითქოს ხიდის შუაგულს უახლოვდებოდა, მაგრამ მოაჯირზე მდგომს მხოლოდ ელჭექის გრუხუნი ჩაესმოდა, რომელმაც იმ უდარდელ საღამოს უბედურება დაატრიალა... სიზმარეული განცდა მასში უფრო და უფრო იპარებოდა, თვითმკვლელობის სურვილი ყველაზე ძლიერი გამაბრუებელი ნარკოტიკი აღმოჩენილიყო. მირაჟივით ალივლივდა მის თვალებში ჩამდგარი კადრი. დედამიწზე წამიერად დააბრუნდა და ფიქრები გაუფანტა ვიღაცის ნაზმა ხმამ, რომელიც დამტვრეული ენით ამეტყველდა. ეს გამოფხიზლება მაღვიძარის წრიპინით სიზმრიდან გამოღვიძებას ჰგავდა: - ჰეი! არ გინდა რა, ჩამოდი. ბრუკლინის ხიდის მოჩვენებად უნდა იქცე, მერე ვიღაც უნდა დააფრთხო და ავტოავარიით საცობები შექმნა. მოჯარიზე მდგომმა უკან მოატრიალა თავი. ლოყებჩაცვენილი ტიპი დაინახა, თავი დამწვარი ასანთის ღერს მიუგავდა, დაფხრეწილი სამოსი ალაგ-ალაგ დალაქავებოდა. აქეთ-იქით ირწეოდა წყალმცენარსავით. უმეტყველო თვალებში ჩადგომოდა მთვრალი მზერა. - ახლა აქ არაფერი გესაქმება. უკან გაბრუნდი, მანჰეტენში, იქ უფრო წყალობენ შენნაირებს. - პიტკისი, პიტკის ჩეპმენი, - ღიმილით მიუგო უცნობმა. - ბრუკლინის ხიდის აჩრდილი, სემი, - უთხრა მოაჯირზე მდგომმა, ისე, რომ თვალი მდინარისთვის არ მოუცილებია. - მე მთლიანად მანჰეტენის, ბრონქსისა და ქუინსის აჩრდილი ვარ ძმაო, - თქვა პიტკისმა წარბების თამაშით და ხელები გაშალა ისე, თითქოს ვინმეს უნდა ჩახუტებოდა ან ვინმეს ჯვარზე უნდა გაეკრა, - თანაც ისეთი უფერული, რომ ერთხელ უსახლკარომ ხურდა ფული ჩამიჯიბა არაქისის კარაქი იყიდეო. საიდან იცოდა, რომ ვგიჟდები არაქისის კარაქზე. სემმა თავმობეზრებით ამოისუნთქა, ჯიბეები მოიჩხრიკა, ათდოლარიანი კუპიურა შემორჩენოდა, გადაუგდო პიტკისს და უთხრა: - აჰა, აიღე და რამდენიც გინდა იყიდე, სამი შეფუთვა მოგივა, ოღონდ ახლა აქედან უნდა წახვიდე. - ვერ წავალ. რომ მიგატოვო და გადახტე სინანული მომკლავს, აღარ მსურს ამ საზარელი განცდის მოძალება. - მაინც რას ნანობ ასეთს?! - ეს ჩემი და ჩემი სინდისის საქმეა. თუ ოდესმე საკუთარ ქმედებებზე დამაფიქრებ ამას შენც გაიგებ. ისე რა დაგმართნია ასეთი, რომ ასე საზარლად გინდა სიკვდილი. შეგეძლო ბევრი ძილის წამალი მიგეღო და უმტკივნეულოდ გაპარულიყავი. მეგონა ვისაც ძილის წამლის ფული არ ჰქონდა მხოლოდ ის იკლავდა თავს მტკივნეულად. - არ მინდა სიცოცლის ბოლო წუთებში ვინმეს ვატკინო გული და მაინც გინდა, რომ ამ ცოდვაში ჩავდგა ფეხი. - უბრალოდ მითხარი რისთვის ხტები და ნებას მოგცემ მდინარეში გადაეშვა. - ჩემი მეუღლე კვირეები აღარ არის! ევანორა აღარ არის! იღრიალა სემმა. შუბლის ძარღვი აუტოკდა. ტუჩის კუთხეები სევდიანი კლოუნის მაკიაჟივით ჩამოეწელა ქვევით. ხელები მჩხვლეტავ წვერზე გაიხახუნა და საუბარი შედარებით მშვიდად განაგრძო: - თან რა საცოდავად დალია სული... ცენტრალ პარკში ვსეირნობდით. როგორც ყოველთვის, იმ საღამოსაც ბედნიერად ვგრძნობდით თავს. მე მას ვეხუმრებოდი სენდვიჩების გამყიდველზე, რომელიც ევანორას ისე უყურებდა, როგორც დიაბეტიკი მარწყვის ნაყინს, მას ყველა ასე უცქერდა და ამას შეჩვეული ვიყავი. მაშინ მოიქუფრა ცა და პატარაზე წამოწვიმა კიდეც. ევანორა იცინოდა და წვეთებით ენამებოდა ბედნიერი სახე. სწორედ მაშინ განათდა ზეცა, თითქოს ღმერთმა გიგანტური პოლაროიდი ააჩხაკუნაო და გორაზე მდგარი მუხა შუაზე გააპო მეხმა. მუხა გოგრასავით გასკდა და გამოტყორცნილი ხის ნაფოტები კილომეტრების რადიუსზე მიმოიფანტა, - სემი შეჩერდა, სახე ისე დაემანჭა, თითქოს პირში ლომონის დიდი ნაჭერი ჩაედო. ხმაში ბზარგაჩენილმა განაგრძნო თხრობა, - გრუხუნმა დამაყრუა და ნათებამ მცირხნით დამაბრმავა... როდესაც სილურჯე გაიფანტა, დავინახე მდელოზე სისხლში ამოსრვრილი ევანორა ეგდო, მაგრამ თავი არსად ჰქონდა. გამოტყორცნილმა ნაფოტმა ჩემს გოგონას თავი წააცალა! ჰომ გესმის, ერთ წამში ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ჯოჯოხეთში არ არსებობდა სიყვარული. ჰოდა ახლა სწორედ იქ ვარ თუ საერთოდ არსებობს. პიტკისს თვალები ბროლივით აკიაფდა. ნაწყენი ბავშვის გამომეტყველება მიეღო, შუბლზე ნაოჭები ამობურცვოდა. ახლა მისი სახეც სევდიანი კლოუნის მაკიაჟს მიაგავდა. უცქერდა პიტკისი სემს, არა ჩვეულებრივად, არამედ უჩვეულოდ, თითქოს სარკეს უყურებდა და საკუთარი თავი ეცოდებოდა, თითქოს სემში საკუთარ ანარეკლს ხედავდა. ძირს დაგდებულ ათ დოლარიანს მიაცქერდა და თქვა: - ამ კუპიურას ვერ ავიღებ, დასველდება. - რა? - უგუნებოდ იკითხა სემმა. პიტკისი დინჯად მიუახლოვდა მოაჯირს, მასზე აძვრა და სემის გვერდით დადგა. - რა ჯანდაბას აკეთებ? - ჰკითხა სემმა. - იმას, რასაც შენ! პიჯაკში ქვები გიდევს? - არა, - გაკვირვებით მიუგო სემმა. - აბა როგორ აპირებ სიკვდილს. - ცურვა არ ვიცი. - აჰ, გასაგებია. პიტკისი ჩამოსკუპდა. ბეტონისა და ასფალტის ნამსხვრევებით გამოიტენა შარვლის ცარიელი ჯიბეები, ერთი ქვა ათ დოლარიანსაც დაადო თავზე ქარს, რომ არ წაეღო. ჩქარობდა, თითქოს არ უნდოდა ფიქრის დრო ჰქონოდა. ზონარით მაგრად შეიკრა შარვალი, მაგრამ მაინც ძვრებოდა დაბლა, მერე მარცხენა ხელით დაიკავა და ისევ მოაჯირზე ავიდა. - მაშ ასე, სამამდე დავითვლი და მესამე თვლაზე ორივე წყალში გადავხტებით! მზად ხარ?! ჩამკიდე ხელი სანამ სიგიჟე დამტოებს! სემმა აღარ იცოდა რა ექნა ისეთი სხარტი სპექტაკლი დაუდგა პიტკისმა, უნებურად ჩასჭიდა ხელი და მის უჩვეულო სურვილს დაემორჩილა. ახლა ერთადერთი რამ, რაც სურდა რეალობის დაბინდვა იყო, სხვაზე არაფერზე ფიქრობდა. საერთოდ არ იყო მთვრალი და არ იცოდა თუ რას მოჰქონდა ასეთი სიზმარეული განცდა. - ერთი! - დაიყვირა პიტკისმა. თვითმკვლელებს ნაკვთები შეუტოკდათ. - ორი! კიდევ უდრო ათრთოლდა სხეული. ოფლით დაეცვარათ შუბლი. წარსულის სინემატოგრაფიული კადრები გაშუქდა ქუთუთოზე. ცივმა ნიავმა დაუბერა, სემს ნესტოებთან მოელამუნა. - სა... - მოიცადე, მოიცა, - შეაწყვეტინა სემმა. პიტკისს ეგონა უეჭველი დაგაიფიქრაო. სემი კი უკან გადაიხარა, პირი ისე დააღო თითქოს სადაცაა დაამთქნარებდა და იმხელაზე დააცემინა ექომ უაიტჰოლ სტრიტამდე მიატანა. წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა, მდინარისკენ გადაეშვა და პიტკისიც თან გაიყოლა. მრუმე სივრცეში ჩაცვივდნენ, მუცლით დაეხეთქნენ წყლის ზედაპირს. შხეფები აცვივდნენ ჰაერში და ქაფმა ააშხაპუნა მდინარე. ორივე სიღრმეში ჩაიკარგა. პირველი მაინც სემმა ამოყო თავი და პანიკური ყვირილი ატეხა. ღრიალებდა როგორც შეეძლო, სველი თმა მთელ სახეზე ჩამოფარვოდა, მდინარის წყალი კი პირიდან ფილტვებში ჩასდიოდა. პირკისი ჯერ არსად ჩანდა, ამიტომ სემს ეგონა მისი საქმე წასულია და ჩემიც მალე წავაო. შეცდა! პიტკისმაც ამოყო თავი და ჩაისუნთქა ჰაერი. მან დაინახა უსუსური პარტნიორი, შემდეგ კი ხიდის ბურჯები, რომლებსაც თავები წყლის ზედაპირიდან ჰაერზე ამოეყოთ. მიცურდა ძმობილთან, რომელიც მოვლენილ მშველელს მაგრად მოეჭიდა და ბურჯებისკენ დაიწყო გაცურვა. სემი ისე სუნთქავდა, თითქოს ასთმური შეტევა ჰქონდა, პიტკისი კი ბურჯებამდე მისვლას ჩქარობა. წვალებ- წვალებით მიცურდნენ. სემი ბურჯის ზედაპირს თითებით მოეჭიდა და ძლივსძლივობით აბობღდა მასზე, შემდგომ გადამრჩენელს დაეხმარა ამოსვლაში. პიტკისს შარვალი აღარ ეცვა, როგორც ჩანს წყალში სულ ჩაძრობოდა, ბანჯგვლიანი ბარძაყები ლაბასავით უთანთალებდა. დაღლილ-დაქანცულნი ბურჯს ზურგით მიეყრდნენ და დაელოდნენ როდის დაიწყებდა ფილტვები დინჯი, თანაბარი რიტმით მოძრაობას. გალუმპულ სხეულზე ნოემბრის ცივი ქარი ნემსებს ასობდა, მაგრამ რა უნდა ექნათ, მათ ჩაიგდეს თავი ამ მდგომარეობაში. ისევ წინ გადაშლოდათ ნიუ- იორკის ხედი, მდინარიდან აჭრილი ცათამბრჯენებით, ვუდი ალენის ფილმის კადრივით ლამაზი და გლამურული. ამ სივრცის ტკბობაში დამშვიდდნენ. ღიმილითა და ირონიით სავსე მზერით გადახედეს ერთმანეთს. ამ გამომეტყველებით უსიტყვოდ ამბობდნენ, რომ სულელები იყვნენ. მდინარემ ორივეს ჩამორეცხა სევდიანი კლოუნის მაკიაჟი... - ემფაიერ სტეიტ ბილდინგზე, რომ დაგემცხიკებინა ცხვირს წმინდა პეტრე მოგხოცავდა, - თქვა პიტკისმა. - გიჟს გადავეყარე. იმის მაგივრად, რომ შეგეჩერებინე, ამყევი და წარმოდგენა არ მაქვს რატომ გააკეთე ეს, ან რატომ მოგეცი ამის ნება. - მე უეცრად გადავწყვიტე, დაფიქრების დრო არ მქონდა. შენ რატომ არ ეცადე დახრჩობას? - მზად არ ვიყავი. მეგონა მესამე თვლაზე გადავხტებოდი და დამაცემინა. ახლა მითხარი რატომ დადექი ჩემს გვერდით, - თქვა სემმა და პიტკისს დაჟინებით დაუწყო ცქერა. ჯგუფური თვითპმკვლელობის ორგანიზატორის მზერა ცათამბრჯენებს შეექვავა. - შენი მეუღლის მშობლებმა შვილი ულმაზესი სახელით დააჯილდოვეს. ე ვ ა ნ ო რ ა, - თითოეული ასო სიფაქიზით წარმოთქვა პიტკისმა, - ჩემი მეუღლე კი ნამდვილად არა. ის წარმოშობით გერმანელი იყო და ისეთი გრძელი გვარი ჰქონდა საფლავის ქვაზე ამოტვიფრაც კი დაეზარათ. ვულფენშლეგელშტაინი. არავის შეეძლო მისი ხელმოწერის გაყალბება, - სევდიანმა ღიმილმა გაუბადრა სახე, - მართალია არც ისე ლამაზი სახელი ერქვა, მაგრამ ისეთი მშვენიერი იყო, როგორიც არის სიტყვა - ე ვ ა ნ ო რ ა... მე ის სიგიჟემდე მიყვარდა, მას კი სიგიჟეები უყვარდა. ამიტომ ერთ მშვენიერ ღამეს აი იქ წავიყვანე, - პიტკისმა ხელი შორს, ყვითელი შუქით განათებული, მწვანეშეპარული თავისუფლების ქანდაკებისკენ გაიშვირა, - იქ, სადაც კანონით არავის აქვს ასვლის უფლება - ჩირაღდანში! ჩირაღდნის ცეცხლი ოქროთია მოპირკეთებული, ამიტომ ქანდაკებას ცოტაოდენი ოქრო ავაქერცლეთ და ხელსაქოცში გავახვიეთ მახსოვს. ხომ ხედავ როგორ ღვივის ამ ქალბატონის ჩირაღდანი, ჩემმა მეუღლემ კი თორმეტივე ელექტრონათურა ჩაამსხვრია, რათა იქაურობა ჩაბნელებულიყო და ერთმანეთით დავმტკბარიყავით. ამოსვლამდე 42 - ე ქუჩაზე, ნეონის ბარში გავიჭყიპეთ სისხლიანი მერით, რომელზეც ჩემი ცოლი ამბობდა სისხლის გემო აქვს რკინის ტონიკის გამოო( მას ძველად ბრონქიოექტაზი სჭირდა და ხშირად უგუბდებოდა სისხლი პირის ღრუში). გაბრუებულები ჩაბნელებულ ჩირაღდანზე გავშიშვლდით და ტანსაცმელი ამოსასველ ლუქში ჩავყარეთ. სპილენძის ცივ კონსტრქციაზე ვკოტრიალობდით. სუსხიანი ქარი ქროდა, ჩალეწილი ნათურის ნამსხვრეველი დროდადრო ტანზე გვესობოდა, მაგრამ ამას არაფრად ვაგდებდით. როდესაც დავაშოშმინდით, ზურგზე წამოვწექით და ცას დავუწყეთ ყურება. დაუვიწყარი ღამე იყო, ისეთი, ამნეზიაც, რომ ვერ ამოშლის გონებიდან... შენი არ იყოს, მეც ბედნიერების დროს ვიგემე უბედურება. თვალი მისი სხეულისკენ, რომ გავაპარე, დავინახე წითელი გამონაყარით როგორ იხატებოდა ტანი. შევშფოთდი... ცოტახანში ხველება დაეწყო, თითქო რაღაც გადაცდენოდა ყელში, სუნთქვა აღარ შეეძლო, იხრჩობოდა. მივხვდი რაშიც იყო საქმე. მას სპილენძზე იშვიათი ფორმის ალერგია ჰქონდა, მთელი თავისუფლების ქანდაკება კი სპილენძის გროვა იყო და სხვა არაფერი. სწორედ ამ დროს ამოვიდა ლუქიდან ჩარლზ დელეო, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩირაღდანზე ასვლის უფლება აქვს, ისიც იმიტომ, რომ ნათურები გამოცვალოს. მაშინ კი თვით გუილიანის დაურეკავს დელეოსთვის, ამაღამ კალიფორნიის მერი ჩამოდის და ნიუ-იორკის მთავარი ღირსშესანიშნაობას ჩამქვრალს ვერ დავახვედრებთო. ის იმ ღამით იმიტომ ამოვიდა, რომ ჩვენი ჩალეწილი ნათურები გამოეცალა. ღმერთს მადლობას ვუხდიდი დამხმარებისთვის, დელეო მართლა ეცადა, მართლა გულით ეცადა და ჩემი მეუღლე საავადმყოფომდეც მიმაყვანია, მაგრამ... მას ვეღარ უშველეს, სემ... ისიც ვერ მოვახერხე, რომ შიშველი არ მიმეყვანა... უსახლკაროს მხოლოდ მისი სიკვდილი შემდეგ დავემსგავსე, როდესაც სასმელსა და ყიალში ვიპოვე ფუჭი იმედი... მისი სიკვდილიდან მეორე დღეს პნევმონია დამემართა და ძლივს გადავიტანე. ისე ცივა, ვშიშობ, ახლაც იგივე მელის ან უარესი, - თქვა პიტკისმა და პიჯაკი მუხლებზე მოიხურა. - ამას ნანობდი? იმას, რომ შენმა სურვილმა, გესიამოვნებინა მისთვის, საბოლოოდ დაღუპა. - ჰო, სემ. შენ კი სინდისის როლი კარგად მოირგე, ვიცი ვერ ხვდები, მაგრამ საკუთარ თავზე დამაფიქრე. ამიტომ მოგიყევი. ვნანობდი, თანაც როგორ. ახლა კი გაოგნებული ვარ თუ როგორ გაუფერულდა სინანული იმიტომ, რომ სინდისის ქენჯნის ჩამოსაგლეჯად მსხვერპლად ყველაზე დიდი რამ გავიღე - საკუთარი სიცოცხლე, მართალია წარუმატებლად, მაგრამ ეს მინდოდა მაინც. გადავრჩი, მეორე შანსი მომეცა და ვხვდები თუ ადამიანს გინდა სინანულით აღარ იწვოდე მსხვერპლის გაღებას ჭეშმარიტად უნდა ეცადო, - პიტკისი მცირეხნით შეჩერდა და საუბრის ტონი შეცვალა, - თავის მოკვლაზე დღეები მიფიქრია, ღამეები გამითენებია, შენ კი გუგულივით მოფრინდი და გადახტომის სურვილი ჩამიგორე ტვინის ბუდეში. არაფერს გაბრალებ, თავად მოვედი შენთან, მაგრამ არ ვიცი რა მინდოდა ბნელ ხიდზე შუაღამისას, თითქოს რაღაცამ მიმიზიდა, იქ კი შენს მეტი არავინ იყო. - სულიერ-ზეციური რაღაცების არ მწამს, - თქვა სემმა და თავი გააქნია, - ეს მხოლოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი. ჰაერში ყოფნისას მართლა მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მაშინ მინდოდა მხრებზე ფრთები მქონოდა. ძალიან შემეშინდა. ალბათ ყველა თვითმკვლელისთვის ბედნიერების მომგვრელია, როდესაც ყულფი კისერს გიმტვრევს და თოკი ჩამოწყდება, - სემმა ყელზე მოისვა ხელი. - როდესაც უყურებ ყულფს, გინდა თუ არა, შენს შინაგან მხარეს სურს თოკი სუსტი აღმოჩნდეს. მეც დავიზაფრე, ჰაერში ყოფნისას წამები წუთებამდე გაიწელა. მაშინ მივხვდი, რომ არ მოვკვდებოდი, უბრალოდ უნდა მეცადა გადახტომა, რათა აზრი შემეცვალა ცხოვრებაზე. - მე კიდე, არ ვიცი შევძლებდი თუ არა გადავმხტარიყავი მესამე თვლაზე. გადავრჩი და ვფიქრობ, ხელახლა ცდა უმადურობა იქნება, მაგრამ არ ვიცი ვის ან რის მიმართ ვიქნები უმადური, არ მჯერა, რომ არსებობს რაღაც ღვთიური. ყოველთვის მეგონა მხოლოდ ათეისტებსა და ნიცშეს მიმდევრებს ბეზრდებოდათ ცხოვრება. შენ და ზეაღმატებულობას როგორი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან? - უინტონაციოდ ჰკითხა სემმა. - ძველი მეგობარივითაა ჩემთვის, ხანდახან მახსენდება. ის მაინც ვიცი, რომ არსებობს და არ მომკვდარა. ამბობენ აღდგენილი მეგობრობა საუკეთესოაო, - თქვა პიტკისმა, თითქოს საუბარი დაამთავრა, მაგრამ შემდეგ სახე გაუნათდა, - ისე ერთი მეგობარი მყავდა, პენი ერქვა და პიანინოს ვეძახდი იმიტომ, რომ კბილების მეოთხედი შავად ჰქონდა დაჭიანებული. ტკბილეული უყვარდა და სტომატოლოგის პანიკურად ეშინოდა, საშინელი კომბინაციაა. გასული წლის შემოდგომის მერე არ მინახავს. ღმერთმა იცის სად არის. სემს გაეცინა ამ უცნაური ზედმეტსახელის მქონე პენიზე, მერე ჩაფიქრდა, აშკარად წარსულის მოგონება გაახსენდა. არ ესიამოვნა. - მეც მყავდა მეგობარი, ბავშვობის, აი ისეთი სულის თანაზიარს, რომ ეძახიან ისინიც კი, ვისაც ჰგონია, რომ სული არ არსებობს. ძალიან ცუდად წაგვივიდა საქმე. ბოლოს გუგენჰაიმის მუზეუმში ვიყავით ერთად, სადაც აფროდიტეს ქანდაკებას მივარდა, თითქოს მისი გაუპატიურება სურდა. ის უფრო და უფრო იშლებოდა ჭკუიდან და მე მასთან საერთო ენის გამონახვა მიჭირდა. ერთადერთი იყო, ვინც მეიმედებოდა და მაინც დავივიწყე. ამ დროს გავიცანი ევანორა და მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა... ახლა მითხარი რატომ იკლავ თავს თუ გჯერა, რომ ჯოჯოხეთი გელის. თუ არსებობს ღმერთი რატომ არ გაქვს მისი იმედი, რომ დახმარების ხელს გამოგიწვდის? მე ურწმუნო კაცი ვარ და ჩემთვის რთულია იმედის პოვნა, უბრალოდ მინდა ვიცოდე შენ და შენნაირები რაღატომ ეცემით ასე, ეშმაკზე დაბლა. პიტკისი კანკალებდა, კბილს კბილზე აკაწკაწებდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სისინით ალაპარაკდა: - ორივემ ჩვენთვის ყველაზე სანუკვარი ადამიანები დავკარგეთ, მეგობარო. ჩვენ სუსტი ფსიქიკა გვაქვს, მან ამ ტკივილს ვერ გაუძლო და ორივე ხიდიდან მოგვისროლა. გეფიცები, როდესაც მეუღლე მომიკვდა ვფიქრობდი ჯოჯოხეთში ხომ არ ვარ - მეთქი. ალბათ ჯოჯოხეთი სწორედ ის ადგილია, სადაც სინანულის გარეშე არ გადის წამი და სადაც ვერადავერ პოულობ იმედს, ჰო, ვერაფრით პოულობ იმედს.როდესაც შენთვის სიყვარული კვდება, მორწმუნე ხარ თუ არა, იმედი გტოვებს, მცირეხნით მაინც, რომ აღსრულდება პირზე ყოველი უბედურების შემდეგ მიკერებული ფრაზა: "ყველაფერი კარგად იქნება". შენს კითხვაზე არ მაქვს ზუსტი პასუხი, სემ. ეტყობა ჩემი რწმენა ფსიქიკასავით არამყარია. - რა გგონია, იქნება ყველაფერი კარგად? შევძლებთ, რომ კედლებზე სურათებს ვუყუროთ ისე, რომ არ მოგვკლას მონატრებამ? - ეს შენზეა დამოკიდებული. გულით შეინანე და მოგშორდება ტვირთი. იპოვე იმედი და მაგრად ჩაებღაუჭე, ისე, როგორც მე მიჭერდი ხელს გადახტომისას. თანაც ძველი მეგობრები გვყოლია მოსანახულებელი. მათ თვალი თვალში გაუყარეს. პიტკისი ოდნავ იღიმოდა ისე, რომ ტუჩებს ერთმანეთს არ აცილებდა და ეს ღიმილი თვალის კუთხეებში ბედნიერების ნაოჭებს აგორებდა. სემი მიხვდა, რომ უკვე ეპოვა იმედი. ცოტახანში ისევ მდინარეს დაუწყო კლოუნის მაკიაჟით ცქერა... წამები ფუთავდა წუთებს, წუთები საათებს და არ ილეოდა ღამე. უკვე ისე გაყინულიყვნენ ტუჩებსაც კი ვეღარ ამოძრვებდნენ, რომ სიტყვა წარმოეთქვათ. ნოემბრის სუსხიანი ღამე არ აძლევდათ მოსვენებას, გამხმარი ფოთლებივით ცახცახებდნენ. ელოდნენ ნავის შუქფარის ან დილის მზის სხივებს. მხოლოდ პიტკისი ეხუტებოდა სემს, რომ როგორმე მეგობარი გაეთბო და თავადაც გამთბარიყო, მაგრამ სიცივე ფეხებიდან ზევით მიიპარებოდა. როდესაც ვარსკვლავები გაქრა და მზემ გამოანათა, მათ სხეულებს უკვე ბეტონისფერი დადებოდათ, ასფალტივით გაქვავებულიყვნენ. სემისთვის ღმერთი დიდიხანია მკვდარი იყო. იმედი ბოლოს კვდებაო ამბობენ და ბოლოს მოკვდა კიდეც. რამოდენიმე დღე ვერც ვერავინ შეამჩნია, შემდეგ კრუიზიდან დალანდეს ერთმანეთზე შეყინული გვამები. გავიდა კვირაზე მეტი. ბრუკლინის ხიდზე მოძრაობა აღდგა. ისევ ისეთ მოუსვენარ და გაჩირაღდნებულ ადგილად იქცა, მანქანების ბღუილი და პიპინი არ წყდებოდა. ვეღარავინ იხილავდა ამ ხიდს ისეთ მოქურუხებულს, როგორიც რეკონსტრუქციის დროს იყო. პარასკევს "ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიები აჭრელდა ხიდზე მომხდარი ავარიით, რომელმაც საცობი შექმნა და მოძაობა დიდიხნით შეაჩერა. კარფორდის ფსიქიატრიულის ფურგონის მძღოლი ამტკიცებდა მისტერ გრინის მანქანას იმიტომ დავეჯახე, რომ ჩემს მანქანაში პაციენტი გადაირია ხუჭუჭთმიანი კაცი გავიტანეთ, რომელიც ბოლო ხმაზე გაყვიროდა პიტსი, კიტსი თუ ვიღაც ხომ არ გინახავთო. სულ გაგიჟდა, ხელი შემაშლევინა, მანქანის გაჩერებას მთხოვდაო. ყვირილი სხვას არავის გაუგონია. არც გვამი უპოვიათ. ხანდახან გიჟებიც ხედავენ სინამდვილეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. გასაგებია მუხა უფრო ფრთხილად მოვეკიდები სიტყვებს. გამიხარდა, რომ იდეა მოგეწონა. ჰო, ფსიქოლოგიური დაავადება, რომ დავწერე მართლა შეუსაბამობაა. მადლობა.
