ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2020


ფანტმოსმია

ერთი ღერი სიგარეტი...
ერთი ამოსუნთქვა...
ამოსუნთქვას ამოყოლილი სითბო და სევდა.
ბოლის გამჭვირვალობა.
ბოლიც შეიძლება იყოს გამჭვირვალე.
ბოლიც შეიძლება იყოს ლამაზი .
სუფთა ჰაერიც შეიძლება იყოს მძიმე და ბლანტი.

ნახევარი სიგარეტი.
ორი თითი
და მათ შორის დანახული სამყარო.
რა დიდია სამყარო და რა ლამაზი!
მოჭუტული თვალები იღება...
რა პატარაა ეს სამყარო.

ბოლო ნაფაზი,
ნაფაზში გახსნილი ფიქრები და აზრები.
ნამწვი, რომელმაც შენი ტუჩების გემო გაიყო.

დარჩენილი ნიკოტინის სურნელიანი თითები
მოგეფერებიან და ...
შენთვის ეს სურნელი ყველა სურნელებას სჯობს.

ცხოვრებასავით დაფერფლილი ღერი...
რა ცოტა იყო...
რა მალე ჩაილია!
საფერფლე - ჩაფერფლილი სიცოცხლეების სასაფლაო!
კიდევ რამდენს დაიტევს ნეტავი?!

კოლოფი კი სავსეა არაფრისმთქმელი ღერებით...
ნამწვი კი შეიძლება იყოს მრავლისმთქმელი!
......................
თვითმკვლელობაც შეიძლება იყოს ლამაზი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს