ავტორი: ჰოლმვუდი ჟანრი: იუმორისტული 14 სექტემბერი, 2020
ხე იწვის. ხისთავიანებიც
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
კოცონზე იწვოდა აბრა წარწერით "ცეცხლის დანთება აკრძალულია", "დანჰილის" სიგარეტის კოლოფები, მწვანეყდიანი წიგნები სათაურით "მათემატიკური საფუძვლების ანალიზი"და სიმინდის სამი ტარო. ამ ჩამონათვალს ჰარი ვოლტერიც მიემატებოდა მარკ ჰიკინსს მაისურში, რომ არ ჩაევლო ხელი და თავ-პირით ცეცხლისკენ გადაშვებული ძმობილი უკან არ გამოექაჩა. საბედნიეროდ ჰარის მხოლოდ წარბები შეეტრუსა. ზემოთხსენებულ სამკვდო-სასიცოცხლო მომენტში, ტომ ჰილტონს ცეცხლის შუქზე ვერცხლის ლანგარივით ულაპლაპებდა მელოტი თავი და ჯინს ყლუპ-ყლუპად ყელში ისხამდა. ამ ყმაწვილბატონებმა ფინალურ გამოცდაზე ტესტი ერთმანეთისგან გადაწერეს, ამიტომ კარგად იცოდნენ, რომ "D" შეფასებაც სანატრელი ჰქონდათ. პროფესორმა შავტუჩამ ( ასე ეძახდნენ სტუდენტები. მოწევისას ელექტრო სიგარეტმა დენი დაარტყა) ტესტზე დაახვედრა ყველაზე დაბალი ქულა, წრეში კოხტად ჩასმული, უზარმაზარი "F" ასო, რომელმაც მარკის გონებაში ამოატივტივა სიტყვა "F U C K". ვერაფერს იტყვი, ეს სიტყვა ვითარებას აკვდებოდა. სწავლისადმი ასეთი უხეში დამოკიდებულების გამო მშობლები მხოლოდ ოცდახუთ ან ორმოცდაათ ცენტს თუ გაიმეტებდნენ მათთვის, თითქოს ტელეფონის ჯიხურები ყოფილიყვნენ. აღმოცენებული ვითარება მაინც ვერ აიძულებდა სამეულს ავგისტოს მხიარულებაზე ეთქვა უარი." რაც არალეგალურია, ის საუკეთესოა", ამბობდა ხოლმე ჰარი ვოლტერი, თითქოს მუშკეტერული დევიზი ყოფილიყო. ისინი ცხოვრებაში აზარტს, თავგადასავლებს, უნიფხვო გოგონებსა და შეიძლება ითქვას, შარსაც ეძებდნენ. ახლა ცეცხლის გარშემო ლაზღანდარობდნენ. მოშორებით მდგომ ლურჯ-მწვანე ფურგონში, რომელიც ტომმა "სკუბი-დუს" შთაგონებით შეღება, ეყარა მისტერ ანგუსის ყანიდან მოპარული სიმინდები, რომლის გაყიდვასაც გეგმავდნენ ბიჭები, რათა ქალაქიდან გასამგზავრებელი მაყუთი მოეხიათ. რაც შეეხება ანგუსს... ანგუს ფილჩმენი ერთი მოხუცი ფერმერი იყო, რომელიც უზარმაზარ სიმინდის ყანას ფლობდა. სიმინდების მოპარვას ენოტებსა და სინდიოფალებსაც კი არ პატიობდა. სახეზე მთელი დაბა იცნობდა: ბერიკაცს ცალ ნესტოსთან ხორცი ამოჭმულივით ჰქონდა. ყმაწვილები ახლა სწორედ უცაბედად დაგეგმილ და ყანაში არც ისე სატრაბახოდ შესრულებულ ქურდობაზე ლაყბობდნენ, თან სიმინდებს ხის ტოტს უჩხიკინებდნენ, თითქოს ამოწმებდნენ მკვდარია თუ არაო. - კინაღამ არ გამიხვრიტა თავი იმ შეჩვენებულმა, - ავადმყოფური ხალისით თქვა ჰარიმ. - ჰო გითხარით გიჟია - მეთქი. ყურები ღამურასავით აქვს დაცქვეტილი, - თქვა მარკმა, საჩვენებელი თითები თავზე რქებივით აღმართა და თვალები დაჭყიტა, - როგორც კი ფუჩეჩის შერხევას გაიგონებს მაშინვე თავისი ორლულიანი თოფით გამოდის და ყანას ზვერავს. - ისე, თუ დაამუღამეთ მაგის თოფს ორი ნესტო აქვს პატრონისგან განსხვავებით, - ჩაიხითხითა ტომმა, რომელმაც მეგობრებს ხელი ხელზე დაკრა. - ისე რა სირობა დაემართა ცხვირზე ნეტა. - ბუზი შეუფრინდა და ამან პირდაპირ დანა ატაკა! - ასეთი სულელური ვარაუდების დაბრეხება სჩვეოდა ტომს. ამას მარკის შედარებით ინტელექტუალური ვერსია მოჰყვა: - უფრო მაგარი. ტაისონმა მოაჭამა. ამაზე სამივემ გულიანად გადაიკისკისა. ისევ მარკმა განაგრძნო ცირკაჩობა, ალკოჰოლური ბრუს მიუხედავად ფეხზე წამოდგა: - უბრალოდ ანგუსის და ტაისონის ჩხუბი წარმოიდგინეთ... ტაისონი: - მარკმა ხელები უნიჭო ბოქსიორივით მოიღერა და ხმა დაიბოხა - მოდი შემებრძოლე შე თოფიანო საფრთხობელა! თავ-ყბას გაგიერთიანებ, ისე რო დედაშენიც ვეღარ გიცნობს!.. - ახლა მარკი მეორე მხარეს გადმოსკუპდა თითქოს ტაისონის ოპონენტი იყო. ცხვირის ცალი ნესტი აბრიცა და თავზე სიმინდის ფუჩეჩი დაიყარა. ასე ანგუსის გაშარჟერბულ ვერსიას ჰგავდა. ხელში მომარჯვებული ტოტი თოფის როლს ასრულებდა. ჩახრინწული ხმით ალაპარაკდა, - ამ თოფს უყურებ სირისტიანო? ორი ლულა აქვს შენი კერცხებივით, კრივის ტომარასავით რომ გიქიანებს, - მარკმა ხის ტოტი დაბლა დახარა, ვითომ წარმოსახვით მოწინააღმდეგეს ყვერებში უმიზნებდა. ჰარის კისკისი გაისმა. "ბახ!" უემოციოდ თქვა მარკმა, ვითომ ესროლა, მერე ჯოხი დააგდო და ტაისონის პოზიციას დაუბრუნდა. ხმის ტონი შეცვალა, - სულ ესა ხარ?.. თუ გინდა ფოკუსს ჩაგიტარებ და შვილებს ახლავე დავყრი...მოიცა, მოიცა ცხვირთან რა გაცხია, ბილიარდის ცარცია? ფქვილი? შაქარი?მარილი? ააარა, ეს კოკაინია, მოდი ჩემთან, უნდა შეგიყნოსო, - მარკი წინ წაიწია, თითქოს მოჩვენების კოცნა სურსო, მაგრამ საკუთარ საქციელზე სიცილი აუტყდა, ნეტავ რა ჯანდაბას ვაკეთებო. ამ სპექტაკლის უაზრობაზე გულიანად იცინეს, მერე დამწვარი სიმინდის სუნმა მოუქექათ ცხვირი. სიმინდები კარდონის ნაჭერზე გადმოაგორეს, რათა ტყის ნიავს გაეცივებინა. მარკმა დააბოყინა და დანარჩენები გააფრთხილა მოსაფსმელად გავდივარო. ფიჭვის ხეებს შორის მობარბაცე ლანდივით გაუჩინარდა. ჰარიმ გიტარა მოიმარჯვა ხელში. მწერების ყურისწამღები ჭრიჭინი რომ არა, ყურებდაბუგული ტომი უკეთ გაიგონებდა ჰარი ვინმეს აგინებდა თუ უბრალოდ სიმღერის ტექსტს ბღაოდა. მან "Smashing Pumpkins"-ის "Lily, my one and only" ააკვნესა სიმებზე, არადა ამ მუსიკალური ბენდის ალბომის ყდები უფრო მოსწონდა, ვიდრე თვითონ სიმღერები. მღეროდა, რა თქმა უნდა, ინტერპრეტირებული ტექსტით, რომელიც იმავე წამებში შეთხზა თავისი წვეტიანი გონებით: - ლილი... ჩემო ერთო, ერთადერთო ლილი... მოდი, შარვლის უბესთან და შემიხსენი ღილი... მოდი, ვიყოთ ჟიმაობით გადაღლილი... ტომი ბოთლიდან ამჯერად კონიაკს წლუნწავდა, როდესაც ეს სიტყვები გაიგონა და სასმელი სიცილისგან ყელში გადაცდა. ჰარიმ ეს მელოდია ისეთი მანერებით წაიმღერა, სმენადაქვეითებულს ეგონებოდა ვინმეს მთელი გულითა და სიყვარულით უძღვნისო. ტომს კონიაკი პირიდანაც გადმოექცა. მაისური დაულპა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, თავისით გაშრება ან ამის დედაცო. - ეს ლილი ლონგბოტომს ეძღვნება? ეგ გოგო ჭიპსაც არ დაგანახებს, - უთხრა ტომმა ჰარის, ტლოპანა თავზე თითები გადაისვა და "რედ-ბული" გადაკრა, რათა ალკოჰოლის სიმწარე ჩაეხშო. სახე დაემანჭა და დასძინა: - აუ, რა მჟავეა! ბარბერში თან ექვსი დოლარი ღირდა. - ის ჰო ნაღდია, რომ დათვის სპერმას უშვებიან, მაგაში ეტყობა პოლარული დათვისაა გარეული, - დააიმედა ჰარიმ. თემა შეცვალა, - რაზეც გინდა დავნაძლევდეთ, რომ ლილის ფუმფულა საჯდომი ჩემს ხელებს შუა აღმოჩნდება. - ეგ შენი ლილი ამ ზაფხულს მალიბუს ფესტივალზე მიდის, ნელა იყავი შენამდე არავინ წაავლოს ხელი. - მე უკვე ყველაფერი დავგეგმე, ჩვენც იმ სანაპიროზე გავიჩითებით, - თქვა ჰარიმ და ისე თვითკმაყოფილად გაიღიმა, თითქოს სადაცაა ვინმე თავზე გვირგვინს დაადგამდა. - ჰო, აბა რა, როგორც მაშინ ლუდის ფესტივალზე წასვლა რომ დაგვიგეგმე და მთელი ზაფხული ფანტას სმაში ამომილპა ყელი. შენი სტილი არაა გეგმები, შენ სპონტანურად მოქმედებ, თითქოს დაგეგმილ საქმეში აზარტს ვერ ხედავდე, მოსაბეზრებელი იყოს. - არა, ტომ, ამჯერად ყველაფერი გამოვა. - მაშინ მითხარი ამას როგორ ვაპირებთ, ჩვენ აქოთებული სიმინდების მეტი არაფერი გვაქვს! - მოიცა ჯერ, ის ცისტიტიანი მოეთრეს. მარკ! მარკ!.. ღმერთო, ამ ტყეს, რომ ხანძარი გაუჩნდეს მისი შარდის ბუშტი მარტო გაუმკლავდება. ძახილზე მარკი გამობრბაცდა ტყიდან, ხელში ფიჩხების გროვა ეჭირა. სახის ნაკვთები გვერდით მობრეცოდა, თვალები წამდაუწუმ ეხუჭებოდა, ნარკომანს ჰგავდა. კოცონამდე "S" ფორმის გზა მოხაზა, დატეხილი ფიჩხები მინდორზე დაყარა, დანახშირებული ტარო ხელში დაიტაცა და მის კორტნას შეუდგა. - აბა, რა ხდება ტყისკაცებო. რომელი მეძახდა? - ქალბატონმა ჰარიმ შვა იდეა, რომლის მიხედვითაც მალიბუში უნდა ამოვყოთ თავი. - ოჰო, აბა რას დააბრეხვებ. - ხისთავიანებო! მორჩით ამ თავის გამასაცოდავებელ ირონიას და ყური კარგად დამიდგეთ! - მიდი, მიდი, არსად არ მივდივართ, სანამ ფრთები არ გამოგვებმევა. ჰარიმ ღრმად ჩაისუნთქა, გაიფიქრა ისეთ ამბავს მოვყვები ამ საცოდავებს ახალგახერხილი ვაგინასავით გავაფურთოებ თვალებსო. დაიწყო: - ორივემ იცით თუ ვინ იყო ბაბუაჩემი... - სულ მისტერ ანგუსს მაგონებდა, თოფის გარეშე არ მახსოვს ეგ კაცი, - შეაწყვეტინა მარკმა. - ძმები ჰოარ არიან? - დაამატა ტომმა. - ტომ, მთელი თავი რომ შუბლი გაქვს, ხმა ჩაიკმიდე და ორივემ ენას კბილი დააჭირეთ! სიტყვა არ შემაწყვეტინოთ თქვენი უაზრო ხუმრობებით! - ჰო, კარგი, კა... - ხმა! - იღრიალა ჰარიმ და ორივე დაადუმა. სიმინდების ღრიტნას მოჰყვნენ. ჰარიმ დამშვიდებულად განაგრძნო საუბარი, - იცით, რომ გუშინ მამაჩემის სასჯელის ბოლო დღე იყო, ბოლო წყეული გამოკეტილი დღე ოთახში. ტომატიან სპაგეტის ვჭამდი და ბალიში დავალაქავე. დედაჩემს დავუძახე გამომიცვალე - მეთქი. იკადრა და აი, არვიცი საიდან, ამხელა ბალიში მომიტანა, - ჰარი შეჩერდა, ფურგონთან მიირბინა, საბარგლიდან ორი ყავისფერი, ისეთი ზომის ბალიში გადმოიღო, გეგონებოდათ ზედ გოლიათებს სძინავთო. ერთი ბალიში მარკს გადაუგდო, მეორე - ტომს. - აი, ესენი შემომიტანა. ესენი ბაბუაშენისააო, ჰო იცით, ახალი გარდაცვლილია და... - და მერე, მერე რა, რომ მამაშენის მამისაა ეს ბალიში. - ჯერ ეს ერთი დედის მამისაა, - შეუღრინა ჰარიმ, - რა და ბაბუაჩემმა ინგლისური მაკარტი წითელი წიგნის სიაში შეიტანა. ეს ფრინველი ამ ტყეებში ბინადრობდა, - ჰარიმ ხელი ფიჭვებისკენ გაიწვინა, - ენდემური ჯიში იყო, მაგრამ ბაბუა მაინც ნადირობდა მასზე. მახსოვს გუდაში ჩაწყობილი როგორ მოჰქონდა ხოლმე, მერე პუტავდნენ, წვავდნენ და ტკბილ-ცხარე სოუზთან ერთად მიირთმევდნენ. აი, თურმე სად მიჰქონდათ ბუმბული, ეტყობა ვიღაცას ჩვენთან სერიოზულად აწუხებდა კისრის ტკივილები, - ჰარიმ ბალიშის პირი გახია. იქიდან მტკაველის სიგრძის, შავი, უფაფუკესი ბუმბულების ბღუჯა ამოიღო და ისე დააშტერდა, თითქოს ხელში ასდოლარიანების მარაო ეჭირა. მარკმა და ტომმა ერთმანეთისკენ თვლები გააპარეს. ტუჩებზე ნაოჭები დაებურცათ და ლოყები აუწითლდათ. ვეღარ შეიკავეს, ორივეს გრანდიოზული სიცილი აღმოხდა, მარკმა მინდორში კოტრიალი დაიწყო. ჰარი გაცოფთა და ტომს ტლოპანა თავზე წაადო ხელი.. მარკს ენა მუცელში ჩაუვარდა. ცოტახანი მხოლოდ შეშის ტკაცუნი და მწერების ჭრიჭინი ისმოდა. ტომს კეფა გაუწითლდა. კვლავ ჰარი ალაპარაკდა, ისე, რომ კბილი კბილს არ მოუშორებია: - ტომ, თავი დაჩოქილი გოგონას მუხლს, რომ მიგიგავს, ნეტა იცოდე რაზე მაქვს საუბარი! რეგვენებო, ვერც კი წარმოგიდგენიათ თუ რა უდედისმხვნელესი რამ მიჭირავს ხელში! - შენ რა, ამ ოხრობით პოემების წერას ხომ არ აპირებ. ჰარის ტუჩის კუთხეები მაღლა აეზიდა, კბილებში გამოსცრა: - სანამ ჩვენ გამოცდაში იმბეცილებივით ვიჭრებოდით, ავსტრალიაში ჰუიას ჩიტის ბუმბული სამიათას ევროდ გაიყიდა. ამაში მინიმუმ ათასს მოგვცემენ. მარკი დასერიოზულდა, ერთი ბუმბული სიბრაზისგან მაგრად მოკუმული მუჭიდან ამოგლიჯა ჰარის, კარგად შეათვალიერა და გაიფიქრა მართლა როგორი ბზინვარე, დიდი და სიმეტრიულია, ალბათ შექსპირი ამ ფრინველს დასდევდა დასაჭერად პიესები, რომ დაეწერაო. ამოილუღლუღა: - კი, მაგრამ... რა უნდა ვთქვათ, საიდან გვაქვს გადაშენებული ფრინველის ბუმბული? ეს ხომ არალეგალურია. - სწორედ ამიტომ ვაპირებ საქმის დაჭერას არალეგალებთან. აიდაჰოში ერთი ტიპია, ივან კარკაროფი. მასზე ამბობენ ანგელოზის ფრთის ბუმბულსაც კი ინახავსო, ერთი გამოსირებული კოლექციონერია. - რამე შარში არ გაგვხვიოს. - მაგ ტიპს მხოლოდ სიფაფუკე ანაღვლებს, გესმის? ფრინველებზე ორგამზს განიცდის, აფეტიშებს. ფული იმდენი აქვს ოცდოლარიანებით სკვლინტებს იწმინდავს და ორმოცდაათიანებს ტუალეტის ქაღალდად იყენებს. ეს საქმე მოგვარდება, მალიბუშიც წავალთ და ლილიც ჩემს ბიგ ბენს დაიპყრობს! - ჰარიში უკვე ეიფორია იჭრებოდა, - შეიძლება ყალბ პირადობებსაც გამოვკრათ ხელი და სასმელს საკუთარი ტრაკითაც ვიშოვით! - შენში ვცდებოდი, მეგობარო... გენისოსი ხარ! ნამდვილი ჭკუისკოლოფი! მისტერ ბაბუაშენის სადღეგრძელო იყოს! - შეჰყვირა მარკმა. ბიჭებმა კონიაკის ბოთლებს დასტაცეს ხელი, ერთმანეთს მიუჭახუნეს და გადაყწლუნწეს. უეცრად მარკს ენერგია მოეძალა, ფეხზე წამოხტა, ბალიშიდან ამოცურებული ბუმბულები თმაში გაირჭო და ინდიელივით აკივლდა. კოცონის გარშემო წრეებზე სიარულს მოჰყვა. ტომს უკვირდა ასე სიარულით გული როგორ არ ერევაო თვითონ ისე ცუდად იყო, მაგრამ ისიც შეუერთდა მეგობრის ინდიელურ რიტუალს, თითქოს გართობის ღმერთმა უკანალზე პანღური მაგრად ამოკრა. ჰარი ცოტახნით ღიმილით უცქერდა გადარეულ ძმობილებს, მერე ბალიშები ხელში დაიტაცა და გიჟურ ცეკვა-თამაშში ჩაება. ასე იწვოდა კოცონი. ტომი სიმინდის ტაროებს ხელში ჟონგლიორივით ათამაშებდა, ჰარი ბალიშებს ჰაერში იქნევდა ისე, თითქოს თმებზე დამცხრალი ღამურების მოშორება სურდა, მარკი კი სათითაოდ აცლიდა ბუმბულებს და აბურძგნულ თმაში ირჭობდა, ქარიშხალში მოყოლილ ოფოფს ჰგავდა. მალე ინდიელური კივილი მობეზრდა და რაც პირზე მოადგა, ის წაიმღერა: - როცა ზღვის ნაპირს უზიხარ მარტო, შენი ძმაკაცი კი ნაშას ართობს... იფიქრებ: დავლევ იმედენ კონიაკს, სანამ მნახავენ სადმე კომიანს... ჰარი აღაფრთოვანა მეგობრის შაირმა და სცადა თავად გაეგრძელებინა: - ხედავ დახლებს, რომ ხურავს მოლარე და ესპანურად მღერის "ოლარე", ამბობ: მაცადე, ვიყიდი სასმელს, თუ მოისურვებ მას ერთად დავლევთ... ჰარის სიტყვებს ბიჭების ტაში, სტვენა და შეძახილები მოჰყვა. ახლა ტომის ჯერი დადგა: - მოლარე მჩუქნის გულღია ღიმილს, მკერდის თამაში უკვე თვალს მიღლის და მეკითხება: "ქეშით, ბარათით?", ბეჭედს მოვარგებ მაგ შენს არათითს... ტომმაც აპლოდისმენტები დაიმსახურა. ისევ მარკმა დაასრულა თავისი დაწყებული: - ჩემთან ამოდის ნისიის დავთრებით, იცის ამ ღამით მაგრად დავთვრებით... მას მე მივავენ ცისფერ დივანზე, რომელზეც უკვე ჰარის მიარჭეს... სამივეს იმდენად მოეწონა უცბად შეთხზული სიმღერა, სცადეს და თავიდან გაიმეორეს, შემდეგ კიდევ ერთხელ წაიმღერეს და უკვე კარგადაც დაამახსოვრდათ. სიმღერის ფინალისკენ სიტყვა "ჰარის" ერთმანეთის სახელებით ცვლიდნენ. ველური ტომის წევრებივით უვლიდნენ ცეცხლს გარს და ამ ფრაზებს ღრიალებდნენ. ტომმა დანახშირებული სიმინდისგან თითებზე დარჩენილი შავი ლაქები შენიშნა, საჩვენებელი და შუა თითი ლოყაზე გაისვა და ორი