გასაგებია მუხა უფრო ფრთხილად მოვეკიდები სიტყვებს. გამიხარდა, რომ იდეა მოგეწონა. ჰო, ფსიქოლოგიური დაავადება, რომ დავწერე მართლა შეუსაბამობაა. მადლობა.
15. ჰოლვიუდი მე, შენ კი არაფერს გასწავლო, ან ვაკრიტიკებ შენს ნაწარმოებებს არა, შენ ძალიან კარგად წერ. შენს იდეას რომ ფინალური ფრაზით გამოსახე ის განცდა, რომ შესაძლოა მძიმედ ფსიქიკურად დაავადებული რეალობას ხედავდეს-ეს მიგნება , კარგი ხედვაა შენგან ,მე ასე ვიტყოდი რომ გენიალური მიხვედრილობაა, ამ შენს პატარა ნაწარმოებიში, ამ იდეაში მთლიანად გეთანხმები, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ფსიქიკუეი აშლილობის მქონე პირის ჩვენებით, დამოწმებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შეცვლილა. (თუ ძალიან დაგაინტერესებს შემიძლია მოგიყვე) რაც შეეხება,ჩემი თხოვნა იყო სიტყვები, არაეთიკურია როცა წერ "გიჟები"ს უწოდებ , მომავალი მწერალი ხარ , და ეს აუცილებლად გამოგადგება, 14,კომენტარშიც შეცდომით წერ"არც ისე ბევრი ფსიქოლოგიური დაავადება არსებოვს"ო არანაირი ფსიქოლოგიური დაავადებები არ არსებობს. არსებობს ფსიქიკური დაავადებები . წარმატებები.
ჰოლვიუდი მე, შენ კი არაფერს გასწავლო, ან ვაკრიტიკებ შენს ნაწარმოებებს არა, შენ ძალიან კარგად წერ. შენს იდეას რომ ფინალური ფრაზით გამოსახე ის განცდა, რომ შესაძლოა მძიმედ ფსიქიკურად დაავადებული რეალობას ხედავდეს-ეს მიგნება , კარგი ხედვაა შენგან ,მე ასე ვიტყოდი რომ გენიალური მიხვედრილობაა, ამ შენს პატარა ნაწარმოებიში, ამ იდეაში მთლიანად გეთანხმები, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ფსიქიკუეი აშლილობის მქონე პირის ჩვენებით, დამოწმებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შეცვლილა. (თუ ძალიან დაგაინტერესებს შემიძლია მოგიყვე) რაც შეეხება,ჩემი თხოვნა იყო სიტყვები, არაეთიკურია როცა წერ "გიჟები"ს უწოდებ , მომავალი მწერალი ხარ , და ეს აუცილებლად გამოგადგება, 14,კომენტარშიც შეცდომით წერ"არც ისე ბევრი ფსიქოლოგიური დაავადება არსებოვს"ო არანაირი ფსიქოლოგიური დაავადებები არ არსებობს. არსებობს ფსიქიკური დაავადებები . წარმატებები.
14. ამ საკითხს ასე არ ჩავრღმავებივარ მუხა და ჯერ ბევრიც არაფერი გამეგება. მაგრამ არც ისე ბევრი ფსიქოლოგიური დაავადება არსებობს, რომელიც ცხად მოლანდებებს იწვევს, პირადად მე შიზოფრენია მქონდა მხედველობაში და ამით დაავადებულს სულიერის დანახვის ნიჭი ვაჩუქე, რომელი სულიერი რეალობაც ხალხს პაციენტის ავადმყოფური წარმოსახვა ეგონებოდა. ვერ ვხედავ არაეთიკურობას იმაში, რომ შიზოფრენიით დასნეულებულს ექსტრასენსული ძალები ვუბოძე ( შეიძლება ეს სიგიჟეც ნაწილიბრივ ხალხის შეთხზული ყოფილიყო) და ფინალური ფრაზით გამოვსახე ის განცდა, რომ შესაძლოა მძიმედ ფსიქიკურად დაავადებული რეალობას ხედავდეს, სხვა რეალობას და ხალხს მაინც შეშლილი ან სიგიჟის სიმპტომი ეგონოს. ეს მქონდა მხედველობაში და სხვა არაფერი. მედალს კი ორი მხარე აქვს. მომიტევე თუ კომენტარში ვიუხეშე. ამ საკითხს ასე არ ჩავრღმავებივარ მუხა და ჯერ ბევრიც არაფერი გამეგება. მაგრამ არც ისე ბევრი ფსიქოლოგიური დაავადება არსებობს, რომელიც ცხად მოლანდებებს იწვევს, პირადად მე შიზოფრენია მქონდა მხედველობაში და ამით დაავადებულს სულიერის დანახვის ნიჭი ვაჩუქე, რომელი სულიერი რეალობაც ხალხს პაციენტის ავადმყოფური წარმოსახვა ეგონებოდა. ვერ ვხედავ არაეთიკურობას იმაში, რომ შიზოფრენიით დასნეულებულს ექსტრასენსული ძალები ვუბოძე ( შეიძლება ეს სიგიჟეც ნაწილიბრივ ხალხის შეთხზული ყოფილიყო) და ფინალური ფრაზით გამოვსახე ის განცდა, რომ შესაძლოა მძიმედ ფსიქიკურად დაავადებული რეალობას ხედავდეს, სხვა რეალობას და ხალხს მაინც შეშლილი ან სიგიჟის სიმპტომი ეგონოს. ეს მქონდა მხედველობაში და სხვა არაფერი. მედალს კი ორი მხარე აქვს. მომიტევე თუ კომენტარში ვიუხეშე.