ზოლი დაიხატა, როგორც ამას ფილმებში აკეთებენ საბრძოლოდ მიმავალი ჯარისკაცები. არაამქვეყნიური სიხარულისგან ჰარიმ ბალიშები ცაში აისროლა, როდესაც რაღაცამ დაიგუგუნა. ბალიში შუაზე გაიგლიჯა, ნაფლეთებად იქცა და იქიდან ბუმბული შავი თოვლის ფანტელებივით გადმოცვივდა. სამივემ ერთხმად შეჰყვირა ქალივით, აბაზანის მიღების დროს, რომ შეუვარდებიან. თვალები მარტი ფელდმანივით გადმოუცვივდათ უპეებიდან, როდესაც მოხუცი ანგუსი დაინახეს თავისი ორლულიანი მეგობრით: - უხხ, თქე ქურდბაცაცებო! აი ახლა გიჩვენებთ სეირს! თქვენს დედებსაც მივაკითხავ! ანგუსმა თოფი ყმაწვილებს დაუმიზნა. სამეული ბოულინგის კეგლებივით დაიშალა. "ბახხხ!" და გაისმა შუშის მსხვრევის ხმა, კონიაკის ბოთლები დაილეწა. ბუმბულები ისევ ჰაერში ტრიალებდა. ბიჭები ფურგონისკენ გაშმაგებით მიქროდნენ, თან გზაში ბუმბულების დაჭერას ლამობდნენ. მათ მანქანის სახელურს ერთდორულად დასტაცეს ხელი და ჭედვა-ჭედვით შეეტიენ შიგნით. ჰარის ისე ცახცახებდა, თითებში ჩაბღუჯული გასაღები მოფართხალე თევზი გეგონებოდათ. ამ აურზაურში დროდადრო გაისმოდა ფრაზები: "რეგვენო, ჩემი თავიდან ფეხი აიღე... მიეცი ანგუსს ეს წყეული სიმინდები და წავა!.. გაგიჟდი?! ამ სიმინდებიანა შეგვხრაკავს!.. მამაო ჩვენო..." როდესაც მანქანა დაიქოქა ორ სავარძელს შუაში გაჩხერილი ტომი საბარგულში გადაეშვა და ზურგით სიმინდების გროვას დაენარცხა. "ბახხ". დაიზუზუნა თოფმა. საფანტმა ბორბალს კიდეებში გაჰკრა. - ვერსად წამიხვალთ! ხახვის ფოჩიც არ დამჭირდება, ისე ვატირებ დედათქვენებს! - გაჰყვიროდა ანგუსი. ფურგონი მინდორზე მოსტა და კუდი მოიქნია. ტომი საბარგულის კედელს მიეხალა, მეორე მეორე მხარეს შეანარცხა თავი, ბოლოს კარს ზურგით შეეტაკა და თითები ანჯამებს ძლივს წაატანა, რომ გარეთ არ გავარდნილიყო. მიდიოდა ფურგონი მთავარი გზისკენ და უკან სიმინდის ტაროებს ტოვებდა ღია საბარგულიდან. მოხუც ანგუსს კი გადმოგორებულ ტაროებზე უსტოდა ფეხი, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა და თოფს აგრიალებდა, სანამ ძირს არ მოადინა ზღართანი. ბიჭებმა როგორც იქნა გაიგონეს მანქანების სისინი და თავი დააღწიეს აყალმაყალს. შიშისგან ენა მუცელში ჩავარდნოდათ. ტომი ისევ სავარძლებს შორის ჩაჯდა, სახეზე შეწუხებული, წელზე იდებდა ხელს. სიმინდის ფუჩეჩი მელოტ თავზე აბურძგნული პარიკივით დაფენოდა. - აი, ახლა რა უნდა ვქნათ? აღარც ბალიშები გვაქვს და აღარც სიმინდები! - ლამის ატირდა ტომი. მარკმა თმიდან წვალებ-წვალებით გამოიძრო ბუმბულები. - თორმეტ ცალში რამდენს გადაგვიხდიან? - ისე იკითხა თითქოს ჰაერს ესაუბრებოდა. პასუხი არავის გაუცია. არც მარკმა და არც ტომმა არ იცოდა, რომ ჰარი ფურგონს ანგუსის ყანებისკენ მიაქროლებდა. ჰარიმაც არ იცოდა, რომ ყანაში სამი დუჟმორეული ქოფაკი ელოდა. არც ქოფაკებმა იცოდნენ თუ რა იყო შეწყალება.