13. . აქ ნაგულისხმევი მაქვს ნამდვილი, ფსიქიატრიულის გიჟები
ჰოლმვუდი. 2020-08-18 21:31:41
ფსიქიატრიას გააჩნია ეთიკის კოდექსი, (ფსიქიკური დარღვევების მქონე პირი, ,ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი.) და ა. შ.
. აქ ნაგულისხმევი მაქვს ნამდვილი, ფსიქიატრიულის გიჟები
ჰოლმვუდი. 2020-08-18 21:31:41
ფსიქიატრიას გააჩნია ეთიკის კოდექსი, (ფსიქიკური დარღვევების მქონე პირი, ,ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი.) და ა. შ.
12. როგორ გამაცინეთ ;;) მგონი რეალირ თურქულ სახელსა და გვარს მართლა ერითმება.
ალბათ მკითხველისთვის წინასწარმეტყველური დიალოგი გამომივიდა :))
ამის ფერნტეზისთვის მიკუთვნება ცოტა გამიჭირდება, ჯონათან. მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
როგორ გამაცინეთ ;;) მგონი რეალირ თურქულ სახელსა და გვარს მართლა ერითმება.
ალბათ მკითხველისთვის წინასწარმეტყველური დიალოგი გამომივიდა :))
ამის ფერნტეზისთვის მიკუთვნება ცოტა გამიჭირდება, ჯონათან. მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
11. "შუქფარ ანთილი"- თითქოს ვიღაც თურქის სახელი და გვარია :)
ფინალი გამოვიცანი- ავარია ბრუკლინის ხიდზე :)
მშვენიერი ფსიქოლოგიური პასაჟები აქვს ამ ფენტეზის .
"შუქფარ ანთილი"- თითქოს ვიღაც თურქის სახელი და გვარია :)
ფინალი გამოვიცანი- ავარია ბრუკლინის ხიდზე :)
მშვენიერი ფსიქოლოგიური პასაჟები აქვს ამ ფენტეზის .
10. ვაფასებ მუხა შენს კეთილშობილურ დარიგებას, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მივხვდი რას გულისხმობ, რომ იტყვიან ქალის ხელი აკლიაო. ტროტუარი მეც მეზედმეტებოდა, მაგრამ თითქოს ხაზი მინდოდა გამესვა, რომ მოაჯირთან ახლოს იდგა. მოკლედ, არვიცი. ფინალურ ფრაზაზე არ ვარ ნაწყენი. აქ ნაგულისხმევი მაქვს ნამდვილი, ფსიქიატრიულის გიჟები რაღაცები, რომ ელანდებათ. ფურგონიდან კიამ გიჟმა რაც დაინახა სინამდვილე იყო, სულიერ სამყაროში გარდატეხა. ვინ დაუჯერებდა. მადლობა.
ვაფასებ მუხა შენს კეთილშობილურ დარიგებას, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მივხვდი რას გულისხმობ, რომ იტყვიან ქალის ხელი აკლიაო. ტროტუარი მეც მეზედმეტებოდა, მაგრამ თითქოს ხაზი მინდოდა გამესვა, რომ მოაჯირთან ახლოს იდგა. მოკლედ, არვიცი. ფინალურ ფრაზაზე არ ვარ ნაწყენი. აქ ნაგულისხმევი მაქვს ნამდვილი, ფსიქიატრიულის გიჟები რაღაცები, რომ ელანდებათ. ფურგონიდან კიამ გიჟმა რაც დაინახა სინამდვილე იყო, სულიერ სამყაროში გარდატეხა. ვინ დაუჯერებდა. მადლობა.
9. კარგი და საინტერესო პროზაა, კარგადაც წერ, მაგრამ მე მინდა უფრო უკკეთესი.(მე მინდა უფრო ლამაზი ცოლი, ლექსი რომაა ისე) ხოდაა ცოტა შელამაზება, ხელის შევლება, საკუთარი ნაწაროებს მეტი დაკვირვება და ყურადღება დაუთმე. მე მკითხველი ვარ და არა კრიტიკოსი, ამიტომ ყველა ნაწარმოებზე კომენტარებს ვწერ, ინდივიდუალურად, საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე, ასე რომ ჩემი რჩევა მიიღე მეგობრულად, როგორც ქალს უხდება კოსმეტიკა, ესთეტიურობისთვის ანუ მოვლილი ქალი სჯობია არა?! ხოდა ასე მოალამაზე ეს საინტერესო შენი პროზა, რა მაქვს მხედველობაში:. ბრუკლინის ხიდის რეკონსტრუქცია ხომ მიდიოდა, წერ : ადამიანი იდგა ხიდის ტროტუარზეო. რა დანიშნულებისთვის ჩააკვეხე "ტროტუარი", იქ კიდევ სიგიჟემდე, სიგიჟეები, არის კიდევ სხვა და და ბოლოს "ხანდახან გიჟებიც ხედავენ სინამდვილეს.ო, ეს არაეთიკურად ხომ არ მიგაჩნია?! წარმატებებს გისურვებ.