აგლაია, მოწყენის სმაილი არ არის. იღიმის, უბრალოდ თვალები აქვს სხვა მხარეს :) ჩემს ამ სმაილს სხვა კომენტარებზეც შეხვდებით. თქვენ ღიმილს იმსახურებთ და მინდა მოგიბოდიშოთ თუ ჩემს ჩანახატში ვამპირებზე ცოტა უხეში კომენტარი გამომივიდა :)
აგლაია, მოწყენის სმაილი არ არის. იღიმის, უბრალოდ თვალები აქვს სხვა მხარეს :) ჩემს ამ სმაილს სხვა კომენტარებზეც შეხვდებით. თქვენ ღიმილს იმსახურებთ და მინდა მოგიბოდიშოთ თუ ჩემს ჩანახატში ვამპირებზე ცოტა უხეში კომენტარი გამომივიდა :)
ფლორენცია, როგორ მიყვარს შენი კომენტარი რომ მხვდება :))) მიხარია თუ მოგეწონა და შენი გაღიმება, გახალისება შევძელი, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ბრიტანული კომედიები მიყვარს, წაშავიუმორო და გონების გასახსნელია. ინსპირაციაზე არ ვიცი რა ვთქვა, მაგალითად ეს ისტორია ამ მოთხრობის პირველმა ფრაზამ შთამაგონა, ბიჭების ხასიათი დავიჭირე. ვიცი, რომ ვერ იცლი, მაგრამ ლილიტი უნდა გაგვიგრძელო ხალხს :))
ფლორენცია, როგორ მიყვარს შენი კომენტარი რომ მხვდება :))) მიხარია თუ მოგეწონა და შენი გაღიმება, გახალისება შევძელი, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ბრიტანული კომედიები მიყვარს, წაშავიუმორო და გონების გასახსნელია. ინსპირაციაზე არ ვიცი რა ვთქვა, მაგალითად ეს ისტორია ამ მოთხრობის პირველმა ფრაზამ შთამაგონა, ბიჭების ხასიათი დავიჭირე. ვიცი, რომ ვერ იცლი, მაგრამ ლილიტი უნდა გაგვიგრძელო ხალხს :))
ურაკზე ამის გამო შემოვედი :) ჰჰოლმვუდ, საიდან ამხელა ფანტაზია და დეტალების სიყვარული?! ასე მეგონა ბრიტანულ ფილმს ვუყურებდი გადარეულ ახალგაზრდებზე :) შაირების ნაწიი იყო შეუდარებელი! აი დსასრული კი... დასსრული მხოლოდ დაქსწყისის დსასრულია. რა მოელით მაგ სქცოდქავებს !!! ჩემგან A+
ურაკზე ამის გამო შემოვედი :) ჰჰოლმვუდ, საიდან ამხელა ფანტაზია და დეტალების სიყვარული?! ასე მეგონა ბრიტანულ ფილმს ვუყურებდი გადარეულ ახალგაზრდებზე :) შაირების ნაწიი იყო შეუდარებელი! აი დსასრული კი... დასსრული მხოლოდ დაქსწყისის დსასრულია. რა მოელით მაგ სქცოდქავებს !!! ჩემგან A+