კარგი და საინტერესო პროზაა, კარგადაც წერ, მაგრამ მე მინდა უფრო უკკეთესი.(მე მინდა უფრო ლამაზი ცოლი, ლექსი რომაა ისე) ხოდაა ცოტა შელამაზება, ხელის შევლება, საკუთარი ნაწაროებს მეტი დაკვირვება და ყურადღება დაუთმე. მე მკითხველი ვარ და არა კრიტიკოსი, ამიტომ ყველა ნაწარმოებზე კომენტარებს ვწერ, ინდივიდუალურად, საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე, ასე რომ ჩემი რჩევა მიიღე მეგობრულად, როგორც ქალს უხდება კოსმეტიკა, ესთეტიურობისთვის ანუ მოვლილი ქალი სჯობია არა?! ხოდა ასე მოალამაზე ეს საინტერესო შენი პროზა, რა მაქვს მხედველობაში:. ბრუკლინის ხიდის რეკონსტრუქცია ხომ მიდიოდა, წერ : ადამიანი იდგა ხიდის ტროტუარზეო. რა დანიშნულებისთვის ჩააკვეხე "ტროტუარი", იქ კიდევ სიგიჟემდე, სიგიჟეები, არის კიდევ სხვა და და ბოლოს "ხანდახან გიჟებიც ხედავენ სინამდვილეს.ო, ეს არაეთიკურად ხომ არ მიგაჩნია?! წარმატებებს გისურვებ.
8. ყველა შემთხვევაში გახარებული ვარ თუ ვინმე უცხოელი მწერლის ნაწერს მიამსგავსე. წარმატებული და ნაყოფიერი დღე შენც ასევე ;))
ყველა შემთხვევაში გახარებული ვარ თუ ვინმე უცხოელი მწერლის ნაწერს მიამსგავსე. წარმატებული და ნაყოფიერი დღე შენც ასევე ;))
7. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული პროზაა. პლაგიატიზმი არც მიფიქრია,ურაკზრ ჟანრში გადავამოწმე-თარგმანუ ხომ არაა და მე პროზა მგონიათქო. წარმატებები და ბედნიერი დღე შენ❤ ეს უკვე საკმაოდ სერიოზული პროზაა. პლაგიატიზმი არც მიფიქრია,ურაკზრ ჟანრში გადავამოწმე-თარგმანუ ხომ არაა და მე პროზა მგონიათქო. წარმატებები და ბედნიერი დღე შენ❤
6. როგორ გამახარე ფლორენცია❤️ პლაგეატიზმი ჩემგან შორს, ცხრა მთას იქით. ამ ნაწარმოების იდეა დიდიხანი დამყვებოდა და როგორც იქნა მოვაბი თავი. პროზა ასე თუ ისე აქამდეც მიცდია, მაგრამ ასეთი ზომის არა. სასიამოვნოა რომ ერთგული მკითხველი მყავს შენი სახით. მადლობა როგორ გამახარე ფლორენცია❤️ პლაგეატიზმი ჩემგან შორს, ცხრა მთას იქით. ამ ნაწარმოების იდეა დიდიხანი დამყვებოდა და როგორც იქნა მოვაბი თავი. პროზა ასე თუ ისე აქამდეც მიცდია, მაგრამ ასეთი ზომის არა. სასიამოვნოა რომ ერთგული მკითხველი მყავს შენი სახით. მადლობა
5. ჰოლმვუდ,როგორ მიხარია რომ პროზას შეეჭიდე. ისე მომეწოონა,რამდენჯერმე გადავამოწმე-თარგმანი ხომ არაათქო. სიუჟეტი თითქოს არაა ორიგინალური და ამავდროულად საკმაოდ უცნაურად და მოულოდნელად განვითარებული სიუჟეტია. თხრობა,სიუჟეტი და მოულოდნელი ფინალი-აი რატომ არია ღირსი ეს ნაწერი მაღალი შეფასების! ყოჩაღ❤ ჰოლმვუდ,როგორ მიხარია რომ პროზას შეეჭიდე. ისე მომეწოონა,რამდენჯერმე გადავამოწმე-თარგმანი ხომ არაათქო. სიუჟეტი თითქოს არაა ორიგინალური და ამავდროულად საკმაოდ უცნაურად და მოულოდნელად განვითარებული სიუჟეტია. თხრობა,სიუჟეტი და მოულოდნელი ფინალი-აი რატომ არია ღირსი ეს ნაწერი მაღალი შეფასების! ყოჩაღ❤
4. აუცილებლად დავამთავრებ ლილიტს ბოლომდე. მაინტერესებს და იმიტომ. ნეტა მეც მასე ადრე ვიძინებდე. ველი შენს აზრებს ;)) აუცილებლად დავამთავრებ ლილიტს ბოლომდე. მაინტერესებს და იმიტომ. ნეტა მეც მასე ადრე ვიძინებდე. ველი შენს აზრებს ;))
3. საინტერესოდ წერ და იმიტომ,ჩემო ჰოლმვუდ. ❤ მივაწვენ ჩემს ალქაჯებს და კომპით ხელახლა დავიწყებ. საინტერესოდ წერ და იმიტომ,ჩემო ჰოლმვუდ. ❤ მივაწვენ ჩემს ალქაჯებს და კომპით ხელახლა დავიწყებ.
2. ვიცი შენი მომავალი წიგნის თავები დასამთავრებელი გაქვს და ბევრს მუშაობ. გაფასებ, რომ ცდილობ მაინც მოიცალო და ჩემი ნაწერები იკითხო ;) ვიცი შენი მომავალი წიგნის თავები დასამთავრებელი გაქვს და ბევრს მუშაობ. გაფასებ, რომ ცდილობ მაინც მოიცალო და ჩემი ნაწერები იკითხო ;)
1. ტელეფონით ვცადენწაკითხვა და დამაინტერესა,ოღონდ მოვიცლი და პედეეფად წავიკითხავ. საინტერესო დასაწყისია. ტელეფონით ვცადენწაკითხვა და დამაინტერესა,ოღონდ მოვიცლი და პედეეფად წავიკითხავ. საინტერესო დასაწყისია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|